შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის წესები 7


24-03-2015, 16:28
ავტორი sopiko
ნანახია 2 008

უკვე ყველანაირად მზად ვიყავი, ხვალ საღამოს იტალიაში მივფრინავდი ჩემს ბმეგობართან რომელიც ჩემი ყოფილი კლასელი იყო. ლიზიკოს გარდა ჯერჯერობით არავინ არ იცოდა ჩემი ორსულობის შესახებ. უკვე ერთი კვირაა წერისლს ვწერ ნიკასთვის სადაც ყველაფერი წერია იმ საშინელი ღამიდან დაწყებული ჩემი ორსულობის გაგებამდე. ჩემი გრძნობები, ტკივილი და რაც მთავარია სიმართლე რომელიც ნიკამ არ იცოდა. წერილის ბოლოს ისიც დავწერე რომ იტალიაში მივემგზავრებოდი. ძალიან მიმძიმდა მასთან დამშვიდობება მითუმეტეს რომ ვიცოდი ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავდი.
იმ საღამოს ლიზი ჩემთან ამოვიდა ძალიან მიფრთხილდებოდა. ჩემოდანს ვალაგებდით და თან ვსაუბრობდით:
-იცი როგორ მომენატრები...-შემომჩივლა ლიზიმ.
-კარგი რაა, ეგ მინდა ეხლა მეე-თვალები ამემღვრა.
-კაი კაი საყვარელო დამშვიდდი მაგრამ დამპირდი რომ არ დამივიწყებ-ცრემლები მოადგა ჩემს უსაყვარლეს მეგობარს.
-შენ როგორ დაგივიწყებ-აი ახლა კი უკვე ვეღარ შევიკავე ტირილი და ავქვითინდი. ლიზიც ამყვა და აი ასე დუეტში ვტიროფით, მთელი ღამე საშინელი იყო.

-ანი ტაქსი მოვიდა-დამიძახა გარედან ლიზიმ როცა ბარგის ჩალაგებას მორჩა და მეც ჩემი პატარა ჩანთიდ ეზოში გავედი. მანქანაში ჩავჯექით და აეროპორტში წავედით. ბარგი რომ ჩავაბარეთ ერთმანეთს ისე ჩავეხუტეთ თითქოს ეს სითბო მთელი ის დრო გაგვყვებოდა რაც ერთმანეთს ვერ ვნახავდით. ოპერატორმე გამოაცხადა რომ ჩემი რეისი ერთ საათში გადიოდა და დრო მოვიდა თვითმფრინავში ჩავმჯდარიყავით, ლიზი გარეთ გავიდა რათა მაღლა რომ ავიდოდი იქიდან დავენახე. მე ის იყო ექსკალატორისკენ გავწიე რომ ვიღაცამ ჩემი სახელი ხმამაღლა დაიყვირა, სწრაფად გამოვბრუნდი და დავინახე...
-ანნა ანნა-ჩემსკენ მორბოდა ნიკა თვალებჩასიებული, გამხდარი ფერმკრთალი. მის დანახვაზე თვალზე ცრემლები მომადგა. ნიკა ჩემთან მოვარდა და მხრებზე ხელები მომკიდა.
-აქედან ვერ გაგიშვენ ანნა, ვერც პატიებას ვერ გთხოვ იმიტომ რომ ვიცი არ მაპატიებ, ძალიან გთხოვ არ წახვიდე ანნა ეს თხოვნა რომც არ შემისრულო არ გაგიშვებ-ხამაღლა ღრიალებდა ის, ყველა ჩვენ გვიყურებდა მე გაოცებული ვიყავი.
-ახლა საუბარს აზრი არ აქვს ნიკა, ჩვენ ერთმანეთს გული იმდენად ვატკინეთ რომ ერთად ყოფნას აზრი აღარ აქვს-ცრემლები წამომცვივდა მე.
-აი აი ახლაც ტირიხარ, შენ ყოველთვის სხვაზე ღელავ ახლა კი ამ ცრემლების მიზეზი მე ვარ. ახლა კი არა ეს ბოლო ხანები. მაპატიე ჩვენი შვილის გამო მაინც დარჩი-მითხრა და მუცელზე ხელი მომადო. თითქოს დენმა დამარტყაო. ისიც კი გამიკვირდა რომ აქ მოიდა და ჩვენი შვილის შესახებ საიდან იცოდა. მისი ხელი უხეშად მოვიცილე და ვუთხარი:
-ჩვენი შვილი... ეს შვილი სიყვარულის ნაყოფი არაა ნიკა, ის...-ხმა ვეღარ ამოვიღე ამ ყველაფრის საჯაროდ თქმა მიძნელდებოდა, უკან შევბრუნდი და ექსკალატორისკენ გავწიე... ვტიროდი მაგრამ უხმოდ, მეგონა ხმას ვეღარც ამოვიღებდი. ჩვენი შვილი... ეს შვილი ბედნიერი ვერასდროს იქნება იმიტომ რომ მას არ ეყოლება ისეთი მამა გვერდით როგორიც ნიკა იქნებოდა. დაინგრა ჩვენი მომავლის გეგმები რომელსაც მე და ნიკა იმდენი ხანი ვგეგმავდით და ვოცნებობდით. ღმერთს ვთხოვდი ისევ ის დრო ყოფილიყო როცა ნიკა მთხოვდა ცოლად გამომყევიო მე კი სულ ერთი და იგივე ფრაზას ვუმეორებდი:
-ჯერ ადრეა...ჯერ ადრეა...ჯერ ადრეა...
აი მოვიდა დრო და დავქორწინდით? არა , ამიტომ ბედნიერება არ უნდა გადადო, ბედნიერებას ხელი არ უნდა კრა, ამ ფიქრებით დავჯექი თვითმფრინავში და თავი სკამის საზურგეს მივაყუდე. უცებ გვერდიდან ხმა მომესმა:
-შეიძლება?-ალბათ იმ ცარიელ სკამზე მეკითხებოდა რომელიც ჩემს გვერდით იყო რას წარმოვიდგენდი რომ ჩემს გულში ეძებდა ადგილს, თავი მაღლა ავწიე და ნიკა დავინახე.
-უშენოდ მზე არ ამოვა ანნა, უშენოდ სულ წყვდიადი იქნება, უშენოდ მე მე ვერ ვიქნები...-თავი სახესთან მომიახლოვა და ჩემს ტუჩებს შეეხო, ალბათ ახლა იხუვლა იმ თავშეკავებულებამ... მე მას ყველაფერი ვაპატიე, სიყვარულს პატიება შეუძლია და ისევვტირდი მაგრამ ეს სიხარულის ცრემლები იყო...

ამ შემთხვევიდან ერთი თვე გავიდა, იტალიაში ორი კვირა გავატარეთ ეს ორი კვირა იყო ყველაზე ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში, ამ დღეებმა და ღამეებმა დამავიწყა ყველა უბედურება რაც ნიკასგან შორს გადავიტანე. ახლა უკვე თბილისში ვიყავით, მე მუცელი ჯერ ოდნავ ამომებურცა. ახლა ნიკას კალთაში მედო თავი და ვნებივრობდი. უცბად თავში რაღაცამ დამკრა და ვკითხე:
-ნიკაა, შეიძლება რაღაც გკითხო?-ვკითხე საყვარლად.
-კი, ოღონდ ერთი პირობით-გამიღიმა ეშმაკურად.
-რა პირობით?-ვკითხე მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი რასაც მიპასუხებდა.
-რა პირობით და...-მომიახლოვდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
-კარგი ახლა მითხარი საიდან გაიგე იმ ყველაფრის შესახებ...აი აეროპორტში...-ვკითხე როცა სიტყვის თქმის უფლება მომეცა.
-ჩვენს ბედნიერებას ლიზიკო უნდა ვუმადლოდეთ და დიმას...
-რა?-წამოვხტი ფეხზე.
-ხო ლიზიმ აკას უთხრა ამა და ამ დღისთვის ნიკა აუცილებლად უნდა მივიდეს თავის სახლშიო, აკამ რაღაც მიზეზები მოიდო და მეც ჩამოვედი წერილი ვნახე და მოგისწარი-გამიღიმა ნიკამ და კიდევ ერთხელ მაკოცა.
აი ეს არის ჩემი სიყვარულის ისტორია თავისი წესებით და პრინციპებით, ჩემი და ნიკას სიყვარულმა უამრავ გამოცდას გაუძლო და ღმერთის წყალობით კიდევ ბევრს გაუძლებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent