შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი. (ნაწილი I)


29-03-2015, 13:16
ავტორი მარეამო
ნანახია 4 662

-გავისეირნებ და მოვალ,-შევძახე დედას სამზარეულოში, ჟაკეტი მოვიცვი და ნელი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას. ისეთი ჩახუთულობა ვიგრძენი სახლში , ვეღარ გავძელი და გამოვიქეცი,თითქოს ჩემი დახრჩობა უნდოდან სახლში მოტრიალე ჰაერს. ხვალ სამსახურში უნდა წავიდე, ვფიქრობდი ჩემთვის, რა უაზრობა იქნება, ისევ ყავა, ჩაი, ჭორაობა, არანაირი სამუშაო, მხოლიდ უშნო ყბედობა..
ფიქრში გართულმა უცბათ გავიგე მანქანის მკვეთრი დამუხრუჭება და ვერც კი შევნიშნე, როგორ აღვმოჩნდი უცხო მანქანაში, უცხო ადამიანთან და გააზრებაც ვერ მოვახერხე, რატომ ვიყავი ასეთ სიტუაციაში.
-უკაცრავად!-ძალიან მშვიდად მივმართე საჭესთან მჯდარ პიროვნებას, რომლის სახესაც ვერ ვხედავდი,-შეგიძლიათ ამიხსნათ რა ხდება?
-მოგიტაცე, -ასევე მშვიდად გაისმა ძლიერი, ყელისმიერი, დამჯდარი ბგერები.
,,ამას რომ გავუძალიანდე, რა აზრი აქვს, მხარბეჭი სკამის საზურგეზე განიერი აქვს,-ჩემ გაფიქრებულზე გამეცინა, -ახლა რომ დავუწყო ლაპარაკი არ მომისმენს , გაღიზიანდება და ავარიაში უნდა მოვყვე, ჩამიყვანს ალბათ სადმე და მერე დაველაპარაკები,-ვუხსნიდი საკუთარ თავს და ვცდილობდი გაღიზიანება, გაბრაზება და შიში ჩამეცხრო.
ესეც ასე, ოცდამეთერთმეტე საუკუნეში, 25 წლის გოგონა გამიტაცეს, არადა სამსახურში წასვლას გადამარჩინა ამ უცნობმა , მხოლოდ ამიტომ ვიყავი მისი მადლიერი.
-სახელი მაინც გეთქვა, -გავუშინაურდი გამტაცებელს.
-ა, ისა, ხო სულ დამავიწყდა -ლუკა,ლუკა ლომსაძე-მითხრა დაბნეულმა და ჩემი ტონით შეცბუნებულმა, სარკეში დავინახე, როგორ თრთოდა მისი დიდი წითელი ბაგეები...
ფუ, ამისი, გვარიც კი არ მეცნობა, საიდან მომიტაცა, ვინაა საერთოდ?-ნერვები მეშლებოდა და თან მეცინებოდა... მანქანა საკმაოდ ნელა მიყავდა, თითქმის სულ გზას უყურებდა, მხოლოდ ხანდახან გამომხედავდა სარკედან და მეც მაშინვე მშვიდ მზერას ვუსწორებდი.
უცებ მანქანა გზიდან გადაიყევანაა და გააჩერა.
-დიდი მოძრაობაა, მე კიდე მეძნება, ახლა ვერ ვივლი.-მითხრა და მომიტრიალდა, მანქანაში ანთებულ მკრთალ შუქზე ვარჩევდი მის მამაკაცურ ნაკვთებს. წითლად მოელვარე მსხვილი ტუჩები ოდნავ შესამჩნევლად გაპობოდა, გავჭირვალე ღია ყაავისფერი თვალებით, რომელიც ღრმად იჯდა თავის ქალაში გამომცდელად და გამომწვევად მიყურებდა, ოდნავ გამოწეული ცხვირი და წვერი ხაზს უსვამდნენ მის კაცურ სახეს. ამას უეჭველი შევეშალე გავიფიქრე გონებაში და გავაანალიზე, რომ არასდროს არ მოვწონებივარ კარგ შესახედავ ბიჭებს, იყვნენ რამდენიმე მაგრამ ეს ნამეტანია, არა არა აუცილებლად შევეშლებოდი. გამეცინა
-რა გაცინებს?
-არაფერი!-დავუსერიოზულე და თაფლისფერი თვალები პირველად შეხვდა მის ყავისფერ თვალებს...დაიწყო სენტიმტალური ტრიოლეტები, თავი გადავაქნიე.. ისე რამდენი ხანია მამაკაცი არ მყოოლია? 1, არა 2, 3 წელია, ვის ვატყუებ საერთოდ არ მყოლია მამაკაცი.. ისევ გამეცინა და თან ჩემ თავზე გავბრაზდი..
-მიანც არ მეტყვი რატომ იცინი? ან რანაირი რეაქცია გაქვს?
-ადეკვატური, ხელ-ფეხის ქნევას ვერ დავიწყებდი, გავიზარდე მაგისთვის.
-გეწივლა მაინც..
-რისთვის? პირი რომ აგეკრა და მთელი დღე პირაკრული ვმჯდარიყავი?
-არ გეშინია მაინც?
-ტაქსებში ყოველთვის უცხო მამაკაცთან ერთად ვმგზავრობ , მაგრამ არ მეშნია, თან აქეთ მხარეს არადროს არ ვყოფილვარ და პატარა ექსკურსია გამოვიდა..
-იქნებ შენ მოკვლას ვაპირებ.
მხრები ავიჩეჩე.
-მაშინ ახლა აქ არ ვიქნებოდი, მკველელები მხოლოდ იმათ აწამებენ დიდხანს გატაცებით ვინც უძალიანდებათ.
-ის მაინც გეკითხა ვინ ვარ.
-ეგ გკითხე, ლუკა, ლომ-ლომსაძე.
-არ გიკითხავს რას წარმოვადგენ.
-ეგ არც მაინტერსებს.
-არ გაინეტერსებს რას წარმოადგენს შენი ქმარი?-მითხრა ძალიან სერიოზულად.
-არადა მანიაკს არ გავხარ!-ვუთხარი და წარბები ზემოთ ავზიდე.
-არც ვარ, მე იმას გეუბნები რაც სინამდვილეშია.
-შენ არ ხარ ჩემი ქმარი!
-სამაგიეროდ მალე ვიქნები,-მითხრა და თვალი ჩამიკრა, მანქანიდან გადმოვიდა, ჩემ გვვერდით დაჯდა,- შენ კი ჩემი ცოლი იქნები. მთელი ღამე ვცდილობდი არ ჩამძინებოდა, მანქანის ტარება მაინც მცოდნოდა, მოვპარავდი გასაღებს და ... არადა კარგი ბიჭია და ასე რამ გაამწარა.. რა გატაცებები მოიგონა.
დილით რომ გავიღვიძე, ვიგრძენი თავი მაგარ სააგანზე მედო, ეს საგანი კი ლუკას მხარი აღმოჩნდა.
-დილა მშვიდობისა!
-ასეთი მშვიდობიანი დილა არასდროს გამთენებია, უცხო მამაკაცის მხარზე.-გავაქნიე თავი უკმაყოფილოდ და სასწრაფოდ მოვშორდი.
დამიჭირა და ჩამიხუტა.. ფურაა ბანალურია,-კინაღამ ვიყვირე.
-კინოს იღებენ? სად არიან კამერები? იქნებ ნორმალლურად ამიხსნა რა ხდება?
-რაღა აგიხსნა, ცოლად უნდა მოგიყვანო, ამიტომ აგიღე და წამოგიღე ჩემთან ერთად.
-ვაფშე აზზე არ ვარ ვინხარ, ციდან ჩამოვარდი ასე უცბათ?
-ხო იცი ვინ ვარ, ლუკა ლომსაძე და დანარჩენი შენ არ გაინტერსებს.
-სახლში დამაბრუნე, მორჩი ამ სულელურ თამაშს.
-რა ვქნა უცბათ მოხდა ყველაფერი, სახლში ვერ დაგაბრუნებ, არამგონია კონცერტები მოაწყო, მაგრამ რომც მოაწყო მაინც ვერ დაგაბრუნნებ.
-ხისთავიანი ხარ!
-მადლობა. -წინა სავარძელზე მოთავსდა და მანქანა დაძრა.-ბიჭო გამოვედით, ხოდა შენ მოამზადე ხო მანდაურობა? .... კაი ძმა, მოვალთ ერთი-ორ საათში.
ისევ წყნარად გავყურებდი ფანჯრიდან გარემოს, ხეთა რიგს მივყვებოდით უსასრულად და უსასრულო, უსასრულოდ და უსასრულად.. რომ გამეღვიძა საწოლში ვიწექი,თავი მტკიოდა და დაღლილობის შეგრძნება მაწუხებდა...ხმა არამომიღია,ვცადე ძილი შემებრუნებინა, ფიქრებმა გამიტაცა და ისევ ძილს მივეცი თავი. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ძილ-ბურანში გავიგონე ორი შეშფოთებული ხმა:
-ბიჭო რაც ჩამოვედით სულ ძინავს.
-მოგიტაცონ და ნახავ საერთოდ თუ მოგინდება გაღვიძება,-ცდილობდა ეხუმრა ჩემთვის უცხო ხმას.
-მოიცა რაა, აუუ რა სჭირს? ჩემი ბრალია რაა, რო იტაცებ რას იტაცებ, გაუსკდა მგონი გული... აუუ ექიმი ხო არ ამოვუყვანო ტოო, ან ხო არ ჩავუყვანო ექიმს?
-ეე რა გაახურე რაა, გაიღვიძებს აბა რას იზავს, დაღალა მგზავრობამ.
-საჭმელი არის?
-კი, აბა მშივრებს ხო არ დაგტოვებდით შეჩ.
-ააუუუ გაჩუმდით, ფარდები გააფარეთ და მაცადეთ ძილი, ამოვიკვნესე და მხარი ვიბრუნე.
-უუუ ცოცხალია ტოო!
-აუ გცემ ანდრო უნამუსო ვიყო! გაეთრიე დროზე.
-ლუკააა!
-ხოოოო,- ვიგრძენი საწოლზე დაჯდა და თმებზე დამიწყო ფერება.
-ხო გითხარი გაჩუმდით და ძილი მაცადეთთქოოო!
-აუ რა ბუზღუნა ცოლი მყავს ტოო,-გაეცინა მას და ჩემს ლოყაზე ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები.
-ცოლს გაჩვენებ მე შენ,- ავიქნიე ხელი, თითქოს ამხელა კაცს ჩემი ხელი დააფრთხობდა.
-აუ სულ ნუ ბუზღუნებ რაა, ბოლოსდაბოლოს მესამე დღეა რაც ჩემი ცოლი ხარ.
-მერამდენე?-სრულიად გამოვფხიზლდი და საწოლში წამოვჯექი.
-2 ღამეა გადაბმულად გძინავს გული გამიხეთქე რა აღარ ვიფიქრე.
-ეეე რა მაგარიაააა,-გავიზმორე, -ასე ვიცი ჰაერს რო შევიცვლი ხოლმე.
-ეეე გეთქვა რაა, მეთქი გავისწროკე და ეგაა.
-მაინც მოგიწევს სროკზე წასვლა, გატაცებისთვის.
-არ გშია?
-აუუ კიი რაა.-დავმანჭე სახე.
-სადმე გავიდეთ და წავიხემსოთ გინდა?

-ლუკა, არ გინდა სახლში დამაბრუნო?-ვკითხე კაფეში მაგიდასთან რომ დავსხედით.
-არა!-მითხრა სერიოზულად და მიმტანს ანიშნა მენიუ მოეტანა,-რას შეჭამ?-მკითხა და კერძების ჩამონათვალს თვალი გადაავლო.
-აღარ მშია, მადლობა,-მკვახედ ვუთხარი და მაგიდას დავაშტერდი.
-2 დღის უჭმელი ხარ.
-არაუშავს 30 დღე უძლებს ადამიანი უჭმელობას,-ვუთხარი ირონიულად.
-არ დაიწყო რა ძალიან გთხოვ, რომ გითხარი ჩემი ცოლი უნდა გახდე, ესეიგი გახდები კიდეც და ეს საიკითხი მეორედ აღარ განიხილება.
-და მე რატო არაფერს მეკითხები?
-ვიცი შენი პასუხი რაც იქნება და იმიტომ. ძალიან გთხოვ სახლში არაფერი გითქვამს და აქ ნუ გამართავ კონცერტებს.
-არც ვაპირებ,-გავღიზიანდი, - მანქანაში დაგელოდები,-წამოვიწიე ასადგომად, მაგრამ მისმა ხელმა შემაჩერა.
-აქ იქნები ჩემ გევრდით და საჭმელს შეჭამ.
ჯიური მზერა გავუსწორე მაგრამ ამან არ გაჭრა და მეც მორჩილად დავესვენე სავარძელში.
მადა სულ დამეკარგა, მაგრამ რომ არ მეჭამა საბოლოოდ დავკარგავდი ძალებს , ამიტომ ლუკას დავემორჩილე და ცოტა , მაგრამ მაინც მივიღე საკვები.
-ასე თუ ჭამე გახდები, მე კი არ მინდა გამხდარი ცოლი,-მითხრა და უსირცხვილოდ ამათვალიერა.
დავუბღვირე და მანქანაში უსიტყვოდ ჩავჯექი.

-აუუუ ცოტა მიიწიე რაა,-თავზე წამადგა ტრუსიკისამარა ლუკა თავისი ბალიშით,-იცი რა მოუხერხებელია იმ დივანზე წოლა? მითუმეტეს, თუ იცი რომ გვერდით ოთახში შენნაირი ქალი წევს, თან კომფორტულ საწოლზე.
-თუ არ ვცდები ეს საწოლლი ერთი ადამიანისთვისაა განკუთვნილი,-ნახევრად მძინარე თვალები გავუსწორე და დარცხვენილმა თვალები დავხარე, მისი ასეთი ფორმაში დანახვისას. ჩემი ლოყების სიღაჟღაჟე არ გამოპარვია და საყვარლად ჩაეღიმა.
-მიიწიე, მიიწიე, მე და შენ აქ თავისუფლად დავეტევით.
-არა იყოს, შენ აქ დაიძინე მე შენს ,,საწოლში’’ დავწვები.
-ოოო, დაეტიე რა სადაც წევხარ, ხელით გადამაგორა კედლის მხარეს და გვერდით მომიწვა. ტანში სირცხვილისგან და შიშსგან ერთიანად ამახურა , პირველად ვიყავი მამაკაცთან ასე ახლოს, ასეთ სიტუაციაში, კიდე კარგი ის ვერ ხედავდა ჩემს ერთიანად გადაწითლებულ სახეს. სისხლში ჰორმონებმა საგრძნობლად მოიმატა, მას შემდეგ, რაც ჩემს წელზე მისი მძიმე ხელი დაეშვა. ვცადე გადამეწია, მაგრამ ძალიან მაგრად მიჭერდა, კედლისკენ მივიკუჭე და თვალები მაგრად დავხუჭე. ცოტახანში ისევ გავიბრძოლე.
-ტყუილად ფართხალებ, ანკესს ძლიერად ყავხარ დამაგრებული.- ყელში ვიგრენი მისი ტუჩების სითბო და ამაზე ღრმად ამოვისუნთქე.
სიყვარულით, მარიამი. (ნაწილი I)

ოღონც ახლა გადავრჩე,-ვამბობდი გულში,-ოღონდ ახლა არაფერი მოხდეს..
ძალიან მალე ყელთან ახლოს ლუკას სუნთქვა დამშვიდდა, მივხვდი დაეძინა, მეც ჩამთვლიმა.
დილით ვიგრძენი, რომ ბალიში საგრძნობლად გამაგრებულიყო და იმის აღმოჩენამ რომ ლუკას შიშველ მკერძე მედო თავი და ცალი ფეხით მის ფეხში გავხლართულიყავი, ხოლო ერთი ხელი მის წელზე გადამედო, იმაზე საშინელი სირცხვილი და შეშფოთება მოჰგვარა ჩემს სხეულს და სულს, ლამის ცუდად გავხდი.. ლუკას თითები ნაზად ეფერებოდა ჩემს თმას.
-გაიღვიძა ქალბატონმა,-სიცილით მითხრა,როცა საწოლში დაფეთებული წამოვჯექი.
-გადი, უნდა ჩავიცვა,-ვუთხარი დაბნეულმა და ვეცადე საწოლიდან გადამეგდო.
-ჩემს გარემოცვაშიც კარგად გამოიცვლი,-მითხრა და ისე ვნებიანად შემომხედა. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე,-კარგი ხო გავალ,-საწოლიდან ადგა და კარებისკენ გაემართა, კარებში მისულმა კიდევ ერთხელ გაიბძოლა,-თუ მაინც დავრჩე?-მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და კარებს იქით გაუჩინარდა, მაშინვე კარებს მივვარდი და გასაღებით გადავკეტე, მასვე მივეყუდე და დაწყნარება ვცადე გული საგულედან რომ არ ამომვარდნოდა.
ცოტაც გაუძელი, -ვბუტბუტებდი, -სულ ცოტაც და სახლში იქნები. მალე მობეზრდები აი ნახავ, მიხვდება რომ შენთან არაფერი გამოუვა და საკუთარი სურვილით დაგაბრუნებს საიდანაც წამოგიყვანა.-ვამშვიდებდი ჩემს თავს. ისევ საწოლში ჩავეშვი, არ მქონდა ადგომის სურვილი, არ მინდოდა გავსულიყავი და ლუკას კმაყოფილ ღიმილს გადავყროდი, კყმაყოფილს იმით რომ ღამე მასზე გადახლართულს მეძნა.

_________
გამარჯობა ბავშვებო... ეს ჩემი ახალი ისტორიაა, ველი კომენტარებს (თუ წაიკითხავთ რათქმაუნდა :დ ) თუდაგაინტერესებთ გავაგრძელებ ახალი თავების დადებას.



№1  offline წევრი Heartbeat

ძალიან მომწონს უმაგრესი...ყოჩაღ ძალიან მაინტერესებს გააგრძელე რა..❤️❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2  offline წევრი მარეამო

Heartbeat
ძალიან მომწონს უმაგრესი...ყოჩაღ ძალიან მაინტერესებს გააგრძელე რა..❤️❤️❤️❤️

დიდი მადლობაა <3

 


№3 სტუმარი 123456

მარეამო, ამ ისტორიაში რა ხდება ეხლა. ესეც ცუდად მთავრდება? გრაფო ვარ :)))

 


№4  offline წევრი vighaca

Dzalian magaria da kargia

 


№5  offline წევრი მარეამო

123456
მარეამო, ამ ისტორიაში რა ხდება ეხლა. ესეც ცუდად მთავრდება? გრაფო ვარ :)))

არა ეს ძალიან კარგად მთავრდება :დ სწორი შენიშვნა იყო, მახსოვს შენი კომენტარი წინა ისტორიაზე <3

vighaca
Dzalian magaria da kargia

მადლობა <3

 


№6  offline წევრი aniko:)))))

dzalian magaria gaagrdzele momewona

 


№7 სტუმარი nina

Aucilebladd gaagrdzelee. Interesi mklavss am istoriiss dasasruliss literaturadac ise suftadaa dalagebuli rom mkitxvelss itrevs da kitxvis survils uchens <3

 


№8  offline წევრი მარეამო

nina
Aucilebladd gaagrdzelee. Interesi mklavss am istoriiss dasasruliss literaturadac ise suftadaa dalagebuli rom mkitxvelss itrevs da kitxvis survils uchens <3

დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent