შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი (ნაწილი II)


30-03-2015, 20:21
ავტორი მარეამო
ნანახია 3 528

მთელი დღე ხმა არ გამიცია ლუკასთვის, ან რა უნდა მეთქვა, ისიც დუმდა, სადილი მოვამზადე, შიმშილით თავს ვერ მოვიკლავდი, როგორც ჩანს ლუკას მოეწონა, ერთ ჭამაზე შეჭამა ერთი ქვაბი.. სააბაზანოში რომ შევიდა, დრო ვიხელთე და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე, თან ჩემთვის ვღიღინებდი რაღაც მელოდიას.. წელზე სველი ხელების შეხებამ უკიდურესობამდე შემაშინა, დანას , რომელსაც ვრეცხავდი ხელი დავავლე და უკან სწრაფად შევბრუნდი.
-ჰო ჰო ჰო, არ გინდა ახლა ნუ მომკლავ, -უკან გაიწია ლუკა.
-ფრთხილად იყავი პირსახოცი არ შემოგეხსნას,-დავუბღვირე მე და დანა ხელში შევათამაშე.
-ფრთხილად შენ იყავი, რომ არ შემომეხსნას, მერე კი ვეღარსაც დამიძვრები.
ყურადღება აღარ მიმიქცევია ისევ ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე.

დავწექი, ის იყო დაძნებას ვაპირევბდი, ლუკა საწოლზე დაეპერტყა და მხარ-თეძოზე წამოკოტრიალდა.
-ბავშვი მინდა ტო.
თვალები არ გამიხელია ისე ვუპასუხე.
-მერე მე რა ვქნა.
-ეეე, ბავშვი მარტო არ კეთდება.
-მერე მე რა ვქნა?-გავუმეორე კითხვა.
-რა უნდა ქნა და,-მითხრა ვნებიანად, - უნდა დამეხმარო გაკეთებაში,-ლოყაზე მაკოცა და საჩვენებელი თითი ჩააყოლა ჩემს სხეულზე.
-ლუკა შემეშვი რაა, ბევრის უფლებას აძლებ შენ თავს.-ხელი ვკარი.
-აუ ვერ გავიგე რა გინდა რაა, -წამოვარდა ყვირილით.
-მე ჩემს სახლში მინდა. მინდა, როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ მარტოს მეძინოს ჩემ საწოლში და არა ვიღაც უხცო მამაკაცთან. მინდა ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს,-მეც ყვირილზე გადავედი,-შენ თავს უნდა კითხო რა გინდა, მე დიდი ხანია გავერკვიე ჩემს ,,მინდაებში’’.
-მე შენთან მინდა!-მითხრა სრული სერიოზულობით და საწოლისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა.
-არც გაბედო, არ გაბედო მოხვიდე, მომიწვე გვერდით და შემეხო. ჩემთან მოკარებაც კი არ გაბედო, ხმის გაცემაც კი!-ვყვიროდი ბოლო ხმაზე. ოთახიდან მძიმე ნაბიჯებით წავიდა და კარები მოუჯახუნა..
გულმა უცნაური ხინჯი მიყო, სული შემეხუთა, ვეღარ ვსუნთქავდი, მეგონა ფილტვებიდან მთელი ჟანგბადი ამოტუმბეს, ვცდილობდი პირით მესუნთქა არაფერი გამოდიოდა, გულის მხარე მეწვოდა, ფილტვებიც მეწვოდნენ, ასეთი რამ არასდროს დამმართნია.
დამშვიდდი, უბრალოდ სპაზმია, არაფერი მოგივა დამშიდდი და გადაგივლის,მთავარია დამშვიდდე, ეს იმიტომ დაგემართა ამხელა სტრესი, რომ მიიღე ამ ამბებისგან. დამშვიდდი,-შთავაგონებდი ჩემს თავს და გულზე მწარედ ვიჭერდი ხელებს, მინდოდა ამომეგლიჯა მკერდიდან, მინდოდა აღარ მეგრძნო ის ტკივილი რასაც ვგრძნობდი... ვერანაირად ვეღარ ვსუნთქავდი, თვალებში დამიბნელდა, რაღაც დამაბრმავებელ ნათებებს ვხედავდი, ყურები მიწუოდა. ორგანიზმს ვეღარ ვგრძნობდი, ვეღარ ვაკონტროლებდი, ტვინიც მეთიშებოდა, შევეცადე ავმდგარიყავი, რომ ლუკასთვის დამეძახა, მაგრამ ავდექი თუ არა საშინელი ტკივილი ვიგრენი მთელს სხეულში და გონებადაბინდული ხმაურიანად დავეცი ძირს.
-ლუკა, გონზე მოდის, -სადღაც შორიდან მესმოდა უცნობის ხმა,-ნუღა ნერვიულობთ, ხომ გითხრაით შიშის მომენტი გადავლილია უკვე.
-დიდი მადლობა ექიმო,-შორიდანაც კი ვარჩევდი შეშფოთებას მის ხმაში.
-ეს წამლები მიეცი, თუ იგრძნო რომ ისევ ეწყება შეტევა, რაც არამგონია. ჩაის მაგივრად ეს ნაყენი მიიღოს, დაამშვიდებს და უთხარით, რომ არაფერზე ინერვიულოს, ამან მდგომარეობის გართულება შეიძლება გამოიწვიოს. მე წავალ, თუ რამე დაგჭირდებათ დამირეკეთ.-უცნობმა, რომელიც ექიმი აღმოჩდნა, მონოლოგი დაამთავრა და სავარაუდოდ წავიდა.
ხელზე სიმძიმე ვიგრძენი და თვალები, რომ გავახილე წვეთოვანის აპარატს გადავაწყდი.
-ველური ხარ!-ძლივსშესამჩნევად ვუთხარი ლუკას,- შეგშინებოდა მაინც და საავადმყოფოში წაგეყანე.
-ხო გაიგე ექიმმა რა თქვა , შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ნუ ამ ეტაპზე მაინც.
-ჩემზე ზრუნავს ბიჭი,-ვთქვი ირონიულად.
ლუკა ოთახიდან გავიდა, მე კი ისევ ჩათვლემა ვცადე, მაგრამ ვერანაირად მოვახერხე,ფიქრებმა გამიტაცა, მაგრამ ერთ რამეზე ვერ ვფირობდი, ხან ერთი ფიქრი გამიტაცებდა ხან მეორე..
ჩემმა ხმამ გამაღვიძა, საშინლად შემეშინდა... ფილტვებში საშინელ წვას ვგძნობდი ისევ ვერ ვსუნთავდი, მაგრამ ამჯერად გულისარეში აღარ მიგრძვნია წვა. ლუკა სასწრაფოდ წამოვარდა სავარძლიდან.
-რა მოგივიდა ?ძალიან გტკივა? რა გტკივა? მოიცა წამალს მოგცემ.-თავგზაარეული დარბოდა ოთახში,-აი ეს გამომართვი, წყალი კარგად დააყოლე, აი ასე კარგი გოგო ხარ. სულ არ გაგიარა? აუუუ აუუ თავს მოვიკლავ ტოო, ნუ მაშინებ რაა.
ხელში ამიტაცა და გულზე მიმიკრო,-აუუ ჩემი ხელით წაგიყვან ექიმთან, ოღონც მასე ნუ მექცევი, ხმა ამოიღე, ძალიან გტკივა?
-ცოტა გამიარა,-ძლივს წარმოვთქვი, რომ დამემშვიდებინა, მივხვდი მართლა ძალიან ღელავდა.
სავარძელში ჩაჯდა, ჩემიანად. მყარად ეჭირა ერთი ხელი ჩემს ხერხემალზე, მეორეთი მტკივან ადგილებს ეფერებოდა. თავი მის მკერდს მივადე და გავინაბე, მხოლიდ ტკივილის ცრემლები მომდიოდა თვალებიდან და კვნესა აღმომხდებოდა.
-კიდე ძალიან გტკივა? მოიცადე იმოქმედებს წამალი, აი ნახავ ძალიან მალე იმოქმედებს.-ბუტბუტებდა ის მე კი სლუკუნს ვერ ვწყვეტდი, გაგიჟებამდე მეწვოდა ფილტვები.-ექიმმა თქვა სპაზმიაო, აუუ მაპატიე რაა, არ მინდოდა რამე მოგსვლოდა, ძაან გთხოვ მაპატიე რააა, აი ვიცი მაგრად გძულვარ, მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩემ პატიებას შეძლებ ასე რო გატკინე.- მარჯვენა ხელის თითები მკერდზე ჩამოვუსვი და თვალები დავხუჭე.-აუუ ძალიან არ მინდოდა ასე გამოსულიყო, ისე მშვიდად შეხვდი ამ ყველაფერს, არ ვიცოდი ასე თუ იმოქმედებდა. მაპატიებ?-ბოლო სიტყვები მესმოდა ძალიან შორიდან, თითქოს სპეციალურად კიოდნენ რომ ჩემთვის ხმა მოეწვდინათ, თითქოს სირენების სმენასწამღები ხმები ყოფლიყოს... ჩამეძინა.

ისევ მის კალთაში ვიწექი. შევხედე მის დაღლილ თვალებს და გავიფიქრე: ო ღმერთო , რატომ ქმნი ასეთებს?!
-დღესვე უნდა დავბრუნდე სახლში.
-როგორც გინდა,-მითხრა უემოციოდ და თმაში ხელი შემიცურა, შუბლზე მაკოცა და მუხლებიდან გადამსვა,-უკეთესად ხარ?
-კი ლუკა, მადლობა!-დაღლილი თვალებით შევხედე და თმა გვერძე გადავიწიე.
-გაემზადე და წავიდეთ.
საპირფარეშოში შევედი და ცოტათი თავი მოვიწესრიგე... გამახსენდა გუშინდელი ღამე, ლუკას შეშფოთება მზრუნველი ხმა და წამით დარჩენა მომინდა, მერე ჩემ თავს გავუბრაზდი უცნობ მამაკაცთან დარჩენაზე, რომ ვიფიქრე და ღრმად ამოვიხვნეშე.
-კიდე ცუდად ხარ?!-შემომესმა ლუკას აღვებული ხმა.
-არა, არა!

მანქანაში ვიჯექი, მის გვერძე და ფანჯარაში ვიყურებოდი..ხანდახან გვრძნობდი მის მზერას და ნერვები მეშლებოდა... ოღონც იმაზე კი არა, ჩემთავზე, ვნერვიულობდი რომ ვეღარ ვნახავდი...გათხოვება არ მინდოდა მაგრამ ასეთ ბიჭს, რომ ვუშვებდი ხელიდან ეგეც მაღელვებდა.. თან, როგორ ზრუნავს ჩემზე!!
-აუ ლუკაა!..-ფუ ეს რა წამომცდა! არა ძალით კი არ მინდოდა, თავისით წამომეძახა.არც კი შემოუხედავს.. დავსევდიანდი.. ამას ვუჩვენებ სეირს. გამეღიმა..
-აუ ლუკა ძალიან ამტკივდა!-რაც შემეძლო სახე დავმანჭე და გულზე ხელი მივიჭირე. დაბნეულმა გამომხედა და მანქანა დაატორმუზა.
-დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე.
-ვაიმე ლუკა, ვეღარ ვსუნთქავ.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ გოგო,თვალები არ დახუჭო მარიამ.. მარიამ გესმის ჩემი? მარიამ როგორ ხარ?! გოგო ამოიღე ხმა.
-ოო შენ არ მითხარი ბევრი არ ილაპარაკოო?!-ვეუბნები ვითომ გაბრაზებული და ტკივილიანი ხმით.
-აუ როგორ შემაშინე ტო!-ეგრევე ჩამწვა და გაბრაზებული თვალებით შემომხედა.
-კარგი ხო ბოდიში,-თვალები დავხარე და ჩამეღიმა.
-ნუ ცდილობ ჩემით მანიპულირებას.
გზა გავაგრძელეთ, ისევ უხმოდ მივდიოდით, გზა ერთოირად გაიწელა, უკვე ცუდად ვიყავი, დამღალა ამდენმა ემოციებმა... ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და ჩემს ლოგინზე დამეძინა.. ერთი სული მქონდა დედა მენახა... აუ ლუკა მერე? ისე მოვიწყინე ლამის ცრემლები ჩამომიგორდა ლოყაზე.
რომ გავიღვიზე კორპუსის წინ ვიყავით გაჩერებულები, ლუკა მე მიყურებდა. მეც შევხედე... თვალებში... აუ როგორ მომენატრებააა!! რა მიქნა ამ ბიჭმა? ჯადო გამიკეთა? თვითონაა მგონი ჯადო! აუ რა სიმპატიურია.
-უი!-აღმომხდა და მზერა ავარიდე,-მოვსულვართ.
-ხო უკვე დიდი ხანია!
-მერე ვერ გამაღვიძე?
-ვერ!
მანქანის კარი გამოვაღე, უნდა გადავსულიყავი, მაგრამ მისი სახე გამახსენდა, მისი ცხელი, წითელი ტუჩები და შემოვბრუნდი.. ვიცოდი არასწორი საქციელი იყო, მაგრამ ახლა რომ არ მექნა მოვკვდებოდი, გული წამივიდოდა, მთელი ცხოვრება ვინანებდი. მისკენ გადავიწიე და ტუჩებს დავწვდი.. ისე მესიამოვნა მისი ცხელი ბაგეები , იმ წამსვე თვალები დამეხუჭა.. თმაში ხელი შემიცურა და ამყვა.. ასეთი რამ ცხოვრებაში არ განმიცდია, მისმა კოცნამ რაღაცნაირად გამაბედნიერა.. ახლა თუნდაც მომკვდარიყავი. არ ვიცი რამდენი ხანი ვკოცნიდი, მერე გონს მოვეგე და სასწრაფოდ გადმოვხტი მანქანიდან.
სიყვარულით, მარიამი (ნაწილი II)

სახლში ავედი თუ არა დედას მოვეხვიე. ისე მენატრებოდა, თან ამდენი ემოცია სად უნდა წამეღო და ჩავეხუტე თუ არა ეგრევე ავტირდი.
-სად იყავი დეე?!
-ვაიმე დედა დაჯექი.. -მეც სავარძელში დავჯექი,ფეხები მოვკეცე, პლედი მოვიხვიე და მოყოლა დავიწყე.
რომ დავამთავრე დედაჩემმა გაკვირვებული თვალებით შემომხედა და ლამის გული წაუვიდა.
-კარგი დე დამშვიდდი რაა, იცი რა საყვარელი ბიჭი იყო? აი გაგიჟდებოდი რომ გენახა.
-გოგო ახლა შენ ნუ გამაგიჟე! ვინ იყო საყვარელი ვიინ?
-ოო დამშვიდდი დე, აი ცუდად გავხდი და იცი როგორ მომიარა? გადავიდა ყირაზე.
-ცუდად გახდი? ორსულად ხარ?
-ოოო, მოინდომა ახლა შვილიშვილი! არა რა ორსულად, ხელი არ დაუკარებია,-გადავიხარხარე.
-რა გაცინებს გოგო?-შემომიღრინა დედაჩემმა.
-ვაიმე სასაცილოა აბა რაა... აუ დეე, მენატრება უკვე, რა ვქნა?-მოვიწყინე.
-წადი დაიძინე და რო გამოიძინებ გადაგივლის, -ადგა სკამიდან და სამზარეულოში ფუსფუსს შეუდგა...
სააბაზანოში გავიქეცი და შხაპის ქვეშ დავდექი.. როგორ მესიამოვნა ცხელი წყლის წვეთები... ფიქრებში ჩავიძირე და ლუკა ამომიტივტივდა.. აუ რა კოცნა ცოდნია, რომ მცოდნოდა აქამდე ვაკოცებდი.. რა გარყვნილი და ბინძური აზრები მაწუხებს.. ყველაფერს დავთმობდი, ახლა მის ძლიერ მკლავებში დაძნების საშუალება, რომ მომეცეს... ფუ, მართლა რა ბინძური აზრები მომდის... არადა აუუ .....სერიოზულად მოვიწყინე... ოხ ლუკა, რატო ამიწეწე ჩემი დალაგებული ცხოვრება. დებილი!
დილით ადრე ავდექი და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე, მსუბუქად გამოვიპრანჭე და ვცდილობდი ტვინში გადამეხარშა რას ვეტყოდი ჩემს გაუჩინარებაზე. სადარბაზოს კიბეები ჩავირბინე და ჰოი საოცრებავ.
-შენ აქ საიდან გაჩნდი?-მივუკაკუნე ფანჯარაზე.. ლუკამ საჭედან თავი აწია და გაიზმორა.
-ახლა მკითხე წავსულვარ აქედან?-ფანჯარა ჩაწია და თავი გამოყო,-საით მიიწევ?
-სამსახურში.
-მოდი გაგიყვან, თუ წინააღმდეგი არ ხარ..-სიტყვა დამთავრებული არ ქონდა მანქანას შემოვურბინე და ლუკას გვერდით გავსპეტაკდი. კმაყოფილმა ამომხედა და მანქანა დაქოქა.
გულმა ბაგაბუგი დამიწყო. ჯანდაბა ლუკა შენ თავს, რომ ასეთი სიმპატიური და საყვარელი ხარ!
-ხო.... აი მოვედით, -ვუხარი მანქანა რო გააჩერა. დამპალი, სად ვმუშაობ ცოდნია,-დიდი მადლობა!
-შენ სამსახურში მიგულე,-თბილად გამიღიმა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა.
ფუფ საძაგელი, როგორ უნდა საბოლოოდ გადამიყვანოს ჭკუიდან. მანქანიდან გადმოვხტი და სამსახურში ავკუნკულდი.. კიბეებზე ჩემი საყვარელი უფროსი შემხვდა და ვნებიანად ამათვალიერა.. ოხ როგორ ოცნებობს, რომ ერთ დღეს მის გვერდით შიშველი აღმოვჩნდე, ვაი მაგის პატრონს , ეღირსება აბა კი! კარგ გუნებაზე მყოფი შევაბიჯებ სამუშაო ოთახში.
-ოხ მარიამ, გვიკადრე?
-ხო გოგოებო, ცოტა დავისვენე, მაინც არ მქონდა სამუშაო..
-ახლა ხო გაქვს რაა,-ამბობს ნანუკა.
-ვაიმე ლან, რო დაისვენო არ გინდა შეენ? ვაფშე არ გასულხარ შვებულებაში.
-მე არა და ნანუკა გელოდებოდა როდის გამოხვიდოდი, რომ მას დაესვენა..
-ისე გაგვაფრთხილე ხოლმე, კი არ მოკვდები.
-ოო გოგოებო, შემთხვევით გამომივიდა ბოდიშიით.. ყავას არ დალევთ?
აი ესეც ჩემი სამსახური და ასე ყოველდღე.. უუფ სამუშაო, რომ მქონდეს რა მოხდებოდა უიმეე... ბედი უნდა ყველაფერს.. 5სთმდე ვზივართ და მერე სამუშაო, რომ აღარაფერი გვაქვს( არა დილით ხო გვქონდა) სამსახურიდან პაკუნით გავდივართ..
ვაიმეე ეს ბიჭი გამაგიჟებს. ჰაჰა, რა საყვარელია, მარა ასე თავს მომაბეზრებს და აღარ ვიფიქრებ ამდენს მასზე..
-დაჯექი გაგიყვან.-ფეხებთან მიჩერებს მანქანას.
-ჰმ, უარს არ ვიტყოდი.-გოგოებს ვემშიდობები და მანქანაში, უკვე ჩემს ადგილზე ვსკუპდები.
-მოიცა პერანგის გამოცვლა მოსწარი?-მეცინება.
-ხო, შენ რა გეგონა სამსახურთან გელოდებოდი როდის გამოხვიდოდი?
-არა, არ გამიკვირდებოდა..
-ისე აწი მომიწევს მასე გაკეთება.
-ვითომ რატომ?
-მე თუ მოგიტაცე რა ვიცი, იქნებ სხვამაც მოგიტაცოს და აღარ დაგაბრუნოს, ამიტომ სულ უნდა ვაკონტროლებდე სიტუაციას.
-სადაც 25 წლის განმავლობაში მარტო შენ გაბედე ჩემი მოტაცება, არამგონია სხვაც შენნაირი მოფიქრებული იყოს..
-რავიცი რავიცი..
-არა, არამგონია არსებობდეს ადამიანი, რომელიც შენ გემსგავსება.
-ჩამოხტი ახლა მანქანიდან, ხვალ შაბათია და სამსახური არ გაქვს, ასე რომ თავს არ მოგაბეზრებ და მთელი დღე მეძნება.. გაკუნკულდი სახლში..

მთელი დღე ძილი, მთელი ,,წელი’’ გაგრძელდა. დამპალი ბიჭი! ოხ, როგორ მაბრაზებს და როგორ ცდილობს რომ ნერვები დამეწყვიტოს. ცუდი , დეგენერატი..

აუუ ამ სამსახურმაც შემიკიკინა, უფროსი საბოლოოდ გადაირია.. კვირას რესტორანში დამპატიჟა.. ვიცი ამისი რესტორანი მე, არადა რომ არ წავიდე უეჭველი გამომიშვებს სამსახურიდან, მე კიდე ამაზე მაგარ სამსახურს ვერსად ვიშოვი, არ ვშრომობ და ფულს ვიღებ, მეტი რა მინდა, ამ ერთხელ წავალ პაემანზე და შევეცდები მასთან დაწოლას გადავურჩე... ისე არაა ცუდი ბიჭი, სიმპატიური მამაკაცია. ქერა მწვანეთთვალება, აი ბარბის მეგობარ კენის გავს, ცოტა ნაზია და სექსზე გიჟდება.. ფუფ.. სინამდვილეში ლუკას ჯიბრით დავთანხმი პაემანზე ^^ რა კარგი გოგო ვარ გასაგიჟებელია ^^.... ხოდა აი 8 დღე გავიდა რაც ლუკას ძნავს, მე კიდე ვზივარ ,,კენთან’’ ერთად რესტორანში და წითელ ღვინოს ვაგემოვნებ.. უხ, როგორ მინდა ამ იდიოტის მაგივრად ლუკა იჯდეს ჩემ წინ...
რაზე ვისაუბრო ახლა ამასთან... როცა ფეხით ჩემს ფეხს ეხება ვცდილობ სიცილი შევიკავო და საპირფარეში გავდივარ.
-ცხვირს გავიპუდრვ და მოვალ.-ვეუბნები კინოებიდან ცნობილ ფრაზას და საპირფარეშოს ნაცვლად უკანა გასასვლელიდან გავდივარ... აუ ცივა რა გარეთ, ახლა ლუკამ რომ გამოიაროს ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება...
ტაქსის ვაჩერებ, ჩემი სახლის მისამართს ვეუბნები და უდარდელად მივდივარ სახლში.. დღეიდან ჯობია ახალი სამსახურის ძებნა დავიწყო.
ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს, მიშუნა მირეკავს, არა ძვირფასო, ეგღა მაკლია გიპასუხო.
ბოლოს მესიჯს მიგზავნის:
<<შეგიძლია ხვალ სამსახურში აღარ მოხვიდე>> და კოცნის ემოცია.. ფუფ, რა სწერვად მოაქვს თავი. მის ნომერს ვშლი კონტაქტებიდან და საერთოდ ვასუფთავებ inbox-ს და missed call-ს.. აი ასეთი ვარ მე...
აუ ნეტა ლუკა სად არის?
ტაქსისტს ფულს ვუხდი და ნელა მივპაკუნებ სადარბაზოს კიბეებზე.
დედაჩემის წერილი მხვდება დაქალთან ვრჩებიო. ეჰ დედი, ვიცი მე შენი დაქალი გურამი, სიმპატიური კაცია, თან მდიდარი და კარგი მანქანა ყავს.. არა დედა-შვილს აშკარად გვაქვს ბედი ბიჭებში. ძალიან კარგი, სახლში მარტო ვარ, როგორც მინდა ისე მოვიქცევი. ჩემი დებილი დაქალები მშობლების ხარჯზე ისვენებენ ერთად, მე კიდე იმდენი ფული ვერ მოვაგროვე მათთან ერთად წავსულიყავი დასასვენებლად, ხოდა ახლა მიწევს რომ სახლში ვიყო ...მახსენდება სამსახური აღარ მაქვს და ნერვები მეშლება... არა გავყვები ლუკას ცოლად, ბევრი ფული აქვს- მაქანაზე და სუნამოზე ემჩნევა.. სუნამო... აუუ როგორ მომენატრა იმ დებილის სუნი... ოხ მარიამ ვერ ხარ რაა, დებილი ხარ რასაც ქვია...
ჩაის ვიკეთებ ყველაზე დიდ ჭიქაში და ტელევიზორთან ვკალათდები... უაზროდ ვატრიალებ არხებს და რომ ვერაფერს ვნახულობ ვრთავ.. ესეც ასე... ახლა რა მეშველება.... უმუშევარი ვარ, სიმპატიური ბიჭისგან გადაგდებული... სრულიად მარტო ვგრძნობ თავს... რას მოვრბოდი, რომ მოვრბოდი ლუკასგან, ვიქნებოდი ახლა მშვიდად მის მკლავებში და ის მაინც მეცოდინებოდა, რომ გაცდენებისთვის არ გამომიშვებდნენ სამსახურიდან. არა , ლუკა უეჭველი ჯადოს მიკეთებს.. საქონელი ეგ ....
ტელეფონი მირეკავს... უხ, როგორ მეზარება ჩემს ოთახში გასვლა... ვინ დებილი რეკავს 10 წუთი განუწყვეტლად. ბოლოს ინტერესი მკლავს და მივლასლასებ ოთახისკენ.. უიმეე უცხო ნომერი მირეკავს,ამისთვის შევიწუხე თავი? უიმეე!!
-მარიამი გისმენთ!-სულ მინდოდა ასე მეპასუხა და აი ^^ არა ძალიან მაგარი გოგო ვარ მართლა.
-ხო მისმინე კარგად. ამოვალ რა შენთან თორე გავიყინე.
-ჰმ, დედაჩემი სად წავიყვანო უკაცრავად?-ეგვერე ვცრუობ, მაგრამ არ გამომდის.
-ჰმ კი არა, მაგ ტყუილისთვის ამოგაძრობ ენას.
-უუიი, საიდან ამდენი აგრესია? არა არ ამოხვალ! მეშინია შენი , რა ვიცი რო არ მაწამებ არ გამატყავებ და ჩემს ხორცს ვახშამზე მიირთმევ?
-არა, ჭირიანი ქათმების ხორცი არ მიზიდავს.
-უიმე, რა გინდა?
-ამოსვლა შენთან.
-კაი ხო ჯანდაბას შენი თავი... -ოოხ, როგორ გეჩხუბებიიი, რომ ამოხვალ შენ ხო არ იციიიი!!!
არ ვიცი რატომ, მაგრამ ოთახში შევრბივარ, სპორტულებს ვიხდი, სარაფანას ვიცმევ, ფლოსტებს საწოლის ქვეშ ვმალავ და ფეხშიშველი მივტანტალებ კარის გასაღებად.. უი, ბოლო შტრიხი დამავიწყდა, თმებს ვიშლი და გვერძე ვიყრი..
-ჯარიმა შენ.
-ჯარიმა და ჯანდაბა კიდე!
-შემომიშვი.
-შემოდი.
-კარებიდან თუ გამეცლები შემოვალ.
-ა ხო..-გვერძე ვიწევი, შემოდის, კარებს ვკეტავ.
-ყავა დამალევინე და საჭმელი მაჭამე რაა..
-ნასკიც ხო არ გაგხადო?!
-ნასკი არადა თუ გინდა შარვალი გამხადე... მმმ არა არა მე გაგხდი მაგ კაბას!
-ჯერესერთი სარაფანას და მეორეც ზედმეტები ნუ მოგდის ვაჟბატონო.
-ეეე მომენატრეე გოგო, შენ კიდე ეგრევე შეტევაზე გადმოდიხარ.
-ღირსი ხარ!-ვეუბნები გამომწვევად და თურქული ყავის მომზადებას ვიწყებ.
-აუ სულ მეჩხუბები, მე კიდე რაღაც მოგიტანე..
-სახლში არაფერი შემოგიტანია დაა...-ვეუბნები დაინტრიგებული..
-მაკოცე და ამოგიტან.
-გაკოცო არა გადაგყვები თან რა, მომინდომა ბიჭმა..
-რავიცი რავიცი იმდღეს კი მეტაკე და..
-იმდღეს აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,-ვცდილობ თავის დაძვრენას.
-ოოო ლოყაზე მაინც..
-ჭირსაც წაუღიხარ!-მივდივარ და წვერიან ლოყაზე ვკოცნი,-კარგი ოდეკალონი გასხია.
-ოოხ , შემიქო გოგომ, დიდება შენდა, კარგი სიტყვები გავიგონე შენგან.
-დავაი ახლა ჩაეთრიე და ამომიტანე საჩუქარი.
ეცინება, სახლიდან გადის და 2 წუთში უკან ბრუნდება (საათს ვინიშნავს, ერთი სული მაქვს ერთ ჰაერს ვსუნთქავდეთ). ხელში დიდი მოწნული კალათით ბრუნდება.
-ვაიმეეე,- თვალები მიფართოვდება, ბოლო ხმაზე ვყვირივარ და ვეხუტები,- აი ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ აუუუ, რა იცოდო რომ მიყვარს? აუუ თან რამდენია, ვაიმეე ლუკააა! -კისერზე ვკიდივარ , ის კიდე წინ მიიწევს და ერთი სიტყვით მიმათრევს ^^ საყვარელი, ვგიდები მასზე, ერთი კალათი ყვითელი და მწვანე alpen gold-ის შოკოლადი მომიტანა... აი ხო არაფერი და ასეთი მაგარი საჩუქარი არავის გაუკეთებია ჩემთვის...
-არა ისე ასეთ გემოვნებიან გოგოს ეს ვითომ შოკოლადი როგორ გიყვარს და მე არ გიყვარვარ?!-მიცინის და კალათს მიწოდებს..
-ყავა დალიე გაგიცივდა!-ვუმკაცრდები და ყავას წინ ვუდგამ. კალათიდან ერთ ფილას ვიღებ, ვხსნი და გემრიელად ვკბიჩავ... სამსახური არ მაქვს და დეპრესიიდან ეს გამომიყვანს სწორედაც.
ლუკა მიყურებს და დამცინის.
-ყავა არ გადაგცდეს ბიჭი!-ვეუბნები და ტუჩებს ვილოკავ.. ისევ ვწვდები ახალ ფილას და ის ისაა უნდა გავხსნა..
-გოგო შაქარი დაგემართება, იმისთვის კიარ მიყიდია სულ; დღეს ჭამო, მერე რამე დაგემართოს , ჩემ სინდისსზე გადმოვიდეს და მოგიარო.. არა შენ სიამოვნებით მოგივლი მარა რატო უნდა გაიხადო თავი მოსავლელად?
-აუუუ ბიჭიიი, ბევრს ლაპარაკობ და თავს მატკიებ.......... ულვაშებში გაგაცინებ მე! დამპალო.
-ეჰ, -დანანებით გადაიქნია თავი გვერდით,-მეთქი თუ კარგი გოგო იქნება კიდე რაღაცას ვაჩუქებთქო..
-შენი საყვარელი კი არ ვარ , რას მასაჩუქრებ!
-აუ ეგ რომ შენზე ჩემთვის ვინმეს ეთქვა ვაგინებდი და კისერს გადავუტეხავდი,-ფეხზე წამოიჭრა ლუკა,-ვახ ტოო, შენთვის როდესმე მიკადრებია საყვარელი გახდი ჩემითქო?-კისერზე ძარღვები დაებერა... ოპა დამერხა. ეხლა ეს თუ არ დავამშიდე ხვალ ყელგამოჭრილს მიპოვიან მე და ვენაგადაჭრილს ამას... ვაიმე არა უსაყვვარლესია ^^ ვგიჟდები ამ ბიჭზე, რამ მათქმევინა ეს სიტყვები ^^ როგორ ვყვარებივარ!!
-კაი ხო, ვიხუმრე, რა იყო,-თავი დავხარე და ჩემი სიჯიუტე სადღაც ჩავახშე.
-აუ მარიამ! ყველაზე დებილი გოგო ხარ რაა!მეორედ მაგას იტყვი და ყელს გამოგჭრი!-აი ხო გითხარით, მანიაკია ეს ბიჭი.
-ბოდიში!
-შენ ჩემი საყვარელი არასდროს იქნები, სხვისი მითუმეტეს, ეს დაიმახსოვრე!-მკაცრად მითხრა, ზურგი შემაქცია და სააბაზანოში შევიდა.


______
ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარებმა..თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის!! ველოდები შეფასებებს...



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№2  offline წევრი mari toidze

ძაან ძაან ძააან მაგარი მოთხრობაა, ძაან მომწონს იმედია ესე გააგრძელებ და ახალ თავსაც მალე დადებ

 


№3 სტუმარი mga

Dzalian sakvarlebi arian

 


№4  offline წევრი მარეამო

დიდი მადლობა ყველას <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent