შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი (ნაწილი IV)


1-04-2015, 22:14
ავტორი მარეამო
ნანახია 3 492

დედიკო როგორც იქნა ,,დაქალისგან’’ დაბრუნდა, მშვიდი ჩანდა, მკითხა შენი ლუკაჩკა როგორ არისო. მოკლედ დედა შეყვარებულია, ძალიან კარგი, გათხოვდებოდეს, მომშორდებოდეს თავიდან(არადა სინამდვილეში მის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ)..
1 თვეა ლუკაჩკას ვხვდები, უსაყვარლესია, უსექსუალურესი, უსიმპატიურესი... მოკლედ გარეთ რომ გავდივართ ყველა ჩვენ გვიყურებს, ცუდი წყვილი არ ვართ მგონი... მაბედნიერებს რაღაცნაირად.. უკვე ღრმად შემოაღწია ჩემს გულში. თითქოს მის სიველურესაც შევეჩვიე.
მირეკავს საღმოს შენთან ამოვალო, არადა ცუდად ვარ ძალიან და არ მინდა ამოვიდეს.. თან დედაც სახლშია და... სიცხემ ამიწია 40 მაქვს მგონი, ეგ რომ ვუთხრა სულ აღარ წავა ჩემი სახლიდან, ამიტომ ვატყუებ დედას დაქალთან მივყვებითქო და მგონია მისი მარწუხებიდან თავს ვიხსნი...არადა ძალიან მესიამოვნება მისი აქ ყოფნა..
მთელი დღე ლუკას გარეშე გამოკეტილი ვზივარ სახლში და დედას მოხარშულ ქათმის ბულიონს ვხვრიპავ.. ცხვირი აწითლებული მაქვს და ძლივს ვსუნთქავ, მთელ ტანში მაკანკალებს, ვიცი ლუკა რომ ჩამეხუტოს ყველაფერი გამივლის, მაგრამ მაინც არ ვურეკავ.. უბრალოდ არ მინდა დედამ გაიგოს ასეთი სერიოზული ურთიერთობა რომ გვაქვს... დედას თანდასწრებით სახლში არასდროს ამოუკითხავს. ლუკაზე ფიქრში მეძინება, ის ისაა სიზმრად უნდა ვნახო როგორ მკოცნის და კარებზე ზარია. დედა გასაღებად მიდის , მე თვალს ვახელ, იქნებ ლუკა მაინც მოვიდათქო და სამაგიეროდ ვის ვხედავ? ჩემს ტვინის ბურღ ლევანჩოს.. დედას თბილად ესალმება და ჩემკენ მოდის(მე სავარძელში ვარ მოკუნტული). გადამკოცნის და გაკვირვებული მეკითხევა რა მჭირს.
-როგორ ხარ პატარა?
პატარაო? აუ დაახვიე აქედან!როგორ მინდა ამოვაპანღურო და სახლიდან გავაგდო, მაგრამ დედიკოს დაქალის ვაჟიშვილია, არ ვიცი მზიას ასეთი შვილი როგორ ყავს.
-შენი პატარა არ ვარ!-სწერვულად ვუღიმი და ვცდილობ წარმოვიდგინო როგორ იჭეჭყება ლევანი ჩემი ლუკუნცულას ხელებში :3 უუფ რას გამახარებ ლუკააა!!!
-სიცხე გაქვს?-ყურადღებას არ აქცევს ჩემს ნათქვამს..რაც გინდა ხო კარგად გესმის. ოხ ერთი ლუკამ გაიგოსსს, მერე მომასმენინეს შენი ძვლების ტკაცა-ტკუცს.
-ყავას ხო დალევ ლევან?-სამზარეულოდან ყვირის დედაჩემი. ყავას კი არ დალევს თავზე დავაქცევ თუ ახლავე არ მომწყდება თავიდან,-თან იმდენი შოკოლადი გვაქვს არ ვიცი სად წავიღოთ!
-დედა, ჩემს შოკოლადს ერთი ნამცეცი არ მოაკლდეს თორე არავის გაპატიებთ!-სრული სერიოზულობით ვამბობ. ( ხო ის გავათავე და ლუკამ მეორე კალათი მაჩუქა ^^ ) ეგღა მაკლია ჩემი ბიჭის ნაჩუქარი შოკოლადები ამ დებილს გავუნაწილო.
-მადლობა თათული, უშოკოლადოთ დავლევ, როგორც ჩანს მარიამი ჩემს ხასიათზე არ არის!-რაც შუძლია თავაზიანად იცინის ლევანიკო..
ხო, შენ ხასიათზე ჩემი მტერი იყოს, აბა ლუკას ხასიათზე სულ ვარ მე. ^^ ლუკას გახსენებაზე მე ჩემი მემართება... მოკლედ ვლაპარაკობთ-ვლაპარაკობთ და დავიღალე კიდეც, რომ კარზე ზარია... დედა ისევ გასაღებად მიდის, ვახ ჩემი, მაინცდამაინც დღეს არ მაძლევენ მოსვენებას.
კარი იღება და პირდაპირ ვეჩეხები ლუკას გაბრაზებულ თვალებს. ვაიმეე, ამ თვალების მრისხანება თუ მე დავიმსახურე ალბათ ცოცხალი ვერ გადავურჩები, იმედია ჩემი აზრები წაიკითხა და ლევანიკოს უყურებს ასე.
დედაჩემს სხვათაშორისოდ ესალმება და ჩემკენ მძიმე ნაბიჯით მოიწევს.. არა, აშკარათ ჩემზეა გაბრაზებული, გაიგო რომ მოვატყე და ეს ხომ ტყუილებს ვერ იტანს.. თან როგორ უნდოდა ჩემი ნახვა...
აუ რა დებილია ლევანი, ფუფუ მძულს... სანამ ლუკა საბოლოოდ მიახლლოვდება ეს დებილი შუბლზე მკოცნის, მე მისი მოშორების თავიც არ მაქვს, რადგან ლუკას ბრაზით სავსე თვალებს ვუყურებ. ჯანდაბა, უფრო ბრაზდება...
-მარიამ სალაპარაკო გვაქვს!-მეუბნება და ცდილობს ხმა ბოლომდე აკონტროლოს,-თუ შეიძლება შენს ოთახში გავიდეთ.. -მე ასადგომად ვიწევი, ამ დროს კი ლევანი კაჩაობას უწყებს ლუკას.
-თუ საქმე გაქვს აქ უთხარი, რა ცალკე გაგყავს.-ლუკა ისეთი თვალებით უყურებს, მართალია კი ვერ ვიტან, მაგრამ მაინც მეცოდება და ლუკას ვთხოვ მე გამომყვეს...
ოთახში შევდივართ, კარებს საკეტით კეტავს, კომპიუტერში მუსიკას ბოლო ხმაზე წევს და ვხვდები რომ საჩხუბრად ემზადება.
-აზრზე ხარ? მე მატყუებ სახლში არ ვიქნები, არ ამოხვიდეო და ვიღაც გკოცნის ჩემს საკუთარ შუბლზე, აი პროსტა ჩემ თავზე, ხო ვბრზადები რომ არ გენდე და ამოვედი და მერე შენ თავზე ვბრაზდები, იმედი მართლა რომ გამიცრუე!-ღრიალებს და მეშინია მუსიკის ხმა არ გადაფაროს...
აუ ამას გონია რომ იმ მართლა სირთან შესახვედრად გადავაგდე და მგონი მართლა მერხევა, ასეთი გაცოფებული არასდროს მინახავს... ხმას არ ვიღებ, ვიცი უფრო გავაღიზიანებ, ამ თვეში ასე თუ ისე შევისწავლე მისი ბუნება. საწოლზე ვზივარ, თავი დახრილი მაქვს და ფეხებს დავცქერი.. დანმაშავე ვარ... რა მინდოდა , რას ვტყუებდი. ტყუილს ჩემზე მოკლე ფეხები ქონია... რა დროს ესაა... მგონი ლუკას ვკარგავ..
-აუ არ მინდა რა, რო ტყუილზე ვაგებდეთ ჩვენს ურთიერთობას,მე არაფერს გატყუებ და არც მე მინდა მოტყუებული დავრჩე... არ ვიცი ორმაგ თამაშს აწვები... კაი რაა, იმ ბიჭს როგორ მანაცვალე ? პროსტა შენი ხათრი არ მქონდეს და ასე ძალიან არ მიყვარდე გავხევდი შუაზე...კაი გეთქვა მაინც რომ შეყვარებული გყავს, რა საჭირო იყო ეს ამდენხნიანი ურთიერთობა.. დაიმახსოვრე მე ,,ზაპასნოი’’ ვარიანტი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები! აი სულ რაა! იმ ბიჭს ხო მაგრად დაერხა , უთხარი არსად გადამეყაროს და შენ სულ კარგად მეყოლე. -კარებს აღებს ოთახიდან გადის და მაგრად აჯახუნებს. მე შიშისგან ვხტები და უნებურად ცრელები იწყებს დენას.. ესეც ასე, ჩემი წამოწყებით და ლევანიკოს დიდი შემწეობით ლუკა ჩემგან მიდის..
ზღაპრის დასასრული...
ლევანი ცოტახანში შემოდის.
-რამე დაგიშავა იმ ახვარმა?-მუსიკას თიშავს და ცრემლებს მწმენდს.
-აუ დაახვიე ახლავე ჩემი სახლისან, ვაფშე აქ მოსული არ დაგინახო, აქ არავის სჭირდები განსაკუთრებით მე, ახვარი ის კი არა შენ ხარ! და დღეს შენ გარდა არავის დაუშავებია!დროზე გაეთრიე ჩემი ოთახიდან და მეორედ ჩემთან მოკარებული არ დაგინახო, გეყოს რაც 25 წელიწადი გითმინე და გიტანე, ეგეც დედას და მზიკოს ხათრით თორე აქამდე გექნებოდა დახვეული... აღარასდროს მომეკარო, გამარჯობის თქმას და 100 მეტრის რადიუსით დაახლოებას გიკრძალავ! -ვყვირი ბოლო ხმაზე და თითით ვანიშნებს ლევანს, რომ ოთახიდან გავიდეს... დედაჩემი გაგიჟებულია, მაინც ვერ ხვდება რა მოხდა.... ლევანი თავაწეული მიდის... კურკლი! რასაც ქვია... ახვარი უწოდა ლუკას, ეგ კურკლი ეგ! საქონელი... მის გამო ლუკამ მიმატოვა...
მიმატოვა , რამდენჯერმე დატრიალდა თავში და აი მაშინ მივხვდი ვინ დავკარგე ლუკას სახით.. ჩემი დამპალი ვირთხის სახით..
-რა მოხდა ამიხსნი?-გვერდით მომიჯდა დედა.
-ყველაფერი ლევანმა გააფუჭა, მისი ბრალია!-ვეხუტები დედას და ბოლო ხმაზე მოვთქვამ..
დედა ჩუმადაა, ანუ მზადაა ბოლომდე მომისმინოს და მეც დაწვრილებით, სლუკუნ-სლუკუნით ვუყვები ყველაფერს.. დედაჩემი არაფერს მეუბნება ოთახიდან გადის და ჩაი შემოაქვს... მერე ისევ გადის...

თვალებს რომ ვახელ მარჯვნივ ელენე მიზს, მარცხნივ მარი და ფეხებთან ნინო.. ყველა მე მიყურებს..გოგოების დანახვაზე უფრო ვნაღვლიანდები და ერთი-ორად მემატება გულის დარდი. მარი თავზე მეფერება.
-ხელი გაწიე, მგონია ლუკა ხარ,-წყნარად ვეუბნები მარის, ისიც მიჯერებს, არ დამიჯერებს და...
-რა მოხდა?-კითხულობს ნინო.
ახლა ამათ ვუყვები რაც მოხდა .
-თუ მართლა უყვარხარ, დაბრუნდება!-ამბობს ელენე.
-თუ არც დაბრუნდება!-ვამბობ, საწოლიდან ვდგები, სამზარეულოში გავდივარ, ლუკას ნაჩუქარ შოკოლადების კალათს ვიღებ და მერვე სართულის ფანჯრიდან ვისვრი.. შოკოლადები ძირს ცვივიან მე კი ისევ ტირილს ვიწყებ.
-აი ასე გოგოებო, 1 თვის წინ ,,თითქმის’’ ლუკას გამო სამსახური დაკვარგე, ახლა 1 თვის თავზე ლუკა! ბედიც ამას ქვია!
-მე ვიცი შენ რაც გჭირდება,-ამბობს ელენე. გარდერობიდან ტანსაცმელს ალაგებს და ჩემთან მოაქვს, მარი თმებს მიკეთებს , ნინო მაკიაჟს და კლუბისკენ მივიწევთ. ფეხები უკან მრჩება, ლუკამ, რომ დამინახოს სადმე დამამტვრევს მუხლებში... მომენატრა უკვე, რომ ვიცი ნაჩხუბრები ვართ და ვეღარ ვნახავ უფრო მენატრება... თან ზუსტად ვიცი , არ მნახავს , მანამდე მაინც სანამ ბრაზი არ გადაუვლის, ანუ არასდროს... ან შეიძლება მაშინ, როცა გაიგებს მარიამი სიკვდილის პირას არისო... ხო ალბათ მარტო მაგ შემთხვევაში, მე კი ლუკას კი არა ჯონის რომ დავშორდე დეპს, იმაზე არ მოვკვდები, რა ვქნა ასეთი ხასიათი მაქვს...
იმის მიუხედავად რომ ლუკამ თავზე დამამხო სახლი და ძალიან ნაწყენი უნდა ვიყო, ჩემს თავზე ვბრაზობ ასეთი შეცდომა რომ დავუშვი... რაღაცნაირად ლუკას ვამართლებ კიდევაც... ალბათ იმიტომ, რომ ლუკა ჩემი ანალოგია, ოღონც ჩემი კაცი ანალოგი, კაცი რომ ვიყო ზუსტად მისნაირი ვიქნებოდი.. თან ტყულს, რომ კარგი არაფერი მოაქვს წესით უნდა ვიცოდე 25 წლის ადამიანმა, მითუმეტეს რამდენიმე თვეში 26-ისი ვხდები. ნერვები მეშლება როცა ვფიქრობ ჩემი დაბადებისდღე უმისოთ უნდა ჩავატარო... ამასობაში ელენე მანქანას კლუბის წინ აჩერებს.
-ეგ სახე გაისწორე თორე არ ვიცი რას გიზამ.-ამბობს გაბრაზებული ნინო და ხელკავს მიკეთებს... მეც გასწორებული სახით და დაღრეჯილი ხასიათით შევდივარ კლუბში... ბევრი ხალხი არააა, ძალიან კარგი... იმედია მეტი არც მოვა.. ისე შუაღამის 3 სთ-ია და ამდენიც რომაა...
სიყვარულით, მარიამი (ნაწილი IV)

ასეთი წყნარი სიტუაცია კლუბში არასდროს მინახავს... ძალიან კარგი... მოკლედ ვზივართ გოგოები ბართან და ვწრუპავთ მარტინის კოტეილებს... მსიამოვნებს სასმელის ზემოქმედება, უკვე 15 ჭიქა მაინც მაქვს დალეული , მე კიდე პატარა ბავშვივით მეკიდება ალკოჰოლი.. აი ისაა გავხურდი და ამ დროს ლუკას გაცოფებულ მზერას ვაწყდები და ელენეს ზურგს უკან ვიმალები... ვიღაც 2 გოგოსთან ერთად მაგიდასთან ზის და მე მიყურებს, მე მას ვუყურებ.. ჯანდაბა, ამდენი ბარია ამ ქალაქში და მაინცდამაინც აქ რატო შემოვიდა.. სპეციალურად მიკეთებს ალბათ, უნდა გამომიწვიოს, მივიდე იმ ორ ქერა გოგოს ვწვდე თმებში და სულ სახით მოვახეხინო კლუბის გაცვეთილი იატაკი.. ეს იდია მოსწონს ჩემს ალკოჰოლგამჯდარ გონებას, ბარის სკამიდან ვდგები , მოკლე კაბას ვისწორებ და როცა ნაბიჯი უნდა გადავდგა წინ, ელენე მაჩერებს, ვწყევლი ამ გოგოს რომ ასე კარგად მიცნობს.
-მგონი უმჯობესია წავიდეთ,-ამბობს მარი, ფულს ბარის მაგიდაზე ტოვებს და ძალით მიმათრევენ კლუბიდან... ცრემლები ჩანჩქერივით მომდის, წარმომიდგენია რას ვგავარ, შავი ლაინერი ალბათ სულ ლოყებზე მისვია... გოგოებს ხელიდან ვუსხლტები და რაც ძალი და ღონე მაქვს ხელებს და ფეხებს ვუშენ ლუკას მანქანას. სიგნალიზაცია ირთვება. გოგოები ელენეს მანქანაში მტენიან, სანამ ლუკა გამოდის და მე გაქანებული მანქანიდან ვხედავ ნაცნობ სილუეტს, რომელიც მანქანას უახლოვდება და სიგნალიზაციას ურთავს..

ნინოს საწოლზე მეღვიძება, ამას იქიდან ვხვდები რომ ყველაგან ნინოს სუნამოს სუნი დგას. გვერძე ნინო მიწევს, ნინოს გვერძე მარი წევს და ელენე ძირს გდია ლეიბზე... პახმელიაზე ვარ, თავი მისკდება...
-გოგო ნაბეღლაბი გააქვს ან ბორჯომი?-ზმულით ვეკითხები ნინოს და თან ფეხით ვარყევ რო გამოვაფხიზლო.
-აუ რავიცი თუ ნიკა არ დალევდა იქნება საადმე მაცივარში.
ნინოს ხალათს ვიცმევ და სამზარეულოში გავლასლასებ.. ერთი სული მაქვს გაზიანმა მინერალურმა გამომაფხიზლოს, რომ სარკეში ჩემი ჩადღაპნილი სახე დავინახო და კარგად დავცინო..
მაგიდასთან ნიკა ზის, აშკარად ეშინია, რომ მხედავს და თავისი ხელით მაწვდის ლამის მოყუდებულ ბორჯომის ბოთლს. ვახ ნიკა განვვითარდით? ასე არ ჯობია?
-აუ გაგხარებს ღმერთი,-ერთ მოსმაზე ვსვავ მთელ ბოთლს...-აუ თუ გიყვარვარ ჩადი რა მაღაზიაში ამოიტანე რამდენიმე კიდე, -ვეხვეწები ნიკას და ლოყებს ვუჩმეტ.
-თუ იყოთ ამხელა გოგოები ნორმალურები რაა!! რამ დაგალევინათ მაგდენი, იოცნებოს ნინომ რომ სადმე გავუშვებ კიდევ..
-უუფ ნიკა, რამდენს ლაპარაკობ გოგოსავით, ნუ ამხადე ტვინი, რაც გთხოვე ის გააკეთე თუ ძმა ხარ... და როდის იყო ნინო შენგან იღებდა ნებართვას სახლიდან გასვლაზე.
ნიკა მაცივართან მივიდა და გამოაღო... ბორჯომის გარდა არაფერი იდო!
-აი მასე არ ჯობია? -მივდივარ მეც მაცივართან, კიდე 4 ბოთლ ბორჯომს ვიღებ, ნიკას ლოყაზე ვკოცნი და ოთახში შემაქვს გოგოებისთვის.
-ყველაზე ჯიგარი ძმა გყავს ნიი!-ვყვირი რომ იმანაც გაიგონოს სამზარეულოში და მერე საყვარლად ჩაიცინოს...

-რა გაყვირებს, გასკდა თავი-ზმუის მარი.
-თუ დალევის ერთი ადგილი არ გქონდა არ უნდა დაგელია, -ვაჯავრებ მე.
-აუ შენ ვინზე ლაპარაკობ, ლამის მანქანა დაუმტვრიე ლუკას,-იცინის ნინო,-უფს წამომცდა.
წამით სევდა მეუფლება, მაგრამ მერე მახსენდება რომ ჩემ გოგოებთან ვარ და მოწყენა არ შეიძლება, ან ვინ მომაწყენს ძალიანაც რომ მინდოდეს.
-დაიკიდე, ვეუნები და ვკოცნდი.
ნიკა კარებში დგას და გაბეზრებული გვიყურებს.
-რა გინდა ბიჭო?-ეკითხება ნინო.
-თქვენი ყურება მწადიაააა!-სიცილით კვდება ნიკა, თვალს მიკრავს და ოთახს შორდება..
აი ასე და ამდაგვარად წარიმართა ლუკასთან დაშორების საღამო... იმ ღამეს ყველას რომ შეყვარებულთან ქონდა პაემანი და მე სახლში უნდა ვმჯდარიყავი. მერე სიცხე გავიზომე, დედაჩემის დაჟინებული თხოვნით და მაღალი მქონდა... ასე მომესაჯა 1 კვირა სახლში ყოფნა... ყველგვარი ტკბილეულის გარეშე ... მარტო სუპებზე და ტირილზე ვიყვი, ცრემლი არ მელეოდა, ალბათ ამ სუპის ბრალია, ხო წვნიანია და... მაინც რომ შემრჩა ხუმრობის ხალისი.. რა სასაცილოა ჰა ჰა ჰა ....
ნეტა ლუკა როგორ არის?

ასე იდიოტურად გავიდა შემოდგომა.. სამსახური ვერ ვიშვე რათქმაუნდა. ამ კრიზისის დროს რომელ სამსახურზეა ლაპარაკი, ჯანდაბა ყველაფრის თავს.. კიდე კაი გურამი მაინც გვყავს :დ ხო ბოლოსდაბოლოს დედამ გურამი გამაცნო.. მაგარი კაცი აღმოჩნდა, აი ისეთია რა, ახალგაზრდა რო იყოს სიამოვნებით რომ იცხოვრებდი მასთან...
ახალი წელი მოდის, სახლში არ ვხვდებით, გურამმა რესტორანში დაგვპატიჯა, ნათესავები უნდა გაგვაცნოს... 31 საღამოა უკვე , მე და დედა სალონიდან ამოვედით და ვცდილობთ კაბები ისე ჩავიცვათ თმა და მაკიაჟი არ გავიფუჭოთ.
ბოლო ხელფასზე რომ კაბა და მანტო ვიყიდე იმათ ჩაცმას ვაპირებ, ვცდილობ სამკაულების ყუთში მოვძებნო აქსესუარი, რის გაკეთებასაც შეძლებ და, აი ლუკას ნაჩუქარ სამაჯურს გადავაწყდები...
ლუკაა.
იშვიათად ვფიქრიბ მასზე. ალბათ იმიტომ რომ გადავეჩვიე.. ოხ, ვის ვატყუებ, ყოველი ღამე მასზე ფიქრით იწყება.. დავწვები თუ არა ეგრევე მასზე მეფიქრება... ბედიერი ვიყავი მასთან ერთად, ნეტა ცოტა დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ბედნიერება, რა იქნებოდა .... ბედი უნდა ყველაფერს, ალბათ ცოტა მეტხანს, რომ ვყოფილიყავით ერთად მერე უფრო გამიჭირდებოდა მასთან განშორება.
-მარიამ, იქნებ მალე ქნა, მოგვაკითხა უკვე.
ფიქრებიდან გამოვყავარ დედას ხმას , მეც მის ნაჩუქარ სამაჯურს ვიკეთებ, მახსენდება რომ სპეციალურად შევურჩიე ეს კაბა და ლუკაზე ფიქრებით მივიწევ რესტორნისკენ..

სასიამოვნო ხალხი ჩანს, არ მიგვრძნია, რომ ძალიან მდიდრების კომპანიაში მოვხვდი. განათლებულები არიან რათქმაუნდა, მეც არ მაკლია განათლება, ხოდა თავისუფლად ვსაუბრობთ ყველაფერზე.. ჩემი ტოლი დიშვილი აღმოაჩნდა, ლექსო ქვია, საყვარელი ტიპია, ბიძას გავს.. მის გვერდით ვზივარ და სულ მე და ის ვსაუბრობთ, სხვებს ყურადღებასაც არ ვაქცევთ.... გავერთეთ საუბარში და ლექსოს მხარზე ხელს უტყაპუნებენ.
-ბატონო ალექს!-ლექსო სახით უკან ტრიალდება, მერე დგება.. იწყებენ გულმხურვალე საუბარს.. მართალია ხმა ძალიან მეცნობა, არავითარ შემთხვევაში მიტრიალებას არ ვაპირებ.. ბედი უნდა ამასაც.. მთელ ტანში მაჟრიალებს და ვგრძნობ, რომ ახლა თუ ამას მივაქციე ყურადღება გადავყვები ამ ამბავს... დედასკენ ოდნავ ვიხრები და უფროსების საუბარში ვერთვები.. ვიცინივარ, რაღაც სასაცილოზე საუბრობენ. არ მეცინება, მარა ხო არ ვიტირებ, სანამ დედას არავინ უყურებს, დროს ვუხელთებ და ყურში შეუმჩნევლად ვჩურჩულებ აქ არისთქო და ისიც უსიტყვოდ ხვდება ვინ არის აქ..
ხოტახანში ლუკა ჩემგან 2 ადამიანის მოშორებით დგას, გურამს ელაპარალება, ჩემკენ თვალსაც არ აპარებს, ეს ძალიან ცუდის ნიშანია, ძალიან.. გურამი დაჟინებით თხოვს სუფრაზე დაილოცოს.. თავიდან ყოყმანობს და მერე თანხმდება.
- გურამი ბიძიას თანხმობით და ქალბატონი თათულის თამადობით მინდა ამ სუფრაზე მყოფი ყველა მანდილოსანის სადღეგრძელო დავლიო,-განსხვავებულს იღებს, ცოტახანს ფიქრობს, მერე თვალებს მისწორებს და იწყებს - ნეკნს გაუმარჯოს! იმ ნეკნს, რომელიც ყოველთვის გვტკივა და თან გვსიამოვნებს. იმ ნეკნს გაუმარჯოს, რომელიც გვაკლია და ყოველთვის ჩვენს გვერდითა. მანდილოსნებს გაგიმარჯოთ. სულ ლამაზები და გახარებულები გვენახეთ. ჩვენი გაძლება გქონოდეთ.-თვალები დახუჭა და სასმისი ბოლომდე დაცალა. სუფრაზე მყოფი ყველა მამკაცი ფეხზე იდგა და იმათმაც გაუმარჯოსო დასჭექეს და ღვინო მუცელში ჩაისხეს..
ახლა გული ამერვა -გავიფიქრე, მაგიდიდან წამოვდექი და საპირფარეშოში გავედი.. რა დრო გასულა, 1 საათი დარჩა ახალწლამდე.. ნუ განწყობა მაქვს საოცარი. იმედია ლუკას გვერდით არ მომიჯენენ... რა უნდა საერთოდ აქ...
15 წუთი საპირფარეშოს სარკესთან ვდგავარ და ჩემს თავს ვუყურებ... ცოტაც და ტირილს დავიწყებ. პირველი დღიდან მივეჩვიე, რომ მას უნდა ვეხუტებოდე და ახლა ვდგავარ ასე მარტო, გაცინებული, არადა მის სუფრაზე უნდა ვიჯდე და ეს სადღეგრძელო მარტო მე და მას უნდა გვეკუთვნოდეს.. ლევანს კიდევ ერთხელ ვწყევლი გონებაში, ძალას ვიკრებ, რომ გავიცინო და წელში გამართული ვუბრუნდები კომპანიას.. ლუკა წასულია, ძალიან კარგი..დედაჩემი გამამხნევებელი თვალებით მიყურებს და იქით მანიშნებს. ჩვენი მაგიდის წინა მაგიდათან ზის ის და თავისი საძმაკაცო. იეს! გოგოებთან არ არის ^^ ეს მაბედნიერებს. მაგრამ ის რომ ზუსტად ჩემ წინ ზის- ნერვებს მიშლის, ასე მთელი საღამო ვერ ამოვიგდებ თავიდან... დავიღალე , აქეთ ესენი ჭყიპინებენ, იქით როილი გაჭყივის, წინ ლუკა ბურდღუნებს( კი არ მესმის მარა ტუჩებს რომ ამოძრავებს გაუჩერებლად ვხედავ, იმიტომ, რომ სულ მას ვუყურებ).
-შესამჩნევად უყურებ!-მეუბნება ჩუმად დედაჩემი.
ვკვნესივარ და უფრო ვიწყენ.. ლექსოც იმათ მაგიდაზე გადავიდა ცოტახანი.. ძმაკაცები აღმოჩნდნენ .... მიხარია რომ საკმაოდ მალე ბრუნდება, იცის ბიძამისი გაუჯავრდება , მითუმეტეს 20 წუთი რჩება ახალი წლის დადგომამდე.
-მეც მოვედი,-ჯდება ლექსო ჩემ გვერდით და ცბიერად მიცინის, ლუკამ მოახსენა ალბათ ყველაფერი, იმდენს ტყუილა არ იქაქანებდა,-ხო არ მოიწყინე?
-არა პირიქით ძალიან მაგარ განწყობაზე ვარ, მგონი ასე მხიარულად არასდროს შევხვედრივარ ახალწელს,-უემოციოდ ვატყუებ.
-რა ხდებოდა სანამ მე იქით ვიყავი?
-ისეთი არაფერი, სიმშვიდე იყო.. ბევრი სვევს საკმაოდ.
-ხო ბიძაჩემს უყვარს დალვა და ამბები, სუფთა ქართველი მამაკაცია.
-შენც იმას გავხარ!-ვეუბნები ხუმრობით.
-სმით ვსვავ, მაგრამ ძალიან იშვიათად, არ მიყვარს ასეთი სიტუაციები, მირჩევნია სიმშვიდეში ვიჯდე ბიჭებან ერთად და ლუდს ვსვავდე.
-მეც მირჩევნია სიმშვიდე, სიმშიდე რა, მუსიკა მიყვარს ხმაურიანი, როცა პონტია, ქართულ სუფრებს ვერ ვიტან, კაცები რომ თვრებიან , ითიშებიან, ქალების სათრევები რომ ხდებიან და ა.შ.
-ხო გემჩნევა რომ სმა არ გიყვარს, არც კი მოგიწრუპია ღვინო.
-არ მიყვარს თეთრი ღვინო, შავი მირჩევნია, შავს შამპანიური და შამპანიურს გაზიანი სასმელი..
-აი გაზიან სასმელს კი ნატურალური წვენი გირჩევნია,-სიცილით ამბობს ლექსო.
-მართალია!-ვუცინი მეც.
-გინდა მოვატანინებ?
-აუ ძალიან მაგრად გამახარებ.
ლექსო სუფრიდან ადგა და ბარისკენ წავიდა..
-დიდი მადლობა, -გამომიწოდა ალუბლის წვენი, -ვაუ,საიდან იცოდი რომ ალუბლის მიყვარს?-გამოვართვი და საწრუპით მოვსვი.
-მივხვდი,-გამეკრიჭა და დაჯდა.
-საიდაან?-სიამოვნებისგან თვალები ავბლიტე, დიდი ხანია არ დამელია ალუბლის წვენი.
-ალუბალივით გოგო ხარ,-ორივეს გაგვეცინა.



№1  offline წევრი vighaca

Dzalian kargia

 


№2  offline წევრი Heartbeat

უმაგრესია ❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№3 სტუმარი Smile.smile5

aiii dzaan magariaaa male dade ra gtxov

 


№4 სტუმარი anka

Au au grmudarebi lukastan dative raa tore vitirebb gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent