შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი (ნაწილი V)


2-04-2015, 20:51
ავტორი მარეამო
ნანახია 4 014

00:00-ზე რესტორანში მყოფი ყოველი ადამიანი ფეხზე იდგა და სასმისით ხელში ახალიწლის დადგომას ულოცავდა ერთმანეთს.. ჩვენც ეგრედწოდებული ,,ბუჩქი’’ ვაკაკეთეთ და შემდეგ ყველამ დავლიეთ, მეც კი! ყველა საკმაოდ შეზარხოშებული იყო, მარტო მე ვიყავი ფხიზლად, ამიტომ ყველა მხიარულობდა ჩემ გარდა, მე მოვიწყინე და დავიღალე, ლუკაზე ფიქრის თავიც კი აღარ მქონდა.. ავდექი და გურამთან და დედასთან მოვედი, კიდევ მივულოცე ახალი წლის ასე ბედნიერად დადგომა, მოვუბოდიშე დავიღალე ძალიან და უნდა წავიდეთქო.
-ცოტახანი დაიცადე, მძღოლს დავურეკავ და გაგიყვანს.
-არა დიდი მადლობა გურამ, არ მინდა შეგაწუხო, თან ამ ახალი წლის ღამეს ცოდოა ის კაცი.. ტაქსები დგას აქ და გავყვები სახლამდე. დიდი მადლობა ყველას, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ბედნიერ ახალწლებს გისურვებთ! ნახვამდის..!-დავემშვიდობე ყველას და გასასვლელისკენ გავკუნკულდი... ლუკას მზერამ ამიწვა სხეული.
სახლში მივედი თუ არა გოგოებს დავურეკე გამოდით ჩემთანქთო , რა პრეობლემააო ყველამ და 30 წუთში ყველანი ჩემთან იყვნენ და გოზინაყს მიირთმევდნენ.
-ანუ ვაჟბატონიც იქ ბრძანდებოდა?(ელენე)
-და არც მოგესალმაა?(მარი)
-ფუ არ გოიმია!(ნინო)
-რა პატარაა ეს ქვეყანა, 4 მილიონი კაციდან იმას მოეწონე ვინც შენს მომავალ ოოჯახთან ახლოსაა.(მარი)
-კაი ნუღა გრუზავ!-ფეხევს იქნევს ელენე,-დავლიოთ რა, არაფერი გაქვს მარიამ?
-აუ კი სარდაფში იყო ღვინო წითელი ღვინო.
-ჩადი მერე ამოიტანე.
ძლივს ვპოულობ ღვინოს და გაყინული ავრბივარ გოგოებთან.
-აუ დათომ ხელი მთხოვა, -ხარხარებს მარი, უკვე ძალიან დათვრა და გამოშტერდა, ჩვენც გვეცინება , მერე ვიაზრებთ ნათქმავს და ვსერიოზულდებით.
-რა ქნა?(ნინო)
-მერე შენ რა უთხარი?(ელენე)
-გოგო ახლა უნდა გვითხრა ეეგ?-ვკივივართ გამწარებულები და მარის ვიჭერთ რომ არ ჩაბჟირდეს.
-რათქმაუნდა უარი ვუთხარი!-ისევ იცინის მარი.
-რა ქენიიი ? -თვალები მიფართოვდება, - მე რო უარი ვუთხარი ხო ვარ ბედნიერი და 5 წლის შეყვარებულს როგორ უთხარი უარი?
-კაი ხო გატყუებთ,-დასერიოზულდა მარი,- გოგოებო ზაფხულში ვთხოვდები,-ზემოთ აატრიალა თვალებიი.
-ვაიმეეე!-შევყვირეთ ერთხმად და ჩავეხუტეთ.
-ეეე რა მაგარია მაროც გაგვითხოვდა!(ნინო)
-აბა გოგოო,მეგონა გასათხოვარი დარჩებოდა.(ელენე)
-ესეიგი ბოლომდე ვსვავთ!-სასმისებს ვავსებ და მეოთხე ბოთლს ვცლით.

აბა ვის გქონიათ ასეთი ახალი წელი როგორიც მარის ქონდა წელს? აი ასე ადგა და გათხოვდა, უკვე დათოსთან ერთად ცხოვრობს, შემშურდა თეთრი შურით, ყველას შეგვშურდა. არა, დავცინოდით კიდეც. ცუდები ვართ და იმიტომ... ასე გავიდა ახალი წელი და შობა.... 1 დღე რჩებოდა ჩემ დაბადებისდღემდე. ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი 26 წლის ვხდებოდი ბოლოსდაბოლოს. დღეს კარგად გამოვიძნებ და ხვალ 11რიცხვამდე თავზე დავიმხობ კლუბს. უჰუუუ. დედა გურამისთან გადავიდა, მარტო დავრჩი და ნერვები მეშლება, თან მეშინია, არ ვმუშაობ არაფერი, იშვიათად თუ გავალ გარეთ, მეხათრება გურამის ყოფაზე ცხოვრება მარა სხვა გზა არ მაქვს, გურამი შემპირდა რამე იქნებ გაგიხერხოო..
მოკლედ 9იანვარია, გარეთ ყინავს, სახლში თბილა.რადიატორს ვეხუტები და ჩემი საყვარელი ჭიქიდან ჩაის ვსვავ, თან კომპიუტერში კინოს ვუყურებ, ,,უფრო მეტი ვიდრე სიყვარული’’ ასე ქვია.. მინდა ლუკა და ის მთავარი გმირი ბიჭი ცოტა მაინც შევადარო მარა ლუკა სულ სხვანაირია, ასეთი საყვარელი მაინც იყოს, აქამდე შემირიგდებოდა.. ეს კინო სულაც არ გაქვს ჩემს ცხოვრებას, ეს არავის ცხოვრებას არ გავს, ნუ იმიტო რომ კინოა, ეს რომანტიკა გადამიყოლებს.... აი ასე, ლუკაზე ჩავფიქრდი და კინოს რაღაც მონაკვეთი გამოვტოვე, მერე დამეზარა ყურება და შემდეგისთვის გადავდე.. ჩემი ოთახისკენ გავეშურე და საწოლში შევწექი.. ტელეფონი გამოვრთე-სახლისაც და მობილურიც და წავედი სიზმრების სამყაროში.
ვერ ვიტან როცა მაღვიძებენ. მეზიზღება მძულს.. მინდება ის აუტანელი ადამიანი დავახრჩო, მოვკლა... წიხლებს ვიქნევ და ვზმუივარ, ვცდილობ არ გავიღვიძო, მაგრამ მე ხომ ბედის ნატამალი არ მაქვს.თვალებს ძლივს ვახელ, ჭირი და ჯანდაბა, შუქი არ ანთია და ვერაფერს ვერ ვხედავ.
-აუ რომელი ხარ?! გამანებე თავი რაა, დაავაი ახლა ნინო შენ იქნები და გადი ოთახიდან ან შუქი მაინც აანთე.... გოგო ხმა მაინც ამოიღე შე იდიოტი.. აუ ნინოოო, ის დებილი ვნახე სიზმარში, იცი როგორ საყვარელი იყო? ნეტა მართლა მასეთი საყვარელი იყოს რაა... როგორ მომენატრააა, იმდღეს რო ვნახე იმის მერე აღარც კი მომიკრავს თვალი.... უუფ რაა! წავიდეს ჯან...-შუქი ინთება და..
-რაო სად წავიდესო?
სახეზე ვწითლდები და ნერვები მეშლება, ვნერვიულობ ძალიან, რა მაყრანტალებდა..
-ჯანდაბაშითქო!-თავს ბალიშში ვრგავ, კბილებს ერთმანეთს ძალიან ვუჭერ რომ არ ვიტირო, არადა მაგის გარდა არც არაფერი არ მინდა ამ ომენტში.
-ესეიგი მოგენატრე!
-არა!
-აბა მომენატრაო?
-შენზე არ ვამბობდი.
-ხოო? აბა ვიზე?
-ძალიან გადამეტებული წარმოდგენა გაქვს შენს თავზე!
-ზუსტად ვიცი რომ მე გენატრები..
-მერე რა!
-მეც მენატრები.
-წადი გთხოვ!
-რომ წავიდე ინანებ, ხო იცი ეგ?
-ძალიან დარწმუნებული ხარ შენ შესაძლებლობებში.
-ამაში შენ მარწმუნებ..
-მეე?ჰმ.-ირონიულად ჩავილაპარაკე.
-დიახ შენ.. ახლაც მახსოვს შენი თვალები კლუბში რომ დამინახე გოგოებთან ერთად.. შენი სახე რესტორანში რომ გნახე..
-გაჩუმდი!-ამოვიკვნესი თითქმის გაუგებრად.
-შეგიყვარდი! ზუსტადაც შეგიყვარდი... იმიტომ გენატრები, ჩემთან ყოფნა გენატრება..
-გაჩუმდიმეთქი!-უკვე ტირილზე გადავედი..
-გენატრება ჩემი ჩახუტება, ყველაფერი გენატრება... ამას მაშინვე მივხვდი შენ თვალებში რომ ჩავიხედე.
-გაჩუმდი! წადი! გაეთრიე!- ყვირილზე გადავედი,-გაეთრიე აქედან, არ მინდა გნახო,-ვყვიროდი და თან ვსლუკუნებდი,-არ მსურს შენი მოსმენა... თავი ვინ გგონია ამდენი ხნის მერე რომ მოდიხარ და ვითომ არაფერი ისე მეცხადები... დაუკითხავად შემოდიხარ ჩემს სახლში ჩემს ოთახში და ნოტაციებს მიკითხავ, ჩემს გრძნობებზე მელაპარაკები.. ვინ ხარ საერთოდ, როგორ მიბედავ მაგდენს? რას წარმოადგენ? ვინ გგონია შენი თავი?... შემეშვი, თავი გამანებე, რატომ მიწეწავ ცხოვრებას?? რატომ? ჭირსაც წაუღიხართ შენც და ჩემი გრძნობებიც! ამდენი ხნის შემდგე მოდიხარ ჩემთან და თან ბედავ მითხრა რომ წახვიდე ვინანებ.. ვინანებ? არაფერიც, მარტო იმიტომ არ ვინანებ შენ რომ მითხარი! აი ასე... ახლა კი გთხოვ გახვიდე ჩემი ოთახიდან, ჩემი სახლიდან, ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი გონებიდან, გულიდან... საერთოდ როგორ მიბედავ, როგორ?-ნელნელა ჩემი ხმა მშვიდდებოდა მე კი თავი მტკიოდა და გონება მებინდებოდა.
გავიდა ჩემი ოთახიდან, კარები დაკეტა და გავიდა... ძალიან კარგი წავიდა.. ასე დაწყნარების საშუალება მაინც მომეცემოდა, დავწყნარდებოდი და ცოტას მოვეშვებოდი... მერე გოგოებს დავურეკავდი, ბევრს დავლევდი და .... ბალიში ავიღე და მთელი ძალით მოვიქნიე კარებისკენ, რომელიც მოულოდნელად გაიღო და ლუკას თავში მოხვდა.
-არსადაც არ წავალ!-ძირს დავარდნილი ბალიში აიღო და საწოლზე დამიდო.. გვერდიდან ჩამომიჯდა და ხელი ჩემკენ გამოაცურა. მე მეორე მხარეს გავწიე, რომ მისი შეხება თავიდან ამერიდებინა.
-მე გავიგე რა იყო სინამდვილეში.
-ლუკა გთხოვ წადი!
-ბოდიში! სულელურად მოვიქეცი.
-წადი ლუკა!
-უბრალოდ შენ არ იცი მე რა განვიცადე რომ გავინახე ვიღაც გეხებო....
-წადი! წადი ! არ მინდა შენი მოსმენა!-მუხლებზე ხელები შემოვხვიე და ნერვიულად დავიწყე წინ და უკან ქანაობა.
-დამამთავრებინე ამისი დედაც!-დაიღრიალა, ფეხზე წამოვარდა და ტუმბოზე მდგარი ღამის სანათი კედელზე შემოამტვრია.
ტირილს ვუმატე, ვაიმე ეს რა მხეცია.. მცეხია, ველურია.. საქონელია... გაშტერებული მივჩერებოდი ერთ წერტილს და უაზროდ ჩამომდიოდა ცრემლები.... მეორედ მიყვირის... არადა არავის, მამაჩემსაც კი არ დაუყვრია ჩემთვის ასე... ვინ მიგდია, რა უნდა, რას წარმოადგენს.. ცრემლები მოვიწმინდე და ჯიუტად შევხედე თვალებში.
-ნეტა ახლა ვინმე გისმენდეს, პოლიციას გამოუძახებდეს და ძალადობაზე დაგიჭერდეს.
-ნუ მიყურებ მასე!-ძარღვები დაეჭიმა.
-როგორ ასე?-უარეს ჯიქურ შევხედე.
-როგორ და მასე უემოციო, არაფრისმთქმელი თვალებით.. მაგას ჯობია იცინო, ან იტირო, ან არ ვიცი , რამე გამოხატონ შენმა თვალებმა, ნუ არიან მასეთი ცივები.. მარიამ... ჯანდაბა ! ჯანდაბა! რა გინდა, რატო გადაგყავარ ჭკუიდან, რატომ ცდილობ უარესად გამაგიჟო? არა მე ვერ მომატყუებ, მე დავინახე შენი ეჭვიანობისგან გაგიჟებული თვალები, მზად იყავი თმებით გეთრია ის გოგოები! არა, შეუძლებელია ახლა მასეთი თვალებით მიყურებდე... არა, არა, არ მოგცემ საშუალებას ის ცეცხლი გააქრო შენი თვალებიდან! არა, არა, არა ! - ყვიროდა და კედელს თავს ურტყავდა. მერე გაჩუმდა, კისერი უკან გადააგდო,თვალები დახუჭა და პირველად დავინახე მის თვალებზე ცრემლი... თოვლივით თეთრი უპეები სულ გაუწითლდა, თვალებში, სადაც რამდენიმე ხნის წინ ბრაზი და სიმხეცე იდგა, ახლა ცრემლები ჩამდგარიყო... პირველად მენახა ბიჭი ტიროდა, და თან ლუკა... ლუკა.. ჯანდაბა! ჯიუტი, სარკასტული, ხანდახან უგრძნობიც კი ვარ, მაგრამ ასეთი, რომ ამას გაუვძლო არა. ისევ ცრემლები წამსკდა თვალებიდან და სლუკუნი დავიწყე.. რატომ მიყვარს ასე ძალიან? აი რატომ? ხო შეიძლება არ მიყვარდეს, ასე მაინც არ მიყვარდეს..
-კარგი პატარა ნუ ტირი! არ გინდა...ბოდიში.. ბოდიში ჩემო პატარა, ჩემო ფისო! ყველაფერი მაპატიე... -მოვიდა და ზურგიდან ჩამეხუტა. თავი მხარზე გადავადე და უფრო ავსლუკუნდი.. როგორ მომენატრა ეს სურნელი... ჯანდაბას ყველაფერი, ჯანდაბას !
სახით მისკენ შევბრუნდი, კალთაში ჩავუჯექი, ფეხები წელზე შემოვხვიე, თავი მის განიერ კისერში ჩავრგე და ისევ ტირილი დავიწყე... ჩვეულად თმაზე დამიწყო ფერება. ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-მიყვარხარ ლუკა...-ამოვილუღლუღე და ტანზე მივესვენე..-ძალიან მიყვარხარ!



თვალები რომ გავახილე მივხვდი ყველაფერი სიზმარი იყო, ასეთი მონატრებული და საყვარელი სახე პირველად ვნახე ასე ცხადად სიზმარში.. ესეც ასე, არადა ისეთი მაგარი სიზმარი იყო ცუდად გავხდი როცა მივხვდი ყველაფერი მოგონილი იყო.. ნეტა ახლა მართლა მოვიდეს და ჩამეხუტოს.... მაგრამ რასაც ვამბობთ და ვფიქრობთ ის არასდროს არ ხდება, ყოველთვის ის აზრი ახდება ხოლმე, რომელიც ჩვენს გონებაში არასდროს გამოიკვანძება.
საათს დავხედე და 3ის ნახევარი იყო... ახლა ლუკასთან რომ ვიყო დავურეკავდი და ჩემთან ამოვიდოდა, ხოდა მეც დროს გავიყვანდი.. ჯანდაბა, რამდენი ხანია ლუკაზე ასე აღარ მიფიქრია. ფუ რა, მეთქი ნელნელა დავივიწყებ და უფრო მომენატრა ახლა რომ დამესიზმრა.. ისე, ალბათ ჩემზე ფიქრობს თორე, რატო დამესიზმრებოდა. გამეცინა, რა სულელი ვარ , როგორ შეიძლება ლუკა კიდე ჩემზე ფიქრობდეს. დეგენერატია! რა ჯანდაბა ვაკეთო ახლა.. აღარც დაბადებისდღის ხასიათზე ვარ, არ დამსიზმრებოდა მაინც...
აუ ლუკა... აუ რაა, ასე როგორ შემაყვარა თავი, როგორ შეიძლება, ადამიანი ასე შეგიყვარდეს, რომ სულ მასზე გეფიქრებოდეს, ყველაფერს მას უკავშირებდე და ყველაფერზე ის გახსენდებოდეს. როგორ შეიძლება, ადამიანი ყველაფერზე მეტად გიყვარდეს? აი როგორ? რატომ არის ცხოვრებაში ყველაფერი ასეთი რთული? ხომ შეიძლება, ეს ცხოვრება ცოტა მეტი სიკეთით იყოს მოცული...ერთხელ ცოცხლობს ადამიანი და ისიც იმისთვის რომ ცხოვრების ბოლომდე იტანჯოს და სიკვდილის წინ თვალი გადაავლოს, როგორ ტანჯვა-წამებით მოვიდა აქამდე.. ჩემი ცხოვრება დანგრევის პირას მივიდა... არა კარიერა, არა საყვარელი ადამიანი.. როგორ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა და გადაება... მოკლედ რთულია,რომ ბედნიერი იყო ამ ცხოვრებაში, ალბათ რაღაც განსაკუთრებულ ნიჭს უნდა ფლობდე რომ ბედნიერებას მიაღწიო... რთულია ერთი წამით მაინც იყო ბედნიერი, ისე როგორც შენ გინდა...
ცრემლები წამომივიდა...
სიგარეტი კარგი ანტიდეპრესანტიაო, ხოდა ვიცოდი დედაჩემს სადღაც ქონდა გადანახული და მის ოთახში ძებნა დავუწყე. ვიპოვე კიდეც და ერთი ღერი ამოვაძრე, პალტო მოვიცვი, ბათინკები ამოვიცვი და გარეთ გავვარდი.. თოვდა ... სულ ოდნავ თოვდა.. არც ძალიან ციოდა, მოკლედ სასიამოვნო ამიდნდი იყო , ამ გაქანებულ ზამთარში. იქვე სკამზე ჩამოვჯექი, სიგარეტს მოვუკიდე და მეორედ ცხოვრებაში გავაბოლე,.. ხველება დამაწყებინა, ნერვები ამეშალა, რომ მოვწიე და ნაგვის ურნაში გავაქანე..
პირველად ნინომ მოგვაწევინა გოგოებს, პატარები კი აღარ ვიყავით ამ რამდენიმე წლის წინ მოხდა... ხანდახან ეწევიან ხოლმე გოგოები, მე თავიდანვე ვერ ავუღე ალღო... ახლა ლუკას რომ დავენახე ვეწეოდი ძირს გამიგებდა და ისე მცემდა. ვერ იტანს გოგოები რომ ეწევიან, სიგარეტს ვერ იტანს, მავნეა ჯანმრთელობისთვისო, მართალიცაა.. აუ ახლა მაინც რაღა დროს ლუკა იყო. ტელეფონმა დაუბჟუილა და ჯიბიდან ამოვაცურე.
,,დაგაძრობ ტუჩებს მაგისთვის’’-sms უცხო ნომრიდან. აქეთ-იქით გავიხედე, ვერავინ შევამჩნიე, არადა ვიღაც უეჭველი მითვალთვალებს. ჯანდაბა რაა.. ნუთუ ლუკაა? ხელწერა მისია, სხვა ასე დამუქრებას ვერავინ შეძლებდა.. თაყვანისმცემლები არც მყავს.. ნუ მე არავის ვიცნობ მასეთს. რომც მყავდეს ასეთი რაღაცის მოწერას ვერავინ გამიბედავდა... რჩება მარტო ლუკა... ხო, სხვას ვის მოუვა თავში აზრად , გოგოს მიწეროს ტუჩებს დაგაძრობო. წარმოვადგინე, როგორ მაძრობს ლუკა ტუჩებს ბრტყელტუჩათი და ტანში გაამაჟრიალა.
ჭირსაც წაუღიხარ ლუკა ლომსაძე, ჭირსაც წაუღიხართ შენც და შენზე ფიქრებიც.
ღრმად ამოვისუნთქე და სადარბაზოს კიბეებს ავუყევი.
ბედნიერებაა თბილ სახლში შესვლა, როცა იცი რომ იქ შენი საყვარელი ადამიანი გელოდება. მაგრამ, როგორია შეხვიდე სახლში სადაც სიბნელე და სიცარიელეა , სადაც იცი, რომ არავინ გაგიმაგრებს ზურგს, დაგიცავს, როცა შეგაშინებენ და ცხოვრების ბოლომდე შენთან ერთად გაინაწილებს ცხოვრების მძიმე ტვირთს. გულდამძიმებული შევდივარ სახლში და შუქს ვანთებ.
-მოვედი საყვარელო!-ვყვირივარ სივრცეში და სამზარეულოსკენ მივიწევ.. რა სიცარიელე და სიჩუმეა.. როგორ მომბეზრდა. ჩაის ვიკეთებ ფანჯარასთან მივდივარ და ვუყურები, ლამპოინის შუქზე ჩანს თოვლის პირველი ფიფქები.
სავარძელში ვჯდები, მუხლებზე ლეპტოპს ვიდებ და სოციალურ ქსელში შევდივარ.. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გადავდივარ ლუკას გვერძე და მის სურათებს ვათვალიერებ.
ჯანდაბა ეს გოგო ვინაა? პანიკა მემართება.. აი კიდე მეორე... მესამე... რა უბედურებაა, ყველაზე ვეჭვიანობ და დასაძინებლად ვწვები...

გათენდა ჩემი დაბადებისდღე... ღამე არავის დაურეკავს და მოუწერავს. 4საათამდე მეძინა, მერე კარზე ზარი იყო და გამეღვიძა.. სანამ მე გამოვფხიზლდი ავდექი და კარების გასაღებად გავედი კართან არავინ დამხვდა, მაგრამ მაინც გავაღე და alpen gold-ებით სავსე კალათი აღმოვაჩინე.
გაგიხმა ლუკა თავი... ადრე რომ მივსულიყავი იქნებ დამხვედროდა? მაგრამ თუ ჩემი ნახვა უნდოდა დარჩებოდა და ამას აქ არ დატოვებდა... ნერვები ამეშალა, სახლამდე მოვიდა და შიგ არ შემოვიდა.. ხოდა ავიღე ეს ამდენი შოკოლადი და როგორც მაშინ ფანჯრიდან გადავყარე.. ფანჯარა დავხურე თუ არა ისევ დაფარული ნომრიდან სიცილის ემოციები მომივიდა შეტყობინებად.
გახარხარებ მე შენ, ლუკა... დაფარა ბიჭმა ნომერი, თითქოს დავურეკავდი ან მივწერდი.. იყოს მასე თუ არ ვჭირდები და ასე ეთამაშოს ვისაც უნდა...
ვემზადები და 6-ზე გოგოებიც მოდიან.. მერე კლუბში მივდივართ.. საღამოსთვის ნაცნობები, ამხანაგები და რამდენიმე ნათესავიც მილოცავს ტელეფონის მეშვეობით და 12 საათზე უკვე კარგი დაღლილი ვზივარ ბარის სკამზე... დღეს არ დამილევია... ასე ვერ გავილოთებ თავს... თან ცუდად მოქმედებს ჩემზე სასმელი.
-ლუკამ არ მოგილოცა?-გვერდით მიჯდება ცეკვით დაღლილი ნინო.
-კი.
-მართლა?შეირგდით?-მოდის მარიც.
-არა.
-აბა?-კითხულობს გაკვირვებული ელენე.
-უბრალოდ შოკოლადების კალათა დამახვედრა.
-ვაა, ეგ ბიჭი მაგარი კრეატიულია ხო იცი.-წვენს წრუპავს ელენე,-წავედი მე, მომაკითხა უკვე ლაშამ, რაც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა ძალიან მბოჭავს და არ მსიამოვნებს.
-არაუშავს , ეგ ბიჭი მოგარჯულებს შენ,-ელენე გოგოებს გვკოცნის და ლაშასთან გარბის.
-აი ნახეთ,-ვეუბნები გოგოებს,-ელენევ მალე გათხოვდება.
-და მე და შენ შენ რა ვქნათ?-მეკითხება ნინო.
-ჩვენ მილიონერ მოხუცებზე ვიჩალიჩოთ.
-დათომ,მეც მოვდივარო და ბარეღამ დავიშალოთ, დათო დაგარიგებთ სახლებში.-ტელეფონს წყდება მარი.
-აუუ მეც მინდა გათხოვებააა,-დავიწყე წუწუნი.
-თხოვდებოდი და ვერ შეიშნოვე, ასე რო ხმა ნუ მესმის შენი.
სიყვარულით, მარიამი (ნაწილი V)

დათომ სახლთან ჩამომსვა და მეც გაყინული ავკუნკულდი სადარბაზოს კიბეებზე. ოჰოჰოჰ, რაამბავი ვარდებია.. მომეწონა, ჩემი ბინის კარების წინ ვარდების უაზარმაზარი თაიგული იყო აყიდებული... ჰაჰაჰ რა ბანალურია ღმერთო ჩემო, მაგრამ მართლა ძალიან მომეწონა, ყველა ამასაც ვერ მოიფიქრებდა, ეჭვმა გამკრა რომ ლუკასი იყო , ტუჩის კუთხეები ღიმილმა გამიპო, თაიგული ხელში ავიღე და სახლში შევედი... ამათაც კი გადავყრიდი ფანჯრიდან, მაგრამ ძალიან მომეწონა და დიდ ვაზაში ჩავაწყე. ესეც ასე, კანეც მაიეი დნი რაჟდენიი.. ქუსლიანები გავიძრე და კაბაც, მერე მივალაგებდი, ახლა შხაპის გარდა არაფერი არ მინდოდა.. სულ სიმღერ-სიმღერით და ცეკვა-ცეკვით ვიბანავე და 2 საათიანი ჭყუმპალაობის შემდეგ ტკბილად ჩამეძინა. ისევ ლუკა დამესიზმრა...

_________
თქვენი თბილი კომენტარები უზომოდ ბედნიერს მხდის !! დიდი მადლობა ყველას !!!!!



№1  offline წევრი Heartbeat

ძალიან კარგიაა..❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2  offline წევრი vighaca

Dzalian kargia

 


№3  offline წევრი aniko:)))))

ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent