შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი (ნაწილი VI)


4-04-2015, 20:48
ავტორი მარეამო
ნანახია 3 666

შუადღეს გამეღვიძა, მოვემზადე და დედასთან გავედი. გურამიც სახლში დამხვდა და ლექსოსაც შემოევლო. ძალიან კარგი^^
-ვა ვა, როგორ ხარ მარიკუნა?-გადამეხვია ლექსო. მიყვარს ასეთი ტიპები, ერთხელ ვყავარ ნანანხი და მაინც თბილად და თავისუფლად რომ არის..
-შენ როგორ ხარ ლექუს?
-ვაა ეს ახალი სახელია?-სახე გაებარდა.
-დიახ პირადად შენთვის.-გაგვეცინა.
-მოიცა ყავას მოგიტან, ხო დალევ?
-კი, დიდ ჭიქაში გამიკეთე ოღონც.
-როგორ ხარ დე?
-კარგად თათუ, თქვენ როგორ ხართ?
-დედაშენი ცოტა მაბრაზებს,-გაეცინა გურამს.
-მართლა დეე? არაუშავს მიეჩვევი, მეც მაბრაზებდა ხოლმე.-გავუცინე მეც.
-იცი მარიამ , გურამმა ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლადო.
-ხო, ვიფიქრე ახალგაზრდა გოგოა, მარტო რატო უნდა იცხოვროსთქო, თან ამხელა სახლია, თათუც აქ არის და ... არა კი არ გაძალებ, თუ არ გიდნა ნუ გადმოხვალ.
-აუ ისე მარტოობა მეც მაწუხებს.. დავიღალე უკვე მარტოობით, თან ჩემი გოგოებიც სულ მუშაობენ , თუ არ მუშაობენ ჩემთვის აღარ ცალიათ თითქმის, ყველას თავიისი პირადული და რამე... არ მიფიქრია თქვენთან გადმოსვლაზე, მაგრამ მხიბლავს ეს აზრი..
-ძალიან კი გამახარებ თუ გადმოხვალ!-გაუხარდა გურამს, - თუ გინდა ლექსო გაგყვება და ბარეღამ ბარგი გადმოიტანე.
-აუ ხო, თან მანქანით ვარ.
-კარგი, ყავას დავლევ და წავიდეთ, -მეც გახარებული ვპასუხობ ლექსოს და მდუღარე ყავას პირში ვისხავ.
მე და ლექსო სახლიდან გავდივართ და მანქანაში ვჯდებით. ლუკასნაირი მანქანა ყავს, ჯანდაბა. უიმეე.. ერთად იყიდეს თუ რა არის. ისევ ლუკა მახსენდება და ცრემლებს ძლივს ვიკავებ ამჯერად.
-მოგწონს?-მეუბნება ლექსო ეშმაკურად.
-რაა?-ცრემლებს უკან ვისტუმრებ.
-მანქანა!
-არის რა.
-ძალიან მაგარია, ძმაკაცისგან ვითხოვე.
-კარგია.-ნაძალადევად ვუღიმი.. ესეიგი ლუკას მანქანისნაირი კი არაა ლუკას მანქანაა, რამდენი რამ მაკავშირებს ამ მანქანასთან... აუ ლუკა გაგიხმეს თავი რაა...
სახლდამდე უცებ მივდივართ. ლექსო ტანსაცმლის ჩალაგებაშიც კი მეხმარება..პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, რადგან ყველაფერს ვამზადებ წასაღებად. ჩემი საყვარელი ჭიქაც კი მიმაქვს, აბა უმისოდ რა გაძლებს.
-ვაუ რა მაგარი თაიგულია.-ამბობს ლექსო.
-ხო გუშინ უცნობმა თაყვანისმცემელმა დამიტოვა კართან,- ვეუბნები და ახლა მახსენდება რომ ამ საჩუქარს ასე უპატრონოდ ვერ მივაგდებ, ძალიან მომწონს.
-და არ იცი ვინ მოგართვა?
-არა, საიდან უნდა ვიცოდე.
-კი მაგრამ არ იცი ვინ არიან შენი თაყვანისმცემელები?
-არა!
ოხ ლექსო, გეგონება არ იცოდე რომ ლუკას გამოგზავნილია ეს თაიგული.. იქნებ მართლა არ არის ლუკას გამოგზავნილი. ალბათ მართლა არ არის, თორე ამას ასე არ გაუკვირდებოდა. ლექსოს ბარგი ჩააქვს მანქანაში ჩასადებად.. ამასობაში შეტყობინება მომდის დაფარული ნომრიდან.
,,ესეიგი არ იცი ვინ მოგართვა თაიგული ხო?’’ და სიცილის ემოციები.
გაუხმეს თავი, მართლა რა იდიოტი ბიჭია. ვერ ვხვდები რას ცდილობს. ალბათ შერიგებას, მარა თუ შერიგება უნდა მაინც და მაინც ასე შორიდან და დაფარული ნომრიდან? გაურკვეველი მოქმედებებით და შეტყობინებებით? ალბათ ეშინია ჩემთან შეხვედრა, იცის ცემა არ ასცდება.. რამდენი ხანია აღარც კი დამინახავს.....
გოგოებს შეტყობინებებს ვუგზავნი დედასთან და გურამთან გადავდივართქო და სევდიანად ვავლებ თვალებს ჩემი სახლის ფანჯარას.
ესეც ასე ახალ სახლში გადავსახლდი.. მაგარია აქაურობა. სახლი კი არა სასახლეა, ყველაფერია რაც გინდა.. სავარჯიშო დარბაზიც კი არის, აი თურმე საიდან არის გურამი ასეთ მაგარ ფორმაში.
მთელი ჩემი ბარგი-ბარხანა ოთახში შევყარე და საწოლზე მივესვენე , დამღალა ამდენი ტანსაცმლის ჩალაგებამ და რა ვქნა? ესეც ასე ჩემი ოცნება ასრულდა, ახლა ყველაფერი მაქვს რაც კი მინატრია, მაგარი სახლი, მანქანა მძღოლით,მხოლოდ ერთი რამ მაკლია ლუკა... ლუკა ანუ სიყვარული.. ზუსტად ვიცი ლუკას გარდა არავინ აღარ შემიყვარდება აღარასდროს.
დილით ვიღვიძებ, ეგრევე სავარჯიშო დარბაზში ჩავდივარ, სიმღერებს ვრთავ და სარბენ ბილიკზე 30 წუთი შეუსვენებლად დავრბივარ. ორი საათი შეუსვენებლად ვარჯიშობ და როცა ვხვდები ჩემი კუნტთები ვეღარ უძლებს ძირს მოწყვეტით ვეცემი.. რა კარგია, სულ მინდოდა სახლში ტრენაჟორები მქონოდა და ამიხდა...

შუადღეს გურამისთან ერთად ვსადილობ. მოკლედ მომწონს ასეთი რაღაცეები, დიდ სუფრას ვუზივართ მე, დედა და გურამი.. ყველაფერი ისეა როგორც კინოებში.. უჰუჰუჰ, რა მაგარია პროსტა რაა, არა დედა, შენ რო ბედნი გაქვს მასეთი აი ვაფშე არავის... დედაჩემი პატარა გოგოსავით გამოიყურება, ჯერ 42 წლისაა. აი ასე, ჯერ სულ ახალგაზრდაა და დაიწყო კიდეც ახალი ცხოვრება ძალიან მაგარ ადამიანთან.. გურამი მართლა უსაყვარლესი პიროვნებაა, და როგორც ის გიჟდება ჩემზე , ისე მე მასზე..
საღამომდე ფილმების ყურებით ვიშტერებ თავს. მერე გურამის ლექსოსთან მივყავართ..
მაინტერესებს ლექსოს სახლი, ვიცი რომ გურამი გიჟდება ლექსოზე, თავისი შვილივით ყავს გაზრდილი და ყველაზე მეტად უყვარს დიშვილებიდან.. თანაც ლექსოც ისეთი ტიპია რომ შანსი არაა არ გიყვარდეს ადამიანს... აი მივედით კიდეც და ისეთი საყვარელია რომ სუფრაც კი გაუშლია ჩვენთვის.. ეგრევე უფრო მეტი სიმპატით ვენწყობი ლექოსსადმი, როგორ შეიძლება ადამიანი ყველაფერში ასეთი დაკვირვებული იყოს.. თან სიმპატიურია, ალბათ ნათესავად რომ არ მეკუთვნოდეს შემიყვარდებოდა.. ჰაჰაჰა, ამ აზრზე მაგრად მეცინება.. მერე მოვა ლუკა და მეც ამჩეხავს და ლექსოსაც...
მისაღებში ვსხედვართ და ვსაუბრობთ.. გურამი გვიყვება ლექსოზე.
-ყველაზე ნაბოლარაა ოჯახში..
-ხოდა ბიძისგან ძალიან განებივრებული, -სიცილით ამთავრებს ლექსო გურამის დაწყებულს.
-22 წლის ვიყავი რომ გაჩნდა და მე ვზრდიდი რასც ქვია, ფეხზე რომ გაიარა იმის მერე სულ კუდში დამსდევდა. გული, გული მეც მიკიდე, გული, გული ასე-ისე, მეტიტინებოდა და მეც მეტი რა მინდოდა ახალგაზრდა ბიჭს, ვგიჟდებოდი ამის ტიტინზე..
-აი გურამი იყო ჩემი მაგალითი ყველაფერში. მისი ხასიათები გამომყვა, ქცევებიც მისი მაქვს. ერთად რომ დავდიოდით სულ ყველას ამისი უკანონო შვილი ვეგონე. ახლა ძალიან ბევრს ვიცინით ამაზე.
-ძმაკაცს ყავს ლექსოზე რამდენიმე წლით დიდი ბიჭი, მაგრამ ერთად დადიდონენ ბაღში ცოტახნით.. ერთხელ მთხოვა არ მცალია და შენ გამოიყვანე ლუკაცო,-ლუკაო , მეღადავებიან ესენი რაა, ყველაფერი ჩემ წინააღდეგ როგორ არის, ყველას, როგორ უნდა რომ ჩემ ნერვებზე ითამაშოს.- მივდივარ ბაღში და იქიდან გამორბიან სახედალურჯებული ლექსო და ლუკა, მე თვალები მიფართოვდება და ვნერვიულობ, სულ ლურჯები არიან, მაგრად ნაცემები, ცხვირიდან სისხლი მოდის ორივეს. მანქანაში გაბრაზებული ვყრი და ვეჩხუბები რა მოუვიდათ ასე ვინ ცემა. ლექსო დუმს, ბოლოს ლუკა ხმას იღებს და ამბობს ლექსოს ერთი გოგო შეუყვარდა და იმ გოგოს ბიჭები აწუხებდნენ , სათამაშოებს არ აძლევდნენ,ხელს კრავდნენ და დღეს ლექსომ დაინახა რო ტიროდა, მივიდა რა გატირებსო ჩაეხუტა და გოგომ იმ ბიჭებისკენ გაიშვირა თითი ამათმა თმა შემაჭრესო და ლექსოს მოჭრილი ნაწნავები მიაწოდა, ლექსო გაბრაზდა, მთხოვა ის ბიჭები მაცემინე, აი ხო გახსოვს გური და თორნიკე ბიძია რომ ამბობდნენ თუ ვინმე შენ საყვარელ გოგოს აწყენინებს უნდა მოკლა მაშინვეო, ხოდა წამოდი ახლა და მაგრად ვცემოთო.. გამეცინა , მაგრამ ისეთ დღეში იყვნენ ეს საცოდავები, რომ ძლივს ლაპარაკობდნენ.. იმ დღის შემდეგ ლექსო დიდი დამცველია თიკუნასი, დღესაც ერთად არაიან თითქმის 20 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ...
-ვაუ ლექსო, არ მეგონა ასეთი ერთგული თუ იყავი.-თვალები ძირს მიცვივდებიან.
-თიკუნა არის ჩემი ცხოვრების სული და გული, რასმბობ!-თვალები უბრწყნდება ლექსოს.
-ისე ლუკასთვის რომ დაგერეკა ცუდი არ იქნებოდა, გავაცნობდი თათუს და მარიამს.. ისიც ჩემი შვილივითაა.-ამბობს გურამი და მე უფრო ვიძაბები.
-ისე ეგ კარგი გამახსენე,- ლექსო ჩემკენ იყურება და ეშმაკურად იღიმის,-მანქანა არ ყავს და გავუვლით აგერ მე და მარიკუნა და მოვიყვანთ,თანახმა ხარ მარო?
-აააააა, მმმ, კაი.-ვყოყმანობ და ბოლოს ვთანხმდები , ძალიანაც კარგი. ბოლოსდაბოლოს ვნახავ. იმეიდია ყველაფერი კარგად იქნება და გადავიტან ამ ნახვას, მთელი გზა ჩემ თავს ვამშვიდებ რომ დაინახავ არ იტიროთქო.
მე მანქანაში ვრჩები , ლექსო სახლში შედის.. 10 წუთი ველოდები როდის გამოვლენ, ჯერ ლექსო მოდის უკან ლუკა მოყვება... გული ეგრევე ბაგიბუგს მიწყებს. აუუ ავტირდები ახლა, გული ცუდად მიხდება.. სხეულს ვეღარ ვგრძნობ , მგონია ჰაერში ვარ გაკიდული. ლექსო საჭესთან ჯდება, ლუკა უკანა სიდენიაზე.
-გამარჯობა!-ამბობ ლუკა.
-გამარჯობა.-კანკალით ვამბობ, ისე რომ უკან არ ვიხედები.
-გაიცანით ერთმანეთი, -ცდილობს არ გაეცინოს,- მარიკუნა ეს ლუკაა, ლუკა ეს კი მარიამი.
-სასიამოვნოა ! -ჩაახველა ლუკამ და ხელი გამომიწოდა, ჩემთვისაცთქო, მივბრუნდი და ჩამოვართვი. აი ამდენი ხნის შემდეგ ჩემი და მისი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ვხვდები ახლა თუ არ შევბრუნდი იმ გამობერილ ტუჩებს მოვაჭამ, არადა ხელს არ მიშვებს. ვუძალიანდები, მაინც არ მიშვებს. თვალებს ვხუჭავ. მერე ვახელ. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ, მერე მრცხვენია კიდეც იმხელა ხმა ქონდა, არადა ყელში ბურთვი მაქვს რაღაც გაჩხერილი.. ცოტაც და ტირის დამაწყებინებს ლუკას მონატრებული სახის ნაკვთები, მისი ასეთი გამოხედვა... ეს ტუჩები... მაგიჟებენ... ვგრძნობ ლექსო სარკიდან გვიყურებს და ეცინება. ლუკა ისევ არ მიშვებს ხელს, პირიქით უფრო მიჭეს.. ეს გზა ამხელა არ მომჩვენებია, როცა მოვდიოდით, ახლა კი სამმაგად გაიწელა და გადიდა.. მინდა რაც შეიძლება მალე დავაღწიო თავი ამ სიახლოვეს.. ჰორმონები ყირაზე მიდგება... გული ისე სწრაფად და ხმამაღლა მიძგერს მეტი აღარ შემიძლია. ბოლოს ხვდება უნდა შემეშვას და ხელს მიშვებს. მეც მაშინვე თავს ვაბრუნებ და ვცდილობ თვალის უპიდან არ მომწყდეს ცხელი სითხე. ასეთი უბრალო და თან მტკივნეული არ მეგონა ლუკასთან შეხვედრა. მანქანაში საშინელი სიჩუმე სუფევს. ყველა გზას უყურებს... მე მოვიწყინე, ალბათ ლუკამც. ლექსოც აღარ იღიმის ეშმაკურად... სახლში შევდივართ. გურამი დედაჩემს ეხუტება და თბილად საუბრობენ. მეც მინდა ასეთი მშვიდი და თან ვნებიანი ურთიერთობა... ლუკასთან რათქმაუნდა.. მე მათ გვერდით ვჯდები, ლუკა და ლექსო სავარძლებში კალათდებიან.
მანამდე რათქმაუნდა გურამმა თათულის გააცნო, ხელზე ნაზად ეამბორა ლუკა დედაჩემს.. დედაჩემმა ერთი გადმომხედა, ვერ გავიგე რა ხდება აქო. მერე მეც მოწყენილი თვალები მივანათე და მგონი ყველაფერს მიხვდა. მერე დაიწყო მოკითხვები და ცოტახანში სუფრასთან გადავინაცვლეთ.ლუკა ჩემ გვერდით გასპეტაკდა. არა , მართლა არ მაქვს ბედი..მომიმწყვდიეს ლუკამ და ლექსომ. მრგვალ მაგიდასთან ვიჯექით და... მომინდა ორივეს მოკვლა, აი ისე მომინდა მანიაკებს რომ მოუნდებათ ხოლმე ადამაინი მოკვლა და მერე გატყავება, ან რამე მაგდაგვარი.. აღარც მადა მქონდა. ჩემ საყვარელ ალუბლის წვენს მივირთმევდი.. ეს ლექსომ ჩემ პატივსაცემად დამახვედრა. სასიამოვნოდ საუბრობენ.. რათქმაუნდა გურამი ბიჭების ბავშვობას იხსენებს. შემდეგ დედაც იხსნება და ჩემზე ყვება.
-ძალიან ცელქი იყო, ისეთი რომ შეუძლებელი იყო თვალი გედევნებინა მარიამისთვის. რომ გეგონა თავის ოთახში იყო, გარედან გესმოდა ამის ხმა, 3 წელი შეუსრულდა და მის დაბადებისდღეზე მთელი უბნის ახალგაზრდობა დამაყენა... ერთი ბიჭი იყო,-ოხ დედა მიყვარს ეს ისტორია, ღიმილმა ამიწია ტუჩის კუთხეები, ძალიან კარგი, ზუსტადაც, ეს ისტორია უნდა ლუკას, იმედია იეჭვიანებს, მერე რა რომ მაშინ 3 წლის ვიყავი მაინც,- მარიკუნა გიჟდებოდა მასზე. ხოდა ამ დღეს მთელი უბნის ბავშვები რომ მოვიდნენ და სახლი გაიტენა, მარიამს და იმ ბიჭს თვალი ვერსად მოვკარი. გამიკვირდა სად არიანთქო და ამ დროს გამოდის მარიამი იმ ბიჭთან ერთად ჩემი ოთახიდან, ტუჩებზე პომადა აქვს გადღაბნილი. ჩემი მაღალქუსლიანები აცვია და თეთრი ბალიშიპირი აქვს დამაგრებული თავზე. ამ ბიჭს ხელკავი აქვს გაკეთებული და მოდიან.. ყველა ამათ უყურებს და ტაშს უკრავენ ,მარიამი ცალ ხელს მისალმების ნიშნად აქეთ -იქით აქნევს და ყველას ზემოდა უყურებს. მოდიან ჩემთან და მარიამი მეუბნება დედა, იცი თედოს ხელი ვთხოვე და დამთანხმდა ცოლად გამოგყვებიო, ხოდა დღეს ქორწილი გვაქვს, აქამდე არ გითხარი არ მინდოდა გაბრაზებულიყავიო. პირდაღებული ვუყურებ, ჩემი დაქალები სიცილით კვდებიან.. ცოტახანში ბავშვები იშლებიან და მარიამი თედოსაც აგდებს სახლიდან, შენ რანაირი ცოლი ხარ, სხვა გოგოებს უყურებო.. - სუფრაზე მხიარული განწყობა სუფევს, ყველა იცინის, ლუკაც კი, არადა როგორ მეგონა იეჭვიანებდა. მერე მახსენდება რომ ამ ისტორიაში არაფერი არაა საეჭვიანო და სისულელეა ყველაფერი, ეს მხოლოდ ერთი სასაცილო ისტორიაა, რომელიც ჩემს ბედნიერ ბავშობას ყვება. დედა აგრძელებს,-იმ დღეს მარიამმა დაიფიცა ცოლად აღარავის გავყვებიო!-ამაზე ყველას სიცილი სკდება და მე კიდე ვიბოღმები.. დამცინეთ დამცინეთ.
-წარმომიდგენია რა საყვარელი ბავშვი იქნებოდა, -ამბობ ლუკა.
ამოგაძრობ ენას, მერე მოვხარშავ და გაჭმევ, ჯერ დამცადე ლომსაძე ლუკავ.
-ხო უსაყვარლესი ვიყავი! ყველა ჩემზე გიჟდებოდა,-ვეუბნები პირადად ლუკას და ისევ წვენს ვწრუპავ.
ისევ მხურული განწყობა.. კარგია ოჯახური შეკრებები.. ესეც კარგი იქნებოდა ლუკა რომ არ იყოს და ლუკაზე რომ არ ლაპარაკობდნენ გაუთავებლად. ისევ მისაღებში ვსხედვართ, ისევ ისეთი განლაგებით..
-ლუკაჩოს ძაან მაგრად გაუმართლა ცხოვრებაში,- საუბარში ერთვება ლექსო, ლუკა მხარს კრავს და ეცინება,-აი მიხარია ხოლმე ისეთი დებილი რომ არ დარჩა როგორიც ბავშვობაში იყო...
არც ახლა აკლებს, გავიფიქრე და ინტრესით განვაგრძე ლექსოს მოსმენა.
-ამისთვის არც გოგო არსებობდა, არც გართობა, სულ მეცადინეობდა. აბა როგორ , თუ გინდათ რომ ყველაზე მაგარ გოგოებს შეუყვარდეთ განათლებულები უნდა იყოთო. ხოდა უჯდა თავის წიგნებს და მეცადინეობდა და მეცადინეობდა, ხანდახან მიკვირდა ამდენ სამეცადინოს საიდან შოულობსთქო, მარა აჰა, დადგა კაცი.. ხოდა რომ ვამბობდი გაუმართლათქო მართალიცაა, ყველაფერს მიაღწია, კარიერა გინდა, სახლი გინდა, ფული გინდა, გოგოები გინდა.
ამაზე გავჭედე, გულმა უფრო დამიწყო ფეთქვა, ოოხ გადახრჩობთ პორივეს, დადგმულია ხო ყველაფერი?!
-აი მთელ საძმაკაცოს გვეგონა რო პიდარასტი იყო,-ლუკამ ბრაზიანი თვალებით გადახედა და მერე ყველას გაეცინა ჩემ გარდა,-მერე გოგოებთან დაიწყო სიარული, არა ყველაფერს ხომ არ გვეტყოდა ახლა, მარა სერიოზული ურთი არავისთან ქონია, აბა მე კი არ მგავს მთელი ცხოვრება ერთი რომ მიყვარს...
-ზედმეტებს ყვები ლექსო და ამოგაჭრი ენას...
-ხო მერე კიდე შეწვავს და გაჭმევს,-ენას პირში ვეღარ ვტევ, ისევ იცინიან ჩემს ნათქვამზე რათქმაუნდა.
-მათქმევინეთ ვაა!-იბუტება ლექსო,-აი ახლა რომ ლუკაა სულ სხვანაირია, ადრე თუ მე დამცინოდა გოგოს ყვავილები როგორ უნდა აჩუქოო ახლა თვითონ ჩუქნის, თუ ადრე ამბობდა რომ სიყვარული არ არსებობდა და ლამის ყელი გამოჭრას ყველას ვინც მაგას ამბობ.
-მამაშენის შვილს არ გეკადრებოდა სიყვარულზე მასეთი რაღაცეების თქმა,-იცინი გურამი..
-ხო ახლა ვიგრძენი რომ არსებობს, -ქვეშიდან გამომხედა და გაეღიმა.
თავი ცუდად ვიგრძენი, სკამიდან წამოვხვტი და სამზარეულოში გავედი. ახლა ვიტირებ.. დამშიდდი მარიამ , არ გინდა ახლა ეს სენტიმენტალობები, დამშვიდდი , გაიღიმე და გადი..
ლექსო სამზარეულოში შემოდის.
-ეე შენ რა ტირი?-მეუბნება ნაზად და ახლა უფრო მინდება ვიტირო.
-არა არაფერია ლექუს, -ცრემლებს ვიწმენდ და ვცდილობ გავიცინო.
-აუუ ჩემი ბრალია ხო? ბოდიში რაა, სულელივით ვიქცევი , შენ გრძნობებზე ვთამაშობ მეც და ლუკაც ხო?
-კარგია უთქმელად რომ ხვდები,-ისევ ვცდილობ გაღიმებას.
-მოდი ჩემთან ჩაგეხუტო.-ხელებს შლის ლექსო და მეხუტება. თავს მხარზე ვადებ და ტირილს ვაგრძელებ,-კარგი ნუღა იტირებ ახლა, დამშვიდდი. ბოდიში რა, თუ გინდა ვცემ ლუკას..
-არა არ გინდა, უბრალოდ ჩუმად გამაპარე აქედან და სახლში წამიყვანე..
მისაღებიდან სიცილის ხმა ისმის, ჩვენ კი სამზარეულოს კარების მეშვეობით შეუმჩნევლად ვქრებით სახლიდან.
მე ტირილს ვერ ვწყვეტ.
-ეს მანქანა ბევრ რამეს მაგონებს.
-ვიცი.
-მომენატრა ლუკა.
-ლუკასაც ძალიან მოენატრე.
-არ ემჩნევა.
-არ იმჩნევას.
-მეთამაშება.
-უბრალოდ არ იცის რა ქნას.
-უბრალოდ რომ მოვიდოდეს და ჩამეხუტებოდეს კარგი იქნებოდა.
-მაგდენი არ ესმის.
-დეგენერატია, ის ხო ესმის რო უნდა მითვალთვალოს.
-მარო, შენ არ იცი როგორ უყვარხარ მაგას.
-არ ვიცი.
-მასეთი ლუკა არავის უნახავს.
-დიდი ხანია ლუკა საერთოდ აღარ მინახავს..
-მართლა უყვარხარ.
-არ ვიცი.
-კარგი ნუღა ტირი.
-როგორ არ ვიტიროო?
-გინდა ლუკას დაველაპარაკები.
-და რას ეტყვი? მარიამს ენატრები შეურიგდიოო?ნეტა იცოდე თავზე დამაფარა მთელი კორპუსი, ძალიან მაწყენინა, უაზროდ შეიტანა ჩემში ეჭვი, ძალიან უაზროდ.. თავიდან ვამართლებდი, რათქმაუნდა ისაა მართალითქო, მერე მივხვდი რომ ძალიან სულელურად გამოუვიდა.. უბრალოდ ძალიან ცუდად მომექცა.
-მე მითხრა ისე ვიეჭვიანე ლამის მოვკალი ორივეო.
-მე კიდე ისე გამიხარდა ჩემთან რო დავინახე. მაგაზე ძალიან არავინ მჭირდებოდა იმდღეს.
-მაინც ვერ ვხდები რა მოხდა.
-დედამ არ იციოდა ლუკასთან რო ვიყავი, არც მინდდოა ჯერ გაეგო, თან სახლში რომ იყო თავისუფლად ვერ მოვიქცეოდი. ნახვა მეც მინდოდა, მითუმეტეს სიცხიანი ვიყავი და ცუდად ვგრძნობდი თავს. მოვატყუე სახლში არ ვართო.. ამ დროს თავზე ის საძაგელი ლევანი დამადგა, უფრო ცუდად გავხდი, დავცინოდი კიდეც გონებაში, ნეტა ლუკა მოვიდეს და გაგიგოს ფეხქვეშთქო. არადა მართლა მოვიდა, მაგრამ ის კი არა ლამის მე გამიგო ფეხქვეშ.
-ძალიან ეჭვიანია, ძმაკაცებზე ეჭვიანობს ეგ და გოგოებზე რას იზავს... თან აი გიჟდება შენზე... ყველაფერს გააკეთებს შენთვის.. მაგრამ მართლა დეგენერატია ცოტათი... სიყვარულმა იცის მასეთი დეგენერატობები.
ლექსოს ტელეფონმა დარეკა. მე იქ დამრჩა.
-ხო ლუკა............. არა მე და მარიკუნამ გავისეირნეთ.................. მოიცა ვკითხავ....-მობილური ყურიდან მოიშორა,-მარიამ ლუკამ ამოხვალთ ისევო?წამო ავიდეთ, დღეს ჩემთან დაგიტოვებ და თან ცოტა ვისაუბროთ, იქნებ ლუკასაც შეურიგდე.-ჩუმად მითხრა, მეც დავთანხმდი... ლექსო საუკეთესო მოსაუბრე და მსმენელი იყო.. რატომაც არა... თან ლუკასთან შერიგების უკვე ერთადერთ გარანტად მეჩვენებოდა.
-კი ლუკა მოვალთ, ცოტახანში..... აა წავიდნენ უკვე? კარგია .. მალე მოვალთ.
-რაო?
-გურამი და თათული წავიდნენ მარტო ვარ მალე მოდითო.
-ეშინია მარტოობის.
-შენთან უნდა ყოფნა.
-კი აბა.

ცოტა დავმშვიდდი და თვალებზე სიწითლემაც გადამიარა. სახლში მარტო ლუკა იყო და თეფშებს ჭურჭლის სარეცხისმანქანაში ალაგებდა.
-აა მოხვედით უკვე?-დაიბნა ლუკა.
-კი მოვედით,-უპასუხა ლექსომ.
-გადით თქვენ მე მივალაგებ აქაურობას,-გავყარე სამზარეულოდან და ლაგებას შევუდექი.. მალე მოვრჩი და მისაღებში გავედი.
-მეც მოვედი. ლექსოს გვერძე ჩამოვუჯექი,-აბა რაზე საუბრობდით.
-ისეთზე არაფერზე, -უარესად დაიბნა ლუკა,-კარგია რომ მოხვედი.
-ხო ვიცი.-თვალები გავუსწორე.
-როგორ ხარ?
-მადლობა კარგად, შენ?
-სამსახური იშოვე?
-ვერა, ამიტომ გურამთან გადავედი.
-ხო ვიცი.
-რა დაგრჩებოდა გასაგები,-თითქმის გაუგებრად ჩავილაპარაკე, მაგრამ ლექსომ მაინც გაიგო და ჩაიფხუკუნა.
-რა ხდება შენკენ ახალი?-ცდილობდა ჩემთან საუბარი აეწყო.
-არაფერი.
ლუკამ რაღაც დაიჩურჩულა.
-რა თქვი?
-ცუდიათქო.
-არა კარგია. მშვიდად ვარ.
-მე წავედი, თიკუნა უნდა ვნახო.-წამოდგა ლექსო, თვალებით ვანიშნე ესეც ჩაწყობილიათქო? ლექსოს გაეცინა. მალე დავბრუნდებიო გვითხრა და კარები გაიხურა.
-ასე ჯობია.
-ასე როგორ?
-როგორ და მარტო. უფრო ადვილად ვისაუბრებთ.
-მე ლექსოსთან დასამალი არაფერი მაქვს. არც შენ, როგორც საქმეს ემჩნევა.
-არა, პირისპირ უფრო ემოციური იქნება.
-მართალია, შენ ხო გიყვარს ემოცია,-ირონიულად ვუთხარი და გვერძე გავიხედე.
-მმმმ, ვინმე ხო არ გაწუხებს?
-არა!
-ვერც შეგაწუხებს!
-ხო რათქმაუნდა.
-მართლა გეუბნები.
-ხო , ვიცი.. მითვალთვალებ.
-რა არ გსიამოვნებს?
-სიმართლე თუ გაინტერესებს არა.
-ნაწყენი ხარ?
-მეე? როგორ გეკადრება!
-ანუ ხარ...
-არა მეთქი..
-ვიცი მაგ ტონით და ინტონაციით ნათქვამი ,,არა’’ რასაც ნიშნავს..
-შენ თავს მიხედე, შენი საქმე არაა მე როგორ ვარ.
-ზუსტადაც რომ ჩემი საქმეა.
-გეგონოს.
-წესიერად მელაპარაკე, თორე..
-თორე რა? აქაურობასაც თავზე დამამხობ?
-თუნდაც,-გაეცინა.
-სულაც არაა სასაცილო.
-შემომხედე.
-არა!
-შემომხედეთქო.
-ლუკა, ძალიან გთხოვ შემეშვი.
-არ მინდა და არ შეგეშვები.
-ნუ ბავშვბობ!
-შენც.
-მე არ ვბავშვობ.
-მაშინ არ გინდა ეგ გაბუტვები.
გულიანად გამეცინა.
-რა გაცინებს??
-არაფერი, სასაცილოა, ამდენიხნის შემდეგ ასე ჩვეულებრივად რომ მეუბნები ნუ ბავშვობ არ გინდა გაბუტვებიო.. არადა მაშინ 2 წლის დებილი ბავშვივით მოიქეცი.
-გეთქვა რამე, ხმა არ ამოგიღია, ხმას კი მაშინ არ იღებენ როცა დამნაშავეები არიან.
-რა მეთქვა , ეს ის არ არის რაც შენ გგონიათქო?
-თუნდაც.
-არაფრის ახსნას არ ვაპირებ შენთვის.
-აი ზუსტადაც. ამას ვამბობ,-ფეხზე წამოიჭრა ლუკა, -შენ არაფრის ახსნას არ აპირებ, მე კიდე მეტი აღარ შემიძილია.
-არაუშავს , შეძლებ რამენაირად.
-გოგო ნუ ხარ მასეთი უემოციო მუდმივად.
-აბა რა ვქნა? ფეხებში ჩაგივარდე და ის მოგასმენინო რაც შენ გინდა? ნურას უკაცრავად.
-ნუ ხარ ასეთი ჯიუტი.. უბრალოდ შეგიძლია გამარკვიო რაზე გეჩხუბე.
-ჯერ მე მჭირდება გარკვევა რაზე მეჩხუბე.. და ეგ შენ ისედაც უნდა იცოდე.
გვერდით მომიჯდა და თმაზე ხელი დამისვა.. მესიამოვნა , მაგრამ ამას როგორ დავუთმობდი.
-ნუ მეხები.
-მარიამ! მოვითხოვ ამიხსნა ყველაფერი.-ხმა გაუმკაცრდა.
-რა?
-ჩემ ნერვებზე ნუ თამაშობ, არც ისე ძლიერი მაქვს როგორც შენ. მითხარი რა მოხდა მაშინ.
-ვიჯექი ჩემთვის სიცხიანი სახლში, შენ ამომივარდი, მეჩხუბე, დამშორდი და წახვედი.
-ის ბიჭი ვინ იყო.
-საქმრო.
-და რატო მატყუებდი.
-რას გატყუებდი.
-აი ჩემთან რო იყავი, რატომ არ დამშორდი, საქმრო მყავსო რატო არ მითხარი?
-მასე მინდოდა და იმიტომ, მიყვარს ორმაგი ცხოვრების თამაში.-მხრები ავიჩეჩე და უემოციო თვალები მივანათე.
-ჯანდაბა.. ახლა?
-რა ახლა?
-ახლა რას შვები?
-ველოდები როდის მოვა ქორწილის დღე.
-ანუ თხოვდები?-დაჯდა და თავი უკან გდაააგდო.
-ხო.
-გიყვარს?
-კი.
-ძალიან?
-კი.
-მატყუებ ხო?
-კი.-ოოო მარიამ რაა, რა კი , იმდენად შევიჭერი ტყულში რომ ვეღარ გავიგე რა მკითხა და დაუფიქრებლად ვუპასუხე , ისე რა კარგად ჯეროდა რასაც ვეუბნეოდი.
-ანუ არც საქმრო გყავს და არც თხოვდები! ვინ იყოს ის ბიჭი?
-დედაჩემის დაქალის შვილი.
-მარტყუებ?
-შენ რომლის გაგება უფრო გაგახარებs და დაგამშვიდებს კის თუ არას?
-რათქმაუდნა არას!
-მაშინ კი.
-აუ გოგო ნუ გადამიყვანე საბოლოოდ ჭკუიდან.
-რატო გადადიხარ მერე?
თვალები დააბრიალა, მძიმედ დახუჭა და მერე ისევ მე მომაპყრო მზერა.
-გსიამოვნებს ხო რო ვიტანჯები?
-არამგონია იტანჯებოდე.
-ასეთი საზიზღარი როგორ ხარ?
-რავიცი, მასეთი მოვევლინე დედამიწას.
-აი მეც მოვედი,-გაიღო კარები და ლუკას ხმა მოისმა,- მოვედი რა , მოვედით.
ოთახში წითელთმიანი, მწვანეთვალება, საშუალო სიმაღლის გამხდარი გოგო შემოვიდა.. ლექსოს ხატავდა პირდაპირ. ასეთი მაგარი წყვილი არასდროს მინახია.. ოხ, ამათი შვილები რა იქნებიან, გავიფიქრე და ორივენი დავლოცე გულში ახლა რომ გადამარჩინეს.
-აბა რას შვებით გვრიიტე…
-ლექსო, შეგპირდი ენას ამოგაძრობთქო!-დავუბრიალე თვალები.
-ეგ შენ კი არა მე შევპირდი,-გაიღიმა ლუკამ.
-კაით ხო, ნუ დახოცეთ ერთმანეთი,-მარიამ, გაიცანი ეს თიკუნაა, ჩემი საცოლე.
-სასიამოვნოა,-თბილად გავუცინე. ერთად დასხდნენ, ლექსო ეხუტებოდა და ისიც იშნოებდა.. გამახსენდა ლუკა, რომ მეხუტებოდა ხოლმე. ახლაც ჩამეხუტებოდა მე რომ ასეთი ჯიუტი არ ვყოფილიყავი.
კარგად ვისაუბრეთ.. ლუკას ხმაც აღარ ამოუღია. მე მიყურებდა... სულ მე მიყურებბდა. ამაზე უფრო ვიძაბებოდი და უფრო მინდებოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მერე მისი ტუჩების გემო კვლავ მეგრძნო. მეყვირა მიყვარხართქო და მთელი ღამე მის სხეულზე აკრულს დამეძნა.. მშვიდად , იმაზე ფიქრში, რომ დილით როცა გავიღვიძებდი ისევ მის გვერდით ვიქნებოდი.... დილით ჩვენს შვილებს გავეღვიძებინეთ და ყველას ერთმანეთის სიყვარულით გვეცხოვრა ასე ტკბილად სიცოცხლის ბოლომდე... ამ ფიქრებმა დამამუნჯა.... მაშინ გამოვფხიზლდი ლექსომ თიკუნას რომ უთხრა ამათ ერთად გაუშალეო.
იმდენად ვიყავი დაღლილი, ისე მეძინებოდა, რომ აღარც კი გამიპროტესტებია. აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და ოთახში შევედი. ლუკა უკვე იწვა. საწოლის კიდეში იყო მოქცეული და კედლისკენ გადატრიალებული. მეც შევწექი და ზურგი მივაქციე. ერთი საბანი გვეფარა და ორივე აქეთ-იქიდან ვქაჩავდით. რამდენი ხანია ასე ახლოს არ დავრჩენილვარ მასთან... როგორ მომენატრა მისი სხეულის სურნელი. გამახსენდა პირველად რომ დარჩა ჩემთან... ჯანდაბა ლუკა შენ თავს, ასე რომ მაგიჟებ, ასე რომ გადაგყავარ ჭკუიდან, ჯანდაბა.. იმდენს ვწყევლი უეჭველი მიუვა.
სიყვარულით, მარიამი (ნაწილი VI)

-მარიამ!
-ჰო.
-გძინავს?
-აარა.
-არც მე.
-კარგია.
-მომენატრე.
-მეც.
-თუ გინდა ისევ მეჩხუბე მაგრამ მთავარია შენი ხმა მესმოდეს..
-ვეღარ ვძლებ.
- ძალიან , ძალიან მომენატრე...... შენ რა ტირი?
-ჰო.
-მოდი ჩემთან,-ჩემ მხარეს გადმოიწია და ზურგიდან მომეკრო.. ჩემი პარაზიტი ბიჭი. ეგრევე დამთბა და გულმა სიმღერა დაიწყო.-როგორ მიყვარხარ ჩემო პატარა..
-მეც...
-მაპატიე კაი?
-კაი!
-ნუღა სლუკუნებ. -კისერში მაკოცა. მის მხარეს გადავბრუნდი.. ოჰოჰო, როგორ ახლოს იყო მისი საყვარელი ტუჩები ჩემთან. თვალებში ვუყურებდი და მსიამვნებდა, როგორც იქნა, ისევ ჩემი იყო... ხელები შემოვხვიე და მივეხუტე. ეგრევე დავმშვიდდი.
-მაინც ვინ იყო ის ბიჭი?
-კაი რა ლუკა..
-აუ სანამ არ გავარკვევ მოვკვდები.
-მართლა დედაჩემის დაქალის შვილია, ბავშობიდან ვერ ვიტან.. სულ ნერვებს მიშლიდა.. იცი ?! რომ მოვიდა, როგორ მინდოდა მოსულიყავი და მაგრად გეცემა? შენ კიდე მე მეჩხუბე..
-დიდი ბოდიში ჩემო პატარა... აი აწი აღარსდროს გაწყენინებ, გპირდები..
-მპირდები?
-გპირდები.
დილით თვალებს სანამ გავახელდი მისი სურნელი რომ ვიგრძენი და მის სხეულს შევეხე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო... თავი მკერდზე დავადე და სახეზე შევხედე. ისევ ეძინა. რა მშვიდი და მომხიბვლელი იყო მისი სახე... ტუჩები ოდნავ გაპობოდა.. ავიწიე და ვაკოცე. შეიშუშნა და თვალები გაახილა.
-აუ ტო, ამაზე ბედნიერება არაფერია შენ გვერდით, რომ ვიღვიძებ.
-გაგატოებ მე,-ვუთხრაი და ისევ ვაკოცე.
-არ მომაჭამო ტუჩები,-გამიღიმა და ახლა თვითონ მაკოცა.
-ვგიჟდები ..
-ჩემზე თუ ტუჩებზე?
-ჯერ ტუჩებზე და მერე შენზე.
-ჩემი დედოფალი!
-ჩემი მეფე.
კარებზე დააკაკუნეს.
-ესენი ხო არაფერს არ დააცდიან ადამიანს,-თავი გააქნია, ადგა და კარების გასაღებად მივიდა. კარებს იქით თიკუნა იყო,რომელიც მორცხვად არიდებდა თვალს ლუკას, რომელსაც მარტო ტრუსი ეცვა,-აუ ტო, ბოდიში, ლექსო მეგონა.
-თიკუნა არ შეხედო, შერცვა ბიჭს,-ვცადე სიტუაციის განმუხტვა და სასწრაფოდ წამოვვარდი საწოლიდან.თიკუნას გაეცინა.
-ლექსომ, ხო არ დახოცეს ერთმანეთიო და,-სიცილით გვითხრა.
-არ ინერვიულოს მალე გამოვალთ.
-კაი გელოდებით, საუზმე გავამზადე და გაცივდება.
თიკუნა გატრიალდა.
-უსირცხვილო ხარ ამხელა ბიჭი.
-ეე, ტო მართლა გამიტყდა , პირველად ვიყავი ამ გოგოსთან ერთად ასეთ პონტში და ეგრევე ტიტველი დამინახა.
-არა არა, როგორ შეიძლება ტიტველი ბიჭების ყურება.
-ამოგაძრობ ენას.
-აბა კი, ჯერ დამიჭირე,-გავვარდი ოთახიდან და სამზარეულოში შევქანდი.
-რა იყო, მოსაკლავად მოგდევს?-გაიცინა ლექსომ.
-დილამშვიდლობისა,-გავიცინე მეც,-აუ კი და მიშველე.
-რაღა გიშველო შენ უკან დგას უკვე.
-დამსვი შე არაადამიანო!-ვიბრძოდი მის მხარზე მოკიდებული,-დამსვი ძალადობისთვის თუ არ დავაჭერრინო შენი თავი ნახავ... ლუკა დამსვი, დამეხვა თავბრუ, თავში წამივიდა მთელი სისხლი, აღარ შემიძლია.
სიყვარულით, მარიამი (ნაწილი VI)


____________
ბავშვებოო!!! ძალიან მიხარია თქვენი კომენტარების წაკითხვა. ძალიან თბილები და საყვარლები ხართ ! იმდია ეს თავიც მოგეწონებათ, ველი შეფასებებს!!.....



№1 სტუმარი ia

რა საყვარლები არიანნნ ვგიჟდებია ამტზეეეე...............

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent