შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი (VIII)


8-04-2015, 00:17
ავტორი მარეამო
ნანახია 2 943

-როგორ ხარ მაშოო?? გაგიარა სიცხემ? მაშიკო, ნახე ვინ უნდა გაგაცნო,-წამოიყვანა ჩემთან, მაშომ შემომიბღვირა და ნიკაპი ბიძის მხარის უკან დამალა.
-არ უნდა ჩემი გაცნობა ამ პატარა ლამაზ გოგონას და რა ვქნა,-თვალებზე ხელი ავიფარე და ტირილის იმიტაცია გავაკეთე.
-ალ იტილო!-ამოყო თავი მაშომ, ლუკამ თვალები დაჭყიტა.
-თუ მოხვალ ჩემთან არ ვიტირებ.-პატარამ ხელები ჩემკენ წამოიღო, მეც ლუკას გამოვართვი და ხელში ავიყვანე,-რა კარგი გოგო ყოფილხარ შენ, არადა ლუკამ მითხრა ტირის ხოლმეო.
გოგონამ წარბები მოჭმუხნა და ისეთი ბრაზიანი მზერით გახედა ლუკას, თორნიკესაც გაეცინა.
-აი რა ყოჩაღი გოგო ხარ, სიცხესაც დაუწევია, როგორ გეძინა? გშია ხო შენ? მოდი ახლა გემრიელი ფიები ვჭამოთ. -სკამზე დავჯექი, სახით ჩემკენ დავისვი კალთაში, ლუკამ ბავშის ჩანთა მომაწოდა. ფართუკი გავუკეთე, თერმოსიდან თეფშზე ფაფა გადმოვასხი და დავიწყე მაშოს გართობა.
-მაშუნა გამიღე პირი თვითფრინავი მოდის, მალე, მალე, მალეეე...-ასე თამაშ-თამაშით და სიცილ-კისკისით გაათავა მაშომ ერთი ფიალა ფაფა და მოთხუპნული ტუჩებით მაკოცა.
ლუკა და თორკინე გაოგნებულები იყვნენ, მე კიდე გამარჯვებას ვზეიმობდი, როგორ შეიძლება არსებობდეს ბავშვი, რომელიც ჩემთან მოკარებაზე უარს იტყვის..ლუკა გვერდით მომიჯდა.
-ცუდი გოგო ხარ მაშო!-გაუწყრა დიშვილს.
-ალა მე !-ისევ კოპები შეკრა გოგონამ.
-დუტ ლუკა!-საჩვენებელი თითის ქნევით გავუბრაზდი ლუკას.
-მაცე,-თავის ქნევით დამეთანხმა მაშო და ხელები გულზე გადააჯვარედინა.
-რა უქენი ამ ბავშვს?-მიჩურჩულა ყურში.
-ბავშვებს ვუყვარვარ ფისო!-მეც გადავჩურჩულე და ყურთან ვაკოცე.
ექიმი შემოვიდა.
-ოჰ, ამ პატარა უკარება გოგოს გაუღვიძია. მოდი გავსინჯოთ.
რამდენიმე წუთიანი შემოწმების შემდეგ გაბრაზებული მაშო ბაბუას მიუჩოჩდა და დაღლილი თავი კალთაში ჩაუდო.
-სიცხემ დაუწია, ყელის აღარ აქვს ისეთი წითელი, მაგრამ თქვენც იცით, რომ ერთ დღეში ვერ გაუვლის.დღესაც დავტოვოთ და ალბათ ხვალ დილით გავწერთ. თუ რამე დაგჭირდათ გამომიძახეთ.-ექიმმა ოთახი დატოვა.
-ჭავედით?-იკითხა ისე, რომ ბაბუის კალთიდან თავი არ აუწევია.
-არა ბაბუ, დღესაც ვიქნებით აქ და ხვალ წავალთ, კარგი?-თავზე მოეფერა თორნიკე.
-მალიააამ!-მითხრა გაბუსხული ხმით და თავი აწია,-უთქალი ამათ გაბანებონ!
-მაშუნ, შენ ხო დიდი გოგო ხარ? -თავი დამიქნია,-ხოდა დიდმა გოგოებმა იციან ექიმებს უნდა დაუჯერონ.
-კალქი.
-აჰიპნოზებ?-დამიჩურჩულა ლუკამ
-არა უბრალოდ ვიცი, როგორ ველაპარაკო პატარა, ჯიუტ გოგოებს!
-თითქოს მეც ვიცი,-მეუბნება სიცილით.
-არა ფისო, შენ დიდი ჯიუტი გოგოების მორჯულება უფრო გამოგდის.
-აუ ლა გითქლააა?-წამოხტა ფეხზე. თორნიკეს გაეცინა.
-პატარა გოგოებმა არ უნდა გაიგონ!-საჩვენებელი თითი აუქნია ლუკამ.
-მალიამ, უთქალი აქლა!-წარბები ზემოთ აწია და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
-ლუკა! ბავშვს ნუ მიბრაზებ თორე ყურებს აგიწევ,-მაშო კალთაში ჩავიჯინე და თმაბზე ფერება დავუწყე.
-მე წავალ, ოფისში გავივლი , დამირეკეთ თუ რამე იქნება. მაშო, ბაბუა არ გააგიჟო ეს ხალხი.
-კალქაათ!-კოცნა გაუგზავნა კარებში გასულ ბაბუას და ისევ მე და ლუკას მოგვიბრუნდა.
-და სენ ლუკაჩ ჩოლად უნდა გაკვე?
ამას უყურეთ ერთი, რა მეტიკვნიტაა, სულ ლუკას გავს.. საიდან იცის ამდენი? თან დამაბნია კითხვამ, მე რავიცი მომიყვანს კი ლუკა ცოლად? მაგრამ ლუკა რისი ლუკაა, თავად მიხსნა უხერხული სიტუაციისგან.
-კი მომყვება.
-ლა კაქია!-ტაში შემოკრა პატარამ და ლოყაზე მაკოცა.
-აი ხო ხედავ, ბავშვსაც კი უხარია და შენ არ გიხარია არაფერი!-მხარზე თავი დამადო.



გამოგვწერეს. როგორც იქნა მაშუნას 2 დღიანი ტანჯვის და ჩემი და ლუკას ღამის თევის შემდეგ, როგორც იქნა გამოგვწერეს. თორნიკემ ტორტი შეუკვეთა და მაშოს გამოჯანმთელების აღსაღნიშნავად გური და თათული დაპატიჟა თავისთან. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა გურამის, როცა ამ ყველაფრის შესახებ გაიგებდა, ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი, არ გამიბრაზდეს, რომ არაფერს არ ვეუბნებოდი აქამდე. თორნიკესთან ავედით სახლში, მაშო ბედნიერებისგან ხტოდა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა.
ბოლოსდაბოლოს ლუკას მამიდაც გავიცანი.ელისაბედი, 50 წლის გასათხოვარი ქალი. თორნიკეს და ლუკას ქალის ვერსია, ასეთი მსგავსება არასდროს მინახავს. მაშინვე გამიშინაურა, ჩემი შვილიშვილი ვინმეს გაეკარა და ის ან ანგელოზია ან ეშმაკიო იცინოდა. მაშო, რომ დავაძინე სუფრის გაშლაში მივეხმარე და სანამ სტუმრები მოვიდოდნენ ლუკას მივუჯექი და დაღლილმა თავი ჩამოვადე. თორნიკეს გაეღიმა. ლუკამ თავისებურათ თმაზე ფერება დამიწყო.
-დაიღალე წიწილა?
-ცოტათი.
-ცოტახანში უფრო დაიღლები.
-რა ქენი ახლა, დამაიმედე?-წელზე ხელი გადავადე.
გაეცინა და უფრო მიმიხუტა. ცოტახანში კარებზე ზარი იყო, დამხმარე ქალმა გააღო, გული ამიფანცქარდა, მაგრამ ლექსო აღმოჩნდა თიკუნათურთ და ცოტა დავმშვიდდი, ყველა მოგვიკითხეს და გვერძე მოგვისკუპდნენ.
-მიხარია ასეთ ბედნიერებს, რომ გიყურებთ ახალგაზრდობას!-სევდიანად , მაგრამ დიდი სიყვარულით თქვა თორნიკემ.
-შენც ახალგაზრდა ხარ მა! -ფეხზე წამოხტა და მხარზე ხელი დაკრა მამას,-აი მგონი მოვიდნენ, მე გავაღებ თინა, იყავი შენ.-გასძახა დამხმარე ქალს და ფეხების ფრატუნით გავიდა კარებთან.

მიყვარს თბილი სიტუაციები. ამდენი სითბო და სიყვარული, ამდენი მომღიმარი სახე, თითქოს არავის არაფერი არ აწუხებს, თითქოს საერთოდ არ არსებობდნენ პრობლემები. სიხარულით მოციმციმე თვალები.
-ცოტახანში სისხლით ნათესავები გავხდებით,-შამპანიურით ხელში ფეხზე წამოხტა ლუკა, ყველამ მას შეხედა, მიხვდა უხერხულად გამოუვიდა და გამოსწორება ცადა,-არა ჯერ არა, არც 9 თვეში,-ყველას გაეცინა, მე დაძაბული ვიჯექი,-საერთოდ ვამბობ, რას ვიფიქრებდი ოდესმე გურამის თხოვნას თუ შევასრულებდი ... ხოდა დაგვლოცეთ ახლა, რაც შეიძლება მალე, თორე წაუვიდა გული მარიამს.
-ნუ დამცინით,-სულ ავწითლდი სახეზე.
-აი ხო გითხარით!-ისევ გაიცინა ლუკამ, რამაც საერთო სიცილი გამოიწვია.
გაბუსხული წამოვდექი მაგიდიდან და კიბეების წავედი. მაშოს მშვიდად ეძინა თავის საწოლში და ტუჩებს სასაცილოდ ათამაშებდა. ხელი საწოლის მოაჯირზე ჩამოვადე და მეორე ხელით გადასაფარებელი გავუსწორე. ულამაზესი იყო ეს პატარა გოგონა, ლამაზთან ერთად კი უსაყვარლესი, ვერც კი მივხვდი, როგორ შემაყვარა ასე უცებ თავი.
-ვიცოდი აქ იქნებოდი, -შეუმჩნევლად მომიახლოვდა ლუკა და თავი მხარზე ჩამომადო, სახე შევაბრუნე და ცხვირზე ვაკოცე.მერე თავი თავზე დავადე.
-ძალიან საყვარელია! ახლა რომ ვუყურებ ძალიან გგავს!
-კი, მართალიხარ! მარიამ მაშო ჩემი...
-გვრიტებოოო, აქ ხართ?-ოთახში ჩამოწოლილი სიმშვიდე ლექსოს ხმამ დაარღვია.
-ცოტა ჩუმად, ძინაბს ბავშვს.
-უკვე უთხარი ლუკა?-მხიარულად დაარტყა ხელი მხარზე.
-არა!-აგრესიულად შეუღრინა ლუკამ.
-რა უნდა ეთქვა?-ოთახიდან გავყარე ორივენი და კარები ზურგს უკან მივიკეტე.
-მერე გეტყვი,-ლოყაზე მაკოცა ლუკამ. სამივენი კიბეებზე დავეშვით და საერთო მხიარულებას შევუერთდით.


დილით როგორც ყოველთვის ლუკას ზარმა გამიფანტა სიზმრები.
-მაშომაც კი მოგასწრო ადგომა, ძილისგუდავ.
-როგორ არის?
-კარგად არის ძალიან! გიკითხა როდის უნდა მოვიდესო.
-აკოცე ჩემ მაგივრად.
-ცოტახანში გამოგივლით და შენ აკოცე.
-სად მივდივართ?
-ჩემთან სახლში. დარჩი კაი?
-შევეცდები. მოვემზადები, შეხვედრამდე.
ტელეფონი გავუთიშე , საწოლიდან ავდექი და თავი მოვიწესრიგე. გამოძინება ვერ მოვასწარი, გუშინ გვიან დავიშალეთ. კარგი დრო კი გავატარეთ. ცოტა ლუკა იყო დაძაბული, ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ არც არაფერი მიკითხავს.
2 საათში გამომიარეს. მაშომ დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოიწია და ხელები კისერზე შემომხვია.
-ჩემო პატარა!-ლოყაზე ვაკოცე.
-ლუკამ მითქლა ჩვენთან დალჩებაო,-თაველბი გააფართოვა და ღრმად შეისუნთა პასუხის მომლოდინემ.
-შენ გინდა რომ დავრჩე?
-კი!-თავი მხარზე ჩამომადო...
უკან მომიწია დაჯდომა, მაშომ არ მოინდომა მარტო ჯდომა და იმიტომ.ლუკა სარკიდან გამოაპარებდა მზერას და თბილი ღიმილით უყურებდა ჩვენს თამაშს. სახლში რომ მივედით მაშოს უკვე ძილის დრო დადგომოდა. ცოტას მივალაგებ და მერე დავიძინოთმეთქი , დივანზე დავსვი და სათამაშოები მიმოვუფანტე. სამზარეულოში შევედი და თითქმის 1 კვირის მანძილზე დაგროვილი ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. ლუკა მაღაზიაში გავიდა. უცებ წარმოვიდგინე, უკვე ოჯახი ვიყავით, მაშო კი ჩვენი პატარა. ნებისმიერ შემთხვევაში მაშოს მე გავზრდიდი, ისე შემაყვარა თავი, უბრალოდ ბებიას ვერ წავუყვანდი გასაზრდელად...კარების ხმამ გამომაფხიზლა და ბოლო გარეცხილი თეფში დავდე საწურზე.
-მაარ, ამას ჩასძინებია,-ჩუმად გამომძახა ლუკამ. ხელები გავიმშრალე და მისაღებში გავედი. ისე საყვარლად მიძინებოდა. დავიხარე ლოყაზე ვაკოცე, ლუკა ზემოთ ავაგზავნე პლედის ჩამოსატანად . ტანზე თხელი მატერიის შეხებისას ტუჩები ააცმაცუნა და გვერდი იცვალა. გამეღიმა და ლუკას შევხედე, ისიც იღიმოდა.
-წამოდი სამზარეულოში, თან რამე გემრიელობებს მოვამზადებ.
თან ლუკასთან ვლაქლადებდი თან ვფუსფუსებდი, ლუკა სიცილით მიყურებდა და ხანდახან თვითონაც ამოიღებდა ხმას.
-წყალი დამალევინე რაა,-დავეჭყანე ლუკას, რადგან ორივე ხელი დაკავებული მქონდა.
-მაშოს ბოთლით მოგიტანო?
-ნუ ხარ ცუდი,-მოვინაღვლიანე სახე და უდაბნოში მყოფივით დავეწაფე ლუკას გამოწვდილ ჭიქას,-მადლობა ფისო,-კისერი დავიგრძელე და ტუჩებზე ვაკოცე.
სანამ მაშომ გაიღვიძა ვახშამიც გავამზადე და ნამცხვარიც გამოვაცხვე. ლუკა სამზარეულოდან არ გასულა, სულ ჩემთან იყო და მეხმარებოდა როგორც შეეძლო. მერე მაშომ წამოიტირა და მან გახედა. ცოტახანში მაშოთი ხელდამშვენებული შემოვიდა სამზარეულოში.
-მოგშივდა ჩემი პატარა?-პაჭუა ცხვირზე თითის ბალიში ნაზად ჩამოვარტყი და მერე ვაკოცე.
-კი!-მითხრა ნამძინარევი ხმით და ძილისგან დასიებული თვალები ხელის ზურგით ამოისრისა.
თეფშზე თავისი სარგო გადმოვუღე და ჩემი ხელით ვაჭამე.
მერე მე და ლუკამ ვივახშმეთ და ასე გაილია დღე.
სიყვარულით, მარიამი (VIII)

უკვე 1 კვირა იყო ლუკასთან ვცხივრობდი, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, ისე როგორც პირველ დღეს, მაშო ჩვენი მხიარულების მთავარი მიზეზი, მოწყენისთვის დროს არ გვიტოვებდა და ორივენი მხოლოდ მასზე ვიყავით გადართულნი.
დილით ლუკა რომ გავაცილეთ მე და მაშომ სამსახურში, ელენემ დამირეკა გამოგივლი, რამდენი ხანია არ მინახავხარო, მეც ძალიან გამიხარდა და ჩემეუბრად დავტრიალდი, მაშოსაც უხაროდა სტუმრის მოსვლა. მოეწონა კიდეც ელენე და ეს ძალიან გამიხარდა, კი არ მიკარებია, არ მოაფერებინა, მაგრამ ელაპარაკებოდა და ეს კარგის ნიშნად ჩავთვალე.ვისადილეთ, ვიჭორავეთ და სამზარეულოში გავედი, ყავის და ნამცხვრის გამოსატანად, მაშო ელენესთან დავტოვე, მისაღებიდან სიცილის ხმა მესმოდა და მეც მეცინებოდა, ჩვენმა უკარება მაშომ ელენეც რომ არ აითვალწუნა.
მისაღებში ფოდნოსით ხელში გავედი, პირველად მაშოს შევხედე, გაყუჩებულიყო და თავის სათამაშოებში იქექებოდა, მზერა ელენეზე გადავიტანე, სახეზე ფერი არ ედო, შემეშნდა, რამე ხომ არ მოხდა სერიოზულითქო.
-გოგო რა გჭირს? რა სახით ხარ?- ფოდნოსი მაგიდაზე დავდე და გვერდით მივუჯექი.
-მარიამ!-ღრმად ამოისუნთქა ელენემ და ხელი ხელზე მომიჭირა,-გამაგრდი, ახლა რომ არ გითხრა მერე მთელი ცხოვრება უნდა ვინანო!
-რა ხდება ამოღერღე ნუ მაშინებ, -სერიოზულად შევშნდი და გულმა მძლავრად დამიწყო ცემა.
-მაშო ლუკას დიშვილია?-მკითხა აღელვებულმა.
-კი, საწყალს დედა დაბადებისას დაეღუპა,-თბილი მზერით გადავხედე ბავშვს, რომელიც თავისთვის ბარბებით თამაშობდა.
-მაშომ, მამიკოს ძალიან უყვარს მარიამი და ცოლად უნდა მოიყვანოსო.

________
ბავშვებოო ^^ მადლობა მხარში დგომისთვის. ეს პატარა თავი Мариамо Эли-ს ეძღვნება , განსაკუთრებით შენ დიდი მადლობა!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent