შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით, მარიამი (IX)


9-04-2015, 00:26
ავტორი მარეამო
ნანახია 3 054

თავში სისხლი ერთიანად მომაწვა და თვალები დამიბნელდა. ერთიანად დავმძიმდი, მაგრამ ეს სიმძიმე სულაც არ მიშლიდა ხელს ჰაერში ავსულიყავი, მიწას მოვშორებოდი. მთელი ჩემი ორგანიზმი ცდილობდა ელენეს ნათქვამის გაანალიზებას, გადახარშვას. ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა, ლოგიკური დასკვნა გამოეტანა. თვალიდან ცრემლი მომწყდა და სახეზე ხელი მოვისვი , ცოტა სააქაოს რომ მოვსულიყავი.
-რატომ მომატყუა ელენე?-თავი მხარზე დავადე და ავქვითინდი.
-დამშვიდდი ახლა და თავი ხელში აიყვანე , რომ საღად მსჯელობის უნარი არ დაკარგო. მოვა ლუკა და დაილაპარაკეთ,-დური რჩევა მომცა და თმაზე ხელი დამისვა,-მოიწმინდა ცრემლები მაშო მოდის, არ აგრნობინო არაფერი.
-მალიამ, შენ ლა ტილი?-საყვარლად ამომხედა და სახეზე ხელი მომისვა.
-მაშო მიდი ითამაშე!-სიმკაცრე და სიუხეშე ჩემ ხმაში, მეთვითონ არ მესიამოვნა, მაშონ განაწყენებული თვალებით შემომხედა და სლუკუნით გაემართა უკან.
-მარიამ! რანაირად ელაპარაკებიი?-მკითხა ელენემ,-რა ბავშვის ბრალია...
-შენ რას იზავდი ელენე? რას იზავდი რომ გაგეგო შენ სასურველ მამაკაცს შვილი ყავს რომელსაც ამდენი ხანია გიმალავს..
ელენე გაჩუმდა, მიხვდა იმ მომენტში ის კი არ მიტკიოდა რომ ლუკას შილი ყავდა, ამდენი ხანი რომ მიმალავდა და არ მენდობოდა, ის მტკიოდა.. მტკიოდა რომ შეეშინდა ჩემი რექაციის და არ გამიმხილა. ისე მეწყინა რომ ტირილს ვეღარ ვიკავებდი. მაშოს სათამაშოებში ჩაეძნა, გულმოკლულმა გავხედე და კიდევ გადმოვყარე ღვარღვარება. ელენემ საძინებელში აიყვანა, დააწვინა და ისევ ჩემტან დაბრუნდა.
-მე წავალ კარგი?ლაშამ მომწერა, დღეს მაგის მშობლებთან ავდივართ. თუ გინდა ნინოს და მარიამს ვეტყვი გამოგიარონ.
-არა იყოს, მადლობა ელენე.-კარებამდე გავაცსილე და ლაშამაც მანქანა გააჩერა. მომიკითხა და წავიდნენ.
დავრჩი მარტო. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ყველაფერი გადამავიწყდა. გულდამძიმებული დავაბიჯებდი სახლში და ვერაფერს ვაკეთებდი.ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო და მაშოსთან ავედი. ისე საყვარლად ეძინა. პირველად მივამსგავსე მაშო ლუკას. ლუკასნაირი თვალწარბი ქონდა. მივედი და ნაზად ვაკოცე დაბუშტულ ლოყაზე. ცხელმა სითხემ დაიწყო დენა ჩემი თვალებიდან.
ამასობაში დაბნელებულა. მაშოს ოთახში ვიყავი და მას დავცქეროდი, როცა კარების გაღების და დახურვის ხმა იყო. ლუკა მოვიდა-გავიფიქრე, მომინდა გავქცეულიყავი და მივგებებოდი , მაგრამ რაღაცამ შემაკავა. გული ამიჩქარდა, ცუდად გავხდი. ისევ ტირილი დავიწყე. რა ხშირად ვტირი , ამას ჩემ თავს არასდროს ვაპატიებ.
ლუკამ პირველ სართულზე რომ ვერ მიპოვა მეორეზე ამოვიდა და ზუსტად განსაზღვრა სად ვიქნებოდი.
-მომენატრეთ პაწაწუნწკებო,-მითხრა ხმადაბლა და კარების ჩარჩოს მიეყუდა. გავხედე,-ტირი? -სასწრაფოდ მომვარდა,-რამე მოხდა? მარიამ მიპასუხე.
-არაფერი.-ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვი და თვალები მაგრად დავხუჭე,-არაფერი მომხდარა,-ხმა გამებზარა.
-მარიამ!
-მაშოს დედაც ისე გიყვარდა როგორც მე?-ეგოისტურად გამომივიდა.
-არა მარიამ, ხვდები მაინც რას ამბობ?-მომიახლოვდა და მხრებში ხელი ჩამავლო,- მე ნორმალურად არც კი ვიცნობდი მის დედას.
-ხო და ჰაერზე გაკეთდა ბავშვი ხო?-ვიცოდი ცუდად ვლაპარაკობდი, მაგრამ მახრჩობდა ეს სიტყვები. მითუმეტეს ვერასდროს ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს როცა გულნატკენი ან თუნდაც გაბრაზებული ვარ.
-ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო. არც ძალიან პატიოსანი , არც ძალიან . ხოდა გვქონდა სექსი. დაორსულდა და არ მოვაშლევინე მუცელი.-გაბრაზდა ლუკაც.

ოთახიდან გავედი. არ მინდოდა მაშო გაგვეღვიძებინა.... ჭკუაზე აღარ ვიყავი, ასე არასდროს მტკენია გული, არასდროს... არ ვიცოდი რა მჭირდა, ასე მეგონა გული გამისკდებოდა, მოვკვდებოდი... ლუკასთან გატარებულმა დღეებმა თვალწინ სურათებივით ჩამირბინა... სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ... გულში ისეთი უცნაურობა მჭირდა, ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა.. ჩემში ორი მხარე სასტიკად ებრძოდა ერთმანეთს. ერთი ამბობდა რა მოხდა, დიდი ამბავი თუ არ გითხრა, ყველაფერს თავისი გამართლება აქვსო, მეორე მხარე კი ამ ყველაფერს ღალატს უწოდებდა, ტყუილს.
ლუკას ტყულები არ უყვარს-ვფიქრობდი, -რატო გადაგდა ეს ნაბიჯი? რამ უბიძგა ამაზე? ხომ იცოდა რომ სიმართლის გაგებით გული მეტკინებოდა, არა იმიტომ რომ ის შვილიანი მამაკაცია, არამედ რომ მატყუებდა... -თითქოს ფიქრებს მიმხვდაო. ჩავედით თუ არა მისაღებში ამაზე დამიწყო საუბარი.
-მისმინე მარიკუნა,-ვგიჟდები მარიკუნას რომ მეძახის, იცის ეს და კოზირად იყენებს. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა,-მაპატიე არ მინდოდა მომეტყუბინე, მართლა.. ხო მიცნობ... -რაღააცებს ლაპარაკობდა, უკვე არ მესმოდა, არ ვუსმენდი, სადღაც ვიყავი, რაღაც მეწვოდა. ეს რაღაც ფილტვები იყო.. გული ძლიერად ურტყავდა.. ვიცანი სიმპტომები.. ვიცანი, რადგან როგორც მაშინ ახლაც პანიკაში ვიყავი და ისევ განმიმეორდა.. ვიგრძენი ჩემი სხეულის სიმძიმე და ძირს მოწყვეტით დავვარდი.

-წამო მა, საჭმელი გავუკეთოთ მარიამს.
-ჩუდად ალი?
-მალე გაუვლის.
შუბლზე პატარა ტუჩების შეხება ვიგრძენი. სუსტად ვიყავი და თვალების გახელა ვერ შევძელი. ნანემსარი მტკიოდა. კარები გაიხურეს. გამახსენდა რა მოხდა ცოტა ხნის წინ და ტანში უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა.. ლუკა... თითქმის 1 წელია ვიცნობდი, მან თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება, ძირფესვიანად შეცვალა.. გამახსენდა რა ცუდად ვიყავი როცა დავშორდით, როგორ მიჭირდა.. ვცადე სიტუაციისთვის ადეკვატურად შემეხედა, ობიექტურად მოვქცეულიყავი. ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ... ჩემ ტვინში არაფერი შედიოდა. ის რომ მაშო, პატარა მაშო ლუკას შვილი იყო, ბოლოს მიღებდა, საბოლოოდ მკლავდა... ადენი ხანი, ერთხელაც არ წამოცდენია, რომ შვილი ყავდა, ამდენი ხანი არავის წამოსცდენია, რომ მაშო ლუკას დიშვილი კი არა შვილი იყო... დავფიქრდი... საერთოდ იყო კი რამე, რასაც არ მატყუებდა. ამდენ ფარსსა და ტყულში ვერ ვიცხოვრებდი... თვითონ არ ამბოდა ტყუილი არ მიყვარსო? თვითონ არ ამბობდა აღარასროს გაწყენინებო? რატომ გამიმეტა ასეთი ტყუილისთვის? შეეშნდა? შეეშინდა, რომ გოგო რომელიც უყვარდა, მას შვილიანს არ მიიღებდა? შეეშნდა რომ დაკარგავდა? როგორ გამიმეტა ამხელა ტყუილისთვის? განა ისეთი უგულო და ჩერჩეტი ვეგონე, შვილის გამო დავთმობდი? რა გახდა ამის მიზეზი?
კითხვები იბადებოდა და იბადებოდა, ერთი კითხვა მეორეს იწვევდა, მეორე მესამეს და ასე უსასრულოდ. სული მეხუთებოდა.. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა...ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტლება იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებას შეცვლიდა.....
თვალები მომენტალურად გავახილე.. ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ისევ გამესწორებინა თვალი რეალობასთან. ისევ შემეხედა მისთვის თვალებში, ისე რომ არ შემშნებოდა. კიდე ერთხელ გადამირბინა თვალწინ ჩემი და ლუკას თანაცხოვრებამ, გაცნობიდან დღემდე... კიდევ ერთხელ შევიგღძენი ყველა ის გრძნობა , რაც მასთან მაკავშირებდა, ცუდი იყო ეს თუ კარგი... ღრმად ჩავისუნთქე და წამოდგომა შევეცადე. ჟრუანტელმა დამიარა, გული ამოვარდნას მქონდა... ცუდად ვიყავი. ზეწარს ხელები მოვუჭირე, ისე მოვუჭირე, რომ ფრჩხილები ხელის გულის კანქვეშ ვიგრძენი. ისევ უსიამოვნო შეგრძნებებით დავიტვირთე.. სავსე ვიყავი ნეგატივით. როგორც იქნა წამოვდექი საწოლიდან და კარებისკენ წავედი. თითო ნაბიჯის გადადგმისას უფრო და უფრო ვმძიმდებოდი, ასე მეგონა ცოტაც და სიმძიმე წამაქცევდა, ფეხებს მომკვეთდა. ნელა ჩამოვწიე კარების სახელური, უხმაუროდ ჩავედი კიბეებზე და სამზარეულოსკენ წავედი. ლუკა კრიჭაშეკრული იდგა სამზარეულოს ბართან და რაღაცას ჭრიდა, მაშო ბარზე იჯდა და მამიკოს რაღაცეებს ეჭუკჭუკებოდა. მამიკოს... უარესად დავიძაბე.
-მალიამს ეგ სამწელი უკალს?-ფეხებს წინდა უკან იქნევდა.ლუკა ხმას არ იღებდა. რაღაცას მიშტერებოდა და დანას ნელ-ნელა უსვამდა დასაჭრელ დაფაზე დაწყობილ მწვნილებს,-მაააააააა, -ფეხები გააჩერა მაშომ და მამიკოსკენ გადაიხარა,-მალიამი წავა?-ლუკამ ბავშვს შეხედა , დანა დადო და ხელში აიყვანა.
-ალბათ მამიკო, ალბათ,-ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა..
ჩუმად ვუყურებდი მათ... მამაკაცს რომელზეც ვგიჟდებოდი, ჭკუა მეკეტებოდა, მამაკაცს , რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი და მის მკერძე აკრულ პატარას, რომელიც მამიკოს მოხვედო და თავი ჩაერგო მამის კისერში... მომინდა, საშინლად მომინდა, მივსულიყავი მათთან და მეც მოვხვეოდი...
სიყვარულით, მარიამი (IX)

მაშომ შემამჩნია.
-ლატო მომატკუე, ალ წაცულა. -მამის მკლავებიდან ჩამოხტა და ჩემთან გამოიქცა, ფეხებზე ხელი შემომხვია,მე მზრებზე დავადე ხელები და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე.
ლუკა შემოტრიალდა და თვალები გამისწორა. ვერ გავუძელი მის მზერას და თავი დავხარე. არც მე ვიძროდი ადგილიდან არც ის, არც მე ვამბობდი რამეს, არც ის.
-მალიააამ, ქო დალცებიი ცვენთან?
მინდოდა რამე მეთქვა, მინდოდა ხმა ამომეღო, პირი გავაღე, მაგრამ ხმა ჩამიწყდა. გული უარესად ამიჩქარდა. ისევ ლუკას ვუყურებდი , რომელიც უკვე თავჩახრილი ელოდა პასუხს მაშოს კითხვაზე.
-ვრჩები,-თითქმის გაურკვევლად დავიჩურჩულე და მაშოს ხელი მოვუჭურე.ლუკამ კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით შემომანათა.
-რცებიი?-ქვეშიდან დამრგვალებული თვალებით ამომხედა პატარა ფისუნიამ. გავუღიმე და ლოყაზე მოვეფერე,-მამიკოოო, გაიგეეეეე? ლცება, ლცებააა!-ხტუნაობა დაიწყო მაშომ, ხან მე შემასკდებოდა ხან მამამისს. ჩვენ ისევ გახევებულები ვიდექით და უაზროდ ვუყურებდით ერთმანეთს, ან აზრიანად, იმ მომენტში აზრიანად, რადგან ჩვენს მაგივრად თვალები ლაპარაკობნენ...
მაშო დავაძინე. სახლი მივალაგე და ოთახისკენ გავემართე. აქამდე ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის, სასწაული უხერხულობა და გულისტკივილი იყო გაწოლილო იმ ხიდზე, რომელიც ჩვენს გულებს აერთებდა.ლუკა კედლის მხარეს გადატრიალებულიყო. მეც ზურგით შევბრუნდი და ზედა ავიძრე.პიჟამა გადავივი და დავწექი. ლუკა შეიშმუშნა, მაგრამ არ გადმობრუნებულა. დამნაშავე იყო და ხვდებოდა მის დანაშაულს... ამიტო ვერ იღებდა ხმას, არ იცოდა რა ეთქვა. არ იცოდა ამის მერე როგორ მოქცეულიყო ჩემთან.. ახლა მე უნდა მემოქმედა. მე ვაპატიე რომ მომატყუა. მივიღე გადაწყვეტილება , მასთან დავრჩენნილიყავი , ახლა ჩემი ჯერი იყო ლუკასთვის დანაშაულის გრძნობა გამექრო. მსურდა ისევ ისეთები გავმხდარიყავით, ვიდრე ამ ამბავის გაგებამდე ვიყავით. მსურდა მისი გამობუშტული ბაგეები დამეკოცნა, მსურდა მის ალერსში დავმხვრჩალიყავი.
ფეხი მისკენ გავაცურე და ცივი თითებით მის თბილ სხეულს შევეხე.
-ნუ მეხები,-დავიჩურჩულე.
-ბოდიში,-კიდევ უფრო გაიწია ჩემგან. დებილი.ახლა ხელი გავწიე და ოდნავ შევახე.
-ნუმეხებითქო.
-მე არ გეხები, შენ მეხები, -კიდევ უფრო გაიწია. ცოტაც და გადავარდებოდა, მეც სხვა რა გზა მქონდა , ხო უნდა გადამერჩინა საწოლიდან გადავარდნისგან ჩემი მატყუარა პრინცი. მეც მისკენ მივიჩოჩე, გულმკერდით მის ბეჭებს ავეკარი და ცალი ფეხი ტანზე შემოვახვიე.
-ხო გითხარი ნუ მეხებითქო,-მის ყურთან დავიჩურჩულე და მხარსა და კისერს შორის ჩავრგე თავი. გაეცინა. მივხვდი გაეცინა. არ განძრეულა. მხოლოდ ღრმად ამოისუნთქა. ცოტახანი ასე ვიწექით გატრუნულები. სიმშვიდით და შერიგებით ვტკბებოდით. მაგრამ ხო არ დაგაცდიან.
ტირილის ხმას მაშოს წვრილი ხმა მოყვებოდა.
-დედიკოოოოო!-ტანში სიცივემ დამიარა და უმალ ეს სიცივე სითბოთ გადაიქცა, სითბოთ არა, უფრო მწველ სიცხედ. ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა პულსი და მზერა გამეყინა. ,,დედიკო’’ თავში ეს სიტყვა დამიტრიალდა. მაშომ დედიკო დამიძახა. ან იქნებ სულაც ჩემთვის არ დაუძახია. შანსი არ არის, მე დამიძახა. საწოლიდან წამოვხტი.წამის მეასედებში ლუკაც ადგა.
-იყავი შენ, მე გავხედავ..-შემატყო ლუკამ აღელვება.
-კი მაგრამ....- დამთავრება არ მაცადა , უკვე კარებს იქით გაუჩინარდა. არ გასულა 1 წუთი მაშოთი ხელდამშვენებული უკან დაბრუნდა. მაშომ ხელები ჩემკენ წამოღო და მეორედ დამიძახა დედა. ,მაშნვე გამოვართვი ლუკას და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-რაო ჩემო პატარა, ცუდი სიზმარი ვნახეთო?
-ქო!-სლუკუნით ამოთქვა და გულზე მომეკრო. თან ცერა თითი პირში ჩაიდო.შუბლზე ვაკოცე და მასთან ერთად ჩავწექი საწოლში.
-ლუკაა, თუ არ გეზარება, ცოტა წყალი ამოუტანე. -მაშინვე სამზარეულოში ჩავიდა. ამასობაში მაშოს ვამშვიდებდი.
-დედიკოოო, ქო ალ გაუბლაძდები ლუკააც? ალ მიმატოვო ლაა.-ცრემლები მომწყდა თვალებიდან და მაშოს თმებში გაუჩინარდა. ლუკა ოთახში მაშოს წყლის ბოთლით შემოვიდა.
-რა გჭირს?-მომვარდა ატირებული, რომ დამინახა.
-არაფერი,- ცალი ხელით ცრემლები მოვიწმინდე. წყალი დალია თუ არა მაშომ , ჩემთან ჩახუტებულს იმწამსვე დაეძინა. ლუკა ოთახში გადი-გამოდიოდა.-დაწექი. გვიანია, დავიძინოთ.
-რატო მექცევი ასე კარგად. ამდენი ხანი გატყუებდი, შენ კი მაინც კარგად მექცევი..
-როგორ გინდა რო მოგექცე??
-მეჩხუბო, მიყვირო, სკანდალები მომიწყო. არ ვიცი, რასაც სხვები გააკეთებდნენ შენ ადგილზე.
-მე სხვა არ ვარ!-ვთქვი ამაყად და მაშოს თმებზე მოვეფერე.
-იმიტომ მიყვარხარ ასე ძალიან.-გვერდზე მომიწვა და ჩამეხუტა...
მშვიდად გვეძინა სამივეს. ვიგრძენი რას ნიშნავს გყავდეს შენი ოჯახი. რას ნიშნავს იყო სრულფასოვანი ოჯახის წევრი.


____
ველი შეფასებებს.. მგონი ერთი-ორ თავში დავამთავრებ.



№1  offline წევრი Heartbeat

მომწოოონს თან როგორ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent