4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > წვიმის ბრალია (სრულად)

წვიმის ბრალია (სრულად)


11-01-2017, 18:27. ავტორი: გაიანე ჩაბნელებულ და გაყინულ სცენაზე ვდგავარ,დაღლილობისაგან სახეზე თეთრი ფერი დამკრავს,თვალები ჩაწითლებული მაქვს და მობეზრებული სახით ვუყურებ რეჟისორს,რომელიც სკამზე ზის,სიგარეტს ხელში ათამაშებს და ნერვიულობისაგან ყველა ძარღვი ეჭიმება.
-არ შეიძლება ასეთი ზედაპირულობა,არა!-იყვირა და სწრაფად ამოვიდა სცენაზე.-თქვენ ერთმანეთი გიყვართ.როგორ შეიძლება შეყვარებული ადამიანები ასე უემოციოდ უყურებდნენ ერთმანეთს?ნენე შენ ხარ ქალი,რომელიც უზომოდ არის შეყვარებული.გესმის?-ყურებში ჩამყვირა და აწითლებული თვალებით შემომხედა.
-მესმის ბატონო დიმიტრი.-ჩურჩულით ვუთხარი და გაყინული ხელები ჯიბეში ჩავიწყე.
-დაიწყეთ.-თქვა და გამჭირვალე ჭიქიდან სითხე მოსვა.
ნელი და მსუბუქი ნაბიჯებით მივუახლოვდი ირაკლის,გავუღიმე და ხის სკამზე ჩამოვსხედით.
-თავისუფლება არ გინდა?
-შენთან ერთად ჩემთვის ყველგან თავისუფლებაა.
-რომ წავიდე წამომყვები?
-მე ვერ გადმოვცურავ ზღვას.
-ვერც მე.
-აბა რას აპირებ?
-გადავფრინდები.
-ფრენა უკეთ იცი?
-შენ ხო ანგელოზი ხარ!მთავარია შენი ფრთები ორივეს გვეყოს.
ბედნიერებისაგან გაღიმებული სახით ვეხუტები ირაკლის და არ არსებულ ჰორიზონტს გავცქერი.
-არ ვარგა!-ბრაზისაგან გაწითლებულმა დიმიტრიმ მთელი ხმით იყვირა და ფურცლები სცენარისტს მიაჩეჩა.
-მომისმინე ნინე,შენ ხარ თინა,ქალი,რომელიც სიყვარულის ძალით მზად არის თავი გაწიროს.მეტი ემოცია მჭირდება გესმის?მეტი ემოცია...-რამდენიმე წამი გაჩუმდა და თავზე ხელები მიიდო.-შენი საყვარელი ადამიანი გეუბნება,რომ ანგელოზი ხარ.შენ კიდევ იღიმი,მაგრამ უბედურება იცი რა არის?ეს ღიმილი ყალბია.წადით,დაისვენეთ და იფიქრეთ იმაზე თუ როგორ ითამაშებთ შეყვარებული გეგას და თინას როლს.
გაყინული კიდურებით ძლივს შევძელი ნაბიჯების გადაგმა,საგრიმიოროში შევედი,ჩემი ნივთები ავიღე და დაუფიქრებლად დავტოვე შენობა.
აპრილისთვის დამახასიათებელი გიჟური ამინდი იყო,წვიმდა.მობუზულმა ნაქსოვი მოსაცმელი კარგად მოვიხვიე და თავდახრილი დავუყევი მარჯანიშვილის ქუჩას.იმდენად გამოფიტული ვიყავი,რომ ყველანაირი მგრძნობელობა დაკარგული მქონდა.ვერც წვიმის წვეთებს ვგრძნობდი და ვეღარც დაღლილობას.
-ერთი წუთით,-შორიდან მომესმა უცნობი ხმა და მეც დაუფიქრებლად მივბრუნდი.
-მე მეძახით?-დაბინდული თვალებით შევხედე მომღიმარ ბიჭს.
-დიახ,თმისამაგრი დაგივარდათ.-ღიმილით მომიახლოვდა და გამომიწოდა.
-დიდი მადლობა,-დაბნეულმა ვუთხარი და საპასუხოდ გავუღიმე.
-არაფრის.-გამიღიმა და ხელის აწევით დამემშვიდობა.
-ერთი წუთით,-ვიყვირე და ჩქარი ნაბიჯებით მივუახლოვდი.
-მოხდა რამე?
-საყვარელმა ადამიანმა ანგელოზი რო მიწოდოს,როგორი რეაქცია უნდა მქონდეს?
-ბედნიერება უნდა იკითხებოდეს შენს თვალებში.-დაბნეულმა შემომხედა.
-ეგ როგორ?
-ეგ ყველაფერი სიყვარულით ხდება.-გამიღიმა და სველ თავზე ხელი გადაისვა.-დავსველდებით,მე აქვე ვცხოვრობ და ჩაიზე დაგპატიჟებ.
-დამპატიჟე.-დაბნეულობისაგან და უამრავი ემოციისაგან გამოწვეული ღიმილლით შევხედე.
ჩემთვის უცნობი და ამავდროულად ყველაზე ნაცნობი ადამიანი,მართლაც ახლოს ცხოვრობდა.ძველ აშენებულ კორპუსში შემატარა და პირველივე სართულის კარი გააღო.
-კეთილი იყოს ჩემი ფეხი.
-შედი.ჩაის მოვამზადებ და მოვალ.
-ლიმონით გააკეთე,თუ გაქვს.-გავუღიმე და მისაღებ ოთახში შევედი.
-რა გქვია?-ოთახში ფინჯნებით შემოვიდა და ჩემს პირდაპირ დაჯდა.
-ნენე.
-დათი.
-სასიამოვნოა,დათი.-ღიმილით წარმოვთქვი მისი სახელი და ცხელ ფინჯანს ხელები შემოვხვიე.
-დათი დამეხმარები?
-დაგეხმარები.
-შეყვარებული მზერა როგორია?
-კავშირია,ნენე.ამას მხოლოდ ორი ადამიანი ხედავს.
-თავგანწირული ქალის მზერა?
-თვალებში ცრემლი აქვს ჩამდგარი,სევდიანი და გამუქებული მზერით იყურება.თითქოს თვალებით დახმარებას ელოდება.
-სიკვდილის წინ ადამიანს როგორი თვალები ექნება?
-შავი...ჩაბნელებული.
-27 აპრილს,მარჯანიშვილის თეატრში შვიდ საათზე მოდი თუ შეძლებ და იმედი მაქვს შენს სიტყვებს დაინახავ ჩემს ქმედებებში.-გავუღიმე და სახლი დავტოვე.
მომდევნო დღეს ბატონი დიმიტრი გაოცებული იყო ჩემით.გაფართოებული თვალებით უყურებდა ჩემს თითოეულ ქმედებას და ღიმილით მანიშნებდა,რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა.


**
27 აპრილი,პრემიერის დღე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.პირველი იმიტომ,რომ დიმიტრის იმედს თუ გავუცრუებდი ალბათ სამუდამოდ დავემშვიდებოდი ჩემს ძლივს აწყობილ კარიერას.საკუთარ თავთან არ ვტყდებოდი,მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდი,რომ დათი აუცილებლად იქნებოდა.აკანკალებული ხელებით შევისწორე თმა და საგრიმიორო დავტოვე.
-ნენე არ ინერვიულო,-ირაკლიმ ცივი წყალი მომაწოდა.
-ყველაფერი კარგად იქნება,-გავუღიმე და სცენაზე გავედით.
მთელი სპექტაკლი ემოციებით იყო დატვირთული.იმდენად კარგად შევედი ემოციებში,რომ ვეღარც ვამჩნევდი იქ მყოფ ხალხს,რომელიც აცრემლებული თვალებით უყურებდნენ სპექტაკლს.
ზუსტად ისე მოვიქეცი,როგორც დათიმ მითხრა.
ვიპოვე არ არსებული კავშირი ირაკლისთან.
მქონდა სასოწარკვეთილი ქალის მზერა.
სასამართლოზე კი ზუსტად ვიცი,რომ სიკვიდლის მომლოდინეს თვალები მართლა ჩამიქრა,ჩაბნელდა და გაქრა ის ნაპერწკალი,რაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში მქონდა.
როლიდან გამოსულმა ერთადერთი რაც გავიგე ტაშის გამაყრუებელი ხმა იყო.
ბედნიერებისაგან აწითლებული სახით დავტოვე სცენა და საგრიმიოროში თავქუდმოგლეჯილი შევედი.ღიმილით შევხედე ჩემს მაგიდაზე დაწყობილ იასამნისფერ ჰორტენზიებს.თითქმის ერთი წელია,რაც თეატრში ვმუშაობ და არც-ერთი სპექტაკლი არ დასრულებულა უცნობისაგან ნაჩუქარი ჰორტენზიების გარეშე.იმდენად მივეჩვიე ამ სასიამოვნო ურთიერთობის ხერხს,რომ ალბათ ყოველი სპექტაკლის დასრულების შემდეგ გულის სიღრმეში ეგოისუტურად ველოდები ჩემთვის ყველაზე საყვარელ და სასურველ ყვავილებს.
სარკის წინ მოვთავსდი და საკუთარი თავის მოწეგება დავიწყე.ბედნიერებისაგან და ამდენი ემოციისაგან გაბრუებულმა ძლივს შევამჩნიე დიმიტრის მომღიმარე სახე.
-მაგარი გოგო ხარ ნინე!-ყვირილით მომიახლოვდა და ჩამეხუტა
-რას ვიფიქრებდი ბატონო დიმიტრი თქვენგან ამ სიტყვებს თუ მოვისმენდი.-სიცილით ვუთხარი.
-ნენე,მე სამართლიანი ვარ ყოველთვის,-თვალი ჩამიკრა.-შაბათ-კვირას დაისვენე და იქითა კვირიდან ახალ სპექტაკლზე დავიწყებთ მუშაობას.ალექსანდრე ყაზბეგის ‘’ელეონორა’’ წაკითხული გაქვს?
-კი.
-ხოდა მოემზადე თინას როლიდან ელეონორას როლში გადასვლისათვის.-ხელი მეგობრულად დამკრა მხარზე და საგრიმიოროდან გავიდა.
ბედნიერებისაგან ამოვისუნთქე.

**
თეატრის გამოსულს ისევ აპრილის გიჟური ამინდი დამხვდა,წვიმდა.მეც ჰორტენზიის თაიგული მივიხუტე და სველ კიბეებზე ნელა ჩამოვედი.კუთხეში ნაცნობი სახე დავინახე და ღიმილით მისკენ წავედი.
-ნენე,მომეწონე.-გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-მართლა?-ღიმილით შევხედე დათის.
-ზუსტად ისე ითამაშე,როგორც მე გითხარი.
-მადლობა დათი.
-მემგონი უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი.-ეშმაკური ღიმილით შემომხედა.
-აღვნიშნოთ,-გავუღიმე და ნაცნობ გზას ჩქარი ნაბიჯებით დავუყევით.
დათის სახლი ჩემთვის იმდენად ახლო გახდა,რომ თავს ისე ვგრძნობდი,როგორც საკუთარ სახლში.სველი მოსაცმელი გავიხადე და მისაღებ ოთახში ჩამოვჯექი.
-წითელი ღვინო და შოკოლადი?-სიცილით ვკითხე და ოთახში შემოსულ დათის შევხედე.
-არ გიყვარს?
-მიყვარს ორივე.-გავუღიმე და გამჭირვალე ჭიქა დათის გამოწვდილ ჭიქას მივუჭახუნე.
-გაგიმარჯოს ნენე.
ღიმილით მოვსვი წითელი ღვინო და დათის მომღიმარე სახეს შევხედე.
-ლამაზი თაიგულია,-თვალებით ჩემი ჰორტენზიებისაკენ მიმითითა.
-იცი ყოველი სპექტაკლის ბოლოს მხვდება საგრიმიოროში.
-ვინ გიტოვებს?-გამომცდელი მზერით მკითხა.
-არ ვიცი,მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ჩემს გაოცებას ნამდვილად იწვევს.
რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენ ორს შორის.ბოლოს ისევ მე ვამბჯობინე დუმილის დარღვევა.
-შენ გაგიმარჯოს დათი.-ღიმილით მოვსვი ღვინო.
-რამდენ ჭიქაში თვრები ნენე?-სიცილით შემომხედა.
-რა კითხვაა ახლა ეს?-სიცილით ვუთხარი.-ისე სიმართლე გითხრა მე უკვე მთვრალი ვარ.
-ძალიან კარგი,-ღიმილით გადმოჯდა ჩემს გვერდით და შემომხედა.-ახლა რაღაცას გეტყვი და დიდი იმედი მაქვს გაგებით მოეკიდები ამ ამბავს.
-გისმენ,-დაბნეულმა ვუპასუხე.
-შენი პირველი სპექტაკლი გახსოვს?
-რა თქმა უნდა,’’დარაბებს მიღმა გაზაფხულია’’...-გავუღიმე დათის.
-პირველად მანდ გნახე ნენე,-მითხრა და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ განაგრძო.-ჩემი ძმაკაცის შეყვარებულმა შემოგვთავაზა მაგ სპექტაკლის ყურება,მეც მაშინ პირველად დაგინახე სცენაზე.რაღაცნაირი იყავი ნენე ჩემთვის,რაღაც ამოუცნობს ვგრძნობდი შენი შემხედვარე.იმდენად ბავშვური სურვილით ვიყავი შეპყრობილი,რომ მეორე დღეს ისევ მოვედი მაგ სპექტაკლზე ოღონდ სრულიად მარტო.მაშინ პირველად დაგიტოვე ჰორტენზიები საგრიმიოროში.ამ დღის შემდეგ არც-ერთი სპექტაკლი არ გამომიტოვებია.ერთი წლის შემდეგ გავბედე და ქუჩაში დაგიძახე.ყველაზე სასაცილო ის იყო,რომ ის თმისაგამრი შენ არ დაგვარდნია ნენე.შენ კი ვერც მიხვდი,რომ იმ დღეს თმა გაშლილი გქონდა.
-მეხუმრები?-გაოცებულმა შევხედე დათის ანერვიულებულ სახეს.
-ნენე...-ჩახლეჩილი ხმით მითხრა და გაყინულ ხელზე შემეხო.
-მგონი რაღაცას ვგრძნობ...-ძლივს ამოვილუღლუღე და დათის თბილს სხეულს მივეხუტე.-ასეთ რამზე ვერც კი ვიოცნებებდი.
მან უბრალოდ გამიღიმა,ხელები მაგრად შემომხვია და შუბლზე ტუჩები შემახო.


**
სცენის შუა გულში ვდგავარ,ჩემს წინ მჯდომ დიმიტრის ვუყურებ და მის მითითებებს ველოდები.
-ნინე მისმინე,ელეონორა იყო ახალაგაზრდა სიცოცხლით სავსე ქალი,ნაზი ოდნავ კეკლუცი და ყველასათვის სასურველი.შეეცადე იყო ოდნავ ამაყი,მაგრამ ეს სიამაყე არ უნდა გადავიდეს სიუხეშეში.
-გასაგებია,-ვუთხარი დიმიტრის და თავდაჯერებულმა შევხედე შუა რიგში მჯდომ დათის,რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს გამხნევებას.
კეკლუცი და ნაზი ღიმილით მივუახლოვდი ჩემს პარტნიორს და ღიმილნარევი ხმით ვუთხარი:
-მე ღვთის წინაშე აღთქმა მქონდა,რომ ვინც ასლან გირეის დაამარცხებდა,ჩემი ქმარი გახდებოდა.
-ელეონორა!ქალი,რომელიც ამდენ მოძმეს გასწირავს თავმოყვარეობისათვის,ქართველის ცოლობის ღირსი არ არის.-მკაცრი ხმით ამბობს ჩემი პარტნიორი.
დიმიტრი ღიმილით გვიყურებს და სცენაზე ამოდის.
-კარგია!-ამბობს ოდნავ მკაცრი ხმით.-ნინე ბოლო ეპიზოდში არ არის საჭირო ამდენი ემოცია.ელეონორა ამდენი ადამიანის სიკვდილის შემდეგაც ისეთივე თავმომწონედ დარჩება,როგორცი იყო.გაითვალისწინე!თავისუფლები ხართ.-დიმიტრი დაგვემშვიდობა და სცენიდან ჩავიდა.
დაღლილი და მთლიანად გაყინული დათისთან მივედი და თბილ სხეულს ხელები მაგრად შემოვხვიე.
-როგორი ცივი ხარ,-საყვედურით მითხრა და გაყინულ თითებზე მაკოცა.-დღეს ავიდეთ საგურამოში და გპირდები ხვალ დილით ისევ ჩამოგიყვან.
-ავიდეთ.-გავუღიმე და თეატრი დავტოვეთ.
-ისევ წვიმს,-სიცილით ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.
-წვიმა დაგვებედა.-ღიმილით შემომხედა.
-დათი რას ფიქრობ,კარგად ვითამაშე დღეს?
-კი ნენე,მომეწონა,მაგრამ შენთვის იმდენად უცხოა ელეონორასნაირი ქალი,რომ გიჭირს ბოლომდე ამ როლის მორგება.
-მართლა მიჭირს,მაგრამ ხვალ ახალი ენერგიით დავიწყებ ამ როლზე მუშაობას.
მთელი გზა უამრავ თემაზე ვისაუბრეთ,სიმართლე ვთქვა ძალიან რთულია დათისნაირ ადამიანთან საერთო ვერ გამონახო.დაახლოებით ნახევარ საათში მივედით დათის აგარაკამდე.პატარა სახლმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება და სიხარულით შევედი ეზოში.
-რა მაგარი ადგილია.-აღფრთოვანებით შევძახე და სახლში შევედი.
-ჩვენი სიბერის სახლი იქნება.-გამიღიმა და ტუჩებზე შემეხო.-ახლა ბუხარს ავანთებ,შენ აქ დაჯექი.
სავარძელზე დამსვა და თბილი პლედი მომაფარა.სიცივისგან აწითლებულ ლოყებზე მაკოცა და გამიღიმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ დათის კალთაში ვიყავი მოკალათებული,ფუმფულა პლედი მეფარა და ცხელ ჩაის ვსვავდი.
-დათი,ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
-მე პირველი შთაბეჭდილებით შეყვარების მჯერა.
-ეგ როგორ?
-პირველი შთაბეჭდილება სულ სხვანაირია,იდეალური...ადამიანის გაცნობის შემდეგ ის იცვლება,მაგრამ არასდროს გავიწყდება პირველი დანახვისას განცდილი ემოციები.
-მგონი პირველი შთაბეჭდილებით შემიყვარდი...-სიცილით ვუთხარი და საყვარელ სხეულს უფრო მეტად შემოვხვიე ხელები.
-მეორე თვეა რაც ერთად ვართ და არასდროს გვიხსენებია წარსული...
-რა საჭიროა?
-მე მაინც მაინტერესებს.გიყვარდა ოდესმე ვინმე?
-არა.
-მიხარია,-ღიმილით შემომხედა.-მიხარია,რომ პირველად მე ვიწვევ ყველანაირ ემოციას შენში.
არაფერი ვუპასუხე,უბრალოდ ვაკოცე.ალბათ არც იყო საჭირო ასეთ სიტუაციაში სიტყვებით ყელაფრის გაფუჭება.

**
თეატრის კაფეტერიაში ვისხედით მთელი კოლექტივი და მომავალ სცენარს ვკითხულობდით.სცენარი დაფუძნებული იყო გოდერძი ჩოხელის მოთხრობა ‘’მართაზე’’.მთავარ როლში ბატონმა დიმიტრიმ ისევ მე დამნიშნა.ამხელა პასუხისმგებლობა ცოტა მაშინებდა,მაგრამ საკუთარ თავს დანებების საშუალებას არ ვაძლევდი.
-მართა არის ლამაზი,ახალგაზრდა და მებრძოლი ქალი,-სცენარისტმა შემომხედა და ფურცლები გამომიწოდა.
-რატომღაც წარმომიდგენია,რომ მართას შავი ყვავილებიანი კაბა უნდა ეცვას,-ვთქვი და ყავა მოვსვი,-ნაწნავი და შავი თავსაბურავი.
-ქმრის გარდაცვალების შემდეგ უკვე შავები ეცმევა მართას.-ჩაფიქრებული მზერით შემომხედა ტანისამოსის მხატვარმა და ფურცელზე რაღაცის ხატვა დაიწყო.
-მემგონი ყველაფერი ისე გამოვა,როგორც ჩვენ გვინდა.-თქვა დიმიტრიმ და მაგიდიდან ადგა.-ათ წუთში სცენაზე.
ენერგიითა და მოტივაციით სავსე ავდექი და გრძელ კოლიდორში გავედი.ტელეფონის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან და მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე დათის.
-გისმენ,-თბილი ხმით ვუთხარი.
-რას შვები ნენე?
-თეატრში ვარ,შენ რას შვები?დილით არ დაგირეკე,ვიცოდი გეძინებოდა.
-მართალი ხარ,-სიცილით მითხრა დათიმ.-დღეს,ჩემს მეგობრებს გაგაცნობ.
-დათი ახალ სპექტაკლზე დავიწყეთ მუშაობა,დღეს ალბათ გვიანობამდე მომიწევს აქ ყოფნა.
-დამირეკე,როცა მორჩები და გამოგივლი.
-კარგი,გკოცნი.-ვუთხარი და ტელეფონი პატარა ჩანთაში ჩავაგდე.
გაყინულ და ბნელ დარბაზში შევედი,დიმიტრის გავუღიმე და სცენაზე ავედი.თითქმის ყველა ეპიზოდი კარგად გავიარეთ,ერთადერთი ბოლო მომენტზე გავჩერდით.
-ყველანი თავისუფლები ხართ,ნენე შენ დარჩი.-თქვა და სცენაზე ამოვიდა.
-რატო გაუშვი ყველა?-დაბნეულმა შევხედე დიმიტრის.
-ნენე ბოლო ეპიზოდში მხოლოდ შენ ხარ,ამიტომ ბევრი მუშაობა დაგვჭირდება.
-გასაგებია.
-დაიწყე.-მითხრა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
განწირული,სასოწარკვეთილებით და აცრემლებული სახით მივიწევ უშველებელ აღმართზე.ვცდილობ ჩქარი ნაბიჯებით ვიარო,მაგრამ აღარ შემიძლია,ბარბაცით ვაგრძელებ გზას და უცბათ ძირს ვეცემი.თვალებგაფართოებული ვუყურებ ჰორიზონტს და ხელს ვშლი იმის იმედით,რომ საზღვარს გადავკვეთავ.
-ნენე!-ყვირის დიმიტრი.
თვალებს ვხუჭავ დაღლილობისაგან და ძლივს ვდგები.
-შენს წინ არის სამშობლო,გესმის?გინდა უკან მიხედვა,მაგრამ ვერ ბრუნდები,იმიტომ რომ შენს წინ,რამდენიმე მეტრში,საქართველოა.იმედი,სიხარული უნდა იკითხებოდეს შენს თვალებში.-ყვირილით მითხრა.
-გასაგებია.-ძლივს შეკავებული სიმშვიდით ვუთხარი და ახლიდან დავიწყე იგივე ეპიზოდის შესრულება.
ორმოცდამეხუთე ცდაზე გამიღიმა დიმიტრიმ და მითხრა თავისუფალი ხარო.
ძლივს შევძელი დარბაზიდან გამოსვლა,სიცივისგან აკანკალებული ხელით ამოვიღე ტელეფონი და დათის გამოტოვებულ ზარებს შევხედე.ანერვიულებულმა დავტოვე შენობა და თეატრის წინ მდგომ დათის მანქანისაკენ წავედი.
-მაპატიე,-ჩაჯდომისთანავე ვუთხარი.
-ღამის პირველი საათია ნენე,-ბოხი და გაბრაზებული ხმით მითხრა.
-დაახლოებით 45-ჯერ ვითამაშე ერთიდაიგივე ეპიზოდი,დავიღალე დათი.-ჩაწითლებული თვალებით ავხედე და თავი მივადე.
-სახლში მიგიყვან.
-შენთან დავრჩები.-ლუღლუღით ვუთხარი.
უბრალოდ გამიღიმა,ლოყაზე მაკოცა და მანქანა დაძრა.
დათის სახლში ასვლისთანავე საძინებელში შევედი და ტანსაცმლის გახდა დავიწყე.
-მომეცი შენი მაისური რა.-მთქნარებით ვუთხარი და საწოლზე ჩამოვჯექი.
-მემგონი მაისური არ არის საჭირო.-ეშმაკური ღიმილით მითხრა და ტუჩებზე მაკოცა.
ბედნიერებისაგან,ემოციებისაგან და სიამოვნებისაგან განცდილმა შეგრძნებებმა მთლიანად მომწყვიტა ამქვეყნიურობას.საყვარელ სხეულს მაისური გავხადე და ტუჩზე მსუბუქად ვუკბინე.
-ნენე...-სიცილით წამოიძახა და მთელი გრძნობით მაკოცა.
ალბათ არაფერია იმაზე კარგი,როდესაც ხვდები,რომ ადამიანი თავიდან ბოლომდე შენ გეკუთვნის.ეგოისტობაა,მაგრამ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია...

**
‘’მართას’’ პრემიერა რა თქმა უნდა იასამნისფერი ჰორტენზიებით დასრულდა.ბედნიერებისაგან ვუსუნე საყვარელ ყვავილებს და მომღიმარ დათის მოვეხვიე.
-რა კარგია პირდაპირ,რომ გაძლევ ამ ყვავილებს და აღარ მიწევს ჩუმად შენს საგრიმიოროში შეპარვა.
-ჩემი დათი...-ღიმილით ვაკოცე მფეთქავ არტერიაზე.-ჩემთან წამოდი,დედა გველოდება.
-წავიდეთ.-გამიღიმა და მანქანის კარი გამიღო.
გზაში დათიმ ტკბილეული იყიდა დედასთვის და კარებთან მდგომმა თამამად გაუღიმა დედას.
-გამარჯობა ნანა.-ღიმილით გადაკოცნა და ტკბილეულობით სავსე შეკვრა გაუწოდა.
-როგორი ყურადღებიანი ხარ დათი.-გაუღიმა და სახლში შეგვიპატიჟა.
-ძალიან ყურადღებიანია დე,-სიცილით ვაკოცე დათის და ჩემს ჰორტენზიებზე მივანიშნე.
დედამ ბედნიერებისაგან გაღიმებულმა შემოგვხედა.


**

ყველაზე მოულოდნელი ჩემი დაუგეგმავი ორსულობა აღმოჩნდა.სააბაზანოში იატაკზე ვიჯექი და გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ორ წითელ ხაზს.იმ მომენტში თავს იმდენად უსუსურად ვგრძნობდი,რომ ძალიან მინდოდა ვინმესთან მივსულიყავი და მაგრად მეტირა.ანერვიულებულმა ძლივს მოვახერხე ფეხზე წამოდგომა,სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავის ცნობა გამიჭირდა.
თითქოს ყველასათვის სასიხარულო და სანატრელმა ამბავმა შემცვალა თავიდან ბოლომდე.შუბლზე არ არსებული ხაზი გაჩნდა,თვალები გამუქდა და იმდენად შავი გახდა,რომ სარკეში ყურებაც მაშინებდა უკვე.
აკანკალებული გამოვედი სააბაზანოდან და მისაღებში დათის გვერდით დავჯექი.
-რა გჭირს?რა ფერი გაქვს?-ანერვიულებულმა მკითხა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ორსულად ვარ...-ძლივს ამოვილუღლუღე და თავი დავხარე.
-რა თქვი?-შეცვლილი ხმით მკითხა დათიმ.
-დათი ნუღა მამეორებინენ ამდენჯერ...-ვიყვირე და ძლივს შეკავებული ცრემლები მოვიწმინდე.
-რატო ყვირი?-ფეხზე წამოდგა და ჩემს წინ დადგა.
-აბა რა ვქნა,მითხარი!-ბრაზისაგან და ყვირილისაგან გაწითლებულმა დათის წაშლილ სახეს შევხედე.
-მემგონი რაღაცას ვერ ვხვდები,-რამდენიმე წამი გაჩუმდა.-შენ ეს ბავშვი არ გინდა?
თავი დავხარე,ვუსმენდი ჩემი საყვარელი ადამიანის გახშირებულ სუნთქვას და ვერაფერს ვამბობდი.
-მიპასუხე ნენე!-მთელი ხმით იყვირა და მაგიდას ხელი დაარტყა.-მიპასუხე,შენ არ აპირებ ამ ბავშვის გაჩენას?ხედავ ხმასაც კი ვერღარ იღებ ნენე.
-მე დავიბენი გესმის?არ ველოდი,დათი...-ტირილით ავხედე.
-როცა სექსისთვის მზად ხარ,ისაც უნდა იცოდე რით სრულდება.-კიდევ ერთხელ იყვირა.-ეგ არ არის მიზეზი,რასაც შენ ამბობ.აბორტს გაიკეთებ და თვალით ვეღარ მნახავ.-ოთახიდან გავიდა და რკინს კარი გაიჯახუნა.
ისევ წვიმდა.
და ერთ დროს საყვარელი წვიმის ხმა უარესად მიმძაფრებდა ემოციებს.ანერვიულებულმა მივხურე ფანჯარა და სავარძელზე წამოვწექი.
ამდენი ემოციისაგან გამოფიტულს ვერც კი გავიაზრე ისე ჩამეძინა.
ალბათ ღმერთის ყველაზე დიდი სასჯელი ის იყო,როდესაც იმ საღამოს ჩემი გამობერილი მუცელი დამესიზმრა.ვიჯექი აივანზე ვარდისფერ კაბაში და მუცელს ვეფერებოდი.თვალებით დათის ვეძებდი,მაგრამ არ ჩანდა.ვცდილობდი ადგომას,მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი სკამიდან წამოდგომას.იმდენად ცუდად იმოქმედა ამ სიზმარმა ჩემზე,რომ გაღვიძებული ვეღარ ვერკვეოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.აკანკალებულმა ძლივს მოვახერხე ტელეფონზე დათის ნომრის აკრეფვა.თავიდან არ მპასუხობდა,მაგრამ მეათე ზარზე ცივი ხმით მიპასუხა.
-რა გინდა?
-დათი ცუდად ვარ,მოდი...-ძლივს ამოვილუღლუღე და ტელეფონი გავთიშე.
ეს ჩემი უკანასკნელი იმედი იყო.დათი თუ მოვიდოდა,ესე იგი ჩვენი ურთიერთობა გადარჩებოდა.თუ არ მომაკითხავდა,ზუსტად ვიცოდი,რომ ის უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა.
დაახლოებით ოც წუთში ხმაურით შემოვიდა თვალებ ჩაწითლებული დათი და ოთახის შუაგულში დადგა.
-დამესიზმრა,რომ ორსულად ვიყავი.გაბერილი მუცლით ვიჯექი მარტო...-ტირილით ვუთხარი და სახე პლედში ჩავმალე.
-ნუ ტირი,-ჩუმად მითხრა და ჩემს გვერდით დაჯდა.-ვცდილობ შენი საქციელი გავამართლო,მაგრამ ვერ ვხსნი,გესმის?ვერ ვხსნი შენს ასეთ რეაქციას.როგორ შეიძლება არ გიხაროდეს შენი ნაწილის არსებობა?
-მიხარია...-ტირილისაგან ჩამწყდარი ხმით ვუთხარი.-უბრალოდ არ ველოდი,გესმის დათი?მეშინოდა და სიმართლე ვთქვა ახლაც მეშინია.
-ვერ გპატიობ...-თვალი ამარიდა.-მაგრამ მარტო ვერ დაგტოვებ.ვიცი,რომ შენ ამ ბავშვს გააჩენ და ისე შეგიყვარდება,რომ ყოველ ღამე ძილის წინ ძალიან ინანებ შენს ასეთ რეაქციას.
-ვიცი,ზუსტად ვიცი რომ ვინანებ.-ტირილით ვუთხარი და მხარზე თავი დავადე.
-მოიწმინდე ცრემლები.
-მაპატიეთ...-ჩურჩულით ვუთხარი და თვალები დავხუჭე.
-ეს ამბავი უნდა დავივიწყოთ...იმისათვის,რომ სიყვარულის ისევ გვჯეროდეს.-ხელები მომხვია და მუცელზე ხელი დამადო.
მე მაშინ ვიგრძენი პირველად არ დამსახურებული ბედნიერება,სირცხვილი და შიში იმისა,რომ ჩემს შვილს თვალებში ვერასდროს ჩავხედავდი გულწრფელად.

**
თეატრში ახალ სპექტაკლზე დავიწყეთ მუშაობა,ჩვენმა სცენარისტმა შტეფან ცვაიგის ‘’უცნობი ქალის წერილი’’ გააცოცხლა.ყველაზე კარგი ის იყო,რომ მთლიან წერილს ჩაბნელებულ სცენაზე მე ვკითხულობდი.არ იყო გადატვირთული მოქმედებებით,უბრალოდ ემოციებით დატვირთული გადმოვცემდი ჩემს,ანუ უცნობი ქალის,განცდებს.
ჩემს წინ მჯდარ დიმიტრის შევხედე და ჩემი ადგილი დავიკავე.ხის სკაზე ვიჯექი,იქაურობას ერთი სანთელი ანათებდა,ჩემს მოპირდაპირედ ბავშის საწოლი იდგა.მე კი ხელში ჩემ მიერ დაწერილი წერილი მეჭირა და ვკითხულობდი:
‘’ ჩემს ცნობას ვეღარასდროს შეძლებ,ვეღარასოდეს!ასეთი იყო ჩემი ბედი სიცოცხლეში,დაე,ასეთი იყოს სიკვდილის ჟამსაც.უკანასკნელ წუთებში არმინდა მოგიხმო ჩემთან,მივდივარ ამ ქვეყნიდან;შენ კი ჩემი სახელიც არ იცი და ჩემს სახეს არ ცნობ.სიკვდილი აღარ მიმძიმს,რადგან შენ ამას შორიდან არ გრძნობ.ჩემს სიკვდილსშ ენთვის ტკივილი რომ მოეყენებინა,ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი.’’
ამ სიტყვებით ვამთავრებ წერილის კითხვას,ნაზად ვკოცნი და კონვერტში ვდებ.
ბოლო მოქმედება კი საწოლთან ჩამუხლული ქალია,რომელიც მთელ ხმაზე ტირის.
-ყოჩაღ ნენე!-ყვირის დიმიტრი.-ყოველ დღე უფრო იზრდები პროფესიულად.
-მადლობა ბატონო დიმიტრი.-ვუღიმი და სცენიდან ჩამოვდივარ.-რაღაც მინდა გითხრათ.
-გისმენ,-მეუბნება და როგორც ყოველთვის ფურცლებს სცენარისტს აჩეჩებს.
-ეს ჩემი ბოლო სპექტაკლი იქნება,ორსულად ვარ და ვეღარ გავაგრძელებ მუშაობას.
-რა?-ყვირის და გაოცებული სახით მიყურებს.-ასეც ვიცოდი,არ არსებობს ქალი მსახიობი,რომელიც ერთ დღეს არ მოვა და ასეთ ფრაზას არ იტყვის.-ისტერიულად იცინის.-კარიერა არ გინდა?
-მინდა,მაგრამ ამ ეტაპზე ბავშვი უფრო მნიშვნელოვანია.
-კარგი,ნენე.შენ ყველაზე უდროო დროს მიიღე ეს გადაწყვეტილება.შენთვის ყველაფერი ახლა იწყებოდა თეატრში.ნახვამდის!-მითხრა და სწრაფად გავიდა დარბაზიდან.

**
‘’უცნობი ქალის წერილი’’ ბოლო სპექტაკლი აღმოჩნდა,როცა იასამნისფერი ჰორტენზიები მივიღე.ამაყი და თავდაჯერებული სახით დავემშვიდობე დიმიტრის და დათისთან ერთად თეატრი დავტოვე.
-ნენე ისევ წვიმს.-სიცილით მითხრა და წელზე ხელები შემომხვია.
-წვიმის ბრალია...-ღიმილით ვუთხარი და თბილ ტუჩებზე ნაზად ვაკოცე.
-მადლობა წვიმას,რომ ჩვენი ურთიერთობა ასე გაალამაზა.-ღიმილით ამბობდა დათი.
-იცი რას მივხვდი?
-რას ნენე?-თბილი მზერით შემომხედა.
-ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილი ყველაფერს მირჩევნია.კარიერა,სამსახური,წარმატება ძალიან კარგია,მაგრამ დედობა უკეთესია.-ღიმილით შევეხე მუცელს და დათის გავუღიმე.
მივდიოდით მე,დათი და ჩვენი ჯერ არ დაბადებული შვილი წვიმაში და ვხვდებოდი,რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობდა.



**
გამარჯობა.
ესეც ახალი ისტორია,იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ.
მთავარზე დაბრუნება