4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > Take a deep breath, tomorrow will be worst! (10)

Take a deep breath, tomorrow will be worst! (10)


2-07-2017, 01:09. ავტორი: Hot Chocolate არასდროს არ მტკენია გული ისე როგორც მაშინ ბექას იმედგაცრუებული სახე რომ დავინახე. მეც ცუდად ვიგრძნობდი თავს ვინმე ასე უსამართლოდ რომ მომქცეოდა. არც მე მტკიოდა ნაკლებად. ორ დღეში, აუტანელი სიჩუმის და იმედგაცრუებული ოხვრის შემდეგ, ანი დაბრუნდა.
-აბა რა მოხდა?
გაკვირვებული და დამწუხრებული ჩანს
-არაფერი
-როგორ თუ არაფერი? უბრალოდ გადამრევთ!
-რა ვქნა
-რა და მოეშვი შენი თავის შებრალებას. მოეშვი სიყვარულზე უარის თქმას. ნუღარ სტკენ! იცი როგორ სტკიოდა? თვალებიდან მხოლოდ სევდას ასხივებს. გეტკინა? გგონია მარტო შენ გაგიცრუა სიყვარულმა იმედი? ეგოისტურად იქცევი
ენა მივარდება ან რა უნდა ვთქვა? სრულიად მართალია. ბექა მისი ძმაა და გული სტკივა.
ყოველთვის ყველაფერს რატომ ვაფუჭებ? რა ვქნათ ასეთი დავიბადე.
ნინო და ირაკლიც დაბრუნდნენ სახლში. სრული სიჩუმე ცუდად ენიშნათ. იმ დღეებში არავინ ლაპარაკობდა. არც კითხვები დაგვისვამს ირაკლისა და ნინოსთვის.
დაძაბულობას და სიჩუმეს ბიბლიოთეკაში გავექეცი. მთელი დღე წიგნებში ჩაფლულმა გავატარე ხან სტივენ კინგის მიერ შექმნილ სამყაროში დავიკარგე და ხანაც შერლოკის თავგადასავლებმა გამიტაცეს. შევატყვე ბნელდებოდა მე კი არავისთვის მითქვამს სად მივდიოდი ტელეფონიც დამიჯდა. ინერვიულებენ და რაც მთავარია მეშინია სიბნელეში თბილისის ქუჩებში გადაადგილების. სულელი ვარ! ქუჩაში გამოსულმა ნერვიულობა დავიწყე. ხალხი აქა იქ შემორჩენოდა თბილისს. პარკში ხელიხელჩაკიდებული წყვილი დავინახე, ცოლ-ქმარი თავიანთი ბავშვებით მანქანაში სხდებოდნენ და სახლისაკენ მიიჩქაროდნენ, კაფეშიც ხალხმრავლობა იყო მაგრამ მე სულელმა გადავწყვიტე გზა გამეგრძელებინა და მაგარი გოგოს როლი მეთამაშა. ბნელ ჩიხს ვუახლოვდები. ქუჩის თავში ნაცნობ მანქანას ვლანდავ თუმცა შეუძლებელია აქ იყოს. მანქანა თვალთა ხედვის არედან მეკარგება დიდი ალბათობით მოჩვენებები დამეწყო. საშინელი შიში პარაზიტივით მიჩნდება და ცოტაღა მიკლია ყვირილი რომ არ ავტეხო, როცა ვხედავ რომ უკან ერთი საშიში აღნაგობის ტიპი მომყვება. ჩემი შიში ამჯერადაც უსაფუძვლოა რადგან როდესაც გადასახვევში ვუხვევ ის გზას პირდაპირ განაგრძობს. ჩემს ტვინს ახლა მოუნდა ყველა იმ საშინელების გახსენება რაც საშიშ ფილმებში მინახავს. მაინცდამაინც ახლა მახსენდება ყველა ის ცუდი ამბავი რასაც ბნელ ქუჩებზე და ჩიხებზე ყვებოდნენ.
-მადლობა ტვინო ძალიან დამეხმარე.
ვბურტყუნებ გაღიზიანებული. ვიღაცამ რომ მნახოს ალბათ ჩემი შეეშინდება.
იქნებ უკან დავბრუნდე? სადღაც კაფე დავინახე იქ კარგად ვიქნები. უკვე გვიანია. ადგილზე ვშრები და ჩემს წინ მდგარ, ბოროტი სახით მომღიმარ ბუმბერაზს შევყურებ. ეს ჩემთვისაა ბუმბერაზი თორემ ჩვეულებრივი ზომის ბოროტი ძიაა. გზას მიკეტავს.
-თუ შეიძლება გამატარეთ
-რატომ ჩქარობ?
ლანპიონის შუქზე მის სახეს ვხედავ სიცილისას ნაოჭები უჩნდება თვალებთან. სადღაც ორმოცს მიტანებული, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი, მანიაკალური სურვილების მქონე, მელოტი 'ძიაა'. ძალას არ ერჩის მაგრამ არ მგონია ეს კუნთები ფიტნეს დარბაზებში სიარულის შედეგად ჰქონდეს ალბათ ჩხუბისთავი ალკოჰოლიკია რომელსაც პრაქტიკული ვარჯიში უფრო უყვარს. ისეთი რომელიც ადამიანისთვის მუშტების რტყმას ითვალისწინებს.
ვიყვირო? იმხელა აყლაყია ერთი დარტყმით ენას ჩამაგდებინებს. რა უნდა ვქნა? ერთი პროპორციული წიხლი კვერცხებში? ვითომ მოვახერხებ? რატომღაც მხრებზე მოკიდებულ ჩანთას ვიხსნი და მოსაქნევად ვემზადები. თავი ბელა სვონი მგონია წიგნ "ბინდიდან" აი ის მომენტია ედვარდი რომ უნდა შემოვარდეს თავისი მანქანით და გადაარჩინოს მუშტებმომარჯვებული ბელა რომელიც ოთხი ბიჭის მოგერიებას ცდილობს მაგრამ 'ჩემი ედუარდი' არ ჩანს. სისულელეა რა უნდა ბექას აქ. აქ რომ ყოფილიყო გაქცევას შევთავაზებდი რადგან არ მგონია ამ ზომის მუტანტს გამკლავებოდა. თავში უნებურად მიტივტივდება ის აზრი რომ ბექა ჯერ კიდევ 18 წლისა მოერია ომარის.
-რაშია საქმე?
დიდი ძალისხმევის ფასად ხმას ვაკონტროლებ.
-გავერთოთ არ გინდა?
მიახლოვდება და სასმლით გაჟღენთილ სუნთქვას მაფრქვევს. თავს ძლივს ვიკავებ ისტერიკული სიცილი რომ არ ამივარდეს.
-ჯოჯოხეთშიც წასულხარ!
'ნია რას აკეთებ? შენ რა გაწყობს მთვრალმა ადვილად გაღიზიანებადმა პედოფილმა ამ ჩიხში რომ გიხმაროს და მერე მოგკლას რადგან მისი სახე დაინახე?' დიახ, ჩემი ფანტაზიით მდიდარი მეორე მე უცბად წარმოიდგენს ცოცხალ სურათს სადაც მე ტანსაცმელშემოხეული, მოგუდული და თვალებ გადმოკარკლული ვგდივარ რომელიღაც ქუჩის კუთხეში.
ამ სულით ავადმყოფის მარჯვენა ხელზე საქორწინო ბეჭედს ვხედავ. ნეტავ რამდენი ჩემხელა შვილი ჰყავს?
გაბრაზებული სხარტი მოძრაობით მახეთქებს კედელზე თითქმის ისეა როგორც ჩემს გონებაში წარმოვიდგინე სულ რაღაც ათიოდე წუთის წინ.
ეს ხნიერი კაცები ჩემზე რატომ არიან დაგეშილები? აბა ღმერთო გელოდები იქნებ გამოაგზავნო რომელიმე მოცლილი ანგელოზი ჩემს დასახმარებლად აბა ჩემით ვერ ვშველი თავს და.
ბოლო ძალებს ვიკრებ და სხეულს ბეტონიდან ვფხეკ. წელში ვიმართები და მუტრუკს ვუახლოვდები. დისტანციას იქამდე ვიჭერ რომ წიხლის აქნევა მოვახერხო. ერთი მოძრაობა და შემიძლია დავიფიცო მტვრევის ხმა მესმის. "იმედია მოასწარი აქამდე ბავშვების გაკეთება თორემ ახლა ეჭვი მეპარება ეგ მოახერხო." რაზე ფიქრობ ნია გამოფხიზლდი და გაიქეცი. ცოტა ხანს კვლავ აღფრთოვანებული ვუყურებ ჩემს ნამუშევარს ამხელა კაცი ძირს გდია და გველივით იკლაკნება მერე კი გაქცევას ვლამობ თუმცა ამაზრზენი არსება ჩემს ფეხს ხელით იჭერს და ძირს მაგდებს. იღრინება. მისი ყვითელი კბილები კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს და ალკოჰოლის სუნიც გამაღიზიანებელ ხდება.
ნაცნობი მანქანა ჩერდება და სულ მალე ნაცნობ სილუეტს ვათვალიერებ. ვიცელები. ვიცი სანდო ხელში ვარ და ისე აღარ ვღელავ. ბექა მუტანტისკენ მიიწევს და მუშტს უქნევს ის იცილებს და დანას იღებს. დანას იქნევს მაგრამ ბექა ხელებში აფრინდება და ხელიდან აგდებინებს. ყველაფერი ისეა როგორც სერიალებში. ვგრძნობ წამოდგომას ვერ შევძლებ ბექა მოდის ხელში ავყავარ და მანქანაში მსვამს. მანქანის სალონი მისი სუნითაა გაჯერებული. საზურგეს ვეყრდნობი და წუთებში მეძინება მხოლოდ ბექას გაბრაზებული და უკმაყოფილო ოხვრა მესმის.
ძილშიც კი არ მასვენებს კითხვები საიდან გაჩნდა აქ? ორი ვარიანტია ან მითვალთვალებდა ან ფილმში ვართ და ის ედვარდია ბურუსით მოცული ვამპირი. მგონი თავი ძალიან მივარტყი და ბოლო აზრი ამიტომაც გამიჩნდა.
უცხო ოთახში მეღვიძება. სრულიად მარტო ვარ. ოთახი მუქი, მძიმე ფერებითაა შემოსილი ფარდები კი ჩამოფარებული და თავიდან ვერ ვხვდები დღეა თუ ღამე. საწოლიდან ფეხაკრეფით ვდგები და ფანჯარასთან მივიპარები. გათენებულა. ნეტავ ბექა სად არის? გარეთ გავდივარ და დივანზე ჩამომჯდარ თვალებდაწითლებულ ბექას ვაწყდები რომელიც კვლავ გაბრაზებულია
-რატომ არ უთხარი არავის სად მიდიოდი?
-რა შენი საქმეა!
-ნია! თავს ძლივს ვიკავებ რომ არ გიყვირო. წარმოგიდეგენია როგორ ვინერვიულე?
-წარმომიდგენია.
-მერე რატომ წახვედი! გსიამოვნებს ჩემი წამება?
უკვე ყვირის რაც მაფრთხობს. უკან ვიხევ და ვიბუზები
-თუ ჩემი წამება მოგწონს კარგად გამოგდის
-ბოდიში
-ანუ ბოდიში არა?!
-აბა სხვა რა ვქნა? მაპატიე რომ ოჯახი ვანერვიულე
-შენ არ გესმის არა? კინაღამ შევიშალე სახლში რომ არ დაბრუნდი. იმისთვის არ იხდი ბოდიშს რომ გუშინდელი დღე და საერთოდ მთელი კვირაა შეშლილი დავდივარ? შენ შემშალე, შენმა სიყვარულმა. ვერ ვიძინებ გესმის? რომ ვიცი ჩემს გვერდით ხარ და თან ასე შორს ჩემგან. მინდა შენს ოთახში გამოვიდე და შენზე ჩახუტებულმა დავიძინო მინდა გგრძნობდე.
ხმას ვერ ვიღებ უბრალოდ ველოდები ახლა რა მოხდება.
-ღმერთო!აღარ შემიძლია!
ჩემსკენ მოიწევს და ტუჩებზე მაცხრება. ღმერთო! ეს ხომ მარაზმია. რატომ მაწვალებს. სუნთქვა მეკვრის მაგრამ მის გაშვება არ მინდა. ხარბად კოცნის ჩემს ტუჩებს და ვერ მე ვუწევ წინააღმდეგობას. კედელზე ვაყუდებ და ფეხის წვერებზე აწეული კოცნას იქამდე არ ვწყვეტ სანამ ჰაერი არ მელევა ფილტვებში. მთელი ძალით ვეკვრი და მის სურნელს ხარბად ვისრუტავ არ მინდა დამავიწყდეს.
-ერთ დღესაც ბოლოს მომიღებ ნია
-შენ დამასწარი
-ნუთუ?
მეშინია იმის რასაც ახლა ვიტყვი. ანდა ვთქვა? უნდა ვთქვა თავს ტყუილად ვაწვალებ და მასაც ჩემთან ერთად. ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს, დედამიწაზე ჯოჯოხეთს ვუწყობ. უნდა შევწყვიტო.
-ის ადამიანი ხარ მუდამ ჩემს სიზმრებში რომაა, ის ადამიანი რომელიც ყოველთვის მოულოდნელობით არის სავსე ის ხარ ვინც თავგზას მიბნევს და გულს მიჩქარებს. შენთან ერთად პულსს ვერ ვირეგულირებ სუნთქვა მიხშირდება და ხელის გულები მიოფლიანდება. ვერც ჩემს გულს და სხეულს ვიმორჩილებ შენთან ყოფნისას. როცა შენთან ერთად ვარ თითქოს სავსე ვარ. თითქოს მავსებ და ერთ პიროვნებად მადგენ. მიყვარხარ ბექა ალბათ სამყაროზე მეტად მიყვარხარ.
ახლა მას უვარდება ენა. სადღაც ხუთ წუთში ენას იმორჩილებს და სიტყვებს თავს უყრის.
-ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს შენთვის ვვარსებობდი. თითქოს შენთან უფრო ერთიანი ვარ. მიყვარხარ შენ ეს უკვე იცი.
ჩვენს შორის ვნება სქელ დახუთულ ფარდას კიდებს. სუნთქვა მიჭირს ხოლო ბექას ტუჩები სუნთქვაში მეხმარება. ოთახის სიჩუმეს ოხვრა და სიამოვნებით სავსე კვნესა აპობს. სასწრაფოდ ოთახში მივდივართ. ნელი მოძრაობით ვიხდით ზედმეტ ნაჭერს რომელიც ჩვენი სხეულის ქსოვილებს ერთმანეთს შეცნობაში ხელს უშლის და თქვენ თვითონაც ხვდებით იქ რაც ხდება. ზოგი ამას "სიყვარულით დაკავებას" ეძახის რაც ბანალური და არასწორია ეს ერთმანეთის სხეულის შეცნობას და ერთმანეთის შევსებას უფრო ჰგავს. და დიახ არ ვიხდი ამ სექსისთვის ბოდიშს და ვერავინ მაიძულებს თავი დამნაშავედ ვიგრძნო რადგან არ ვარ. ეს მას უნდოდა და რაც მთავარია ეს მეც მინდოდა. ამის მერე ჩვენი სიყვარული არ განელებულა რადგან სიყვარული და ვნება ერთმანეთისგან განსხვავდება ვნება ნელდება ხოლო სიყვარული რჩება.
დილით დაღლილი მაგრამ ბედნიერი ვიღვიძებ თუმცა გამომეტყველება მაშინვე მეცვლება როგორც კი ათობით გამოტოვებულ ზარს ვხედავ ანისგან და რამდენიმე ასეულ მესიჯს. ტელეფონს დამტენზე ვაერთებ.ტანსაცმელს იატაკიდან ვხვეტავ და სააბაზანოში შევდივარ. ვფრთხილობ ბექა არ გავაღვიძო.
სარკიდან ბედნიერი, ლოყებაწითლებული და ყურებამდე შეყვარებული გოგონა შემომყურებს. ცოტა გაწეწილი თუმცა ეს მის ბედნიერ თვალებს ვერ მალავს.
-ძალიან ბედნიერი ვარ!
ვიმეორებ გონებაში ასჯერ გამეორებულს ხმამაღლა და სხვა ეიფორიას ვგრძნობ. მგონი გული დავკარგე... არ დამიკარგავს ბექასთან დავტოვე.
სასწრაფოდ ვდგები დუშის ქვეშ და წყალიც მალევე მაფხიზლებს. ანის უნდა დავურეკო თორემ ალბათ მალე ფედერალებს დაგვაყენებს თავზე. საათნახევრის შემდეგ სააბაზანოდან გამოვრბივარ. ბექას კვლავ სძინავს 'ჩემი ძილისგუდა' დიახ, დიახ 'ჩემი'.
ტელეფონის ბატარეა მთლიანად დატვირთულა. ანის ნომერს კონტაქტებში ვეძებ და ოთახიდან უჩუმრად გავდივარ.
-ალო კარგად ხარ?
ჩამყვირის გამწარებული და შეშინებული.
-კარგად ვარ
-გოგო სულ გაგიჟდი სად დაიკარგე?
საჭიროდ არ ვთვლი გუშინწინდელი ღამის ინციდენტი მოვყვე და ვეუბნები რომ ბიბლიოთეკაში წავედი, ტელეფონი დამიჯდა და ვერავის დავურეკე მერე კი ბექა გამოჩნდადა და ზუსტად არ ვიცი სად წამიყვანა. ანის განაწყენება გაკვირვებით და აღფრთოვანებით იცვლება.
-მანდ ყველაფერი მუქ ფერებშია?
-ხო
-ანუ ბექას სახლშიხართ?
-ალბათ
-მაგარია! აბა კარგი დრო ატარეთ გვრიტებო ხვალ საღამოს მე და რატიც გესტუმრებით ხომ უნდა ავღნიშნოთ
-კარგი რა ხელი ხომ არ უთხოვია რა უნდა ავღნიშნოთ
-დამიჯერე მაგის აღსანიშნავადაც მალე შევიკრიბეთ თუ კიდევ რომელიმე თქვენგანი არ გაჯიუტდა.
სირცხვილისგან ვიწვი. ჯანდაბა რა გამოდის რომ შეიძლება სახლში სადაც ვიზრდებოდი რძლად შევიდე?
ჩაფიქრებული ვდგავარ როცა ბექა უკნიდან მეპარება და მაშინებს.
-შემეშინდა.
-ვიცი ტკბილო
ახლა სირცხვილს კიდევ ერთი ტალღა მივლის გუშინდელი რომ მახსენდება
-წარმოუდგენელია ნია შენში ორი სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს ერთი მორცხვი და მეორე ურცხვი, კარგი გაგებით. როგორღაც ახერხებ და შესანიშნავად უნაცვლებ ერთმანეთს. ჭკუიდან გადაგყავარ!
მთელი დღე შეხმატკბილებულათ ვსაუბრობთ ფილმს ვუყურებთ და ერთმანეთით ტკბობაში გვეძინება ზუსტად ისე როგორც მაშინ ბექამ რომ აღწერა, ერთმანეთზე მიხუტებულებს.

P.S მართლა არ ვიცი როგორ მოგიხადოთ ბოდიში
დიდხანს გალოდინეთ და ღირსი ვარ აღარ წაიკითხოთ მაგრამ იმედი მაქვს ჯერ კიდევ გახსოვთ ეს ისტორია და ელოდით ამ თავს.скачать dle 11.3
მთავარზე დაბრუნება