4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > სანა და ფიზიკოსი (თავი მესამე)

სანა და ფიზიკოსი (თავი მესამე)


18-08-2017, 00:49. ავტორი: ელპინი დღეს 15 მაისია,რაც იმას ნიშნავს რომ სკოლაში კორპორატიული საღამო ეწყობა, სადაც ყველა მასწავლებელი ესწრება და ასევე მოსწავლეები მეცხრე კლასის ზემოთ.როგორ მეზიზღებოდა ეს დღე,არ მიყვარს ხალხმრავლობა,ხმაური და გართობა,მაგრამ იძულებული ვიყავი წავსულიყავი.ამ დღეს სკოლა არ გვიტარდებოდა ხოლმე,მოსამზადებლები ვიყავით წვეულებისთვის და დირექტორიც წელიწადში ამ ერთ დღეს გვჩუქნიდა.დილით ავეგდე,კაბა მქონდა საყიდი არადა მეძინებოდა სასტიკად.ქეთიც შემომივარდა ოთახში
-აეგდე ფეხზე შე რეგვენოზავრო,წვეულებაზე მიდიხარ და კაბა გაქ საყიდი
-მადლობა შეხსენებისთვის,მეც ვიცოდი ეგ
-რა გჭირს გოგო,რა დილიდან იღრინები
-ხო იცი არ მიყვარს იქ წასვლა და ყოველ წელს ერთიდაიგივეს წუწუნი
-ჰე ახლა ახტი და წავიდეთ კაბაზე,იმენა შოკური უნდა იყიდო და დააშტერო ხალხი იქ
-ხოხო ვდგები დამაცადე,გადი და გამოვალ
ავდექი,წყალი გადავივლე,თმა მაღლა ავიწიე,ჯინსის შარვალი,თეთრი მაისური და ბენსიმოსები ჩავიცვი.შიკოს მივყავდით მანქანით სავაჭრო ცენტრამდე,10 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით მე და ქეთი და კაბებს ვათვალიერებდით.იმდენი კაბა მოვისინჯე და არცერთი არ მომეწონა,შემდეგ კონსულტანს დავუძახე
-უკაცრავად,შეგიძლიათ რამე ძალიან სადა კაბა მანახოთ ლურჯი ფერის
-დიახ ახლავე,აი ეს ნახეთ
როგორც კი დავინახე მაშინვე მომეწონა,ლურჯი მუხლს ოდნავ ქვემოთ კაბა იყო,ნახევარმკლავით,არც ძან გამომწვევი იყო და არც უხამსი.მოკლედ ეს კაბა ავიღე,ფეხსაცმელი ვერცხლისფერი ვიყიდე,დაბალ ქუსლზე და შემდეგ სალონისკენ წავედი,თმები გავიშალე და დავისწორე,სალონში მირჩიეს თვითონ კაბასაც მოუხდებაო.სადა მაკიაჟი გავიკეთე და ყველაფერს რომ მოვრჩით შიკოს დავურეკეთ წასაყვანად.საღამოს 5 საათი იყო უკვე,რა დრო გასულა,მე კი მხოლოდ ორი საათი მრჩებოდა მოსამზადებლად,პრინციპში ბევრი საქმე არც არაფერი მქონდა.რო მივედი გადავივლე ისე რომ მაკიაჟი და თმა არ გამფუჭებოდა,მერე ვჭამე და ქეთი მეხმარებოდა კაბის ჩაცმაში.შვიდის ნახევარზე უკვე მზად ვიყავი ყველანაირად,სარკეში რომ ჩავიხედე მეგონა სხვა ალექსანდრა მიყურებდა,გაბიმ გამიყვანა სკოლამდე და ზუსტად შვიდი იყო უკვე,სკოლის კარებთან ვიდექი და შესვლას ვაპირებდი,როცა მკლავზე ხელი მომკიდა ვიღაცამ და უკან შემომაბრუნა.ალექსანდრე რომ დავინახე ლამის ბინდი გადამეკრა თვალებზე ისეთი სიმპატიური იყო,როგორ უხდებოდა სმოკინგი
-გამარჯობა ალექსანდრა
-გაგიმარჯოს პატივცემულო
-ძალიან ლამაზად გამოიყურები
-გმადლობთ თქვენც
-კარგი,წამოდი შევიდეთ
ერთად რომ შევედით ყველა გაოცებული მოგვშტერებოდა,ვერ გამეგო რატო,ვითომ აქამდე არ ვენახეთ და პირველად გვიყურებდნენ
-ალექსანდრა რატო გვიყურებს ეს საზოგადოება ასეთი თვალებით ლამისაა შეგვჭამონ
-არვიცი პატივცემულო,მეც ეგ კითხვა გამიჩნდა
-კარგი,მიდი ახლა შენს მეგობრებთან და მეც ჩემს კოლეგებთან მივალ
-დროებით პატივცემულო
მთელი საღამო ვგრძნობდი ალექსანდრეს მზერას,მაბნევდა და ვერც მე ვტოვებდი უყურადღებოდ.მიღიმოდა ჩემი ღიმილით,ხო მას უკვე ჩემი დავარქვი,მომწონდა ალექსანდრესთან ყოფნა,არ ვიცი რა იყო ეს,მაგრამ მის მიმართ სიმპატიებს ვგრძნობდი,მისი მწვანე თვალები მიყვარდა,მისი ღიმილი,ყველაფერი მიყვარდა ალექსანდრესი.მემგონი ჩემი ყველაზე აუტანელი საგნის-ფიზიკის მასწავლებელი მიყვარდებოდა,ალბათ ალექსი არც ფიქრობდა ჩემზე.როგორც მოსწავლე მხოლოდ ისე აღმიქვამდა,არ მომწონდა ეს მდგომარეობა.ის ისეთი კარგი იყო,უბრალოდ შეუძლებელია რომ არ შეგყვარებოდა.

წვეულებაზე მარიამი რომ დავინახე,გავოგნდი
-მარიამ,შენ აქ?
-ალექსანდრა,როგორ გამიხარდა შენი ნახვა
-არ მითხრა,რომ მე და შენ ერთიდაიგივე სკოლაში ვსწავლობთ და აქამდე არ დამინახიხარ დერეფანში მაინც
-არა არა,ახალი გადმოსული ვარ აქეთ
-ძალიან კარგი გამიხარდა საყვარელო,ნუცა როგორაა?
-მიშლის ნერვებს და არის
-ვუიმე,საყვარელი ეგ
ცოტა კიდევ ვისაუბრეთ,მსიამოვნებდა ამ გოგოსთან საუბარი,პირველივე ნახვის დროს კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე,მართალია მისმა დამ არ დამინდო და ერთად გავიშხლართეთ,მაგრამ ეგ არაფერი.ასე მეგონა ჩემი და იყო მარიამი,თვალები უბრწყინავდა სულ,ისეთი საყვარელი იყო,პირველად გამიჩნდა ვინმესთან მეგობრობის სურვილი და ნდობა.დავემშვიდობე მარიამს და კლასელებისკენ გავწიე,ისეთი ხმაური იყო სხვაგან მომინდა გასვლა,ვიდექი აივანზე და თბილისს ვუყურებდი.
-ალექსანდრა ხო არმოგწყინდა?
ალექსი ისე მოულოდნელად დამადგა თავზე,ლამის გული გამიხეთქა
-უბრალოდ ხმაური იყო,მე კი ხმაურს ვერ ვიტან,თქვენ რამ შეგაწუხათ პატივცემულო?
-დაგინახე რომ გამოდიოდი და მეც შენს გვერდით ყოფნა მინდოდა
-ოჰოო რა პატივი მაქვს პატივცემულო
-ალექსანდრა ვხედავ რომ დიდად მოხიბლული არ ხარ ამ სიტუაციით,ამიტო ჯობია გავიდე და ისევ მარტო დაგტოვო.
მინდოდა მეთქვა დარჩი მეთქი მაგრამ ვერ გავბედე,არადა ჰაერივით მჭირდებოდა მისი ახლოს ყოფნა,ღმერთო რა მემართება,რატო ვარ მასზე ასე მიჯაჭვული.შებრუნდა და დინჯი ნაბიჯებით წავიდა.ვიცოდი ნაწყენი იყო ჩემზე,მაგრამ რას გავაწყობდი,ვერ გავბედე მისთვის რამის თქმა.გაბის ვურეკავდი,რომ წავეყვანე და ისიც 10 წუთში უკვე ადგილზე იყო
"გამო სანა მოვედი"
"ხო აი მოვდივარ უკვე"
გზაში ალექსანდრეს შევეჩეხე,არ მომწონდა მისი თვალები,სევდიანი ჰქონდა.მარიამი მოვძებნე და შევთავაზე წამოსულიყო ჩემთან ერთად,მაინც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა.
-მარიამ,მივდივარ მე და წამოდი შენც თუ გინდა
-ვაიმე სანდრა შენ თუ მაგ სიკეთეს გააკეთებ და ამ ჯოჯოხეთს მომაცილებ,შენი ფასი არავინ მეყოლება
-წამო წამო,დეიდაშვილი მელოდება გარეთ
გაბიმ მარიამი რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა და გაუბრწყინდა,მაგრამ ეს მე შევამჩნიე,მარიამს მისთვის წესიერად არც შეუხედავს,მაგრამ მე რას გამომაპარებდა.დავინახე მარიამსაც როგორ გაუბრწყინდა თვალები,უკვე ვიცნობდი ამ გოგოს და მიყვარდა.
-აბა წავედით გოგოებო
-მარიამ სად ცხოვრობ შენ?
-თქვენი კორპუსის წინა კორპუსში
-ამმ,კარგი მაშინ
გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია,ვხედავდი როგორ დაჟინებით უყურებდა შიკო მარიამს სარკეში,მარიამი კი ხანდახან გამოხედავდა და გაუღიმებდა.რა საყვარელი იყო მაინც ეს გოგო.10წუთში უკვე კორპუსთან ვიყავი,მარიამს დავემშვიდობეთ მე და შიკო და მისიკვდილებული ავედი სახლში.ქეთის მოვუყევი ამბები და მერე ოთახში გავედი,აბაზანაში დიდხანს დავყავი,საღამურებს ვიცმევდი შეტყობინება რომ მომივიდა ტელეფონზე.გული მიგრძნობდა,რომ ალექსანდრე იყო
"ჩემს დაუმშვიდობებლად წახვედი"
"ვიცი"
"ალექსანდრა რატო მეუხეშები?რამე მივქარე შენთან?"
"არა პატივცემულო,რას ამბობთ მე უბრალოდ არ მინდა,უბრალოდ ასე ხდება"
"ჩამოხვალ ძირს ცოტახნით?"
"იცით,დაწოლას ვაპირებდი"
"სანდრა გთხოვ"
"კარგი,მოვდივარ"
საღამურებით ჩავედი ქვემოთ,გაბოს და ქეთის ვუთხარი ალექსანდრემ მომაკითხა და ცოტა ხნით ჩავალთქო.
მანქანაზე მიყუდებული იდგა და სიგარეტს ეწეოდა,ახლაც სიმპატიური მეჩვენა
-გისმენ პატივცემულო რა გნებავთ
-სანდრა რას ფიქრობ მე და შენ ერთად ანუ ჩვენ წარმოგიდგენია?
-არ ვიცი პატივცემულო
-სანდრა უბრალოდ ალექსი დამიძახე ან ალექსანდრე
-სანდრა შეიძლება ამას ახლა არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ უკვე აღარ შემიძლია.არ ვიცი რა მჭირს,მაგრამ შენს სიახლოვეს რო ვარ გული მიჩქარდება,შენი გაღიმება ყველაფერს მირჩევნია,შენი თვალები მიყვარს,ალექსანდრა მემგონი შემიყვარდი.არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ ის ვიცი,რომ ასე მალე გავგიჟდები.სანდრა მითხარი რამე სანამ ჭკუიდან შევიშალე
-მე..მე არ ვიცი სანდრო,დრო მჭირდება.რას ფიქრობ რას იტყვიან ჩვენზე მასწავლებელი და მოსწავლე ერთად,შენი აზრით ამას კარგად შეხვდებიან?
-სანდრა სხვისი აზრი ფეხებზე ,მთავარია ჩვენ გვქონდეს ყველაფერი კარგად
-სანდრო,მაპატიე მაგრამ ასე უცებ ვერაფერს გეტყვი,დრო მჭირდება
-კარგი სანდრა როგორც შენ გინდა,მე დაგელოდები
-მადლობა სანდრო
-მიდი ახლა სახლში ადი,თორე გამიცივდები
-დროებით სანდრო,ხვალამდე.
მოვიდა შუბლზე მაკოცა,თვალი ჩამიკრა და ჩემი ღიმილით გამიღიმა
-დროებით სანდრა
სახლში დადებილებული ავედი,ვფიქრობდი რაუნდა მექნა მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე,მერე ქეთისთან შევედი ოთახში და მის ლოგინზე წამოვწექი
-ქეთ,არ ვიცი რავქნა,მითხრა რომ ვუყვარვარ,მაგრამ მე დრო მჭირდება.არ ვიცი ჯერ მიყვარს თუ არა,მაგრამ უკვე მენატრება.არ მიყვარს მისგან შორს ყოფნა,მინდა სულ ჩემთან იყოს,სულ მე მიყურებდეს,სულ მე მიღიმოდეს
-გიყვარს სანა,ერთს გეტყვი,ზღვარი თქვენს შორის ის არ აღმოჩნდეს,რომ სანდრო მასწავლებელია,შენ კი მოსწავლე.სიყვარული მოსწავლე-მასწავლებელს შორისაცაა და თქვენ არ ხართ პირველები.დაფიქრი და შენით მიხვდები რაუნდა ქნა.
ცოტა კიდე ვილაპარაკეთ მე და ქეთიმ,მერე ჩამეძინა.დილით რომ გავიღვიძე 8 საათი იყო ჯერ.ავდექი,მოვიწესრიგე თავი და საუზმეს ვამზადებდი და-ძმა ერთად რო გამოვიდნენ ოთახებიდან
-მოით მოით გავამზადე საუზმე ბღარებო
-აუ სანა ვჭედავ შენზე
-უიმეე შენ ძმაო საჭმელი გიხსენონ და პირი დაღებული გაქ უკვე
-ნუ ფრთხი ჩიტო
-ჰე ახლა დასხედით გაცივდა ყველაფერი
-აუ ქეთი ამ კარაქიან პურებს თავში გირტყამ ახლა,ამხელა გოგო რით ვერ გადაეჩვიე კიდე
-კაი რა ძამიკო,ხო იცი როგორ მიყვარხარ
-გაჩერდით თორე ჩამომვარდა ობოლი ცრემლი
-შენც კაი გველი ხარ სანა
-აბა გაბო აღიარე ახლა,რომ მარიამი მოგეწონა
გაბოს ჩაი გადასცდა და ხველება აუტყდა
-რა?მე მარიამი?არა,რას ამბობ
-კაი რა გაბო,მე მაინც არ გიცნობდე,როგორ მატყუებ არ გცხვენია?კარგად ვხედავდი რა თვალებითაც უყურებდი
-ოო,სანა კარგი ხო,მომეწონა.რაა მერე?
-არაფერი აიი ჯაან გიჟობა წყვილი ხართ
-ჯერ არ ვართ,ვიქნებით მალე,აი ნახავ თუარ დავახვიო თავბრუ მაგ შენს დაქალს
-ოკიი დოკიი,კაი წავედი ახლა მე სკოლაში უნდა გავიქცე,თქვენ რაც გინდათ ის ქენით,რა გენაღვლებათ სკოლა დამთავრებული გაქვთ ორივეს.მთავარია სახლი გადამწვარი არ დამახვედროთ,აბა პაკებიი
კორპუსიდან გავდიოდი მარიამი რო დავინახე და მისკენ წავედი
-დილამშვიდობის მარიამ,სკოლაში მოდიხარ ხო?
-დილამშვიდობის, კი კი
-ხოდა წავედით
ხელკავი გამოვდე და ასე მივდიოდით
-აბა ქალბატონო აღიარე,რომ გაბო მოგეწონა
-რას ამბობ სანდრა,მე ის?არა,რა სისულელეა
-უფფ საერთოდ,კარგად დავინახე როგორაც უყურებდი,ვერაფერს გამომაპარებ აწ უკვე დაქალო,ბევრი გვაქვს სალაპარაკო
-კარგი ხო,გნებდები.ის ისეთი საყვარელია,როგორ შეიძლება არ მოგეწონოს,პირველივე ნახვაზე დამაშტერა,თავიდან არ ამომდის
-იესს,არის აბა რძალო მომიყევი შენზე რაღაცეები
-სანდრა რა რძალო,ხო არ გაგიჟდი შენ
-არა რათქმაუნდა
ვისაუბრეთ მე და მარიამმა,ბევრი რამე მომიყვა და მეც მოვუყევი ყველაფერი,მათ შორის ალექსანდრეზეც და გაგიჟდა ისე გაუხარდა.უკვე მებოდებოდა ამ გოგოზე,ასე ადვილად ნდობა და მეგობრობის სურვილი არავისთან გამჩენია.ამასობაში სკოლაში მივედით,მე ჩემი კლასისკენ წავედი და დავემშვიდობე მარიამს.პირველი ფიზიკა მქონდა,კლასში რომ შევედი არავინ იყო გარდა ალექსანდრესი,გამარჯობათქო ვუთხარი და ჩემი მერხისკენ წავედი.ამასობაში სხვა ბავშვებიც შემოვიდნენ კლასში და ალექსანდრემ დაიწყო გაკვეთილის ახსნა,45 წუთი ისე გავიდა მის თვალიერებაში არც გამიგია.იმ დღემ ჯოჯოხეთურად ჩაიარა,ყველაზე საშინელი გაკვეთილები მქონდა და როგორც იქნა დაადგა საშველი დამთავრებას.სკოლიდან გავდიოდი გაბო,რომ დავინახე მანქანაზე მიყრდნობილი და მისკენ წავედი.ამ დროს ალექსანდრეც გამოვიდა სკოლიდან.გაბოს ვაკოცე,ჩავეხუტე და დავინახე ალექსის სახე,ლამის ადგილზე მოვკვდი,გაბრაზებული სახით მიდიოდა მისი მანქანისკენ და მეც შიკოს მანქანაში ჩავჯექი.შეტყობინებაც მომივიდა ამდროს
"სანდრა ვინაა ეგ ბიჭი მითხარი თუ არ გინდა ახლავე გადავხსნა ნაწლავებში"
"ჩემი შეყვარებული"
"გოგო გინდა შემომაკვდე?დროზე მითხარი ვინაა"
"კარგი ხო რაიყო,დეიდაშვილია ჩემი"
"მერე არ შეგეძლო თავიდანვე ეგრე რომ გეთქვა"
"მაპატიე"
"კარგი ხო,არაუშავს,მიდი ჭკვიანად"
აღარაფერი მიმიწერია მერე,ის დღე უაზროდ გავიდა,სოფომ დამირეკა და მითხრა არ მცალიაო და იმდენი ბოდიშები მიხადა შემრცხვა,შესაბამისად დღეს მათემატიკაც მიცდებოდა და რადგან პარასკევიც იყო თავისუფალი ვიყავი.საღამოს ალექსანდრეს შეტყობინება მომივიდა ალბათ 7 იქნებოდა
"მოემზადე ერთ საათში გამოგივლი სადღაც მიმყავხარ"
"კი მაგრამ ალექსანდრე სად?"
"ნუ მეკითხები ამდენს,8-ზე მზად იყავი"
"კარგი ხო"
არ ვიცოდი რა ჩამეცვა,გამოვჩიჩქნე მთელი კარადა და ბოლოს ვერცხლისფერი კაბა ვიპოვე მუხლს ზემოთ და ვერცხლისფერი ფეხსაცმელიც,მოკლე კლაჩი დავიკავე და ზუსტად 8 იყო ალექსანდრემ რომ მომწერა "ჩამოდი ქვემოთ გელოდები"скачать dle 11.3
მთავარზე დაბრუნება