4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > დასასრულის დასაწყისი ნაწილი 5

დასასრულის დასაწყისი ნაწილი 5


5-02-2018, 21:15. ავტორი: GodeMarr ზამთრის პირზე ძალიან ლამაზია გურია ,ლამაზია მისი დიდი თუ პატარა სოფლებით. ჩემი სახლის ეზოდან გადავყურებ უკიდეგანო მთებს ,რომლებიც ნისლშია გახვეული ,სადაც ნისლი ვერ წვდება იქ გადაპენტილია თოვლით . სიცივემ მსძლია და სახლში შესვლა გადავწყვიტე.ჩემი სოფლის სახლი პატარაა მაგრამ ძალიან მყუდრო .ყოველთვის ძალიან მომწონდა იგი ,მხოლოდ იმიტომ ,რომ ბავშვობიდანვე მახსოვს თუ ,როგორ ვხალისობდი მის დიდ და მწვანე ეზოში შემდეგ ,როგორ დამიძახებდა ბებო და ცხელ ცხელ ხაჭაპურებს შევექცეოდი ახლა კი თითქოს ეს ყველაფერი დიიდ ოცნებად იქცა ,რომელსაც ვეღარასდროს აღვისრულებ.სახლში გათოშილი შევედი მაშინვე მადუღარა დავდგი ამ მომენტში ცხელი ყავა ჩემთვის მისწრება იყო. სანამ წყალი ადუღდება აივანზე გავედი ცივი ჰაერი უსიამოვნოდ ეხეთქება ჩემს კანს და ყოველ უჯრედს მიყინავს თუმცა მაინც ვდგავარ ,რადგან ამ ყოველივეთი სიმშვიდეს ვპოვებ. საათზე დავიხედე საბა წუთი წუთზე უნდა გამოჩნდეს მას კი ქალაქიდან ახალი ამბავი აქვს მოსატანი ასევე საქმის დეტალები. სოფელი თავის მხრივ საკმაოდ მშვიდია მაცხოვრებელი ერთი ოროლა თუა ამიტომ რთულია მოიძიო სოფელზე რაიმე ინფორმაცია უმრავლესობისათვის იგი არც კი არსებობს,ამიტომ შესანიშნავია ადგილია დასამალად და განსატვირთავად . მანქანის ღმუილმა სოფელში მშვიდი გარემო დაარღვია რათქმაუნდა მივხვდი ,რომ საბა იქნებოდა და შესასვლელისკენ ავიღე გეზი საბას სულ შავები ეცვა და შავი სათვალე ეკეთა გადავეხვიე დიდი ხნის უნახავ მეგობარს და სახლისკენ გავუძეხი. -იმედია აქაც არ დაიწყე რამის გაფუჭება სერიოზული ხმით მეკითხება საბა -პირიქით კარგად ვგრძნობ თავს ,მაგრამ მაინც ქალაქისკენ მომიწევს გული -ლუკა ჯერ ადრეა სანამ ყველაფერი არ დასრულდება -თავისთავად ,მაგრამ ნახევარი წელიწადი ცოტა დრო არ არის ნაწყენი ხმით ვთქვი და სახლის კიბეებს ავხედე -შემოდი საბა დამყვა თხოვნაზე და ნელა ამოუყვა კიბეებს შემდეგ აივანზე გაჩერდა და სახლში შეაბიჯა -სამოთხეა დიდი ხნის დუმილის შემდეგ თქვა მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ბუხარში დანთებულ ცეცხლს დავუწყე ყურება -რა ხდება ქალაქში რა სიტუაციაა ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი საბამ ერთიღა ამოისუნთქა და დაიწყო -იმის მერე რაც ორგანიზაციის მთავარი მეწილე სიკვდილს გადაურჩა გამკაცრებულია კონტროლი.ძებნილი ხარ ისევ მაგრამ რამდენიმე დღეში ილიანოროვი შენს დანაშაულების ისტორიას წაშლი ნუ რათქმაუნდა დიდი თანხა დაჭირდება ამ ყველაფერს... დაასრულა საბამ და მე გამომხედა პასუხიც არ დავაყოვნე -ჯობია ეხლა გავიღოთ მეტი ვიდრე შემდეგ უფრო მეტი პრობლემები გამოიწვიოს ამ ყველაფერმა რამდენ დღეში შევძლებ ქალაქში დაბრუნებას ? -1კვირა არის მაქსიმალური დრო და შენ ახალ ცხოვრებას დაიწყებ გასაგებია ,რომ გსურს წილის გაყიდვა კომპანიიდან ,მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი დაწყებულია და რამდენიმე პროცენტი მაინც დაგრჩება რათა თვიდან თვემდე თავი გაიტანო შემდეგ უკვე შენი ნებაა რაც გინდა ის ქენი ... -დაკრძალეთ უკვე ? საბა ამ კითხვას ელოდა მაგრამ მაინც შეეტყო სახეცვლილება -მოდი სხვა საკითხზე ვისაუბროთ -საბა პატარაობიდან გიცნობ და ვიცი როდის მატყუებ. სიმართლე მითხარი ვთხოვე და ძალა მოვიკრიბე იმისთვის ,რომ სიმართლე გამეგო საბამ თავი დახარა და სიტყვის თქმამდე ნერწყვი ძვლივს გადაყლაპა -გაქრა პირი ღია დამრჩა არ ვიცოდი რა მესმოდა,მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი პირველი გრძნობა ბრაზი იყო ,მაგრამ მალევე გადამიარა და საბას მივუბრუნდი -როგორ თუ გაქრა ? -აი ასე მარტივად ,როდესაც ჩვენ დამნაშავეებს გავყევით და თაკოს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდნენ საავადმყოფოში მისვლამდე გაქრა,კლინიკა არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს და დუმს. ამოიხვნეშა საბამ ადგა და ოთახში სიარულს მოყვა თითქოს ერთ ადგილზე გავიყინე ვერ წარმომედგინა ის ყველაფერი რასაც საბა ამბობდა.
-ეხლა სად არის იციან ?
-ეგ რო ვიცოდეთ აქამდე ხო ვიპოვიდით ლუკა ძალიან გთხოვ ვიცი რაც გაიფიქრე და რატომღაც მგონია ,რომ სიმართლისგან ზედმეტად შორსაა თაკო გარდაიცვალა და ამით ყველაფერი დასრულდა თქვა საბამ ჭიკა ვისკით შეავსო და ერთიანად გადაკრა
-საბა ხო იცი ვერ მივცემ ვერავის უფლებას ,რომ თუნდაც გარდაცვლილი თაკო ჰყავდეთ ამით მის სულს პატივს არ სცემენ . ჰორიზონტზე გავიხედე და ყველა ის მოგონება რაც თაკოსთან მაკავშრებდა გამახსენდა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დავამატე
-ვერ დავთმობ ,არც უკან დავიხევ ნაძალადევად გავუღიმე საბას ,რომელიც ჩაფიქრებულიყო თავისთავად ვიცოდით ,რომ ეს ყველაფერი უბრალო მახე იყო რითაც მიგვიტყუებდნენ ,მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვრჩებოდა.
-ქალაქში უნდა დავბრუნდე რამდენ დღეში გელოდო ? დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ მითხრა საბამ
-მალე საბუშ მალე
საბამ პიჯაკი მოიცვა გასასვლელად მოემზადა ვისკის ბოლო ჭიკაც დალია და ის ის იყო უნდა გასულიყო.
-საბა იარაღი დამიტოვე
საბას გაუკვირდა ჩემი ეს საქციელი თუმცა მორჩილად ამოიღო ჯიბიდან ძველი მოდელის ბერეტა და მაგიდაზე დადო
-მშვიდობით ძმაო ქალაქში გნახავ მითხრა და გავიდა
თვალი გავაყოლე საბას სილუეტს და მოვეშვი ყავა მოვსვი და ყველაფერის გაანალიზება დავიწყე.ვიცოდი,რომ ქალაქში კრიტიკული სიტუაცია იყო ისიც ვიცოდი,რომ თაკო ოჯახმა ნახა,მაგრამ საბას მონათხრობი და ნამდვილი ფაქტი არაიდენტურია . საბამ საიდან იცოდა ილიანოროვი ან როგორ გავიდა ამ ადამიანზე ყველაფერი ზედმეტად საეჭვოა.არ ვიცი რატომ .მაგარამ სურვილი მაქვს ბიჭებს შევეხმიანო აქამდე მხოლოდ საბა გამოდიოდა კონტაქტზე ძალიან ბევრი ეჭვი გამიჩნდა ამ პატარა საქმიდან ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ბიჭებს სცოდნოდათ სადაც ვიყავი რათა შემდგომში რაიმე ისე არ მომხდარიყო როგორც მე არ მინდოდა.
ზუმერის შემდეგ გიორგის ხმა გავიგე
-გისმენთ
-ლოკაციას მოგწერ მჭირდებით
-კარგი
გიორგი ადვილად მიხვდა საქმის მდგომარეობას და სავარაუდოდ სხვა ბიჭებს ეხმიანებოდა,არაფერი ვიცოდი ,მხოლოდ ვხვდებოდი ,რომ მძიმე ღამე გველოდა...
X X X
მზე ნელა ჩადიოდა ცას ვარდისფერი გადაკვროდა უკვე ველოდი ნებისმიერ აქტივობას,ვიცოდი ,რომ რაღაც ისე ვერ იყო ვერანდაზე დავჯექი და სიგარეტის მოწევა დავიწყე ერთ მომენტში დავინტერესდი თუ რამდენი ტყვია იდო იარაღში მჭიდი თავისუფლად გამოსრიალდა იარაღის ბუდიდან შვიდად შვიდი ტყვია თან მეცინება თან არ მაქ სასაცილოდ საქმე ფრაზა გამახსენდა კუკარაჩადან ,,შვიდი ტყვია ესროლა ინგამ მურტალოს სასამართლო დარბაზში და შვიდივე ააცილა’’ იმედს ვიტოვებ,რომ არც მე ვიქნები ინგა და არც რომელი მათგანი მურტალო ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ვერანდის დაბლა ბაღიდან ფეხის ხმა შემომესმა ყურადღება გავამახვილე ,მაგრამ წამოდგომას არ ვაპირებდი ვიცოდი ,რომ ერთი მოძრაობა და შესაძლოა მართლაც კუკარაჩასავით დამესრულებინა. შებინდების იყო ხმა გაძლიერდა ვხვდებოდი ,რომ 20 ოდე მეტრში ვიღაც იდგა სიგარეტს ისევ წყნარად ვეწეოდი და ვცდილობდი ყურადღება ხმებზე გადამეტანა ფრთხილად ვათვალიერებდი ეზოს შემოგარენს როცა ერთ მხარეს ადამიანის მხარი შევნიშნე ნელი მოძრაობით გავასწორე სამიზნე და ცეცხლი გავხსენი აშკარად არცერთი მათგანი არ ელოდა ამას დაჭრილმა ამოიგმინა და იქვე წაიქცა საპასუხოდ ტყვიების წვიმა წამოვიდა ოთახიდან ოთახში გავდიოდი ვხვდებოდი ,რომ სახლი ალყაში იყო . სიფრთხილე მართებდა ზუსტად ამ დროს ძალიან დიდი ძრავის ხმა მომესმა რომელიც ტყვიების ხმასაც ფარავდა ეზოში დიდი ზომის მანქანა დიდი სიჩქარით შემოვიდა მისმა გამოჩენამ თავდამსხმელებიც დააბნია დრო ვიხელთე და წამით გავხედე მანქანას სადაც გიორგის მოვკარი თვალი მის გვერდით კი საბა იჯდა.შეგულიანებულმა შეტევა დავიწყე ტყვიებს უმიზნოდ ვისროდი დაბნეული თავდამსხმელები ვერ ხვდებოდნენ სად ვიყავი წამის მეასედში მანქანაში აღმოვჩნდი ,როცა ერთ -ერთი მეტოქის გასროლილი ტყვია ფანჯარას მოხვდა და ჩალეწა გიორგიმ სწრაფად დაძრა მანქანა რამდენიმე მანევრი და ჩამოვიტოვეთ ყველა და ყველაფერი
-დანარჩენები სად არიან ?
-დაბლა ზურგს გვიმაგრებენ ,როგორც ჩანს ვაჩესთვის შენი თავი ძალიან ღირებულია მთელი ბატალიონია აქ მითხრა გიორგიმ მკაცრი მხრით
-ჭრილობა ,როგორ აქვს ნეტა
-რა ჭრილობა სულ გაგიჟდით გავიდეთ აქედან და მერე იჭორავეთ თქვენის ნებართვით თქვა საბამ და ღვედი შეიკრა მართლაც ჩვენი ბიჭები გზას აკონტროლებდნენ როგორც კი ჩვენი მანქანა შენიშნეს სწრაფადვე დაიძრენ,როგორც კი მიხვდით რომ სამშვიდობოზე ვიყავით მანქანები გადავაყენეთ
სათითაოდ ყველას ჩავეხუტე მონატრებულები ვიყავით ერთმანეთის იმ დიდი საქმის შემდეგ ყველა ცალ-ცალკე გავედით ქალაქიდან მხოლოდ საბა იყო ქალაქში და ისიც ყველას გვაკითხავდა
-კარგით წავედით თბილისის შესასვლელთან არის ადგილი გამზადებული ახლობლები არიან და არ იქნება არანაირი პრობლემა თქვა საბამ და მანქანისკენ დაიძრა
-კარგი იქ შევხვდებით
ყველანი მანქანებში ჩავჯექით და დავიძარით საბას მაინც ეჭვის თვალით ვუყურებდი ეს მანაც შენიშნა
-ასე რატო მიყურებ ?
-ყველაფერი უნდა მომიყვე ,რომ შენი ნდობა ისევ შევძლო
-ყველაფერი უნდა დაიჯერო
-გისმენ წინ დიდი გზაა
-კარგი როცა თქვენ ქალაქიდან გახვედით ერთადერთი მე ვიყავი ვინც არც საქმეში იყო და არც არავინ იცნობდა შესაბამისად კომპანიაც ჩემ სახელზე იყო ვაჩეს საცავის გაძარცვის შემდეგ ამ ფულის დაბანდება იყო საჭირო და ერთ ერთი პატარა ფირმა ვიყიდე რათა ფულის ბრუნვა არსად გამოჩენილიყო აქამდე შენც აქ იყავი ,მაგრამ აჩეს დაჭრის შემდეგ შენც წახვედი ეს თავის პატარა პარტიზანული ხოჭოებით მომდგა იტოქში ოჯახზე დამემუქრა .მე სხვა გზა აღარ მქონდა დარჩენილი მას ,მხოლოდ შენ აინტერესებდი და შესაბამისად დიდი ხანი იგეგმებოდა დღევანდელი ოპერაცია. როცა მე შენთან გამომიშვა მას მთელი ჩვენი საუბარი ესმოდა.არ მეგონა თუ მიხვდებოდი ყველაფერს ,მაგრამ მე უკვე იქ ვიცოდი ,რომ ბიჭები საჭირონი იყვენენ ამიტომ ყველაფერი წინასწარ იგეგმებოდა ჩვენგანაც ოჯახები გაყვანილია ქვეყნიდან ყოველშემთხვევაში იმ დონეზე სადამდეც ვერ ვაჩე მიწვდება და ვერც მისი დამქაშები ვიცი რო ბევრი რამის ღირსი ვარ. თქვა საბამ და თავი დახარა ყველაფერს ვაანალიზებდი როცა გიორგის თხოვა
-გიო მანქანა გამიჩერე თქვენ ჩემთან არაფერი გესაქმებათ გთხოვთ აქ დამტოვეთ
-აუუ დაყენდი რა არ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა შენ სააბოლოოდ ყველა გადაგვარჩინე და ყველას ერთგულება დაგვიმტკიცე იმედი მაქ შენს ოჯახს ვეღარავინ შეეხება
-ვეღარასდროს ყველაფერი მზადაა დასკვნითი ეტაპისთვის მათ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია გარდა
-თაკოსი ვთქვი საბა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია
მანქანა ნელა მიდიოდა გზაზე და მთვარის შუქს ირეკლავდა არ ჰქონდა მნიშვნელობა რა მოხდებოდა ყველამ ვიცოდით.რომ ერთმანეთს არ დავტოვებდით და თუ ეს არ მოხდებოდა ვერაფერი ვერ გაგვტეხდა.
საბას ტელეფონზე ზარი შემოვიდა
-ხმამაღალზე ჩართე ვუთხარი და გაფაციცებით დავძაბე სმენა
-გისმენთ
-როგორ ხარ ლუკა გამყინავი ხმა ცინიკურიც ყველაფერი ერთმანეთში აირია
-მალე შევხვდებით თქვა ხმამ და გათიშა ....
___________________________________________________________________________
ახალი თავით დაგიბრუნდით ^-^ დიდი ხანი ვფიქრობდი,როგორ გამეგრძელებინა ახალი თავი ძალიან ძალიან მალე იქნება...скачать dle 11.3
მთავარზე დაბრუნება