4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > ღამის აჩრდილი (9თავი)

ღამის აჩრდილი (9თავი)


16-05-2018, 23:11. ავტორი: Girl with pretty smile უკვე ერთი კვირაა ამ საშინელ ადგილას ვარ,საშინელ ადამიანთან ერთად.რომელმაც ფეხში დამჭრა და მაწამებს.საწოლიდანვერ ვინძრევი,ის კი ამით სარგებლობს და ტუჩებს ყელზე ან ჩემ ბაგეებზე ურცხავ დაატარებს.ჩემი კივილი,ტირილი,ყვირილი და შეწინააღმდეგება მას არაფრად მიაჩნია და ხელებს მთელი ძალოთ მიჭერს.ყოველ დღე ამ ყველაფრის გამოვლა უკვე ჩემ თავს მაზიზღებს,მკლავს და მტანჯავს.კისრამდე ტალახში ვეფლობი და ვხვდები,რომ ამ ტალახიდან ვერანაირად დავაღწევ თავს.ჩემი თავი მძილს,რადგან ვერაფერს ვაკეთებ,არ შემიძლია დავიცვა საკუთარი თავი და არც ის გრძნობა რომელიც ერეკლეს მიმართ მაკავშირებს.გული მერევა ყოველი მისი შეხებისას,ტანში უსიამოვნოდ მცრის და მინდა ყველა ის ადგილი გაქრეს სადაც შემეხო,მაგრამ ვიცი,რომ ეს შეუძლეველია.ერეკლეს ახლა მხოლოდ მაშინ ვხედავ როცა თვალებს ვხუჭავ,უკვე იმის იმედიც გაქრა,რომ მოვა და წამიყვას.გაქრა იმედი,რომ მოვა,გულში ჩამიკრავს და მეტყვის-მორჩა ქეთო,მე შენთან ვარო.
აღარ მაქვსიმედი,რომ ისევ ერთად ვიქნებით,მაგრამ ამ ყველაფრის გაფიქრება უფრო მეტ ტკივილს მაყენებს,უფრო მანადგურებს და მსპობს.ამიტომ ისევ კარგზე ვიწყებ ფიქრს და ვაგებ ოცნების კოშკებს.
ვეღარ ვიძინებ,ერეკლეს დანახვა მახარებს,მაგრამ მას საშინელი კოშმარი მოყვება,უკვე მკვდარი ვარ,ეს კი დასასრულია.
-ქალაბტონო,გაიღვიძე-ისევ გაიღო ჭრიალით კარები და გულის რევა მაშინვე გაჩნდა.
-არ მომიახლოვდე-დაკარგული ხმით ვუთხრაი,მაგრამ უფრო ჩურჩულს გაბდა.
-დღეს ჩანაფიქრს ავასრულებ.
-სისულელე არ გააკეთო,არ მომეკარო თორემ…
-თოდემ რა? შენი ერეკლე მოვა და მომკლავს?უკვე მეორე კვირა დაიწყო რაც აქ ხარ,მაგრამ სადაა შენი ერეკლე?გეკითხები?
-აქ ვარ-უცებ მომესმა ბოხი ხმა,თავი სიზმარში მეგონა.იმ ყოველდღიურ კოშმარშო რომელიც ახლა,უეცრად შემობრუნდა და ჩვეულებრივ სიზმრად გადაიქცა,რომლის დასრლებაც არ მინდა.მეშინოდა იმის,რომ ეს ყველაფერი მართლა სიზმარი ყოფილიყო,გამოვფხიზლებულიყავი და ერეკლეც გაქრებოდა,არ მინდოდა.
-შეიძლება არ მოგკლა,მაგრამ სიკვდილს სანატრელს გაგიხდი-მისმა ხმამ მთელ ოთახში დაიგრგვინა და უცებ მიიჭრა ბიჭთან.საყელოში ეცა და ზემოდან მოექცა,ფეხზე ვერ ვდგებოდი,რომ რაიმე მეთქვა.
-ერეკლე შეეშვი გთხოვ,გაანებე,სხვები მიხედავენ-ცრემლები საუბარში მიშლიდნენ ხელს.უცებ კი ოთახში გიგი და აკი შემოვარდნენ.გიგის დანახვამ უფრო ჩამაფიქრა და გაამტკიცა იმის ეჭვი,რომ სიზმარში ვიაყვი.აკი ერეკლეს მივარდა გიგი კი ჩემკენ წამოვიდა,გაკვირვებული ვუმზერდი.ხელები მომხვია და თავზე ფერება დამიწყო,ცრემლები უარესად მომაწვა.
-ჩემო პატარავ,მაპატიე რა…მაპატიე რომ არ შეგირიგდი აქამდე,მაპატიე რომ ასე გექცეოდი.მაპატიე ყველაფერი,უბრალოდ იცოდე ახლა შენთან ვარ,არასდროს დაგტოვებ,არასდროს-ხელები მაგრად მოვხვოე,მთელი ძალით მოვუჭირე და თავი კიდერში ჩავმალე.
-გიგი-დავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე.
-წამოდი,წავიდეთ-ხელში ამიყვანა და სახლიდან გავედით.
-ერეკლე,ერეკლე და აკი-ისევ ამოვიგმინე
-აქ არიან,უკან მოგვყვებიან-მანქანის კარები გამოაღო და უკან ჩამსვა,წამში სირენების ხმა გაისმა,მივხვდი რომ პოლიცია მოვიდა და ოდნავ დავწყნარდი,მაგრამ აქიდან წასვლის სურვილი საშინლად მიპყრობდა.მალე სამივემ დაიკავა ადგილი და მანქანაც დაიძრა,თვალებს მაგრად ვაჭერდი ერთამანეთს,რაღაც არ მაძლევდა იმის უფლებას რომ ერთამენთს დამეშორებია და ირგვლივ ყველაფრისთვის მომევლო თვალი.
ასე თვალებდახუჭულს ჩამეძინა,მაგრამ ერეკლეს ხმამ ისევ მომიყვანა აზრზე.
-ქეთო,გაიღვიძე-თვალები გავახილე და მის სფეროებს შევეჩეხე,მონატრებულ აჩრდილის თვალებს წავაწყდი,მაგრამ რაღაცამ უსიამოვნოდ გამცრა.
-რა ხდება?
-კიოდი ქეთო.
-აღარ შემიძლია,ერეკლე სად ვარ?
-საავადმყოფოში.
-რატომ?
-ფეხში დაჭრილი ხარ,თან ფსიქოლოგს უნდა გაესაუბრო.
-არა,არ მინდა.
-გინდა ქეთო,მაგრამ იცოდე შენთან ვარ-მოვიდა და ჩამეხუტა,მაგრამ ისევ უსიამოვნოდ გამცრა,კოცნა როცა დააპირა თვალწინ ისევ ძველი კადრები წარმომიდგა და უკან გავხტი.
-ერეკლე…მე-ჩურჩული დავიწყე.
-მესმის ქეთო,დრო გჭირდება.
-არ შემიძლია ერეკლე.კოცნისას და შეხებისას სულ ის დამპალი მიდგება თვალწინ.საშინელ ტალახში ვარ,აქედან კი ვერ ამოვალ.საშინელი დაღი დამასვა,ამის მოშორებას კი არ ვიცი რამდენი ხანი დასჭორდება.იცი როგორ მტკივა ერეკლე?ახლა მინდა,რომ ხელები მომხვიო და ისევ შევიგრძნო შენი ტუჩები,მაგრამ არ შემიძლია,ვერ ვშვები გესმის?სულ ის დღეები მიდგება თვალწინ და ვკვდები.
-ქეთო.
-გისმენ.
-მგონი ჯობია პაუზა ავიღოთ-ჩამწყდარი ხმით მითხრა.ვიგრძენი როგორ აჩქარდა გული და როგორ გატყდა თავიდან.
-პაუზა-საშინელი ხმით გავიმეორე-ამის შემდეგ ისევ გაგრძელდება?სამუდამო პაუზა იქნება?
-არასდროს გესმის!არასდროს მიგატოვებ,უბრალოდ ახლა შენთვისაა ასე საჭირო,მალე ისევ ერთად ვიქნებით,გპირდები.
-წადი-დავიჩურჩულე და ისევ დავხუჭე თვალები.
ამ ამბის შემდეგ ერთი კვირა გავიდა,ახლა მშიბლებთან გადავცხოვედი.გიგი გვერდიდან არ მშორდებოდა.ეს მახარებდა,მაგრამ ერეკლეს გახსენებითანავე ყველაფერი მავიწყდებოდა,სიხარულს კი უბედურება ანაცვლებდა.როგორ მინდოდა,რონ ხელი ჩაეკიდა,გულში ჩავეკარი და არასდროს გავეშვი,ამის ნაცვლად კი პაუზა მომთხოვა.მაშინ როცა ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა,მაგრამ მესმის მისი.ამიტომ არაფერს ვამბობ,მაგრამ სხვები ყველაფერს ხვდებიან.
-ქეთო დაელაპარაკე რა-ნათია და თამო არ მეშვებიან და ყოვეკდღე ერთი დააიმავეს მიჩიჩინებენ.
-არა,არ გამოვკეთებულვარ ჯერ.
-მაგას როდის მიხვდები?მასთან უნდა იყო,რომ მიხვდე.
-არ ვიცი,მივხვდები ალბათ.
-ნუ სულელობ რა.
-არ ვსულელობ.
-როდემდე უნდა იყო ასე?
-სანამ ყველაფერი ძველებურად არ გახდება.
-ძვეკებურად აღარაფერი იქნება.
-ვიცი-მათთან საუბარი შევწყვიტე და აივანზე გავედი.ქუჩებს მოვავლე თვალი და მასში მოსიარულე ხალხს,მინდოდა რომ მათგან რომელიმეში მაინც ამომეცნო ერეკლე,თუმცა მოჩვენებები წამში ქრებოდა.ბოლოს ისევ გამახსენდა ჩემი მთვარე და ლოდინი დავიწყე,მეტი არაფერი დამრჩენოდა,ახლა მხოლოდ მასთან საუბარი თუ მიშველიდა.
დიდი ხნით არ მომიწია ლოდინი,მალე გაანათა ჩაბნელებული ქუჩები,ბოლოს კი მე შემომანათა.მონატრებულს თითქოს მომესალმა და თბილად მომიკითხა.
გავუღიმე და ჩუმად დავიწყე მასთან საუბარი,ყველაფერს ვუყვებოდი,მაგრამ ყველაზე დიდ ყურადღებას აჩრდილზე ვამახვილებდი.ღამის აჩრდილზე რომელმაც ამრია და ცხოვრების ახალი ეტაპი დამაწყებია.
იმ აჩრდილზე რომელიც ჩემ ცხო რებაში ერთ ღამეში შემოიჭრა.
ყვეკაფერი მოვუყევი და გული მოვიოხე,მაგრამ მაინც რჩებოდა რაღაც,რაც მკლავდა.
ბოლოს საუბარმაც დამღალა და ოთახში დავბრუნდი,საწოლზე დავეშვი და სიზმრებში გადავეშვი.კოშმარს ახკა სიზმარში ერეკლეს დანახვას ვეძახი.იმ ადამინის დანახვას რონელიც მიყვარს,მაგრამ კოშმარად მიმაჩნია რადგან მტკივა და მეშინია,მგონია რომ მხოლოდ სიზმარში თუ შევძლებ აწი მის ნახვას.ასე გადაიქცა ღამის აჩრდილი ღამის კოშმარად,ყველაზე საყვარელ კოშმარად.
როგორც სხვა დღეების,ეს დღეც არაფრით გამორჩეულად დაიწყო.ვისაუზმე და გიგისთან ერთად დავიწყე საუბარი,შემდეგ კი გოგონებმა იმდენი ქნეს სახლიდან გამიყვანეს.
-ქეთო,აქ ვიღაცაა.
-ვინ?
-გარეთ გელოდება.-ნელა ავდექი და შენობა დავტოვე,წამში მოვკარი ნაცნობ სხეულს თვალი და სწრაფი ნაბიჯებით გავენართე მისკენ,მაგრამ იყო რაღაც მასში შეცვლილი.
-ერეკლე?
-ქეთო გამარჯობა,მე რატი ვარ.
-ერეკლეს ტყუპისცალი-მისი წინადადება მე დავასრულე და გავუღიმე.
-მიხარი რომ მიცნობ.
-რამე მოხდა?
-მინდა ჩემ ძმაზე გესაუბრო.
-მე…მზად არ ვარ.
-კარგი მაში ერთს გეტყვი,დაელაპარაკე თორემ მეც მტკივა-თავი დავუქნიე და შენობაში დავბრუნდი.გოგონებს სახლში წასვლა ვთხოვე,ისინიც დამთანხმდნენ,მაგრამ ახლა იმის გაგონებას ელოდნენ თუ რა მითხრა მან.
სახლში როგორც კი შევედი ოთახში შევიკეტე,ციტახანი იქ გავატარე,შემდეგ კი სახლი დავტოვე.ნელა დავუყევი ქუჩას,მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევი იყო,თუმცა ახლა არაფერი მადარდებდა.
ნელა ავუტევი კიბეებს და კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე,ნაცნობი სურნელი ღრმად შევისუნთქე და მხოლოდ შემდეგ შევხედე მას.მისი მისტიური თვალებკ ჩამქრალი როცა დავინახხე გავშრი,არ მომწონდა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა.
-ქეთო?
-სანამ.რამეს იტყვი უბრალოდ მომისმინე და არ შემაწყვეტინო.
-კარგი.
-როცა მითხარი პაუზა გვჭირდებაო შემეშინდა.მეგონა აღარ დამიბრუნდები,მაგრამ ახლა ვხდები იმაზე მეტად გტკივა ვიდრე მე მეგონა.მინდა რომ ამ მომენტში გვერდით დამიდგე და მომეხმარო,მომეხმარო რომ ეს საშინელება დავძლიო და აღარ დავიტანჯო.ახლა ყველაზე მეტად მჭირდები.გეფიცები არ გატკენ,პირიქით,რაც უფრო ახლოს იქნები მით უფრო მალე გამოვკეთდები.შემდეგ ულ ერთად ვიქნებით.აღარ მინდა პაუზა.ეს ერთი კვირა იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა,მაგრამ ჩემთვის ეს უკვე მესამე კვირაა უშენოდ.მესამე ნაწამები და ტკივილით სავსე კვირა.ჩემთვის ძალიან ბევრია,უჰაეროდ წესიდ ერთი წუთითაც ვერ უძლებენ,მე კი სამი კვირა გავძელი.აღარ შემიძლია ამდენი ტკივილი ერთად,ვიცი ახლა ეგოისტურად ვიქცევი,მაგრამ უნდა დამიბრუნდე.გთხოვ ერეკლე,დამიბრუნდი.-ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა,საშინლად მინდოდა ახლა ჩამეკრა გულში და მისი სურნელი უფრო ღრმად შემეგრძნო.ძნელია მასთან ასე ახლოს და თან ასე შორს ყოფნა.
-ამის შემდეგ,შენი აზრით ამის შემდეგ მე შენი გაშვება შემეძლება.ეს სამი კვირა არც ჩემთვის გამოდგა ადვილი.გამწარებული გეძებდი და იმის შიშით ვიყავი რამე არ მოსვლოდა.ყველა დღე შიშით იწყებოდა და იმედგაცრუებით სრულდებოდა.საშინლად ძნელი იყო უშენობა,მაგრამ ახლა არ იქნება.ახლა მუდამ ერთად ვიქნებით ქეთო.
არასდროს მიგატოვებ,მოგეხმარები და ამ ყველაფერს ერთად დავძლევთ.არ მოგცემ იმის უფლებას რომ უფრო იტანჯო.ვიცოდი,თავიდანვე ვიცოდი რომ რაღაც შეიცვლებოდა და ეს საშინლად არ მომწონდა,მაგრამ ახლა,დღეიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
ქეთო,ცოლად გამომყვები?


შეცდომებისთვის და დაგვიანებისთვსი ბოდიში ^^скачать dle 11.3
მთავარზე დაბრუნება