4Love.Ge - სასიყვარულო საიტი | ლექსი | ისტორია | ჩანახატი | სტატუსი | სურათი > დაბრუნება (6)
4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > დაბრუნება (6)

დაბრუნება (6)


8-06-2018, 10:24. ავტორი: ბიბი მართლაც რომ შემეძლო მეთქვა ჩეთვის ყველაზე უბედური და ბედნიერი ახალი წელიათქო. რამოდენიმე წუთში ყველამ გაიგო ჩემი მომვალი შვილის ამბავი, დეა რის დეა იყო, ყველასთვის რომ არ ემცნო ჩემი ბედნიერი წუთები, გადაავიწყდა ახალი წელი, დალევაც და გართობაც კი. გეგმებს აწყობდნენ ვინ როდის მომეხმარებოდა ბავშვის მოვლაში და ვინ იქნებოდა ნათლია. რაც მთვარია ფიქრობდნენ იმაზე თუ როგორ უნდა მეთქვა ეს ამბავი დავითისთვის. ის ღამე არ გამითევია მეგობრებთან ერთად. ჩაბნელებულ სახლში მარტო ვიჯექი და ვფიქრობდი ჯერ არ მომხდარზე ჯერ არ არსებულზე. მალევე ჩამეძინა, დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა
-გისმენთ
-გილოცავ მომავალო დედიკო
-ლიკა, შენ საიდანღა გაიგე
-დეაა ჩემთან ერთად და ახლა შენსკენ მოვაშურებთ
-კარგი რა, დამასვენეთ ცოტახანი
-ჰო დაგასვენებთ მაგრამ ჯერ დეტალურად მომიყვები ყველაფერს.
-კარგი ჰო მოდით მოდით.
ტელეფონი გავთიშე და ვიყურებოდი უკიდეგანო სივრცეში სადღაც შორს. როგორ უნდა მეთქვა ეს ამბავი დედასთვის, ან დავითისთვის. როგორ უნდა მეცხოვრა. ჩემს ჯერ კიდევ გაუბერავ მუცელს ვეფერებოდი და თან მომვალ დღეებზე ვფიქრობდი. ჯობდა ჩემგან გაეგო დავითს რომ შვილი გვეყოლებოდა. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა რომ ამ ამბისთვის სადმე ყური მოეკრა. მალე მოვიდნენ ლიკა და დეა, ლიკა აღფრთოვანებას ვერ მალავდა თავს დამტრიალებდა, ბევრს ლაპარაკობდნენ ორივე, მალევე მათ ირაკლიც შეუერთდათ და იყო სრული ხმაურიანი ჰარმონია ჩემს სახლში.
-ბავშვბო მაპატიეთ მაგრამ ცოტა თავი მტკივა.
-კარგი რა მარიამ ახალი წელია, თან ბავშვს ელოდები შეიძლება მოწყენილი იჯდე ახლა?-გვერდით მომისკუპდა დეა
-ჰო კარგი კარგი წამოდით წავიდეთ და იცოდე ქალბატონო მარიამ ხვალ საღამო ხანს, ჩემს სახლში არ იქნები დარჭობილი თოვლის ბაბუს ქუდით და შენს ნათლულს არ მოუტან საჩუქარს და იცოდე მტრებად ვიქცევით-სიცილით თქვა ლიკამ და კარისკენ წავიდა.
-მაპატიეთ ბავშვებო, გპირდებით ხვალ გნახავ.
-დავითსაც ნახავ ხვალ ჩემთან და ყველაფერს ეტყვი შეწინააღმდეგება არ გაბედო, ხვალამდე მოიფიქრე ყველაფერი კარგად როგორ უნდა უთხრა ეს ყველაფერი და სიტყვები დაალაგე რა რის მერე უნდა თქვა არ დაიბნე თორმეტი წლის ბავშვივით-ყურში ჩამჩურჩულა ლიკა, სიტყვებს ერთმანეთის მიყოლებით სწრაფად ამბობდა რომ პრეტენზიის სახით რაიმე არ მეთქვა
-კარგი, კარგი.
-თავის არიდება არ გაბედო-სამივენი მაგრად მომეხვივნენ და ყველა თავის გზას გაუდგა. მე კიდევ დავრჩი ცარიელ სახლში შინაგანად სავსე ღიმილნარევი სახით ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში. მთელიდღე მეძინა, ბედობა დღეს ნაშუადღევს გამეღვიძა საათს რო გავხედე, მეგობრის დაკარგვის საშიშროება ვიგრძენი და რა სისწრაფითაც შემეძლო სახლიდან გავიქეცი. მივუყვებოდი ნელა, გადათეთრებულ ქალაქს, თითქმის არავინ დადიოდა ქუჩაში. აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა მანქანები. ნახევარი ქალაქი შეყუჟული იყო მეგობებთან, ნათესავებთან, ოჯახებთან ერთად სახლებში. ნახევარს კი ჯერ კიდევ ეძინათ რადგან წინა ღამეს ბევრი დალიეს. მე მივუყვებოდი აუჩქარებლად ქუჩებს. დაახლოებით ერთი საათის სიარულის შემდეგ მივედი ლიკას სახლამდეც. კარი ბატონმა სიძემ გამიღო
-ოჰ ქალბატონი მომავალი დედაც მოსულა.
-გილოცავ საზიზღარო ახალ წელს, სადაა ჩემი ბიჭი
-ჩემი ბიჭია ის-გამიბღვირა ნიკა.
ჩემს საყვარელ ნათლულს დიდი სათამაშო მანქანა და ბევრი შოკოლადი გულში ჩავახუტე, ისიც ბედნიერი გაიქცა თავის ოთახში.
-სად არის ლიკა
-სამზარეულოში ჭუკჭუკობენ-სამზარეულოში შევედი დეაც იქიყო და ნიკას და ნათიაც.
-ახალ წელს გილოცავთ კიდევ ერთხელ-ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან და რაც შეიძლება თბილი ვიყავი ადამიანების მიმართ
-სანამ ყველა მოვა ჰო უნდა შევთვრეთ ცოტა, ჰო დალევ მარიამ?-მხიარულად ლაპარაკობდა ნათია არ ვიცი რა ფერი ვიყავი მაშინ როცა პირველი ადამიანისთვის მე უნდა მეთქვა თავადრომ მარტოხელა ქალი ფეხმძიმედ ვიყავი, შემრცხვა თავი დავხარე
-არა, მე არ ვსვავ
-კარგი რა, მე შენ მასეთი არ მახსოვხარ
-ფეხმძიმედ ვარ ნათი
ხელში აღებული ბოთლი მაგიდაზევე დაბრუნა და გაოცებული თვალებში მომაშტერდა
-რამე საახალწლო ხუმრობაა ?
-არა, მართალია-დაუდასტურეს ერთხმად ლიკამ და დეამ
-დათო?
-ჰო დათო
სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა სამზარეულოში. ვერცერთი ბედავდა მის დაღვევას. მალევე შემოიჭრა ჩვენში მასხარა სიძე.
-ჰე ახლა ცოლო დაკალი მამალი
-ოჰ ნიკა ნიკა,-ბუზღუნით წამოდგა ლიკა სკამიდან და სუფრის გაშლა დაიწყო.
-რა ხდება აქ რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით ახალი წელია თუ პანაშვიდი
-არაფერიც არ ჩამოგვტირის ფეხზე წამოვხტი და ლიკას მისახმარებლად დავიძარი.
-ჰე ჰე ახლა გოგოებო დატრიალდით, დეა შენ ბევრი იტრიალე იქნებ ამ წელს მაინც გაგათხოვოთ
-სხვა ყველა მოილიე?-უმნიშვნელოდ ვუთხარი, ნიკამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ადგილს მოწყდა. არავის არაფერი აღარ უთქვამს ჩემი ფეხმძიმობის შესახებ ვერთობოდით ვმხიარულობდით ნიკას ძმაკაცები ოჯახებთან ერთად მოვიდნენ თითქმის ყველა აქ იყო, მხოლოდ ერთი აკლდა მათ სახლს, დავითი. მე მშვიდად ვიჯექი, არც ველოდი, და არც მინდოდა რომ მოსულიყო. მაგრამ როგორც ყოველთვის ამჯერადაც ეწინააღმდეგებოდა ჩემი სურვილები რეალობას. კარზე ზარი და ფეხზე წამოშლილი პუბლიკა,
-მგონი გვაღირსა დავითმა მოსვლა, ნიკა მალე გააღე- აქა-იქ მესმოდა ხალხის ხმა. ნიკაც წამოფრინდა სკამიდან და კარისკენ გაიქცა.
-გვაღირსე ძმაო, გამარჯობათ, თქვენ ალბათ ნატა ჰო?
ლუკმა კისერში გამეჩხირა არც მინდოდა კარისკენ გახედვა არ მინდოდა დამენახა სხვის გვერდით ამას ვერ გაუძლებდა ჩემი ორი გული და რომელიმეს მაინც დავკარგავდი.
-არაფერი შეიმჩნიო-დეამ ჩუმად მითხრა
მე ვუყურებდი ცარიელ კედელს ვუყურებდი როგორ მიდიოდა ყველა კარისკენ როგორ კლავდა ყველას სურვილი გაეცნოთ დავითის ცოლი. სასაცილოდ არ მყოფნიდა ეს სიტყვა, ცოლი. სასაცილოდ არ მყოფნიდა დავითი სხვის გვერდით, ისტერიკული სიცილი ამივარდა მე რათქმაუნდა არავინ მიყურებდა ყველა თავისი დიდი სურვილის ახდენას ელოდა, გაეცნოთ ნატა.
-წამოდი გავიდეთ-ნათიამ მხარზე ხელი დამადო
-არა იყოს ვნახავ დავითის ცოლს და მერე იყოს-კვლავ ისტერიკულად ვიცონოდი.
-არ შეიძლება ასე
-კი შეიძლება
გადამიარა წუთერმა ისტერიკამ და მშვიდად გავაგრძელე ჩემი ადგილის გამაგრება, მალევე ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა, დავითი ბავშივით ხელში, ბავშვი კისერზე ეხვეოდა. გვერდით ცოლი. ერთი ხელით ბავშვი ეჭირა მეოთეთი ცოლის ხელი. უცებ მოვწყვიტე თვალები ამ მშვენიერ წყვილს და დეასთან გავაგრძელე ლაპარაკი. მხოლოდ დავითი ლაპარაკობდა სუფრაზე, დავითი და ნატა, მათ ისტორიებს ყვებოდნენ. დანარჩენები დიდი ინტერესით უსმენდნენ. ამდენს ვერცერთი გული უძლებდა ჩემში და სამზარეულოში გავედი. არავინ გამომყოლია, არც შეუმჩნევით ალბათ ჩემი გაქრობა, აივნის კარი გავაღე და გარეთ გავედი, სიგარეტს მოვუკიდე, სურვილმა წამძლია, ციოდა ძალიან მე ვიდექი დათოვლილ აივანზე და ფიფქები მეფერებოდნენ.
-გააფრინე გოგო შენ?-ლიკა გამოვარდა ყვირილით
-რახდება?-უინტერესოთ ვიკითხე
-მოაშორე სიგარეტი შენთავს, კარგი შენზე არ ფიქრობ მაგრამ ბავშვზე მაინც არ ფიქრობ, არ იცი რა შეიძლებაა მოუვიდეს? ეს შენ ჩემზე უკეთ იცი.
-ლიკაა?!-გარეთ დავითი გამოვიდა, უცებ გაჩუმდა ლიკა და მე სიგარეტი გდავაგდე-ნატას თავი ტკივა და იქნებ რამე დაალევინო?
-კარგი ახლავე-ლიკა სახში დაბრუნდა, დავითმა ცოტახანი მიყურა და ისიც მას გაჰყვა.
-არა უნდა ვუთხრა უნდა ვუთხრა, ხმამაღლა ვიმეორებდი სიცივეში მდგარი და ჩემს თავს ვაძლიერებდი.
-რამე ხდება?-კვლავ დავითი გამოვიდა გარეთ
-უნდა ხდებოდეს?
-რაზე ჩხუბობდით შენ და ლიკა?
-სიგარეტზე
-რატო ისიც ჰო ეწევა რას გერჩოდა, გინდა მე მოგცემ
-არ შეიძლება ჩემთვის
-რატო რამე გჭირს?
-კი
-სერიოზულია რამე?
-კი
-სასიკვდილო?
-სასაიცოცხლო
-ვერ გავიგე
-არც უნდა გაიგო, წადი ნატას თავი ტკივა. სახლში შესვლა დავაპირე და მკლავით დამიჭირა.
-მითხარი
-ფეხმძიმედ ვარ
სიბნელეშიც კი კარგად დავინახე როგორ აემღვრა თვალები, ხელი ნელა მომაშორა მკლავიდან-შედი- თავჩახრილმა ჩუმად მითხრა. მეც სუფრასთან დავბრუნდი ნატა ჩემს გვერდით იჯდა ბავშვთან ერთად. მეც მივესალმე პატარა ანგელოზს და მან გამიღიმა.
-მოხვალ ჩემთან პატარა?-ხელები გავუწოდე და ისიც ჩემსკენ გამოიწია.
-არა დედი ხომ იცი ცუდ დეიდებთან არ უნდა მიხვიდე
-პატარა დედას ხშირად არ დაუჯერო
-შენ ვინ დაგიჯერა რა მოიგო
-ვინც არ დამიჯერა იტანჯება შენს გვერდით
ავდექი და დაუმშვიდობებლად გავედი სახლიდან.скачать dle 11.3
მთავარზე დაბრუნება