შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს სიყვარულს ილუზიად გარდავქმნი


19-04-2015, 00:17
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 131

არ მეგონა ასე თუ მიმაგდებდი,
ფეისბუქზე „სინსაც“ არ მაღირსებდი.
წახვედი და პასუხიც არ გამეცი,
ჩემს თვალებში დაგეკარგა შენ ფასი.

შეიძლება,ეს ჩემი ბრალი იყო,
ყველაფერი ილუზიად აღვიქვი.
გიყურებდი,თვალები ნათდებოდა,
შენი ბწკარიც კი სიმართლე მეგონა.

მეგონა,რომ შენთვის მე ბევრს ვნიშნავდი,
მე მეგონა,შენ დიდ გულს ატარებდი.
ცინიკოსი არ მეგონე საერთოდ,
მეგონა,რომ შენ სულ სხვა იყავი.

ახლა,ალბათ,ისევ მარტო დავრჩები,
ახლა,მივხვდი,რომ რიგითი ვიყავი.
მე,სულელი,კი როგორ გიღიმოდი,
გულს გიხსნიდი,არაფერს გიმალავდი.

ალბათ,მხოლოდ ფანტაზია იყო ეს,
გულის ძგერა და ურიტმო ჟანგბადი,
მე მეგონა იქნებოდა რჩეული,
ვინც პირველად მაკოცებდა ტუჩებში.

ახლა უკვე განაცრისფრდა სამყარო,
სულ არ ვცდილობ მე გრძნობების დამალვას,
შენ დამცინი,ირონით მიყურებ,
ჩემზე წინ დგას ბუნებრივი მარაზმი.

ეს შენ ხარ თუ ყველა ასეთი არის,
გული,ალბათ,უკვე სხვა რამ შეცვალა,
მოკრძალება უკვე წარსულს ჩაბარდა,
მთვარია გქონდეს სექსი, გიჟური.

უკვე სახე გამიწითლდა სირხვილმა,
თავს ვიმტვრევ მე-რატომ ვიყავ სულელი?
ჩემი თავი სულ ბნელ ბინდბუნდს მოუცავს,
აღარ ვიცი,სიმართლე სად ვეძიო.

მაგრამ ვიცი,ვნებას რომ არ ავყვები,
უკვე ვიცნობ მე შენს ბედნიერებას.
უკვე აღარ მინდა შენი ახსნები,
მხოლოდ ვიცი,რომ გამოვდექ სულელი.

უკვე მთლად მძულს მე ეს ანატომია,
ალბათ,ყველა მამაკაცი ერთია.
არ ჩათვალო ეს უაზრო ბოდვაში,
შენ არ იცი,ჩემი გული რას შვრება.

უკვე ვიცი,აღარავის შევხვდები,
ილუზია მაინც ხომ დამრჩენია.
ჩემს სიყვარულს ილუზიად გარდავქმნი
და ცხოვრების დასასრულში შეგხვდები...
11/03/15




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent