სამოცდაექვსი
ეს რეალობა უკვე შემზიზღდა, აქ არ არსებობს უკვე მორალი. აქ ფასეული წარსულს ჩაბარდა, აქ არ არსებობს სიტყვა გრძნობები. აქ კაცმა წვერი უკვე დაკარგა, ქალს აღარა აქვს ძველი ნამუსი. ფულზე გაყიდი და გამოყიდი, აქ მთავარია იყიდო ჭინჭი. სულიერება უკვე "კიდიათ", მატერიებმა წაგვართვა გული. აქ იყიდება ქაღალდის ფულზე, მთელი სხეული და მთელი სული. მთლად შერყეულა ახალგაზრდობა, ათეისტობა არის მოდაში. ღმერთს დასცინიან ,მასხრად იგდებენ, კაი ბიჭობა არის მოდაში. თავზე გვიყურებს სამოცდაექვსი, შექსპირმა ადრე რომ გვიანდერძა. იმ გულთმისანმა რა გვითხრა გახსოვთ, დაიღლებითო ყოფიერებით. 24.04.15 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.