შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


20-07-2017, 23:04
ავტორი Гурами
ნანახია 378

***

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს
შენ კი არა და არ გაგეცინოს
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს

ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად
გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო

ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელებიც იქცნენ იებად
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ
ეს ყველაპერი ხომ შეიძლება

ხომ შეიძლება ლოცვას უსმენდე
და გულმა მაინც წყევლა ისურვოს
ხომ შეიძლება სძულდე ვიგაცა
შენ კი ვერა და ვერ შეიძულო

ჟამი-ჟამ მასთან ფიქრებსაც გაჰყვე
მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო
ასე ხომ ხდება?- უყვარდე ვინმეს
შენ კი ვერა და ვერ შეიყვაროскачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ nati

momewonaaa:):p

 



№2  offline √ მოდერი ™ bla.ell

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არადა არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ლოგინზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება გარდასულ დროთა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო?
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში ჩადგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ ჩათვალონ
შენი ცხოვრების ყველა სისწორე?
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდის მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე ახვიდე,
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ლოცვას ისმენდე
და გულმა უფრო წყევლად ისურვოს,
ხომ შეიძლება სძულდე ვინმეს და
შენ ის ვერაფრით ვერ შეიძულო?
ხომ შეიძლება მთვარეს უცქირო,
სულში მზესავით ბრწყინავდეს ნისლი,
ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე,
მაგრამ არასდროს არ იყო მისი.
ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს,
ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ,
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვასვენებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.
და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,
გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით,
გვიხარია და არ გვიხარია..
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელებიც იქცნენ იებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ...
ეს ყველაფერი, ხომ შეიძლება?
...

მორის ფორცხიშვილის გენიალური ლექსი/აღსარება...მაგრამ ეს სხვანაირია და ვერ გავერკვიე...შემოკლებულია?

 



№3 √ სტუმარი ™ გაგიმარჯოს

ჰ,ჰ არ მიყვარს სისულელეების გულში ჩადება...ეგ შენ თვითონ წახვედი თორე მე არ მითქვამს გემდურებითქო...ჰო მართლა პასუხს პმ ვერ გწერ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent