შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი კარგადაა თითქმის


2-10-2017, 00:28
ავტორი okay
ნანახია 884

ყველაფერი კარგადაა თითქმის

მომენატრა სიახლის დადება და, ასე ვცადე დაბრუნება :3


**
ყველაფერი კარგად არის თითქოს...
გაყინულ გულს, მზის სხივებით ვითბობ.
არავინ ჩანს მშველელი და მაინც,
ხელგაწვდნილი გადარჩენას ვითხოვ.

ყინვებია, არ დათბება მეტად,
უიმედო ქალაქის ვარ მკვიდრი,
რაც არ უნდა გავაკეთო მარტომ
მაინც არ მთმობს, სხვებთან ყოფნის ფიქრი.

და დავეძებ საკუთარ თავს ყველგან,
უფრო წრფელს და თან მომღიმარს მეტად...
მინდა ვინმე, რომ მოვიდეს ჩემთან,
თქვას: ყველაფერს მოვერევით ერთად!

ვერ მამჩნევენ დაღამებულ თვალებს,
ვერ მამჩნევ რომ მამძიმებს სევდა...
ვდგავარ მარტო და მაშინებს ძლიერ,
ჩემს სხეულში შემოსული ბნედა.

სახადმოხდილ, ავადმყოფის მზერით,
მივაცილებ ცხოვრებიდან ფერებს...
მკლავს ყოველი გათენება რადგან,
თვითონ ვაქრობ ჩემთვის კუთვნილ მზეებს.

ჩამომცვივდა იმედები უკვე,
აღარაფერს აღარ ველი რადგან,
ვიცი, მალე დამანგრევენ დღენი,
ჩამოხსნიან მოთმინების ფარდას.

ყველაფერი კარგადაა გესმით?
საკუთარი ანარეკლი არ მგავს.
გარეთ სხვაა, ის იცინის, მე კი,
გამომწყვდეულ, უმიზნო ჯინს ვგავარ.

ნუღარ გჯერათ, მორგებული ნიღბის,
მომისმინეთ რა მტკივა და რატომ,
როცა თქვენთან გაზაფხული ჰყვავის,
ჩემთან ყინავს და ულმობლად მათოვს.

მე არავის არ ვაღელვებ დიდად,
გამძლეობა ბოლო წამებს ითვლის...
თქვენ კი მშვიდად, მეგობრებო, მშვიდად,
ყველაფერი კარგადაა თითქმის...скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მე არავის არ ვაღელვებ დიდად,
გამძლეობა ბოლო წამებს ითვლის...
თქვენ კი მშვიდად, მეგობრებო, მშვიდად,
ყველაფერი კარგადაა თითქმის...

 



№2  offline ადმინი okay

terooo
მე არავის არ ვაღელვებ დიდად,
გამძლეობა ბოლო წამებს ითვლის...
თქვენ კი მშვიდად, მეგობრებო, მშვიდად,
ყველაფერი კარგადაა თითქმის...

კიბატონო smile
--------------------
Sun...

 



№3  offline აქტიური მკითხველი terooo

რამდენად ბევრის მთქმელია

 



№4  offline ადმინი okay

terooo
რამდენად ბევრის მთქმელია

მიხარია heart_eyes
--------------------
Sun...

 



№5  offline აქტიური მკითხველი terooo

okay
terooo
რამდენად ბევრის მთქმელია

მიხარია heart_eyes

okay
terooo
რამდენად ბევრის მთქმელია

მიხარია heart_eyes

წარმატებებს გისურვებ

 



№6  offline წევრი Mtirala

ყველაფერი კარგადაა,
თითქმის!

მიყვარხარ, წულაია!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№7  offline ადმინი okay

Mtirala
ყველაფერი კარგადაა,
თითქმის!

მიყვარხარ, წულაია!

მე შენ მიყვარხარ!
--------------------
Sun...

 



№8  offline მოდერი ელპინი

სასწაულია,გასაგიჟებელი.
საოცარი გოგო ხარ!
წარმატებები.

 



№9 სტუმარი l,m not sick

ლექსი არ წამიკითხავს.
იმიტომ რომ,მე ვერ წავიკითხავ ისე როგორც შენ
მე ვერ წავიკითხავ იმ გრძნობით როგორც შენ...
შენი ვიდეო ვნახე ფბზე,ხოოდა
ისე მოვინუსხე,ისე მომეწონაა,გადმოვწერე დაა ძალიან,ძალიან ხშირად ვუსმეენ..
კიდევ მინდა,შენიიი წაკითხული ლექსები,წულაიაააა!

 



№10  offline ადმინი okay

ელპინი
სასწაულია,გასაგიჟებელი.
საოცარი გოგო ხარ!
წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა <3

l,m not sick
ლექსი არ წამიკითხავს.
იმიტომ რომ,მე ვერ წავიკითხავ ისე როგორც შენ
მე ვერ წავიკითხავ იმ გრძნობით როგორც შენ...
შენი ვიდეო ვნახე ფბზე,ხოოდა
ისე მოვინუსხე,ისე მომეწონაა,გადმოვწერე დაა ძალიან,ძალიან ხშირად ვუსმეენ..
კიდევ მინდა,შენიიი წაკითხული ლექსები,წულაიაააა!


აუ, მადლობა ^^
მიყვარს შენი კომენტარების კითხვა, მაგრამ კი არ ვიცი ვინ ხარ smile
--------------------
Sun...

 



№11 სტუმარი ლელე

l,m not sick
ლექსი არ წამიკითხავს.
იმიტომ რომ,მე ვერ წავიკითხავ ისე როგორც შენ
მე ვერ წავიკითხავ იმ გრძნობით როგორც შენ...
შენი ვიდეო ვნახე ფბზე,ხოოდა
ისე მოვინუსხე,ისე მომეწონაა,გადმოვწერე დაა ძალიან,ძალიან ხშირად ვუსმეენ..
კიდევ მინდა,შენიიი წაკითხული ლექსები,წულაიაააა!


საყვარელო იქნებ გაიცნო თაკო <3 დარწმუნებული ვარ კარგი მეგობრები იქნებით <3

 



№12 სტუმარი გვანცა))

როგორ მიყვარს შენი ლექსებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent