შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდოდა მეთქვა


11-10-2017, 22:42
ავტორი okay
ნანახია 637

მინდოდა მეთქვა

რამდენი ღიმილი გეტევა მაჯაზე?
სიტყვები, რამდენი ჩაყლაპეს თვალებმა?
მოვედი... მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდი.
დავიწყე, თუმცაღა კვლავ ენა დამება.

ჩაივლის ქარები, წვიმები, ავდრები...
დღეებმა დაწერეს ტირილით დავთრები.
მე კი კვლავ მივათრევ სიფხიზლეს დილამდე,
ვეწევი ტკივილებს და მაინც არ ვთვრები.

ხანია ვეჩვევი უშენოდ ცხოვრებას,
არ ველი შველას და არ ველი ცხონებას.
რადგანაც როდესაც სიჩუმე დამყარდა
ვიყავი მარტო და არავინ არ მყავდა.

მტრედები სახურავს უშენენ სიმშვიდეს.
მოვედი და ვცდილობ მოგიყვე გრძნობებზე.
ვდგავარ და თავს მაბამს უაზრო სიტყვები,
რომლებიც რჩებიან და სხედან ნერვებზე.

ვდგავარ და ვიძახი: „გამაგრდი! გამაგრდი!“
სიჩუმე გამხდარა ტანჯვა და წამება.
მოვედი... მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდი.
დავიწყე, თუმცაღა კვლავ ენა დამება.

--
ისტორიებით ვერ, მაგრამ ლექსებით გიბრუნდებით :3 скачать dle 11.3

 





№1 √ სტუმარი ™ l,m not sick

იი შენ რა გოგო ხარ მოკლედ❤
საოცარიი!
პ.ს წულაია შენიი ისტორიები მომენატრააა

 



№2  offline √ ადმინი ™' okay

l,m not sick
იი შენ რა გოგო ხარ მოკლედ❤
საოცარიი!
პ.ს წულაია შენიი ისტორიები მომენატრააა


ალოო, რომელი ხარ?
გამოჩნდი რა :(
--------------------
Sun...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent