შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველ მეგობრებს


17-10-2017, 22:58
ავტორი okay
ნანახია 529

ძველ მეგობრებს

"მეგობარო, როგორ ხარ?" ანდა რაღაც ასეთი.
ვიწყებ და გაგრძელების აღარ არის იმედი.
ანუ უკვე იღლები, გაძლებით და არ გინდა,
რომ დავრჩე და არც ის რომ, არ ვიყო ან გამიშვა.

"რას შვრები?" და "სადა ხარ?" ანუ სულ არ გადარდებს,
რომ შეხვედრა გადავდეთ.
როცა რამე შეგვემთხვა, იყო რამე დამთხვევა, მოვუყევით ყველაფერს:
კედლებს, ჭაღს და მაგიდას,
მაგრამ არა ერთმანეთს. ანუ რაღაც დამთავრდა
და ყოველი ფუჭი სიტყვა, ფუჭად ხარჯვას გადარჩა.

"უი, მართლა?" "რას ამბობ?" ხელოვნებას ვითვისებთ
და დღეიდან ერთმანეთზე აღარასდროს ვიფიქრებთ.
შევიხორცებთ ღიმილებს, სიცილებს და ტირილებს,
შენი სახლი, შენი ქუჩა - უგერგილოდ მიმიღებს.

"ნუ სულელობ!" "გეყოფა!" ანუ ვიღაც გვეტყოდა,
რომ გაცივდა ჩაივით, ჩვენი ურთიერთობა.
ჰოდა სანამ ძველ ჭიქაში შაქარს ისევ ვამატებთ,
შეცდომებით ერთმანეთთან ძლიერ გადავამლაშეთ!

"წადი!" "არ დამენახო!" ანდა რაღაც ასეთი.
როგორც იქნა გავაღეთ, დახურული თვალები.
ანუ უკვე შევნიშნეთ, რომ აღარ ღირს წვალებად
და ერთმანეთს ვუწოდეთ: ტუტუცი და თავნება!

"მშვიდობით" და "ნახვამდის", კარებს წიხლით დაკეტავ.
ჩხუბის მერე ჩემთან ახლოს, მოსვლას ვეღარ გაბედავ.

"გამარჯობა." ქუჩაში, ჩავიარეთ გვერდიგვერდ.
აღარც როლის თამაში, არც სიტყვების სიუხვე.
იყავი და არა ხარ. გყავდი, ახლა არ გყავარ.
მეგობრობის ამბავი, უმეგობროდ დამთავრდა.

скачать dle 11.3




№1  offline ადმინი okay

I’m not sick გეძებ და გამოჩნდი რა...
ფბ-ზე თუ მომწერ გამიხარდება. heart_eyes
--------------------
Sun...

 



№2  offline წევრი Anna)))

რა კარგიააა ♥ ყოჩაღ
--------------------
ა.ზეიკიძე

 



№3 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

სულ სამი ადამიანია ისეთი ვის ლექსებსაც ვკითხულობ აქ, ერთ-ერთი შენ ხარ.
ადამიანს დრამების წერაც და პოეზიაც ასე კარგად გამოსდიოდეს იშვიათია

 



№4  offline ახალბედა მწერალი An_Gel

თაკო, შენი ლექსები და შენი შემოქმედება, ზოგადად, ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს.
მაგრამ ეს ლექსი იმდენად ჩემეული იყო,
ანუ იმდენად ნაცნობ თემაზე იყო და იმდენად მომხვდა გულზე,
ფავორიტია! ^_^
ძალიან მომეწონა, ვერც წარმოიდგენ ისე. heart_eyes

 



№5 სტუმარი l,m not sick

ლექსი ხომ საოცრება იყო...
რეალობასთან ზედმეტად ახლოს
მაგრამ,პირველი კომენტარიიი, თვალები შუბლზე ამივიდა...
წულაიაა დამამუნჯე!

 



№6 სტუმარი მოცინარი

აუუ ???? ამატირე. ეს ლექსი ახლოსაა ჩემთან ძალიან, გამახსენე ძველი მოგონებები და ამატირე :( ამას ვერ გაპატიებ :(

 



№7  offline ადმინი okay

ძალიან დიდი მადლობა, ასეთი შეფასებებისთვის.
მიხარია ძალიან heart_eyes
--------------------
Sun...

 



№8 სტუმარი მარიამ. რ

კითხვისას შენი ხმა ჩამესმოდა, მახსენდებოდა რა ემოციებით კითხულობდი ამ ლექსს. განსაკუთრებულად მომწონს, იმ ლამაზ მოგონებებს მახსენებს.

 



№9  offline ადმინი okay

მარიამ. რ
კითხვისას შენი ხმა ჩამესმოდა, მახსენდებოდა რა ემოციებით კითხულობდი ამ ლექსს. განსაკუთრებულად მომწონს, იმ ლამაზ მოგონებებს მახსენებს.


მგონი, გიცანი ^_^
--------------------
Sun...

 



№10 სტუმარი მარიამ. რ

okay
მარიამ. რ
კითხვისას შენი ხმა ჩამესმოდა, მახსენდებოდა რა ემოციებით კითხულობდი ამ ლექსს. განსაკუთრებულად მომწონს, იმ ლამაზ მოგონებებს მახსენებს.


მგონი, გიცანი ^_^

კარგი მინიშნებები მოგეცი :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent