შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


23-10-2017, 21:42
ავტორი lullaby
ნანახია 539

***

სადღაც ალბათ გაიელვებს - აქ არა,
აქ გაცრეცილ სიტყვებისფრად გძინავს,
სხვა გაბედავს, გაგაღვიძებს - მე არა,
მე მდუმარედ ველოდები დილას.

დილა - ვერა, ვერ მომიტანს ვერაფერს,
ალბათ უხმოდ ჩაიცვამ და წახვალ.
სანამ ფურცლად მოგიყვები ყველაფერს
სიზმრად ჩემს ხმას, მოფერებას ნახავ...

ნახავ. ღმერთო, შემაშურე სიზმრების,
კან-ქვეშ ახლა ყველა ნერვი გეძებს,
რამდენჯერაც შენს კისერთან ვიხრები,
ყველაფერი ავიწყდებათ ხელებს...

ყაყაჩოსფრად ყვირის რბილი ტუჩები,
ზეწრის მიღმა თაფლის სურნელს მალავ,
მე შენს თვალთვალს არასოდეს მოვრჩები,
რძისფერ სხეულს სუნთქვით დაგინამავ.

მხრებზე როგორ დაგიკოცნო სიტყვები,
მკერდზე როგორ დაგიხატო კოცნა,
შემომხედე მაგ ლურჯებით, მივხვდები,
დამჭირდება მე თუ არა თხოვნა.

რამე თქვი, რომ გაბედულად შეგეხო,
მანაწევრებ სიშიშვლეს რომ მალავ,
რამე თქვი, რომ მელანს აღარ ვეხვეწო,
ჯანდაბამდე გზა ჰქონია კალამს.


,პ.ს. ეს ლექსი საქალბატონე მარიამის ისტორიისთვის დავწერე... ისტორიისთვის, რომელიც რაღაც საოცრება და სასწაული იქნება... ყველამ ერთად მოვუწოდოთ, რომ მალე მოიკრიბოს მუზები და გვასიამოვნოს...

მაარ მთელი გულით გელიიი <3скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი An_Gel

შენი ლექსები რაღაცნაირად გამორჩეული და საყვარელია ჩემთვის და ასე მგონია, ასში ვიცნობ, რომ შენია.
მიყვარს ხოლმე შენი ნიკის დანახვა. ( რაც სამწუხაროდ, აღარც ისე ხშირად ხდება)
შენი სტილი ისე მომენატრა, "იავნანა" წავიკითხე თავიდან გუშინ :დდ (მაინც და მაინც იავნანას მივახტი თან :დდ)
ყველა ისტორია მიყვარს, რომელშიც შენი ლექსია გამოყენებული და იმედია, მომავალ ისტორიაზეც ასე ვიქნები.
მალე დაგვიბრუნდები, ვიმედოვნებ heart_eyes

 



№2 სტუმარი გვანცა))

როგორ მომეწონააა❤
ისტორიას მოუთმენლად ველი❤

 



№3 სტუმარი მოცინარი

აბა, გაგვიმხილე, რომელ მარიამზეა საუბარი და რომელ ისტორიას ველოდო გულის ფანცქალით? ლექსი ძალიან მომეწონა. რითMა მიყვარს შენს ლექსებში <3

 



№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

An_Gel
შენი ლექსები რაღაცნაირად გამორჩეული და საყვარელია ჩემთვის და ასე მგონია, ასში ვიცნობ, რომ შენია.
მიყვარს ხოლმე შენი ნიკის დანახვა. ( რაც სამწუხაროდ, აღარც ისე ხშირად ხდება)
შენი სტილი ისე მომენატრა, "იავნანა" წავიკითხე თავიდან გუშინ :დდ (მაინც და მაინც იავნანას მივახტი თან :დდ)
ყველა ისტორია მიყვარს, რომელშიც შენი ლექსია გამოყენებული და იმედია, მომავალ ისტორიაზეც ასე ვიქნები.
მალე დაგვიბრუნდები, ვიმედოვნებ heart_eyes


ანა, არც კი იცი როგორ მეამა შენი სიტყვები ^^
ძალიან მომენატრა აქაურობა და მარიამმაც რომ მითხრა დადე ეს ლექსიო, ცდუნებას ვერ გავუძელი. მიხარია შენი ასეთი დამოკიდებულება <3
ახალ ისტორიაში ლექსები არ/ვერ იქნება, იდეიდან გამომდიმარე, მაგრამ ძალიან ძალიან ვეცდები, რომ მალე დავამთავრო <3

გვანცა))
როგორ მომეწონააა❤
ისტორიას მოუთმენლად ველი❤

დიდი დიდი მადლობა <3

ზაქარაშვილზე და მის ისტორიაზეა საუბარი, რომელიც იწერება იწერება და ვეღარ დაიწერა :დდ
მადლობა დიდი <3

 



№5  offline ადმინი ლორელაი

აქ წაკითხულს სულ სხვა ეშხი აქვს!
ვამაყობ შენით.
ოქრო ხარ!
--------------------
თათა

 



№6  offline ახალბედა მწერალი chica sol

ვანილო, მიყვარხარ!
ეს ლექსი არის საოცრება და უღრმესი მადლობა ამისთვის. მიყვარხარ!

 



№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი
აქ წაკითხულს სულ სხვა ეშხი აქვს!
ვამაყობ შენით.
ოქრო ხარ!

მარიამ ზაქარაშვილი
ვანილო, მიყვარხარ!
ეს ლექსი არის საოცრება და უღრმესი მადლობა ამისთვის. მიყვარხარ!

ჩემი ორი ცალი <3
მიყვარხართ გოგოებოო <3

 



№8  offline აქტიური მკითხველი terooo

რა სასწაული მყავხარ

 



№9  offline ადმინი შამანი

მომნატრებიხარ heart_eyes
ძალიან კარგი ლექსია ♥ ♥ ♥
--------------------
ა.ა.

 



№10 სტუმარი ემი

მარიამებოო, ორივემ ძალიან მოგვანატრეთ თავი relaxed relaxed

 



№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

terooo
რა სასწაული მყავხარ

შამანი
მომნატრებიხარ heart_eyes
ძალიან კარგი ლექსია ♥ ♥ ♥

ემი
მარიამებოო, ორივემ ძალიან მოგვანატრეთ თავი relaxed relaxed


გოგოებოოო დიდი დიდი მადლობა <3
მეც ძალიან მომენატრა აქაურობა ^_^

 



№12 სტუმარი სტუმარი Skubidu

Istoriebs rato agar deb ????

 



№13  offline მოდერი bla.ell

ვაიმეეე როგორ მომწონსheart_eyesკარგად წერ
და უფრო მაოცებ ძალიან მომწონსheart_eyesნიჭიეროოო❤❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 



№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი Skubidu
Istoriebs rato agar deb ????

კი, დიდხანს გამიგრძელდა შვებულება... :დ
ვწერ და ვეცდები მალე დავდო <3

bla.ell
ვაიმეეე როგორ მომწონსheart_eyesკარგად წერ
და უფრო მაოცებ ძალიან მომწონსheart_eyesნიჭიეროოო❤❤❤

დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო... ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონა ლექსი ^^ იმედია ის ისტორიაც მოგეწონება, რის მიხედვითაც ესაა დაწერილი ^^ <3

 



№15  offline მოდერი bla.ell

ჰმმმ მართლა?ამის მიხედვითაა ისტორიაც?! დარწმუნებული ვარ რომ მომეწონება❤❤უკარგესქდ წერ და ამიტომ
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 



№16  offline ახალბედა მწერალი lullaby

bla.ell
ჰმმმ მართლა?ამის მიხედვითაა ისტორიაც?! დარწმუნებული ვარ რომ მომეწონება❤❤უკარგესქდ წერ და ამიტომ

კიი, მარიამ ზაქარაშვილი წერს და ერთ-ერთი მომენტის ამსახველია ეს ლექსი ^^

 



№17  offline აქტიური მკითხველი terooo

კიდევ ერთხელ Dემოვედი სასწაული ხომ არ მოხდათქო და ისევ ჩავყევიი...
ყველა ნერვი შემიტოკა

 



№18  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მოკლედ, თითქმის ერთი წელია ამ საიტზე ვარ და მხოლოდ ერთი ისტორია მქონდა წაკითხული "ვიოლინოს გასაღები". არ ვიცი აქამდე რატომ ვერ მოვახერხე შენი ისტორიების წაკიტხვა, მაგრამ სამი დღეა ვკითხულობ და მომეწონე ძალიან. უნიჭიერესი გოგო ხარ, ლექსებიც არაჩვეულებრივი გამოგდის. წარმატებები

 



№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

Chikochiko
მოკლედ, თითქმის ერთი წელია ამ საიტზე ვარ და მხოლოდ ერთი ისტორია მქონდა წაკითხული "ვიოლინოს გასაღები". არ ვიცი აქამდე რატომ ვერ მოვახერხე შენი ისტორიების წაკიტხვა, მაგრამ სამი დღეა ვკითხულობ და მომეწონე ძალიან. უნიჭიერესი გოგო ხარ, ლექსებიც არაჩვეულებრივი გამოგდის. წარმატებები

ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა... ზალიან გამახარე, მართლა <3 იმედია მოგეწონება ჩვენთან და სხვა ავტორებსაც გაეცნობი... ნიჭიერი ბავშვები გვყავს <3 კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent