ოქროს ღიმილები
ჩაი ლიმონით თუ თბილი მზის სხივებით? იქნებ გირჩევნია ლაღი სიმფონია... უკვე მოვიხიბლე შენი ღიმილებით, შეენც? დამაჯერე, რაღაც არ მგონია. ბუხრის სითბო უკვე შენზე ეჭვიანობს, წვიმა კისკისს არ წყვეტს ჩვენი ფანჯრის უკან, პლედში გახვეული ხელი ხელს რომ არ თმობს, ჩაით დატკბილული ბაგეებიც დუმან. ვიცი, არ დაარღვევ ოქროს ჰარმონიას, თმებში მისახსოვრებ სუნთქვას ათრთოლებულს, ყურში ჩამჩურჩულებ სიტყავს სამმარცვლიანს, კოცნით დაამშვიდებ ჩემს პულსს აჩქარებულს. ჩაი ლიმონით თუ თბილი მზის სხივებით? იქნებ ნოემბერმა ნდომა აგვირია?... ზამთარს შევთავაზოთ ტკბილი ღიმილები, ჩვენი შემოდგომა ცოტა დაღლილია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.