შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამშვიდობება


18-01-2018, 12:15
ნანახია 242

დამშვიდობება

მოლოდინებში გადავიკარგე,
როცა არავის უნდა ველოდე...
მიუსაფარი გრძნობების ფონზე,
თავშესაფარში შეღწევა მომსდევს.

გარინდული ვარ,ჩაფიქრებული,
ჩაფიქრებული გრძნობების ზღვაში,
საკუთარ თავთან მდუმარე ჭიდილს,
ვემშვიდობები...ვთესავ და ვიმკი...

შემომეფანტა მოლოდინები,
თავისუფლების ხილვისკენ ვილტვი,
სიკვდილმისჯილის განაჩენს ვისვრი,
მე სიცოცხლისკენ ხელებს რომ ვიწვდი...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რამ დაუფეთა მუზები,
მწერალ ქალბატონს, ნეტავ,
რად ჩაუშვია ღუზები,
ზურმუხტ ჩეროში ხეთა..

ჰორიზონტს გაჰყვა სიცოცხლე,
თუ მიეწევი აწი,
იქნება გადაარჩინო
აწ დათესილი ღვაწლი.

 



№2  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
რამ დაუფეთა მუზები,
მწერალ ქალბატონს, ნეტავ,
რად ჩაუშვია ღუზები,
ზურმუხტ ჩეროში ხეთა..

ჰორიზონტს გაჰყვა სიცოცხლე,
თუ მიეწევი აწი,
იქნება გადაარჩინო
აწ დათესილი ღვაწლი.

რა საყვარელი ხარ:)..ყველაფერი კარგადაა მუზები კი ნამდვილად დაფეთდა:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent