შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეებს უმზერს


25-01-2018, 13:29
ნანახია 333

მწვანეებს უმზერს

მწველი მზერა და ეს შეგრძნებები...
მიშიშვლებს სულს... ისე რომ არც კი მეხები...
თავსაც კი ვერ ვხრი,თვალები ზევით...
ჩემი მწვანეები შენს შავს რომ ეტრფის...

შენ მესაუბრები...უხმოდ და გესმის...
ჩემი გულიდან ბიძგების ხმების...
ჭინკებმორეულ სხივებს რომ მესვრი,
შენ გეღიმება...კანი რომ მეწვის...

ჯიქურ მიყურებ...მე კი თავს ვებრძვი...
რომ არ დავეშვა მიწაზე ფერხთით...
სულში მიძვრები,ხელებს მხვევ ჩემში...
გაფითრებული ვერაფერს გეტყვი...

შენ მე მკითხულობ წიგნების მსგავსად,
მისრუტავ როგორც ფილტვები ჰაერს...
მიმიკრავ მკერდზე როგორც ქარები
ტოტებს ხლართავენ ერთურთის მხრებზე...

ბოლოს სიმშვიდე...სიწყნარე სუფევს...
ნაზი ფერებით ერთმანეთს ვავსებთ...
შენი შავი რომ ჩემს მწვანეს უმზერს,
მაშინ შევიგრძნობთ სამოთხის სურნელს...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი geo877

ძალიან კარგია heart_eyes ლამაზად გადმოცემული ფარული ვნება . მადლობა.

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

geo877
ძალიან კარგია heart_eyes ლამაზად გადმოცემული ფარული ვნება . მადლობა.

მადლობა შენ შეფასებისთვის

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ