შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა სულისთვის


26-01-2018, 21:10
ნანახია 348

ბრძოლა სულისთვის

დაგიმორჩილებ შენ ჩემო სულო,
შენს უსუსურობას რომ დავამარცხებ!
თავისუფლებას გაჩუქებ გულო,
ბედნიერებას რომ დაგანახებ!

უმეცრებასაც შენ მიატოვებ,
და სინანულებს ჩარაზავ ძლიერ!
მწუხარებასაც გადაივიწყებ,
მიზნისკენ სწრაფვით უკვე რომ წახვალ.

მე პატრონი ვარ შენი ჩემო სულო...
დიდხანს ვატარეთ ტკივილიც მწარე,
მე ბატონი ვარ შენი გრძნობების,
და მე მოგაწვდი სიცოცხლის ძალებს!

სიძულვილებში ვერასდროს გაგრევ,
სიბინძურეშიც ვერასდოს გაგხვევ,
სიდუხჭირეში თუნდ ყოფნას ვარჩევ,
ოღონდ სინდისი არასდროს გაქრეს!

არ გაუხეშდეს სინაზე სულის,
უსიყვარულოდ ხავსი არ ჭამდეს.
ისე აალდეს ნაპერწკლით ცეცხლი,
გადაიბუგოს ფარული მტერი...

მტერი ჩემში რომ მიიდგამს ფესვებს,
უსურვაზივით მჭიდროდ რომ მახვევს,
სუნთქვის უფლებას არსაით მაძლევს...
ჩუმად ჩამძახის...„მოგიწევს დათმე“!

მე ვარ ბატონი ჩემივე სულის,
მე ვარ ავტორი ჩემსავე ხვედრის,
და მე უფლებას არ გაძლევ მეტის!
ვბრძანებ მოიგო ბძოლაში შენით!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი bla.ell

კარგილექსია თითქოს სიმკაცრეგარეული ლექსიheart_eyesძალიან კარგად წერ❤❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№2  offline წევრი მწერალი ქალი

bla.ell
კარგილექსია თითქოს სიმკაცრეგარეული ლექსიheart_eyesძალიან კარგად წერ❤❤❤

მადლობა ელ მიხარიხარ:*:*

 


№3  offline წევრი geo877

ძლიერი ადამიანის გულიდან ამოხეთქილი heart_eyes ძალიან კარგია

 


№4  offline წევრი მწერალი ქალი

geo877
ძლიერი ადამიანის გულიდან ამოხეთქილი heart_eyes ძალიან კარგია

მადლობა დიდი:):*

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ