შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიცდი...


28-01-2018, 00:14
ნანახია 189

გიცდი...

სიცარიელე ისევ იბუდებს ბინას,
ჩემს დამჭკნარ გულში უტიფრად ცხოვრობს...
შენზე ფიქრებსაც მახურავს ზურგზე
როცა ოცნებების ის აღებს კარებს.

შორსა ხარ ჩემგან ჩემო მეგზურო...
დამძიმდა სული უშენო ყოფით,
ისიც არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს,
ეს უშენობის მტანჯველი დღენი...

გარშემო ხალხი...ბრბო არის დიდი,
მე კი ცალკე ვარ...იცი რომ გიცდი...
გიცდი ეულად და გადარეულად,
როცა დარდისგან პირს დანა ვერ მიხსნის...

ბურუსში,ბინდში ნაცრისფერ ფერში,
მე არსებობა დამჩემდა იცი...
შენს მოლოდინში ალივით ვიწვი...
მოდი წყალივით ჩააქრე,მიმძიმს...

ძალებს დავეძებ...ფორთხვით და რიდით...
რომ ღირსეულად შემოგეგებო...დრო ჩვენთვის იცდის...
და როცა მოხვალ ამავსებ ვიცი...
ჩვენ ერთგულების გვექნება ფიცი...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აჰა, უკვე მერამდენე ლექსს ვკითხულობ და რა სამწუხაროა, როცა იცი რომ... არ ვიცი, რით ან რატომ უნდა იყოს სხვისი მწუხარება კარგი, სასიამოვნო ანდა აღმაფრენი.. არასდროს მესმოდა როგორ შეიძლება გესიამოვნოს სხვისი წუხილი, თუნდაც რომ შენც წუხდე..
ეს რომ ლექსი იყოს, ალბათ საუკეთესო იქნებოდა, მაგრამ უკვე მერამდენედ, ვკითხულობ და ვწუხვარ... შეუძლებელია ემოცია და ისიც წუხილი რიტმად და სიტყვათა წყობად შეაფასო, მაგრამ მაინც, რაღაცას ელი და უცნაურია.. შენ ხომ იცი, ბრბო ვერასდროს გაიგებდა..
მაშ, განა ჩანს მაქედან ადგილი, სადაც სხვა წუხს განცალკევებით? სად ხარ?!

 



№2 წევრი მწერალი ქალი

არ ვიცი რა გიპასუხო...ალბათ რთულია ლოდინი მაგრამ იმედი გატანინებს...მადლობა

 



№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
არ ვიცი რა გიპასუხო...ალბათ რთულია ლოდინი მაგრამ იმედი გატანინებს...მადლობა


რაფაელო.. არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად blush

 



№4 წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
მწერალი ქალი
არ ვიცი რა გიპასუხო...ალბათ რთულია ლოდინი მაგრამ იმედი გატანინებს...მადლობა


რაფაელო.. არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად blush

რაფაელოსავით ტკბილი არა ვარ მგონი მაგრამ:):)ვიცი გესმის...

 



№5  offline მოდერი bla.ell

რა კარგი ლექსია ნეტავ როგორ წაიკითხავდი რეალურად...❤❤❤

 



№6 წევრი მწერალი ქალი

bla.ell
რა კარგი ლექსია ნეტავ როგორ წაიკითხავდი რეალურად...❤❤❤

არადა მხატვრული კითხვის ნიჭი არ მაქვს მგონი:)მადლობა ელ:*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent