შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა

6-02-2018, 18:31
ნანახია 249

მინდა

ის შეგრძნებები რაც შენგან დამრჩა,
რას მივაწერო ან რა ვუწოდო,
ის ოცნებები შენთან რომ გაჩნდა,
როგორ გამიქრე,დაიწყე წაშლა...

როგორ შევძელი...არ ვიცი ახლაც,
როგორ მიყვარდი ამდენად მძლავრად,
როგორ მოგიშვი გულამდე თანაც...
როგორ მინდოდი ამდენად ანდაც...

ქარის მოტანილს წაიღებს ქარი,
შენც წაგიყვანა შრიალით ქარმა,
არ არსებობდი შენ თურმე არსად,
შენი სიმართლე სიცრუეს გავდა.

ზოგჯერ მგონია თან გაგატანე,
ის სიყვარული რომელიც მქონდა
და მეშინია ვერ შევძლო კვლავაც,
რომ შევიყვარო ამდენად მძლავრად.

რომ სხვისი სული გახდება ჩემი,
და ტკივილისთვის წამალის მცველი,
მინდა შემეძლოს ამაზე მეტი,
მინდა ვიცოდე რომ აღარ შევცდი.

პ.ს.არასახარბიელო წარსული უკვდავი მუზაა:)скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

განა მე შევქმენ სიყვარული, წაშლა შემეძლოს,
ან გული შენი გამოვაღე განა პირველმა,
რომ დარჩენა და ერთად ყოფნა დიდხანს, შეგვეძლო,
და რა შეცვალეს რომ წარმოსთქვი ახლა, სიტყვებმა?
ვერავინ წაშლის გრძნობას ყოფილს ახლით, ფერადით,
და წარსულ ტრფობას უახლესი ვეღარ გადაშლის,
არ დამითვლია სიყვარული მე არც შენამდი,
აალბათ შენს მერეც სიყვარულის ბევრ წიგნს გადავშლი..
არ იმსახურებს პატიებას გრძნობა წყვეტილი,
და კარგად იცი, ამაოა ახლა ტირილი ,
რომ ჩემგან წასვლა თავად გქონდა გადაწყვეტილი,
ჩვენი სითბოსგან დარჩა მხოლოდ წყენა,
ტკივილი...
არა კლავს ჩემო, უჩემობა და შენც გადარჩი,
და თუკი ვერ მთმობ, შურისგებას ღმერთს ნუ დაუცდი ,
შენ მაიძულე ან მე მსურდა.. და მე არ დავრჩი..
სხვა ვარ.. პასუხიც სხვა დაწერე, ჰოდა, რას უცდი?!

№2  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13

„შენი არაფერი დამრჩა შენი უშენობის გარდა,
გრძნობა გაიცრიცა ისე რომ უკვე აღარა ღირს დაცდა,
გიშვებ სამუდამოდ გიშვებ გრჩება უჩემობა მარად,
დრო კი შეამცირებს ჩვენ დარდს,ამით შევიქმნებით ახლად“

№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჩვენ ხომ დავიღუპეთ, ძვირფასო,
შენთვის ხომ უცხოა დანდობა,
გრძნობა სრულდება და მით ფასობს,
მხოლოდ უფალს სძალუცს აღდგომა..

მე აქ აღარასდროს დაგიცდი
მძიმედ, თუმც უკვალოდ გავქრები.
მარტოობამ, შენ რომ განიცდი,
ყელზე გამომაბა ნასკვები..

როცა ჯალათებმა ამწიეს,
მკერდზე შენი სახე მეხატა,
შენ ხომ მოყვასისკენ გასწიე,
ჩვენი ერთობა რომ გადაგეხადა..

ნუღარ მომთქვამ თვალებდახუჭულს,
მოვკვდი.. უშენობით არ მცივა,
ოთხ ხის ფიცარს შორის ჩაკუჭულს,
ნიანგის ცრემლები მაცვივა..

ჩვენთვის არ არსებობს ედემი,
ჩემი ჯოჯოხეთი შენა ხარ,
ღმერთი შეგენახა ეგების,
ჯობდა ჩემი ტრფობის შენახვას

№4  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
ჩვენ ხომ დავიღუპეთ, ძვირფასო,
შენთვის ხომ უცხოა დანდობა,
გრძნობა სრულდება და მით ფასობს,
მხოლოდ უფალს სძალუცს აღდგომა..

მე აქ აღარასდროს დაგიცდი
მძიმედ, თუმც უკვალოდ გავქრები.
მარტოობამ, შენ რომ განიცდი,
ყელზე გამომაბა ნასკვები..

როცა ჯალათებმა ამწიეს,
მკერდზე შენი სახე მეხატა,
შენ ხომ მოყვასისკენ გასწიე,
ჩვენი ერთობა რომ გადაგეხადა..

ნუღარ მომთქვამ თვალებდახუჭულს,
მოვკვდი.. უშენობით არ მცივა,
ოთხ ხის ფიცარს შორის ჩაკუჭულს,
ნიანგის ცრემლები მაცვივა..

ჩვენთვის არ არსებობს ედემი,
ჩემი ჯოჯოხეთი შენა ხარ,
ღმერთი შეგენახა ეგების,
ჯობდა ჩემი ტრფობის შენახვას

მკენწლავ ამ სიტყვებით არადა მგონი არ ვიმსახურებ მაგრამ ასე გეტყვი...
„შენი სიყვარულის გულისთვის,
მე დავივიწყე პრინციპი...
შენი შეთქმულების მიზნისთვის,
ჩემი მსხვერპლშეწირვა მიგიზღვის.

ჩემი გულწრფელობა გავიღე,
ფაქიზი გრძნობით სული აგივსე...
და გაყინული გული გაგითბე...
მაგრამ უმოწყალოდ შენ არ დამინდე.

არა არ იფიქრო მე სჯავრს გაკისრებ,
სულის სიმშვიდე ხომ ნატვრად იქციე,
გზააბნეული ხელი ჩაგჭიდე...
მერე ნიღაბი უკვე გაიძრე...

არც კი იფიქრო რომ მე დაგტირი...
შენთვის არ მიღირს ცრემლის წვეთები...
სული სუფთა მაქვს,უკვე დავმშვიდდი...
ღმერთმა შეგინდოს...აღარ განვიცდი...“

№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი

ეგ რა წამოსცდა შენს ტურფა ბაგეთ,
მუზა მომაწვა.. კენწვლა? არ ვიცი..
შენი სურნელი შემოვინახე
და დანაშაულს ჩემსას განვიცდი..

შენ უბრალო ხარ, მითქვამს მრავალგზის,
გაგიმეორებ აქაც, ამჯერად
და ის ნაბიჯი რაც მე გადავდგი,
მხოლოდ შენს გამო, თუმცა არ გჯერა..

რომ შენი ნაზი, სუსტი სხეული,
ისევე როგორც ძველი თბილისი,
ნატრობდა წასვლას, გრძნობით ძლეული,
ეს ჩემზე უკეთ, მითხარ, ვინ იცის..

მე შენი ერთი სუნთქვაც მიყვარდა,
სანამ მაქცევდა ბედი იგორად,
და გავიგებდი რომ შენ სხვა გყავდა,
და ჩემი სითბო იქცა იგნორად..

როდი ვკამათობ.. სულით მტარვალი,
ვიყავ მახინჯი, დღემდე გონჯი ვარ,
რომ მოგაყენე წყენა მრავალი
ყრმობიდან შენი ცოდვით მოვდივარ.

შემოგიტოვე როს მეგობარი,
თუმცა დიდია ჩვენში სხვაობა,
არ დაგემალა ძვირფასო გვარი,
მაინც არ გეყო გამბედაობა..

მე როდი ვმალავ არსის დასასრულს,
ჩემი საფლავის არის ყვავილი,
ჩვენი ერთობის მძიმე აღსასრულს,
ჩემს ნუგეშად რომ ამოყვავილდა..

როდი გემდური, მე ვარ ცოდვილი,
რომ არა ღირდა თხოვნა არაფრის,
განა დაჭრილი და დაკოდილი
ბნელ ჯოჯოხეთში ჩემით არ ჩავხდი?

არ განვიკითხავ მე ჩემს სიყვარულს,
ბევრი წასულა, მე კი მიყვარდა,
შენ რად გაგკენწლავ ბრძოლით მოღალულს,
წყენა და ეჭვი გულს რად მიგვარდა?

მოვრულვარ ვინმე უცხო, ყარიბი,
შენი რითმების ხელზე სამთხვევად,
ჩუ ჩაგწვდა სულში ჩემებრ ღარიბა,
განა შეგშვენის ასე დამთხვევა?

№6  offline წევრი მწერალი ქალი

დამამუნჯე და დამადებილე ახლა...ვინ ხარ საერთოდ...

„შენმა სიტყვებმა სისხლი გაყინა,
ძარღვებს მოასკდა ყინულის ლოდი,
ნუ მეუბნები რომ შენ გიყვარდი,
იქნებ აჯობებს ეს უარყოფა.

რა ვუყო ამ გულს როგორ უნდოდი,
თუმც აკრძალული იყავი ჩემთვის,
ჰაერის ნაცვლად მსურდა მყოლოდი,
მე შენი სუნთქვა ასე რომ მწვავდა.

წარსულს ჩაჰბარდა ჩვენი ტრფობაც და
გაუფერულდა ჩვენი ალერსიც,
მეამაყება რომ მქონდა ძალა,
სიყვარულისთვის მოვმკვდარიყავი“

№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრავო, თუმცაღა არ ვიცი, ვინ ხარ,
შემოვემთვარე ცრემლის ამ უბეს,
მზად ვარ, მესროლეთ ღმერთებო ის ქვა,
ეს უცოდველი რითიც დაღუპეთ!

ასიათასი მადლობა შენ, დღეს, შენი წყალობით, გენიალურ რომანს ერთი ძვირფასი თავი მიემატება, მზად ვარ გავათენო, ვფიცავ უზენაესს, დავწერ იმას, რასაც საუკუნე ვერ დააბერებს, მაპატიე თუ უნებურად აგაცრემლიანე, უცნობო გენიოსო heart_eyes

№8  offline წევრი მწერალი ქალი

მიხარია თუ წვლილი მიმიძღვის ამაში.მადლობა შენ...

№9  offline წევრი Noar

კარგი ლექსია, რაღაცნაირი, ფიქრებში ჩაგითრევს. :)

№10  offline წევრი მწერალი ქალი

Noar
კარგი ლექსია, რაღაცნაირი, ფიქრებში ჩაგითრევს. :)

დიდი მადლობა

№11  offline მოდერი bla.ell

მაპატიეთ შემოგეჭერით პოეზიელებოbowtieმინდა გითხრა წარსული ადამიანს არ ცვლის ჩემი აზრით რადგან შენ მაინც კარგ და საყვარელ ადამიანად დარჩი...კარგ პოეტად და იმედია შემდეგ უფრო მეტს შევიტყობ შენი პოეზიის კრებულის შესახებ❤❤წარმატებას გისურვებ ...

№12  offline წევრი მწერალი ქალი

bla.ell
მაპატიეთ შემოგეჭერით პოეზიელებოbowtieმინდა გითხრა წარსული ადამიანს არ ცვლის ჩემი აზრით რადგან შენ მაინც კარგ და საყვარელ ადამიანად დარჩი...კარგ პოეტად და იმედია შემდეგ უფრო მეტს შევიტყობ შენი პოეზიის კრებულის შესახებ❤❤წარმატებას გისურვებ ...

ელ როგორ დამიარა სასიამოვნო ემოციამ ამ სიტყვებზე იცი?:)მიხარია თუ არ შემცვალა და ასე თვლი...კრებულის რა გითხრა მაგრამ აქაური ჩემი პატარა სამყარო ჩემთვის ფრთებია ამ უფრთო ცხოვრებაში...მადლობა:*:*

№13  offline მოდერი bla.ell

იქნებ გადაწყვიტო ერთხელ რომ მართლაც კარგი იდეაა კრებულის შექმნაkissing_heartმე წარმატებას გისურვებ უსაყვარლესო პოეტო❤❤

№14  offline წევრი მწერალი ქალი

მადლობა...ალბაათ ჩემთვის იმდენად პირადია ჩემი ლექსები რომ გამიჭირდება კრებული...:)

№15  offline აქტიური მკითხველი terooo

ქარის მოტანილს წაიღებს ქარი,
შენც წაგიყვანა შრიალით ქარმა,
არ არსებობდი შენ თურმე არსად,
შენი სიმართლე სიცრუეს გავდა.

№16  offline წევრი მწერალი ქალი

terooo
ქარის მოტანილს წაიღებს ქარი,
შენც წაგიყვანა შრიალით ქარმა,
არ არსებობდი შენ თურმე არსად,
შენი სიმართლე სიცრუეს გავდა.

ჰო ასეა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent