შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო...


12-02-2018, 14:23
ავტორი lullaby
ნანახია 650

ძვირფასო...

როგორ ჩამოშლილხარ მწუხრივით ძვირფასო,
ღრუბლად დაგბნევია სახეზე ღიმილი,
მითხარი, ხელები შენს თვალებს ვინ ახლო?
იქნებ დაგიამო ჩურჩულით ტკივილი.

განვიცდი ძვირფასო შენს შუბლზე ნაოჭებს,
კრთომით გევლებიან მზის ქორფა სხივები,
ღონე მიჰხდომიათ ნუშისებრ ჭაობებს,
მაინც ძველებურად გყვარობენ იები.

ძვირფასო, გიხდება ძილი წამწამებზე,
თავი მოუყრიათ თეთრ სიზმრებს სარკმელთან,
როცა დაგიპირე კოცნა ბაგეებზე,
ატმის ყვავილებში ტოროლა ამღერდა.

როგორ ჩამოშლილხარ მწუხრივით ძვირფასო,
ჩვენს თბილ სარეცელზე სევდაა ამყოლი,
მითხარი, შენს ტკივილს ხელები ვინ ახლო
და მე დაგიამებ იარებს ამბორით.


12.02.2018скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რა კარგი წასაკითხი იყოო.. ჩასაყლაპი ლექსია. (ბოდიში, არ ხატატავს ტელეფონი სმაილებს და ისე კიდე მარტო ეს ვიცი ) დდ) ეჰ.. ძველი დრო გამახსენდა..

 


№2 სტუმარი l,m not sick

კარგი წასაკითხი ლექსია მართლა!

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლაზარე 13
რა კარგი წასაკითხი იყოო.. ჩასაყლაპი ლექსია. (ბოდიში, არ ხატატავს ტელეფონი სმაილებს და ისე კიდე მარტო ეს ვიცი ) დდ) ეჰ.. ძველი დრო გამახსენდა..

დიდი დიდი მადლობა ^^ სმაილები არაუშავს... ზოგჯერ არცაა საჭირო ;)

l,m not sick
კარგი წასაკითხი ლექსია მართლა!

მადლობა ^^ მიხარია თუ ასეა ^^

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემო ლამაზო, ჩემო ფერადო, ჩემო ცისარტყელა...
როგორ მახარებს, როგორ მომნატრებიხარ...
როგორი კარგი ხარ...
შეგიძლია ლექსების წერა და წერე რა...
ძალიან მომენატრა შენი წაკითხვა

 


№5  offline წევრი მწერალი ქალი

"მითხარი, ხელები შენს თვალებს ვინ ახლო?
იქნებ დაგიამო ჩურჩულით ტკივილი."მელოდიური ლექსია ძალიან

 


№6  offline წევრი An_Gel

რომ შემოვდივარ საიტზე პირველად ხომ ახალბედების პანელს ვხედავ? შენი სათაურებით ყოველთვის ვხვდები, რომ შენ დებ ახალ ლექსს (ამ ბოლო დროს სულ ლექსს :დ)
სხვანაირი სითბო გასდევს შენს სათაურებს, რაღაცნაირი, შენეული... არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება :დ
ეს ლექსი განსაკუთრებით მომეწონა. იმიტომ, რომ საოცრად,საოცრად თბილი იყო და იმიტომაც, რომ "ძვირფასომ" იაგო გამახსენა <3
შენი ლექსები ერთი დიდი და განცალკევებული ბედნიერებაა ამ საიტზე.

 


№7  offline მოდერი bla.ell

მარიამ რა უსაყავრლესო პოეტოო...რა კარგად წერheart_eyesსაოცარი გოგო ხარ❤მომწონს შენი იშვიათი მაგრამ განსხვავებული და ძალიან კარგი პოეზია❤❤❤სხვა რა გითხრა blush მიხარია რომ არსებობ ამ საიტზე და შორიდან მაინც გიცნობblush❤❤წარმატებას გისურვეეებ❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

terooo
ჩემო ლამაზო, ჩემო ფერადო, ჩემო ცისარტყელა...
როგორ მახარებს, როგორ მომნატრებიხარ...
როგორი კარგი ხარ...
შეგიძლია ლექსების წერა და წერე რა...
ძალიან მომენატრა შენი წაკითხვა

სალ, ისე მაბედნიერებ არ იცი <3
ვცდილობ და ვწერ...
მეც მომენატრეთ ძალიან <3

მწერალი ქალი
"მითხარი, ხელები შენს თვალებს ვინ ახლო?
იქნებ დაგიამო ჩურჩულით ტკივილი."მელოდიური ლექსია ძალიან

უღრმესი მადლობა <3

An_Gel
რომ შემოვდივარ საიტზე პირველად ხომ ახალბედების პანელს ვხედავ? შენი სათაურებით ყოველთვის ვხვდები, რომ შენ დებ ახალ ლექსს (ამ ბოლო დროს სულ ლექსს :დ)
სხვანაირი სითბო გასდევს შენს სათაურებს, რაღაცნაირი, შენეული... არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება :დ
ეს ლექსი განსაკუთრებით მომეწონა. იმიტომ, რომ საოცრად,საოცრად თბილი იყო და იმიტომაც, რომ "ძვირფასომ" იაგო გამახსენა <3
შენი ლექსები ერთი დიდი და განცალკევებული ბედნიერებაა ამ საიტზე.

ვაიმე ანა, შენ კიდევ კარგად გამოგდის ჩემი თვალების აწყ,ლიანება <3
მიხარია, რომ შემიძლია ჩემეულის შექმნა, მიხარია თუ გამომდის და მიხარია, რომ ამას შენ მეუბნები <3
ხო, იაგო, ნამდვილად გაგახსენდებოდა... ^_^ აი ახლა დავფიქრდი და მგონი ბოლო მონაკვეთის იაგოს ჰგავს ეს ლექსი... გახსნილია, თბილია, დაღლილია, მაგრამ მაინც ბედნიერია ^^

bla.ell
მარიამ რა უსაყავრლესო პოეტოო...რა კარგად წერheart_eyesსაოცარი გოგო ხარ❤მომწონს შენი იშვიათი მაგრამ განსხვავებული და ძალიან კარგი პოეზია❤❤❤სხვა რა გითხრა blush მიხარია რომ არსებობ ამ საიტზე და შორიდან მაინც გიცნობblush❤❤წარმატებას გისურვეეებ❤


როგორ მიხარია შენი დანახვა <3
უღრმესი მადლობა კომპლიმენტებისთვის ^^
შენს საოცარ ლექსებთან ვერ მოვალ, მაგრამ მიხარია, რომ მოგწონს <3
უღრმესი მადლობა <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

აქამდე ვერ შემოვედი და მაპატიე : დ ხო იცი როგორ მომწონს შენი ლექსები, ეს კი საოცრად კარგი ლექსია. მჟღერი და მელოდიურია. ლექსები კარგია მაგრამ მე ისტორია მინდა.

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი
აქამდე ვერ შემოვედი და მაპატიე : დ ხო იცი როგორ მომწონს შენი ლექსები, ეს კი საოცრად კარგი ლექსია. მჟღერი და მელოდიურია. ლექსები კარგია მაგრამ მე ისტორია მინდა.

თათ მადლობა საყვარელო <3 ხო იცი, ჩემი ერთ-ერთი პირველი მკითხველი ხარ ^^
ისტორია აქ რა მოსატანია კაცო :დდ

 


№11 სტუმარი pikria

gamarjibat minda damikavshirdet me minda chemi istoria mogiyvet romrlic populalurs gagxdit da warmatebebs miaxcevt ubralod wera ar mitacebs da ar nervi maqvs magis mara minda es yvelaferi ert wignshi motavsdes.

feisbuqze shegidzliat momdzebnot piqria robitashvili.

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

pikria
gamarjibat minda damikavshirdet me minda chemi istoria mogiyvet romrlic populalurs gagxdit da warmatebebs miaxcevt ubralod wera ar mitacebs da ar nervi maqvs magis mara minda es yvelaferi ert wignshi motavsdes.

feisbuqze shegidzliat momdzebnot piqria robitashvili.

ჩემო კარგო, მადლობა, რომ მე შემომთავაზღ შენი ამბის გამხელა, მაგრამ ასეთ რისკზე ვერ წავალ. ზნელია რეალობა ისე აღწერო, რომ უნაკლო იყოს. რეალური ადამიანების ფურცელზე გადატანას ვერ გავრისკავ, უკაცრავად )))

 


№13  offline წევრი Ignifex

მოკლედ, მე ხომ ყველაფერი გვიან უნდა ვნახო :დ
ლექსებსაც და მოთხრობებსაც ასე რომ წერ, ისე მიკვირს, ჩემთვის ლექსების წერა შეუძლებელია.
ძალიან კარგი ხარ, მარი, ძალიან ♥
ჩემი სახით მკითხველო სულ გეყოლება (დაგვიანებული, მაგრამ მაინც :დდდ)
"იქნებ დაგიამო ჩურჩულით ტკივილი" - ეს სიტყვები გულში ჩამრჩა ♥

 


№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

Ignifex
მოკლედ, მე ხომ ყველაფერი გვიან უნდა ვნახო :დ
ლექსებსაც და მოთხრობებსაც ასე რომ წერ, ისე მიკვირს, ჩემთვის ლექსების წერა შეუძლებელია.
ძალიან კარგი ხარ, მარი, ძალიან ♥
ჩემი სახით მკითხველო სულ გეყოლება (დაგვიანებული, მაგრამ მაინც :დდდ)
"იქნებ დაგიამო ჩურჩულით ტკივილი" - ეს სიტყვები გულში ჩამრჩა ♥

შენ ვერ წარმოიდგენ, რამდენად ზვირფასი მკითხველი ხარ ჩემთვის. არ აქვს დროს მნიშვნელობა, მთავარია, შენი არსებობით და სიტყვებით მაბედნიერებ ^^ დიდი დიდი მადლობა ჩემო გოგო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent