შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეული


14-02-2018, 16:47
ნანახია 280

ეული

მძულს ბანალურობა,
მაგრამ მარტო ვარ...
ხალხი ბევრია ირგვლივ...გარშემო...
მე ჩემს ადამიანს შევნატრი საჩემოს...

როცა არავინ გიშუშებს იარებს...
ძველ ჭრილობებსაც ეხსნებათ პირი,
სისასტიკეა უკვე ლოდინი,
როცა სუნთქვაც კი უკვე ძნელდება...

საით მიდიან ჩემი ფიქრები,
შენს მოლოდინში სულში ღამეა,
ძალა აღარ მაქვს ზოგჯერ ვყვირივარ...
მთვარეც უსიტყვოდ მიტანს...ვტირივარ...

მზის სხივო ჩემო...სულის ყვავილო,
გულის ნეტარო...იქნებ დამინდო?
იქნებ აგემღვრას უჩემოდ განცდილი,
ყოველი წამი...ყოველი წუთი...

მე უშენობის ხიზანი გავხდი,
საკუთარ თავსაც ლამის გავექცე...
რად მინდა ყოფა...ცხოვრება...მოდგმა...
თუ უშენობით ვისჯები...მოვთქვავ...

ეული ვიწვი ტკივილის ცეცხლში...
და მეფანტება ძარღვები მკერდში...
სულის ნაწილო!რა ძლიერ გეტრფი...
ისე მჭირდები სიკვდილს რომ ვებრძვი...

პ.ს.არადა როგორი ბანალურია:)скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჩვენ სამნი ვართ..
ფულის ამბავია..
ნაღდი საქმეა..
რა ბანალიზმი,
ვსხედვართ სახლში,
კაფე აქვეა..
დავჭრი პამიდორს,
ის გარეცხავს,
სხვა შეაზავებს,
ნეტავ განახათ,
კაფე მარტო
როგორ ხავხავებს..
ატყდა კაჭკაჭი,
აჰყვა ყვავი,
მოკვდა მიმინო,
ავიდგი ფეხი,
რათა სამშობლო
შემოვირბინო,
გადაიწვება აგონია
ფილტვის არეში,
ჰგონებ იპოვი,
არ გგონია
უცხო მხარეში..
გხიბლავს ყვითელი ბაიების,
თოვლში შერევა,
არ აიმღვრევა,შენი ბიჭი,
რადგან.. ეწევა.

 



№2  offline წევრი მწერალი ქალი

გამაცინე:) ჩემი ბიჭი არ მოწევს

 



№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მწერალი ქალი
გამაცინე:) ჩემი ბიჭი არ მოწევს


ეჰ, მისს, ცხოვრების მძიმე ჭაპანს ეწევა და არა იმას, რაც გაიფიქრეთ laughing

 



№4  offline წევრი მწერალი ქალი

ლაზარე 13
მწერალი ქალი
გამაცინე:) ჩემი ბიჭი არ მოწევს


ეჰ, მისს, ცხოვრების მძიმე ჭაპანს ეწევა და არა იმას, რაც გაიფიქრეთ laughing

აჰაამ განმანათლეთ მადლობთ...მძიმე ჭაპანიც აიწევა თუ მარტო არ ხარ

 



№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ეული ვიწვი ტკივილის ცეცხლში...
და მეფანტება ძარღვები მკერდში...
სულის ნაწილო!რა ძლიერ გეტრფი...
ისე მჭირდები სიკვდილს რომ ვებრძვი...

 



№6  offline წევრი მწერალი ქალი

terooo
ეული ვიწვი ტკივილის ცეცხლში...
და მეფანტება ძარღვები მკერდში...
სულის ნაწილო!რა ძლიერ გეტრფი...
ისე მჭირდები სიკვდილს რომ ვებრძვი...

ჰო...

 



№7  offline წევრი N.yviralashvili

Gaficeb am cxovrebashi raga ar gaxda banaluri )) leqsi kaia

 



№8  offline წევრი მწერალი ქალი

N.yviralashvili
Gaficeb am cxovrebashi raga ar gaxda banaluri )) leqsi kaia

მადლობა:)

 



№9  offline მოდერი bla.ell

კარგი პოეტი ხარ...მიხარია რომ ამ საიტზე ხარblushდა შენი ლექსებით ტკბობის უნარი შემწევს❤❤❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 



№10  offline წევრი მწერალი ქალი

bla.ell
კარგი პოეტი ხარ...მიხარია რომ ამ საიტზე ხარblushდა შენი ლექსებით ტკბობის უნარი შემწევს❤❤❤❤

თავად კარგი პოეტი მაქებს:*:*

 



№11 სტუმარი სტუმარი tea

რითმა არ მომეწონა მაგრამ ლექსი კარგია წარმატებას გისურვებ

 



№12  offline წევრი მწერალი ქალი

სტუმარი tea
რითმა არ მომეწონა მაგრამ ლექსი კარგია წარმატებას გისურვებ

ყოველთვის რითმა ვერ იქნება ლექსში...მირზა გელოვანის ლექსები ძირითადად ურითმოა მაგრამ შესანიშნავია.მადლობა შეფასებისთვის:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent