შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის


13-05-2018, 19:03
ავტორი izabella
ნანახია 654

ესეც გაივლის

ქუჩის კუთხეში ვაგდივარ სადღაც,
ჩემს სულს სხეული შემოძარცვია,
გულის ნაფლეთებს თვალებით ვეძებ,
მაგრამ თურმე ქარს გაუფანტია.
დრო და დრო მესმის ჩურჩული ხალხის,
ტანში მაციებს მათ ცივ მზერაზე,
მოწყალებას თუ გაიღებს ვინმე
მადლიერებით ვარ მეცხრე ცაზე.
თვალებში სევდა ჩამგუბებია,
ვეღარ ვიტევ და გარეთ იღვრება,
ზოგი თუ მარტო თვალის ფერს ხედავს
ზოგიც მის გავლით სულში იჭრება.
ყოველი ღამე სევდას მიღრმავებს,
მლაშე ცრემლები სახეს ატყვია,
სულის ჭრილობებს ძნელად ვიხორცებ
ნატყვიარივით ზედ რომ მატყვია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გაივლის... მაშ... blush

 


№2  offline წევრი izabella

ლაზარე 13
გაივლის... მაშ... blush

თავს ვიტყუებთ ყველა,როცა ასე ვამბობთ, არადა პასუხი მშვენივრად ვიცით neutral_face

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.