შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემარტოვება

22-05-2018, 01:12
ავტორი lullaby
ნანახია 931

მემარტოვება

ახლოს მოსული გულს მიჩქარებ ღიმილის ღმერთო,
ჩუმად ვაპარებთ თვალებს შენსკენ მე და გონება,
მინდა გიყურო, დაგაკვირდე და შემდეგ ვწერო,
მაგრამ სანაცვლოდ გამუდმებით მემარტოვება.

დავითვლი მზეებს მანამ, სანამ სათქმელს გავბედავ,
ამოიოხრებს დაქანცული ჩემით დროება,
დიდი ხანია უჩვეულოდ ლურჯად ღამდება,
და სწორედ ამ დროს მოსაწყენად მემარტოვება.

ჩაივლი როგორც უცხო მგზავრი ქუჩის გადაღმა,
ხმა, არც სურნელი ჩემი შენ არ გემახსოვრება...
თითზე დავითვლი სურვილებს და გეტყვი ხმამაღლა,
რომ შენთან ერთად, ან უშენოდ მემარტოვება.

22.05.2018скачать dle 11.3

№1 მოდერი bla.ell

გამაოცე რა საყვარელი მაგრამ მაინც სევდიანი ლექსი იყო....საყვარელო გოგონავ მომწონს მე შენი იშვიათი გამოჩენა❤❤❤და იშვიათი ლამაზი ლექსი...ტკბილი და რაღაცნაირად ლამაზი ლექსია❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემო მშვენიერო... როგორ მიყვარს მე შენი გამონათებები.... რა სასიამოვნო გრძნობა იყო სევდისმიერში სიყვარულისა.... ხშირად გაგვაბედნიერე

№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

bla.ell
გამაოცე რა საყვარელი მაგრამ მაინც სევდიანი ლექსი იყო....საყვარელო გოგონავ მომწონს მე შენი იშვიათი გამოჩენა❤❤❤და იშვიათი ლამაზი ლექსი...ტკბილი და რაღაცნაირად ლამაზი ლექსია❤❤

მე კიდევ შენი აქ დანახვა მიხარია და შენი თბილი სიტყვები... <3 დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

terooo
ჩემო მშვენიერო... როგორ მიყვარს მე შენი გამონათებები.... რა სასიამოვნო გრძნობა იყო სევდისმიერში სიყვარულისა.... ხშირად გაგვაბედნიერე

ბოლო დროს ლექსების წერა მეძალება, ცოტა კი მაშინებს ეს ამბავი, მაგრამ... ^^ მადლობა დიდი და ვეცდები ხშიად შემოგიაროთ და დაკატკბოთ ხოლმე <3

№4  offline აქტიური მკითხველი terooo

lullaby

მე სულ გელი

№5 მოდერი pekhshvela

რაღაცნაირი სევდიანი და ძალიან კარგი იყო ❤❤ კარგი ხარ ❣❣

№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

pekhshvela
რაღაცნაირი სევდიანი და ძალიან კარგი იყო ❤❤ კარგი ხარ ❣❣

დიდი დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა <3

№7  offline წევრი ნინილენდი

ძალიან ლამაზი და რაც მთავარია გულოდან ამოსული ლექსია <3

№8 სტუმარი nini

Momwons leqsebi AR miyvars gacvetili siyvarulze da aseti da es gansxvavebuli iyo sheneburi da chemeburi titqos chemzea yochag gamagime

№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნინილენდი
ძალიან ლამაზი და რაც მთავარია გულოდან ამოსული ლექსია <3

მართალია... გულიდანაა და მიხარია, რომჩანს ^_^ დიდი დიდი მადლობა <3

nini
Momwons leqsebi AR miyvars gacvetili siyvarulze da aseti da es gansxvavebuli iyo sheneburi da chemeburi titqos chemzea yochag gamagime

მიხარია, რომ შენი გაღიმება შევძელი ჩემო კარგო... მადლობა თბილი სიტყვებისთვის <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent