შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბორი


23-08-2018, 00:05
ნანახია 425

ამბორი

მობეზრებული ცხოვრების ფონზე...
გადაღლილობამ დამრია ხელი...
სიცარიელის მტარვალი გრძნობით,
შენთან მოვდივარ...ეული მგონი...
მოვდივარ კრძალვით,მოვდივარ რიდით...
არც შიში მტოვებს, არასდროს მიდის...
ასე მგონია შენი მკლავები სახლში ყოფნას და თბილ ლოგინს მომგვირს.
უცხო იყავი,შორს მდგომი კაცი...
ახლა ჩემში ხარ,ფიქრებში,თავში...
შენთან რთულია,ძნელია ვხვდები,
მაგრამ უშენოდ სულ მარტო ვრჩები...
თითქოს ბრძოლაა,მუდმივი ბრძოლა,
წყალი და ცეცხლი...ერთურთს ვერ ერწყმის.
შენი ალერსი...ძლიერად მეკვრი...
ასე მგონია ვქვრები და ვჩნდები...
სულს მეტად სჭირდები...ღაღადებს,ითხოვს...
მაგრამ არ ძალუძს ის რასაც ითხოვ,
მთლიანად მოგცეს...და შენი მრქმოდეს....
სასოწარკვეთა ხშირია ვიცი...
რაც მეტად გადის დრო,წუთი,წამი...
სიკვდილსაც უდრის შენთან მყოფს აზრი...
რომ უჩვენობის დადგება ჟამი...
მაგრამ იქამდე,გეპოტინები...
და არ მეთმობა მკლავები შენი...
იქნებ ამბორი მომპარო ღამით...
და დავივიწყო ცხოვრება წამით...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი bla.ell

ჰეი რამდენი ხანია არმინახავს შენი ლექსი ისევ და ისეეევ მომეწონა ძალიან ❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№2 წევრი მწერალი ქალი

bla.ell
ჰეი რამდენი ხანია არმინახავს შენი ლექსი ისევ და ისეეევ მომეწონა ძალიან ❤

მადლობა ელ მომენატრე:*:*

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.