შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებში


26-11-2018, 15:05
ავტორი Lusi Qubriashvili
ნანახია 461

მთებში

მოხვალ...
თვალებში ჩამხედავ ვიცი...
წამის მეასედში მე გადარეულს
იქვე მომერევა შფოთვა და ფიცი.
შენთან ყოფნის ჟამს მთელი სამყარო,
ფეხ ქვეშ რომ მიგებდეს ყვავილთა ფერეფს,
შენს მოტანილ ვარდს მე ვამჯობინებ
და იქვე ეკლებით დავისერ ხელებს...
ვგონებ უდაოდ შემრჩება ფიქრნი,
შენთან ყოფნის წუთს უსაზღვრო ვხდები,
საზღვარი იქ ქრება სადაც უსიტყვოდ
შენი ტუჩები ჩემ ტუჩებს ეტრფის...
მოხვალ...და ვიცი ამ უკანასკნელს...
არც ბოლო უჩანს არც დასაწყისი,
შენ შენებურად გრძნობას რომ აღწერ,
ჩემზე უკეთესად არავის იცის...
გამქრალა შიში,შორს გაქცეულა,
და სიბრალულმაც მოგვიღო ბოლო,
ქვასავით მაგარი გაგვიხდა ფიცი
წლებმა კი ზღაპრები მოგვითხრო მხოლოდ.
დაგვკარგა დრომ, და დღემაც გვაშორა,
თუმცა ფიქრებმა არ დაგვრთო ნება,
ისევე ..! ისევე დააგვაახლოვა
კვლავაც აალდა გამქრალი ვნება...
შენ ისევ ცეცხლი ხარ...მე ისევ წყალი
სამყაროც სხვაგვარად ხომ იწყებს ბრუნვას?!
როდესაც ცეცხლს და წყალს ერთმანეთს ახვედრებ,
ისიც იცოდე არ ენდო მუდამ..!
მოხვალ...
და ვიცი მე გადარეულს....
წამსვე დავდნები როგორც სანთელი,
შენ მკითხავ...- გავიქცეთ?!
მე მორცხვად თავს დავხრი...
და გიჩურჩულებ..
- უკვალოდ მთებში...!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რა ნაცნობი გვარი გაქვს, შემთხვევით და ხომ არ გყავს? საოცრად მაგონებს ერთი ძველი მეგობრის აზროვნებას ) შინაარსიანი ლექსი იყო

 


№2  offline წევრი Lusi Qubriashvili

ლაზარე 13
რა ნაცნობი გვარი გაქვს, შემთხვევით და ხომ არ გყავს? საოცრად მაგონებს ერთი ძველი მეგობრის აზროვნებას ) შინაარსიანი ლექსი იყო


Madloba ^_^ ara samwuxarot ar myavs :( nacnobi gyavs vinme Qubriashvili ?

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მყავდა ოდესღაც...
გენიალურად წერდა.. მის ნაწერებს დღემდე ვინახავ )

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სამწუხაროდ არ შემიძლია.. ავტორმა ამიკრძალა გავრცელება..

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.