შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხრა მთა გადავიაროთ


18-01-2019, 21:55
ავტორი lullaby
ნანახია 603

ცხრა მთა გადავიაროთ

წავიდეთ სადმე, ვიხეტიალოთ,
ფერი დავატყოთ ნოემბერს ჩვენი.
თუ გინდა ცხრა მთა გადავიაროთ,
ოღონდ მომკიდე ორივე ხელი.

ვიხეტიალოთ ოქროს ფოთლებში,
წვიმაც მოგვისწრებს, შენ არ იდარდო.
ერთად ვიცეკვებთ ქარის ნოტებში,
საკმარისია შენ ეს იწამო.

ვიხეტიალოთ, თუნდაც თოვლზე და
ზამთარს დავცინოთ ლაღი სიცილით,
ცეცხლთან გავცვალოთ ჩვენი ოცნება,
ფიფქებს ვაცადოთ უხმო ტირილი.

წავიდეთ სადმე, ვიხეტიალოთ,
დაე გაგვჭორონ უცხო ჩრდილებმა,
თუ გინდა ცხრა მთა გადავიაროთ,
იწყონ ახდენა ჩვენმა სიზმრებმა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

როგორ ხარ ასეთი კარგი ? open_mouth
მადლობა...ჩემთვის ხომ არაფერი გაგიკთებია მაგრამ
თან რომ საოცრება გამიკეთე

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ყოველთვის შეუდარებელი იყავი! ♥️

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ბელუ შეროზია
როგორ ხარ ასეთი კარგი ? open_mouth
მადლობა...ჩემთვის ხომ არაფერი გაგიკთებია მაგრამ
თან რომ საოცრება გამიკეთე


ვაიმე ღრმერთო <3 უღრმესი მადლობა... გულს მიჩქარებენ ასეთი სიტყვები <3

ტკბილიწიწაკა
ყოველთვის შეუდარებელი იყავი! ♥️

დიდი დიდი მადლობა <3 მიხარია, რომ მოგეწონა <3

 


№4 მოდერი Tamta.k

პირველად მომეწონა აქ ლექსი, ყველაფრის მთქმელი და ღრმად ემოციური❤️

 


№5  offline წევრი sweetgirl

Ulamazesi leqsia ❤️❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

Tamta.k
პირველად მომეწონა აქ ლექსი, ყველაფრის მთქმელი და ღრმად ემოციური❤️

როგორ მიხარია, უღრმესი მადლობა <3

sweetgirl
Ulamazesi leqsia ❤️❤️❤️❤️

დიდი მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent