შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გააციო!


2-02-2019, 00:24
ავტორი lullaby
ნანახია 704

არ გააციო!

არ გააციო, დღე ისედაც გაყინულია,
თოვლივით ქორფა შუადღეებს მოჰხვიე ხელი,
მერე რა, თუკი გაღიმება ასე რთულია,
მე ჩვენ გაზაფხულს დიდი ხანია რაც უკვე ველი.

არ გააციო, დღეს ისედაც ყინვაა გარეთ,
სულ არ ვუხდებით უერთმანეთოდ იანვრის სხივებს,
ცალ-ცალკე ყოველ გადადგმულზე ნაბიჯებს ვაგებთ,
და მერე გვერდით გახედვა და სიჩუმე გვიწევს.

არ გააციო, ახლა შენია თბილი ფურცლები,
დაწერე, რასაც ვერ ამბობ ან თქვი, რასაც ვერ წერ,
ამ ზამთარივით ჩვენც ხომ არა ვართ უტყვი მუნჯები,
მზეს თუ ვერ ვხედავთ, მთვარის ამბავს მაინც ნუ შევწყვეტთ.



31,01.2019скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Vivien Sky

scream heart_eyes scream
Wow dzaan kai leqsi iko.
--------------------
Tako E

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

Vivien Sky
scream heart_eyes scream
Wow dzaan kai leqsi iko.

მადლობა დიდიი <3

 


№3  offline მოდერი bla.ell

მიყვარს ეს გოგო რა...ისე თბილად წერ,რომ,როცა ვკითხულობ სასიამოვნო შეგრძნებებით ვიმუხტები❤❤❤წარმატებას გისურვებ❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

bla.ell
მიყვარს ეს გოგო რა...ისე თბილად წერ,რომ,როცა ვკითხულობ სასიამოვნო შეგრძნებებით ვიმუხტები❤❤❤წარმატებას გისურვებ❤❤

დიდი მადლობა ჩემო გოგო... <3 მიხარია ხოლმე აქ რომ დაგინახავ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent