შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავაქროთ სიზმრები


30-03-2019, 00:47
ავტორი lullaby
ნანახია 900

გავაქროთ სიზმრები

მე დავღლი ამ დღეებს თვალებში ყურებით,
დამღლიან დღეები დახრილი თვალებით,
და თუკი გაგრძელდა უთქმელი წუთები,
შევცვალოთ დროდადრო მამაცი წამებით.

შევცვალოთ, და იქნებ წვიმამაც გაგვიგოს,
მოსცილდეს ფანჯრებს და გვაკოცოს ღაწვებზე,
თუ ჩვენთან მოიწყენს დაე თან წაიღოს
რაც კი რამ შემოგვრჩა გაცრეცილ ბაგეზე.

მე დავღლი ღამეებს შეთხზული ზღაპრებით,
ზღაპრებით დამღლიან ძილის წინ ფიქრები,
და თუკი სიზმრამდე ათასჯერ ჩავქრებით,
არ დავიძინოთ და გავაქროთ სიზმრებიც.

25.03.2019скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მშვენიერია!
არ ვიცოდი ლექსებსაც თუ წერდი. მომეწონა heart_eyes
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline მოდერი bla.ell

ჩემი მარიიი ძალიან მომეწონა ლექსებიც ისე კარგად გამოგდიიის❤❤სასწაული გოგო ხარ❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ერკე
მშვენიერია!
არ ვიცოდი ლექსებსაც თუ წერდი. მომეწონა heart_eyes

მიხარია, მადლობა დიდი ^_^
ხო ასე მოხდა, რო ლექსებიც შემომეწერა :დდ

bla.ell
ჩემი მარიიი ძალიან მომეწონა ლექსებიც ისე კარგად გამოგდიიის❤❤სასწაული გოგო ხარ❤

ჩემო გოგო დიდი დიდი მადლობა^^ როგორ მახარებს ხოლმე შენი დანახვა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent