შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ გყვარებოდა


23-04-2019, 20:57
ავტორი melina
ნანახია 649

რომ გყვარებოდა

მომნატრებიხარ უზომოდ ჩემო
უშენოდ წუთიც ვეღარ მიძლია,
ნეტავ ვიცოდი შენს ღრმა ფიქრებში
დრო ერთხელ მაინც თუ დაგითმია.

ერთხელ თუ მაინც დაფიქრებულხარ,
რომ გყვარებოდა მთელი არსებით
მისგან კი გეგრძნო მხოლოდ სიცივე,
გულცივი მზერა, არარად გდების.

აი, მაშინ კი შეიბრალებდი,
შენსკენ მომზირალს, თვალებს ცრემლიანს.
რომ განგეცადა მთელი სიმძაფრიდ,
ცალმხრივი გრძნობა რა მტანჯველია.

მაგრამ არ მინდა გული გეტკინოს,
გაეხვე მწარე ფიქრების ალში,
ათასი აზრი, იმ ერთის ირგვლივ
გიტრიალებდეს მუდმივად თავში.

მიისწრაფვოდე ამაოდ მისკენ,
ყოველი მარცხი, რომ გაგაგიჟებს,
მაშინ, მიხვდები თურმე რას გრძნობენ
სხვები რომ დგამენ შენსკენ ნაბიჯებს..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ანა ჯაყელი

heart_eyes ძალიან მომეწონა მართლაც რომ.. კარგი ლექსია......

 


№2  offline წევრი melina

ანა ჯაყელი
heart_eyes ძალიან მომეწონა მართლაც რომ.. კარგი ლექსია......

მიხარია ისევ აქ რომ ხარ:*შენი სიტყვები ჩემთვის სტიმულია☺

 


№3 სტუმარი ანა ჯაყელი

ძალიან დიდი მადლობაა

 


№4  offline წევრი sweetgirl

Saswauli leqsia❤️❤️

 


№5  offline წევრი melina

sweetgirl
Saswauli leqsia❤️❤️

მადლობა, როგორ გამახარე რომ იცოდე❤❤❤

 


№6  offline წევრი მიშო

Mshvenieria

 


№7  offline წევრი melina

მიშო
Mshvenieria

მადლობა:)

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.