შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო როგორ დამღალეს ფიქრებმა


29-04-2019, 12:54
ავტორი მიშო
ნანახია 483

ო როგორ დამღალეს ფიქრებმა

ო როგორ დამღალეს ფიქრებმა,
ლექსებად ნათქვამიც გამქრალა.
დამტოვეს ეულად რითმებმა
მუზები? მუზებიც ჩამქრალა.

სული მთხოვს! მე მაინც ვეღარ ვწერ.
სულ წრეზე დავდივარ ამაოდ,
კალამიც დამძიმდა ვეღარ ვწევ
მძიმეა მძიმეა საკმაოდ.

ისევ გამიტაცე ფიქრებით
და აზრს მოკლებულა ყოველი.
ვწერ ლექსებს შავთეთრი რითმებით
და შენს დაბრუნებას მოველი.

ო როგორ დამღალეს ფიქრებმა,
სულში ბუნდოვნების ნისლებით.
თუ კვლავ მომაკითხეს რითმებმა
უთუოდ კვლავ ერთად ვიქნებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ანა ჯაყელი

ძაან მაგარი ლექსია.......???????????? ????

 


№2  offline წევრი მიშო

ანა ჯაყელი
ძაან მაგარი ლექსია.......???????????? ????


Gmadlobt gaixaret aseti gultbili shefasebistvis

 


№3 სტუმარი სტუმარი Kuskusa

Utuod kvlav ertad viknebit))) :* :*

 


№4 სტუმარი Ucnobi

Auu martla magari leqsia

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.