შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(გელოდებოდი და ვალჰალა შევთხოვე ოდინს)


2-05-2019, 22:55
ავტორი გოგლიკო
ნანახია 206

(გელოდებოდი და ვალჰალა შევთხოვე ოდინს)

გელოდებოდი და ვალჰალა შევთხოვე ოდინს
სამართლიანად გადაწყვეტდა ღმერთი სინანულს ?
ახლა სიკვდილი ვამჯობინე უდროოდ ლოდინს
მპატიობ ალბათ სიცივეში ჩემთან სიარულს.
აქ ისე ცივა, სიბნელეა, მინთებენ სანთლებს
და წარწერები ამაოა როგორც ლოცვები
თუ თქვენ უფალთან ერთი გრამი სიცოცხლე გმართებთ
მე იმედით ვარ ! ვიცი მალე დაიხოცებით.
გამოშორდებით სიცოცხლეს და იგემებთ სუნთქვას
ათარეშდება მდელოებზე სული სპეტაკი
გარშემორტყმული ეშმაკებით ცოდვები მხუთავს
და ჰაერივით გაბნეული შენი მზერა კი
მიცრემლავს თვალებს, რომ შემეძლოს მოგიპარავდი
ხელს ჩაგჭიდებდი, გაუშვებლად გავწყვედტი რიგებს
კართან სამოთხის ქრიზანთემებს მოგიქარგავდი
თუმცა ეშმაკი შენთან ჭიდილში რაუნდებს მიგებს.
ცალმხარზე მე და მეორეზე დემონი სუფევს
დაგვიჩეხია ორთაბრძოლით გონება, ტვინი
და ურჩი გული შენი რწმენას რომ უტევს
დაუქმევია თავისთვის შენი სხეულის Queen-ი.
ცდა არის აბსურდი, ჩაკეტილ გონებას
გადაკრულ ბინდივით, უაზროდ ატარებ
მე სამოთხეშიც გეძახი ქონებას -
შენს მზერას გულის საბნევად ვატარებ !скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.