შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ ვირუსია...


10-05-2019, 10:11
ავტორი shmagidzia
ნანახია 474

სიყვარული თუ ვირუსია...

სიყვარული თუ ვირუსია
სიყვარული თუ ვირუსია ის მე გადამაქვს,
იმუნიტეტი გრძნობების და მცირე სათავსო,
თვალებს ნუ ხუჭავ სიბნელეში აზრი არააქვს
წლები დაფანტე მძივებივით, რაღას გააწყობ...

რადგან დაგღალეს მოგონილმა აღტაცებებმა,
თვალებს კი არა ეს ქარები სულსაც გააშრობს,
ვიღაცა გტოვებს შენ კი მაინც გეოცნებება,
გარეთ გადიხარ და ნერვებზე თავად თამაშობ.

მიხვალ და სადმე ნამოხუცარ ქუჩას ეწვევი,
სადაც ყიდიან უფლის რწმენას ანუ ბიბლიებს,
ყველაზე რთული მაშინაა როცა ეჩვევი
ტკივილს და მერე შენც ქვას ესვრი ცაში ნიბლიებს.

მექანიკური კარგად ყოფნა რა ოხრობაა,
იქნებ მასწავლოთ რამე უფრო გენიოსური,
გამოსავალი კიდევ ერთი გამოთრობაა,
შენ პატიოსნობ, ეპოქაა თავად ბოზური.

უსიყვარულოდ ეგ სურვილიც ყველგან გაგიშვებს,
რომ დაიმატო თვალში ერთი დოზა ნაცარი,
სადაც გზებია და არცერთი აღარ განიშნებს,
რომელ ბილიკზე შემოგხვდება ისევ ტაძარი.

სადაც უფულოდ ვერ დაანთებ უფალთან სანთელს,
რომ ეკლესია იყიდება როგორც ბაზარი,
გაჩუმდი, ხალხი რას იფიქრებს ნუ ამბობ სათქმელს,
სხვას არ აღელვებს, შენი ჯვარი შენვე დაძარი.

დეპრესია კი უფსკრულივით ბოლო კიდეა,
როცა გაჩნდება უსამართლო ჩუმი ხანძარი,
და შენც მოგივა თავში ერთი ბნელი იდეა,
გამძლე ტოტებზე ჩამოაბა შენი ბაწარი.

არ დაემსგავსო მთავარია მდიდარ მათხოვრებს,
აქ ჯეკპოტები არ გეცემა მხოლოდ თავზარი,
ხელს რომ ჩაიქნევ ის ხელი ვარ დაიმახსოვრე,
და ნუღარ შეცვლი გათენებას იყოს რაც არი...

შმაგი წიკლაური
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.