შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც.. რა პონტია?!

11-05-2019, 16:14
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 391

და მაინც.. რა პონტია?!

წავედით მუზები და აყეფდნენ პოეტები,
ურითმო ხმაურით მოედვნენ არემარეს,
სამსხვერპლო ღვინოსავით შენც მალე მობერდები,
ბოდიში.. ძვირფასო რომ .. ვერაფრით დაგეხმარე..

იფრქვევა გრძნობათა უნიჭო ნიაღვარი,
ეძლევა სამყარო უფონო აგონიას..
ურითმო ლექსები ვერავის მიამგვანეს,
იცნობდნენ ვინმეს კი?! რა ვიცი.. არ მგონია..

ვიცი რომ ელოდი სიყვარულს ექოსავით
მაშ თექვსმეტს რა ვუთხრა თავზე რომ დაგათენდა,
ვიწექი ტახტრევანზე.. ვიშვებდი მეფესავით,
სადღაც რომ კვლავ მელოდნენ, ახლაღა გამახსენდა..

მოვფრინდით მუზები და ხერხემალდამსხვრეულნი,
დაგვიხვდნენ პოეტები.. გმინავდნენ ზეზეულად,
რომ ჩემი უკვდავება ზეცამდე აღწეული,
მოკვდება შენს ფეხრთით.. ღიმილით.. ღირსეულად...

ვერ ვნახე ვეღარსად ღმერთები პოეზიის,
მუზათა დედოფალსაც ვეღარსად მივაგენი,
ჩაგკეტეს მუხლებქვეშ მეათე კონვენციის და
საკნის მეზობლად მოგისვეს კართაგენი..

სადა ხართ მითების აჩრდილნო დაცემულნო,
სად დაიარებით ოცნებებდაწყვეტილნი,
მოგვხედე, უფალო, შვილთაგან გაცემულო და
ისევ მოგვმადლე ცხოვრების ნაწყვეტები..

ვერ ვნახე მუზები.. აქ ყეფდნენ პოეტები,
ქარგავდნენ სიტყვათა უნიჭო რაფსოდიას..
ნეტავ იმ სამყაროს.. ვისაც თქვენ მოედებით..
და მაინც.. ღვთაებებო.. სად გაჰქრით.. რა პონტია?!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი shmagidzia

ხარვეზები არის და არ მეგონა თუ მომეწონებოდა, მაგრამ მომეწონა ♡ არის ამ ლექსში რაღაც გრძნობა ჩადებული

№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

shmagidzia
ხარვეზები არის და არ მეგონა თუ მომეწონებოდა, მაგრამ მომეწონა ♡ არის ამ ლექსში რაღაც გრძნობა ჩადებული

დიდი პატივია ჩემთვის ) ოღონდ სარკაზმის გარეშე. ცხოვრებაც ხარვეზიანია საუკუნესავით, ლამაზი ლექსები მხოლოდ ლამაზმანებისთვისაა ) როგორც კი გამოჩნდებიან, პირობას ვდებ, ხარვეზებს მაშინვე გამოვასწორებ

№3  offline წევრი ლეა

ოჰოო, ეს რა ამბები დაგიტრიალებია laughing ასე ხდება ქვეყანაში,სადაც ძაღლები არ ჰყავთ:-)

№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ლეა
ოჰოო, ეს რა ამბები დაგიტრიალებია laughing ასე ხდება ქვეყანაში,სადაც ძაღლები არ ჰყავთ:-)

ლეა, რა ხანია შენი ხმა აღარ გამიგია, შენობაზე რომ გადმოვედი ბოდიში, იმედია არ მიწყენ, ჰო, ცოტა ექსტრავაგანტულ ხასიათზე ვიყავი და ცოტა გაღიზიანებულიც, ალბათ ეტყობა ლექსს. heart_eyes სად იყავი? wink

№5  offline წევრი ლეა

ლაზარე 13

ნწ, რაა საწყენი:-) რაც შეეხება კითხვას, უუფ რთული სათქმელია "nowhere & everywhere”

№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

არ არსებობს რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი და ვერ შემემჩნიე ) ყოველთვის ბრმა ვიყავი, მაგრამ სინათლეს ყველაზე დიდ სიბნელეშიც შეამჩნევ.. მომიყევი, რაცა სურვილი გექნება, მე არსად მეჩქარება

№7  offline წევრი ლეა

ჰაჰააჰ, რა საყვარელი ხარ, შევიფერე:-) მერე ჩუმად მოგიყვები;-)

№8  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მიხარია თუ ასე ფიქრობ, თუმცა ჩემს დამოკიდებულებას ნარცისიზმი დაარქვეს ადრე..
მოუთმენლად დაველოდები სიჩუმეს :)

№9  offline წევრი luana

აქ შემოსვლისას ლექსის სათაურებს აღარ ვკითხულობ, ვეძებ “ლაზარე 13”. მიყვარს მე შენი ლექსები!
“მყეფარას” სტატუს მე დიდი პატივით ვატარებ შენს ფონზე.
ოღონდ წერე.
ბევრი წერე.
სულ წერე.

№10  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
აქ შემოსვლისას ლექსის სათაურებს აღარ ვკითხულობ, ვეძებ “ლაზარე 13”. მიყვარს მე შენი ლექსები!
“მყეფარას” სტატუს მე დიდი პატივით ვატარებ შენს ფონზე.
ოღონდ წერე.
ბევრი წერე.
სულ წერე.

ეს ვინ მოსულაო.. ნეტავ შემეძლოს სულ წერა.. ნეტავ ისიც შემეძლოს რაც ასე სურთ, მაგრამ მხოლოდ ის შემიძლია რისი ატანაც არ შეუძლიათ..
მიხარია რომ მეძებ..
შენ მაინც..
არ იცი რისთვის..
არ იცი მერე რა იქნება
და მაინც..
მეამაყება..
ხომ მღუპავს ეს სიამაყე..
მჭამს..
მჯიჯგნის
მაგრამ მაინც გელოდები რომ მომძებნი blush

კარგია! მომწინს შენი შემოქმედება! ❤️
ნუ გვიანდები! ❤️

№12  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ქეთი იმერლიშვილი
კარგია! მომწინს შენი შემოქმედება! ❤️
ნუ გვიანდები! ❤️

კი არ დამცინო და ხო სკლეროზი მაქვს და მავიწყდება ხოლმე რომ რეგისტრაცია გავლილი მაქვს და ლექსი უნდა დავდო სანამ კომპიუტერი არ შემახსენებს ხოლმე დდდ

№13  offline წევრი shmagidzia

ლაზარე 13
shmagidzia
ხარვეზები არის და არ მეგონა თუ მომეწონებოდა, მაგრამ მომეწონა ♡ არის ამ ლექსში რაღაც გრძნობა ჩადებული

დიდი პატივია ჩემთვის ) ოღონდ სარკაზმის გარეშე. ცხოვრებაც ხარვეზიანია საუკუნესავით, ლამაზი ლექსები მხოლოდ ლამაზმანებისთვისაა ) როგორც კი გამოჩნდებიან, პირობას ვდებ, ხარვეზებს მაშინვე გამოვასწორებ

ანუ ხარვეზიან ლექსებს სპეციალურად წერ? ან ლამაზი ლექსები მხოლოდ ლამაზმანებისთვისოოო?? არ გეთანხმები მეგობარო მაგრამ დიდი ალბათობით ეს გულს არ გატკენს :)) ცოტა ქედმაღლობა იგრძნობა შენში და ეს ძაან აჭყიტებს მზესავით :დ მოკლედ წარმატებებს გისურვებ ♡

№14  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სახუმაროა მხოლოდ, თუმცა ისე ამაყად ვხუმრობ ხოლმე ეგეც წყინთ
ჩემი ლექსები თუ არის მდორე,
და თუკი ვინმეს მოგწონთ ნაკლებად,
ეგ თქვენ იდარდეთ, მკითხველო, თორემ,
მე მაინც ვწერ და რა მენაღვლება?!

ქედმაღლობა იცოცხლე, ისეთი ქედმაღალი ვარ, ამირანი სულკალმახს გააზრდევინეს რომ არ დაეჩაგრა ჩემ ამაყ ბუნებას, ამ ქედზე კიდევ თხუთმეტი წელია მებუზღუნება კავკასიონი მარა არ დამადგა საშველი.
ღმერთმა მშვიდობა და წინსვლა მოგცეს, კეთილო ადამიანო, მაგრამ როცა ბუმბერაზთა სისხლი გიდუღს, მოდი და ნუ იამაყებ blush

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.