შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრული


12-05-2019, 03:52
ავტორი მიშო
ნანახია 306

დასასრული

ამ სამყაროში აღარვინ მყავს
და გარდასხვა შორით მწყურია!
არ მინდა ვიყო ვინმეს მონა და
არ მინდა ვიყო ვინმეს მურია!

ო როგორ დამღლის წელთა სიავე
და სიჯაბუკე სადღაც გამქრალი!
ის წლები ...როგორ გავანიავე...
მრჩება ოცნება მხოლოდ ჩამქრალი!

მზეც აღარ მათბობს ამომავალი;
მარტო მსურს ყოფნა... საამურია!
ალბად აღარ მაქვს წინ მომავალი....
თუმცა სისიცოცხლე ძაან მწყურია.

ბედნიერება ერთდროს ნანატრი
სულს რომ ათბობდა ...ოცნების რითმით,
ეხლა დავეძებ ნეტავ სად არის
სად გავაბნიე არ მძინავს ფიქრით!

როგორ დამღალა წელთა სიავემ;
გვირაბის ბოლო ისევ ბნელია!
ოხ წლები როგორ გავანიავე
ეს სიმარტოვე სულის მკვლელია!

დამშვიდობება ვიცი დარდია...
მივდივარ მშვიდი ნელი ტაატით
აღარაფერი არ მაბადია
გაჩერდა ჩემი დრო და საათი!

ამ სამყაროში აღარვინ მყავს ;
და გარდასხვა შორით მწყურია!
არ მინდა ვიყო ვინმეს მონა და..
არ მინდა ვიყო ვინმეს მურია!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Timi.TR

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.