შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ლანდი მეფერება


13-05-2019, 08:59
ავტორი მიშო
ნანახია 358

შენი ლანდი მეფერება

ძილი გამიტყდა... და მარტოობა მაღრჩობს ფიქრებით...!
ვფიქრობდი ფიქრის დასასრული რომ დამენახა!
თვალი დავხუჭე ძალას ვატან თავს დავიძინო!
მაგრამ არ მაცლი უძილობა გადამელახა!

კვლავ მომეფერა შენი ლანდი ჩურჩულით ყურში ;
მიყვარხარ ბოთე სევდიანიც თან გსდევს ღიმილი!
არ დაიძინო ჩახუტება მინდა მაგ გულში!
არ დაიძინო ოთახს არხევს შენი ტირილი...!

-ვერც მე ვიძინებ ხომ ხედავ რომ შენთან მოვედი
და ვერც მანძილით შემაშინებს დღეს მე სიშორე...!
ამ ჩვენ სიყვარულს უპატრონოდ ვერ დავტოვებდი,
გადავიწყებაც ვცადე მაგრამ ვერ მოვიშორე.

მიღიმის სახე სევდით სავსე ხელებ გაშლილი,
ჩასახუტებლად შენი ლანდი ჩემსკენ მოიწევს,
ოხ როგორ მინდა ჩაგეხუტო ვნებებ
აშლილი!
ჩემს სარეცელზე შენც რომ გვერდით
ჩუმად მომიწვე...!

მეც ისევ ჩუმად გადმოვადგავ შენსკენ ნაბიჯებს;
მსურს შენი ჩაკვრა შენი სახის მინდა ფერება!
ყურთან ალერსით მოგეპარე და მოგეფერე...
როგორ მიყვარხარ ჩემო სულის ბედნიერებავ...!

თვალებს ვახელ და ქრები უცბად; იყავ მირაჟი!
და ოთახს არღვევს კვლავ საათის წიკწიკი ხოლო...
ნეტავი მალე გამითენდეს მე გარიჟრაჟი....
ეს დამრჩენია სანუკვარი ოცნება მხოლოდ.


იმედით ვცოცხლობ რომ შენც მოხვალ ისევ ჩემამდე,
გამითენდება რომ ოდესმე დილა მზიანი!
მე შენს მკლავებზე ტალღებივით მინდა ვღელავდე ! ....
ღამე დამთავრდეს ეს მტანჯველი და დარდიანი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Timi.TR

kargia
kochag

 


№2 წევრი მიშო

Timi.TR
kargia
kochag

Madloba yoveli shefasebistvis

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.