შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ ...


13-05-2019, 15:37
ნანახია 82

რომ ...

შენ ის არ იცი რა გრძნობაა, როდესაც უცდი,
რომ შემოაღებს უკითხავად კარებს ზაფხული.
რომ კვლავ იქნება შუაღამის ცა ზღვასავით ლურჯი
და არ იფიქრებ შავ ღამესთან ერთად დასრულდი.

რომ რაღაც ისევ შეგეშალა და ისე ვერ თქვი,
როგორც ელოდნენ - უფრო სწორედ ელოდა ვიღაც.
ვიღაც ვინც სხვისთვის შეიძლება არავის უდრის,
შენ კი ცხოვრება მხოლოდ მისთვის გიღირს და გინდა.

ვერვინ გაგიგებს რატომ ტოვებ მუდამ კარს ღიას,
ვერვინ გაგიგებს, რომ წავიდა და უცდი მაინც.
რომ სულ ერთია სად იქნები ზეცად თუ მიწად,
რომ ყველა’ფერი შავი არის _
და არც ზღვა ლურჯი

აღარ გამშვიდებს, როცა უცქერ,
არც მუზა მოჰყავს,
ვერც ბეთჰოვენთან, მოცარტთან ან ბახთან იმშვიდებ,
თავს მაშინ, როცა დაემსგავსე საცოდავ მოკვდავს
და სარკის მიღმა მდგომი ქალიც წასვლას გიპირებს.

წავა შენიდან და მოგიგდებს უსულო სხეულს,
ნიღბებს მოგიყრის ცუდად ყოფნა, რომ არ შეგატყონ.
დაგიბრუნდება ვისაც უცდი იმ დროით ეულს
და ძველებურად მრავალ სიტყვით ისევ შეგამკობს.

გეტყვის, რომ ისევ ლამაზი ხარ - თვალები გიკრთის,
რომ შენთან ერთად გული სულ სხვა სიხშირიდ უცემს.
რომ შენი ყველა გაღიმების მიზეზი იცის,
და ვერც შეამჩნევს რომ წლებია მკვდარი ხარ უკვე.

ჩუმი 'პოეტესა'скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.