შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ სიკვდილია


14-05-2019, 02:28
ავტორი მიშო
ნანახია 269

თუ სიკვდილია

თუ სიკვდილია კაცურად მოვკვდე!
ჩუმად ლამაზად დავხუჭო თვალი!
ისე წავიდე მე ამ ქყვენიდან...
რომ არავისი წავიღო ვალი!

თუ სიკვდილია ლამაზად მოვკვდე!
თავს დამტიროდეს ლამაზი ქალი;
თეთრი ზეწარი გადამაფინოს
და დამიხუჭოს ორთავე თვალი!

თუ სიკვდილია ოცნებით მოვკვდე!
კვლავ სიყვარულის რომ ვიყო მონა!
ძალზედ ძნელია ამ სამყაროში
ნავთსაყუდელის სიმშვიდის პოვნა.


თუ სიკვდილია შენ ხელში მოვკვდე!
მარგალიტებად მაფრქვიო ცრემლი.
ღონე მიხდილი შენს მკლავზე ვიწვე
წასვლის წინ ბევრი მეფერო ბევრი!

თუ სიკვდილია უჩუმრად მოვკვდე!
მიმავალს სიტყვა არ ეკადრება
ჩემო ცხოვრებავ ალბად შენს გულში
მაინც დავრჩები წყვეტილ კადრებად!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი eremar

სულიერად იმდენჯერ მოვკვდი, რომ ხორციელი სიკვდილი მენატრება
--------------------
ცხოვრება უმოწყალოა, ზოგიერთი ადამიანიც. მე მივდივარ...

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.