შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და რად უხდება ლექსი ტურფას, ეგ თუ არ იცი...


15-05-2019, 00:15
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 8 536

და რად უხდება ლექსი ტურფას, ეგ თუ არ იცი...

მე უშენობის აგონიამ სულში ჩამხედა,
იქ, ობლად მიყრილ ოცნებებზე ვეგდე თავხედი,
რომ არ შეგეძლო ჩემნაირი გველის გახედვნა,
ალბათ ამადაც გაბედე და ჩემგან წახვედი..

ბედის ბადეში თუ გავაბამ მხოლოდ ლამაზებს,
აბა სისინი ჩემიც მყოფნის, სხვისი რად მინდა,
ახლა არ ვიცი ცხოვრებას ვინ გამილამაზებს,
რადგან ადგილი აღარ დარჩა ჩემთვის მთაწმინდას..

გუშინ მომქონდა წვერგაპარსულს ღიმით სამყარო,
ო, ქარის ზღვაში, რა საამოდ ღელდა ნანეტი,
ქრიზანთემები სახეში რომ შემომაყარეს,
თან არაერთხელ.. რა მექნა და აჰა.. ავღელდი..

ალბათ ამიტომ არ გვაშორებს ერთურთს სიკვდილიც,
აგერ გუშინწინ, გახსოვს ალბათ როცა გაწვიმდა,
ქურთუკქვეშ მთვარე შევიფარე თვით ფერმიხდილი,
მეთქი ცეკვისას არ გაცივდე, ოქროვ, აცივდა..

და რა გგონია ამ ყველაფრის ნეტავ პასუხი?!
მისმა კივილმა რაც ესმოდათ ყურებს ნაცარას,
დაავლო ხელი, ჩემო ტკბილო, წვიმაში ტყისკენ,
თავად გრიგალზე სწრაფად ვგონებ, წააცანცარა..

ო, რა ხანია სანთლით ვეძებ ყველგან ლამაზებს,
მაგრამ თაფლუჭზე ყიყინებენ მხოლოდ იხვები,
და ჩემს სარკასტულ რეაქციას ალბათ ამაზე,
აღარ ვახსენებ, რადგან ვიცი, თავად მიხვდები..

დავდივარ მარტო ადუღებულ ბოტოქსის ზღვაში,
ვლოცულობ, სადმე ბუნებრივი მკერდი მაჩვენა,
და ვინც დალოცვილ მანდილოსნის მზეებრ კალთაში,
შემოქმედობა მომინდომა.. მოვსჭრა მარჯვენა..

და ამ ყველაფრით გადაღლილი, ხან თვეში ერთხელ,
ამ ლამაზმანთა ოაზისში როცა შემოვალ,
ო, წინაპართა დავიწყებულ და ლომებრ მყეფეს,
კაცო, სინდისსაც მოუნდება მაშინ შემოვლა..

ჰოდა რას გეტყვი გადაღლილო მსაჯულო იცი?!
შენ ამ ბრძენ ხალხს და აყვავებულ მამულს მიჰხედე,
ჩემი ვარამი თვით ეშმაკმაც, ჰო, იმან.. იცის!
მე სილამაზით თრობა მინდა, ტრფობის სიბნელე..

მე მარტოსულზე უარესი კაცი არ ვიცი,
მისჯილი რომ მაქვს მარტოობა, ისიც მეყოფა,
და რად უხდება ლექსი ტურფას, ეგ თუ არ იცი,
შენ ვშიშობ ჩემზე უარესი გქონია ყოფა..

თქვენ გენაცვალეთ, ლამაზებო მიმგვანნო თოვლის,
გადანავლელნო მზის მცხუნვარე სიახლოვისა,
სანამ ცრემლი და მარტოობა ფარეშად მოვლენ,
დე ყოფილიყოს მანამ ჟამი თქვენთვის ომისა..

მე გამომტაცა ისევ ბედმა ჩემი ელენე,
ვისღა მივმართო, ვინ წამოვა საომრად ტროას?!
შენს სანახავად სტრატეგიას ვადგენ საველეს,
სანამ შენს მსგავსად სხვა ქალღმერთი ჩემამდე მოვა..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ლაზარე.., კეთილი იყოს

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

terooo
ლაზარე.., კეთილი იყოს


მრავალს, მრავალს და მრავალს,ჩემო მეგობარო ) გმადლობ რომ ისევ ჩემთან ხარ :)

 


№3  offline წევრი luana

განა კი შესწევს მოკვდავს ძალა, გახედნოს გველი?
ანდაც, ლამაზ ქალს ეგ სისინი არ შეაშინებს?
ქურთუკის ქვეშაც შემოატანს წვიმის წვეთები,
თუ დაგავიწყდა და დიდი ხნით მარტო დატოვებ.

ამ ეპოქაში სიწმინდე გინდა,
ამ ქვეყანდ ხარ და უმანკოს ეძებ,
ალბათ ძალიან მეოცნებე ხარ,
ხოდა გაბედე და ვინმეს ენდე.

შენ ქალღმერთი გსურს, შენ ქალღმერთს ეძებ,
შენ გვერდს ქალღმერთი მოუხდებოდა,
მაგრამ სანთელი ვერ გაგინათებს,
იმ უკუნით ბნელს აქ რომ გამეფდა.

(ცოტა სხვაგან და კარგად ეძებე :დ )
მომეწონა, რა თქმა უნდა!

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
განა კი შესწევს მოკვდავს ძალა, გახედნოს გველი?
ანდაც, ლამაზ ქალს ეგ სისინი არ შეაშინებს?
ქურთუკის ქვეშაც შემოატანს წვიმის წვეთები,
თუ დაგავიწყდა და დიდი ხნით მარტო დატოვებ.

ამ ეპოქაში სიწმინდე გინდა,
ამ ქვეყანდ ხარ და უმანკოს ეძებ,
ალბათ ძალიან მეოცნებე ხარ,
ხოდა გაბედე და ვინმეს ენდე.

შენ ქალღმერთი გსურს, შენ ქალღმერთს ეძებ,
შენ გვერდს ქალღმერთი მოუხდებოდა,
მაგრამ სანთელი ვერ გაგინათებს,
იმ უკუნით ბნელს აქ რომ გამეფდა.

(ცოტა სხვაგან და კარგად ეძებე :დ )
მომეწონა, რა თქმა უნდა!


მე მგონი დიდ ხანს უკვალოდ წასვლამ,
შენც უჩემობის დაგადო დაღი,
შემოგეპარა სხეულში დაღლა,
ან მიგავიწყდა ედემის ბაღი..

მე ჩემო კარგო, არავის ვეძებ,
უკვე ვიპოვე ვინც მე მინდოდა,
ომში დავმარცხდი და ახლა ძაძებს,
ზაფხულის პირას ვფხრეწავ მინდორთან..

ნდობა როდია პრობლემა ჩემი,
ტყუილი მხოლოდ მოკვდავთ ნაკლია,
მხოლოდ ის მინდა რომ მხოლოდ ჩემი,
იყოს ის ერთი ვინც მე მაკლია..

მალე ჩავიცვამ ძოწის ფორეჯებს,
მტრის ლეგიონში ჩემი მახვილით,
ჩემ თაყვანცემას გავაორკეცებ,
ბრძოლის ტაქტიკით ჯერ არნახულით..

ჰგონებს სეთი რომ უკვე დასრულდა,
და ომში სჯაბნის თავად ანუბისს,
შურისძიება დაე აღსრულდეს,
მასზე, ხელები წინ რომ გაურბის..

თუ ქალღმერთობა არ უწერია,
მაშინ იქნება ჩემი ნადავლი,
მალე ბრძანებას მივცემ ფხენიანს,
თვით სიყვარულის ფეხქვეშ გადავლის..

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.