შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი გაშვება!


15-05-2019, 23:00
ავტორი margaret
ნანახია 359

შენი გაშვება!

შენი გაშვება დაძალებულ სუიციდს ჰგავდა
და ნაბიჯები, გადადგმული ანუ შენიდან,
უკიდეგანო სიმაღლიდან მეძახდა დაბლა,
რომ საბოლოოდ წამეშალე ჩემი გზებიდან.

შენი გაშვება ჩემად ყოფნას უსვამდა ხაზებს,
ყველა ოცნებას არ ახდენილს და ნაჯერს ფიქრით,
შენ არ გინახავს არასოდეს მედლის ეს მხარე
და ვერასოდეს ვერ გაიგებ რა ხდება შიგნით.

შენი გაშვება ჩემს ჰორიზონტს უშლიდა მზეებს
და წვიმის ცეცხლში დარჩენილი სრულიად მარტო,
მე დაუნდობლად გადავითვლი უშენო დღეებს,
მაგრამ ვერასდროს ვერ გაიგებ რა ძლიერ გნატრობ.


შენი გაშვება ჩემი ნებით სუიციდს ჰგავდა
და ნაბიჯებით, გადადგმული ანუ შენიდან,
უკიდეგანო სიმაღლიდან დავეშვი დაბლა,
რომ საბოლოოდ წამეშალე ჩემი გზებიდანскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მიშო

ძალიან კარგი ლექსია

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ასეთი გრძნობით დაწერილი, ლამაზი ლექსი,
ო, რა ხანია, არ უხილავთ უკვე ჩემს თვალებს,
გადავწყვიტე რომ ამეკრიფა ტაეპი ექვსი,
ან იქნებ მეტიც გამოვიდეს, თუ ჩამითვალეს..

მე ვიმედოვნებ მიწერილი ლექსად პასუხი,
არსად წარმოშობს არავითარ გაუგებრობას,
დროა დავიწყო თორემ ახსნით ვგონებ გავსუქდი,
და მოყვასისგან მწამს მივიღებ მერეც შენდობას..

****

რომ მე დავღვარე უცოდველი იმედის სისხლი,
კრავის დაღუპვა თავისთავად მწყემსის ბრალია,
რომ მე სასჯელის მომლოდინე საათებს ვითვლი და
ბებერ სიკვდილს ჩემთვის მაინც არა სცალია..

რომ მე ვერ გავხდი შენი მედლის მესამე მხარე,
და რომ ჯიუტად მინდოდა რომ მეგულე ჩემად,
რომ მე მეტოქედ ვერ ვიტანდი შენს გვერდით მთვარეს,
და ლოგიკურად ვერც ვერავის ვინც თაყვანს გცემდა..

რომ ჩემი კერპი სიმართლეზე მზისქვეშ ავაგე,
და რომ ტყუილმა გარდიგარდმო თავზე დამამხო,
რომ კირჩხიბი ვარ, ემოციებს ცუდად განვაგებ
რომ აღარ მინდა ცრემლიანი თვალებით გნახო..

მე არ დავიწყებ ახლა ახსნებს იმის სირთულის,
თუ რა რთულია არსდად იყოს შენი ადგილი,
რომ მხოლოდ შენთვის ჩემი გული გახდა ბირთვული
და იმ წასვლაზე თვით სიკვდილიც იყო ადვილი..

რომ მთელ წელიწადს უშენობით ამომდის სული,
და რომ შობა დღეს მთელი ჩემი ბავშვობა დავწვი,
ნაიარევი?! აღარ დამრჩა აღარსად გული და
მომაკვდავის ფერი ედოთ ექვსი თვე ღაწვებს..

რომ მე მრავალგზის ცხელ ასფალტზე ნაფეხურს შენსას,
ვეპარებოდი საკოცნელად ფარულად თითქმის,
და რომ სიცოცხლეს გავიღებდი რომ მქონდეს ექვსასს,
რომ არ მეცოცხლა რა შევიგენ არსი ამ სიტყვის..

რომ არასოდეს არ შემეძლო არჩევა მედლის,
რომ მე შენს გულში მოკიაფე კელაპტარს ვენდე,
როცა სიკვდილიც სანატრელი გამიხდა ხვედრი,
როცა გაშვების მძიმე ბორკილს ვეღარსად ვერ ვდებ..

რომ ყველაფერი მოგიძღვენი ღმერთმა ხომ იცის
ან ყველაფერი უჩუქნიათ ოდესმე სხვისთვის?!
მე უნდა ვიყო დამნაშავე თავადაც ვიცი,
რომ ლამაზ თვალებს ცრემლის ნაცვლად გზა მივცე რისხვის..

და აი მზად ვარ, ისე მზად ვარ, როგორც არასდროს,
შენი გულისთვის გინდ ათასჯერ მომჭრან მარჯვენა,
ყველამ იცოდეს რომ მე შენთვის სიკვდილს განვაგრძობ,
სანამ მივაღწევ შენი სულის მკვდრეთით აღდგენას,

და რომ გრძნობებით მოქმედება იყო შეცდომა,
და რომ გადაგდე ჩემი სულის, ტურფავ, ამბოხი,
ნუღარ ეღირსოს ამ ცოდვისთვის ზეცის შეცნობა,
და ჯოჯოხეთში სანთელივით გენთოს მადლმოსილს..

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ერთმანეთს ჯერაც არ ვიცნობთ,
მაგრამ ლექსი რომ წავიკითხე, ისე მეამა,
თუ მიწერია საყვედურთა ზღვაში დავიხრჩო,
ის მირჩევნია შიგ ჩამახრჩოს უცნობმა ქალმა..

დიდი მადლობა სილამაზის გადმოცემისთვის,
ეს ახსარება, სხვას ეკუთვნის, ნურად ჩამითვლი,
თუ არასწორი ადგილია ეს ლოცვებისთვის,
ეგ არა უშავს, დაცხება და ესეც ჩაივლის...

 


№3  offline წევრი margaret

დიდი მადლობაა ????

ბრავოოო heart_eyes ძალიან მაგარია

 


№4  offline მოდერი bla.ell

ძალიან ძალიან კარგი იყო ბრავო მართლაც არ მოველოდი ასე კარგი ლექსის ხილვარ ტკბილო❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.