შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრი-A


28-09-2019, 22:34
ნანახია 914

ძნელია შეაერთო ფიქრი და მოქმედება.
გულ-ცივი ამინდი, ირონიული ამინდი.
არ ვიცი რა ხდება,
მაგრამ შემიძლია ფიქრი.
ზუსტად ამ ფიქრის თქმა მინდა.

***

წიგნი, წიგნი და წიგნი,
სულ კითხულობს,
აივანზეა,
ფიქრობს.
-ეუბნება დედა კართად მდგომ მეზობელს,
რომელიც 2 თავი ფიქრის წასაღებად მოვიდა.
ფიქრი არ გვქონდა,
ფიქრი მე ვჭამე.

***

დედა ოთახს ალაგებს.
ძირს, ყოველ კუთხეში
ფიქრი ყრია.
დედამ არ იცის ფიქრით როგორ იმოქმედოს,
მაგრამ იცის - როგორ გააქროს.

***

როცა ფიქრის ფრთებს ვშლი,
ყოვლისშემძლე ვხდები,
როცა ყოვლისშემძლე ვარ - ვფიქრობ.
შემიძლია ვიფრინო,
ვიხტუნო,
ვიცურო,
გაკოცო
და ამ ყველაფერს ფიქრი-A მაკეთებინებს.

***

მე ფიქრი ვარ.
შენ ფიქრი ხარ.
ის ფიქრი-A.
ჩვენ ჩანა-ფიქრი ვართ.
თქვენ მკითხველი ხართ.
ისინი მუდამ იქნებიან

***

აივნის კარი ღიაა.
ოთახში შემოსული ფიქრი
იმდენად იზრდება,
რომ ფიქრი მიპყრობს,
როგორც საწოლზე მწოლიარე შიშველ ქალს.
ფიქრი ჩემშია,
ფრთები გავშალე.
ავფრინდი.
ზეცის კიბეზე ვიყავ,
როცა გავიგონე ხმა,
უძლიერესი ხმა.
ხალხს ფიქრი უნდოდა,
აქ ფიქრის თავს-ხმაა.
კიბის კუთხიდან ფიქრი
მოვხვეჭე და ხალხს დავაყარე.
ერთ-ერთის ერთი მშობელი
დაიბადა თავიდან.
ხალხმა ფიქრი დაიწყო,
მომავალზე,
ახლანდელზე,
ფიქრი-A-ზეც

***

ფიქრი-A ჩემს ოთახში,
წიგნების თაროსთან ცხოვრობს.
ის კვლავ ჩემში შემოდის,
გულთან გაუსაძლისი ტკივილია,
თავში,
ფილტვებში.
ბოლოს რაც დავინახე,
ფიქრი-A-მ ტანიდან
ბლაგვი საგანი ამომიღო და ეს
საგანი ფიქრი იყო.

***

მეორე დღეს ცაში ავდიოდით
მე და ფიქრი-A.
დაბლა დავიხედე და
კორპუსიდან ასფალტზე
კაცი ეშვებოდა.
მე არ ვიქნები ეს კაცი, მაგრამ
ვიქნები თემო, რომელიც
არ გაგაგდებს,
არ გადაგაგდებს.
ხალხმა არ იცის რომ გავფრინდი.
უფრო მაღლა გავფრინდი, იქ სადაც,
ფიქრით სიარული შეიძლება.
მე ვარ ფიქრი-A.


●თემო გამეზარდაშვილი●




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent