შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,არშემდგარო" უნიტაზებო


6-11-2019, 22:16
ნანახია 263

შენ, აქ საქვეყნოდ დაგცინებენ, თუკი არ იტყვი სიტყვებს, რომელსაც უწოდებენ სხვები ,,მართებულს".
ურთულესია, ყოველ დილით იშვა ახლიდან,
როცა სამშობლოს ეზიზღები - დაავადებულს,
როცა დილიდან ესალმები უსულო ნივთებს,
მთქნარებამტყდარ ნოემბერში დღეებს ნისლიანს,
ბედთან თამაში ხულიგანი ბავშვივით მითრევს.
როცა ფსალმუნებს მიმითხავდა დედა სიცხიანს,
მე დემონები მიზიდავდნენ, როცა შემდგომ გალობასავით გვიქადაგეს ამ მიწის ჭამა.
სად ერთმანეთის სისხლში უკვე ამოვისვარეთ და
ჩავისვარეთ არაერთგზის ძვირფასო მამა,
შენი ნასწავლი სადღეგრძელო მე დღესაც მახსოვს.
თქვენი ბინძური წარსულიდან ლუდით ნათლობა,
სულაც არ მიკვირს, როცა ჩემში უყურებთ მასონს
და ვერბალური ჯვარცმისთვის - დიდი მადლობა!
რადგანაც ჩემში ჯვრებით ებრძვით თავისუფლებას,
მაშასადამე, ებრძვით თქვენთვის წამებულ ქრისტეს,
ნებისმიერი თქვენგანი მიჩვეულია ჩაიხადოს და ნებისმიერ სისტემას მისცეს,
იმ იმედით, რომ წლების შემდეგ თქვენს ბინძურ გვამებს პანთეონში დამარხავენ,
ჩემო და-ძმებო,
ქვეყნის არშემდგარო უნიტაზებო.


●გამეზარდაშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent