შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თემოსია


14-11-2019, 16:16
ნანახია 454

მე ველოდები ჩემს ქუჩაზე
გაზაფხულის დადგომას,
რომელიც მკვდრეთიდ აღდგომას
ჰგავს.
და თუ ვინმემ იცით სად დაწვეს
ხელოვნება -
მითხარით! უბრალოდ, ფერფლი
მინდა მისი.

***

სული ისე თრთის სხეულში, რომ
იფიქრებ გაგიჟდა და გაიქცა.
არ სჯერა არავისი...
წერს, და-წერს, თითქოს სხვა
არაფერი გააუქმებდეს,
თუმცა, სხვა გზაც არ აქვს,
ამის გარდა, ყველა
გადაუკეტეს.
ახლა ისეა, რომ ვეღარაფერს
გრძნობს და მისი ნორმალურობაც
სცდება თავის ნორმებს,
როგორც ყოველ დღე სცდები მას
უკანმოუხედავად.
მეც მისნაირად ვარ...
უკან რომ იდგეს, უკეთ
დაგაფასებს, აბა რა
უნდა წინ მას,
ფიქრებში მყოფი ფიქრობდა
შეწირვას.
ის არავინაა,
არ გეგონოს ვინმე!
,,მაინც აფეთქდება, წავა,
მორჩება".
რა, ვინ... მე?!


***

ოთახში მასთან ხალხია,
ირგვლივ მათზე მეტი ბიჩოკი.
მას, მისი თავი არ უყვარს,
მეტიც - ეზიზღება!
მაგრამ მასზე
მეტიც - ეფიქრება.
წითლები აცვია, ხალხი
თეთრს ხედავს...
სახეებს კი ხედავს,
მაგრამ ავიწყდება...
ჰგონია, ყველა ფიქრს
მტვერი ედება და
მოწმენდა არსაჭიროა.
მოვწმენდ, ნაჭერი მაქვს,
მტვრიანი და მთლიანი.
უსმინე, და გაიგებ,
მწვერვალზე საიდან ახვიდე.
უსმინე, უსმინე! ოღონდ,
შენ არ წახვიდე და
გაიგებ მის ფეთქვას,
ბგერას, სუნთქვას.
თუმცა, ხედავს, ფიქრობს,
ეძახი გულქვას.
არ გვაქვს მაგ თვალების
გარდა,
სხვა მისასვლელი.
ფერი გაუმუქდა...


***
წერს, დაწერს, თითქოს სხვა არაფერი
გააუქმებდეს,
თუმცა, სხვაც არ აქვს,
ამის გარდა ყველა გადაუკეტეს.
მე ველოდები ჩემს ქუჩაზე
გაზაფხულის დადგომას,
რომელიც მკვდრეთიდ აღდგომას
ჰგავს.
და თუ ვინმემ იცის სად დაწვეს
ხელოვნება -
თქვას! უბრალოდ, ფერფლი მინდა
მისი.


●თემო გამეზარდაშვილი.



№1 სტუმარი სტუმარი ლიზა

საუკეთესო რამაა რაც აქამდე მინახავს.
ვგიჟდები მე შენ სტილზედა შენებურ სამყაროზე???? ბრავო!!!

 


სტუმარი ლიზა
საუკეთესო რამაა რაც აქამდე მინახავს.
ვგიჟდები მე შენ სტილზედა შენებურ სამყაროზე???? ბრავო!!!

მიყვარხარ ჩემივე სამყაროდან!

 


თემოს თავისი სამყარო აქვს და მისი ყოველი ახალი ნაწერი ამ სამყაროს კარის გაღებას ნიშნავს. ხელოვნების ,,პერედოზი" გაქვს გამეზარდაშვილო მოსული და არავის, არასდროს გაუნაწილო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent